ძალიან მინდოდა პოსტი ციგნებზე დამეწერა. ციგნებზე-თქო ვამბობ და ვიცი რაც წარმოიდგინეთ)) ბინძური, სუნიანი ბავშვები, რომლებიც მოწყალებას კი არ გთხოვენ, ფაქტიურად გაშანტაჟებენ. ან შეფურთხებით გემუქრებიან ან ჩახუტებით :))
დედაჩემისგან ხშირად გამიგია, რომ ბავშვობაში ძალიან უნდოდა ბოშა ყოფილიყო.
ბოშა, რომელიც ასოცირდება სილაღესთან, თავისუფლებასთან, მომთაბარე ცხოვრებასთან, მრავალფეროვნებასთან...... ცხენები, გიტარა, ბოშა ქალები ლამაზი, ჭრელი კაბებით, სიმღერები ცეცხლის ირგვლივ, ბოშური ცეკვები......
ცოტა რამ მათ შესახებ:
ბოშები - ერი (უფრი სწორად კი ეთნიკური ჯგუფები). საკუთარ თავს "რომა"-ს უწოდებენ. წარმოშობით ინდოეთიდან არიან და ცხოვრობენ ევროპის, აზიის, ამერიკის, აფრიკისა და ავსტრალიის მრავალ ქვეყანაში.
სხვადასხვა სტატისტიკური მონაცამებით ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2, 5 - 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს.
ბოშები საუბრობენ ბოშების ენაზე, რომელიც რამოდენიმე დიალექტად იყოფა და ასევე, იმ ერების ენაზეც, სადაც ცხოვრობენ.
ბოშების დროშა მიიღეს 1971წელს და ის ასე გამოიყურება:
ლურჯი და მწვანე ფერები აღნიშნავენ, შესაბამისად, ცასა და დედამიწას. ბორბალი კი დროშის ცენტრში ბოშების ინდოარიულ წარმოშობას აღნიშნავს.
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
2 коммент.:
ბოშებზე იმდენი კარგი რამის თქმა შეიძლება ... ვფიქრობ რომ მათი ცხოვრება ფილმებიდან მეტისმეტად რომანტიკული ჩანს, ჭორებიდან კი ძალიან შავბნელი...
არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ სადაც არ ვყოფილვარ ყველგან მინახავს.
Отправить комментарий