воскресенье, 28 февраля 2010 г.

აქსესუარები от chanel

Автор: ჯუნა на 2/28/2010 1 коммент.
მგონი არ არსებობს ქალი, რომელსაც აქსესუარები არ უყვარს. მე პირადად უამრავი საყურე და ბეჭედი მაქვს. ძალიან მიყვარს ასევე სხვადასხვანაირი გულსაკიდები, კულონები, სამაჯურები, "ბროშკები"..........

ერთ-ერთ საიტზე ვიპოვე შანელის 2008/09 აქსესუარების კოლექცია. ძალიან მომეწონა და მინდა გაჩვენოთ:

"მე როგორც ვთქვი ისე გააკეთე ცოლო" - ანუ ეჭვიანობა ქართულად))

Автор: ჯუნა на 2/28/2010 4 коммент.
ეჭვიანობა ერთი დიდი საკითხია ფსიქოლოგიაში, რომელსაც ყველა ებრძვის, მაგრამ ასე თუ ისე, რაღაცა დოზით, იგი მაინც ყველა ადამიანში არსებობს.
ეს გრძნობა ნებისმიერი ადამიანისადმი შეიძლება გაგიჩნდეს, რომელიც გაინტერესებს და გიყვარს.
ხშირია ეჭვიანობა ქმრის/ცოლის, შეყვარებულის, მშობლების, შვილების, მეგობრების მიმართ.......
სადღაც 4 წლის წინ ვიძახდი, ცოლად ქართველს უნდა გავყვე, რა მაგარია ქმარი მუჭს რომ დაკრავს მაგიდას და იყვირებს "მე როგორც ვთქვი ისე გააკეთე ცოლო")) მაშინ არ ვიცოდი რა იყო ეჭვიანობა, თანაც ქართული :))

იცით, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გიოა რაღაც განსაკუთრებულად ეჭვიანი. ზუსტად ერთი დოზით დევს ეს ჩვენში და ყველაფერი რაც არ სიამოვნებს მას, შებრუნებულ სიტუაციაში არ მესიამოვნებოდა მე. ამიტომ ამ კუთხით კარგად ვუგებთ ერთმანეთს და საერთოდაც, ვფიქრობ ასეა, თუ ცოლ ქმარი ერთად ცხოვრობს, ალბათ თითოეული მხარისთვის მისაღებია ერთმანეთის საქციელები და თვისებები. მაგალითად, ვიცი ქმარი, რომლის ცოლს ეკრძალება აივანზე გასვლა, ფანჯარაში გახედვაც კი. მაგრამ ამავე ქმარს აკრძალული აქვს fashion tv-ს ყურება)) ამიტომ პრობლემაც არაა. როგორც ჭკვიანებმა თქვეს "ფერი ფერს და მადლი ღმერთსო".

მშობელი-შვილების თემას რაც შეეხება აქ უფრო რთულადაა საქმე. ჩნდება ცნება დედამთილი და სიდედრი, ანუ შვილებზე შეყვარებული მშობლები ვერაფრით ეგუებიან იმას, რომ მათი ბიჭი/გოგო უკვე დიდია და ცოლი/ქმარი ყავს, რომელიც უყვარს, რომელსაც უსმენს და порой მის აზრს ყველაზე მაღლა აყენებს. ნამდვილად არავის ვაკრიტიკებ მეტიც - ჩემ ძმას რომ ვუყურებ კარგად მესმის მშობლების. ვერ წარმომიდგენია ჩემზე მეტად ვის ეყვარება იგი და ვინ იქნება მისთვის ჩემზე მნიშვნელოვანი ქალი :-p (ნუ რომ გაიზრდება შემეცვლება აზრი :))

ახალი რა ვთქვა, რძალ-დედამთილის და სიძე-სიდედრის პრობლემა სულ არსებობდა. უბრალოდ საჭიროა ორივე მხარის სურვილი, ურთიერთპატივისცემა და სიტუაციაც განიმუხტება.
სიდედრებმა და დედამთილებმა უნდა გაიხსენონ თავიანთი ახალგაზრდობა, შეყვარებულობის პერიოდი... შეეგუონ იმ აზრს რომ მისი შვილები გაიზარდნენ და თუ იარსებებს ადამიანი, რომელიც ბედნიერებას მოუტანს მათ შვილს, რატომაც არ შეიძლება ამ ადამიანის შვილებივით შეყვარება?...
რძლებმა და სიძეებმა კი უპირველესად, ალბათ, უნდა გამოიჩინონ სითბო და პატივისცემა. თქვენი ცოლი/ქმარი ხომ არ იარსებებდა მისი მშობლების გარეშე და ალბათ არც ისეთი იქნებოდა როგორიც არის.
მეეჭვება, რომ ამ ჩემი პატარა პოსტით რამეს შევცვლი, მაგრამ ადამიანებო! ვინც ამ პოსტს კითხულობთ, დაოჯახებულებო და დასაოჯახებლებო, თუ ადამიანი მართლა გიყვართ, არასოდეს ჩააგდოთ იგი ორცეცხლშუა და არ მისცეთ არჩევანი ორ ყველაზე საყვარელ ადამიანს შორის. ასე მას ვერასოდეს გახდით ბედნიერს.

суббота, 27 февраля 2010 г.

რატომ არ ვაფასებთ ადამიანები იმას, რაც გვაქვს?

Автор: ჯუნა на 2/27/2010 2 коммент.
რატომ არ ვაფასებთ ადამიანები იმას, რაც გვაქვს და რატომ ვიგებთ მის ფასს მხოლოდ მაშინ, როცა ვკარგავთ? ეს ხდება ყოელთვის და ყელაფერში..... არ ვიცი ალბათ უმადურები გვქვია......
სულ ვწუწუნებთ, ვწუწუნებთ უკმაყოფილოები ვართ, მეტი გვინდა..... heqse-ს ნათქვამი მომეწონა ძალიან: "მე არ ვწუწუნებ რომ არ მაქვს ფეხსაცმელი, რადგან შემხვედრია ხალხი, რომელთაც არ ქონიათ ფეხები".
იმდენი ადამიანია ჩვენზე ღარიბი, ჩენზე უბედური, ჩვენზე ულამაზო.......... ან ავადმყოფი...... ჩვენ კი ვწუწუნებთ, რომ დაგვღალა სამსახურმა ან ყოველდღიურობამ, ვკინკლაობთ ხანდახან მხოლოდ იმიტომ, რომ მოგვბეზრდა სიმშვიდე და გვინდა ნერვები მოვუშალოთ სხვას.
იცით მინახავს ინვალიდი ადამიანები და გავოცებულვარ იმხელა სითბო მოდის მათგან...... გულწრფელი სიყვარული და მადლიერება ცხოვრების. აფასებენ იმას, რაც აქვთ. უფრო კმაყოფილადაც კი გამოიყურებიან.... არ ვიცი ეს რატომ ხდება?!.
ხანდახან ხომ ყველა ვგრძნობთ თავს უბედურად. უბედურ, უიღბლო ადამიანად.... ეს ის მომენტია, როცა ვოხრავთ და ვამბობთ: "ღმერთო რა შეგცოდე". ალბათ ასეთ მომენტში ღირს სარკეში ჩახედვა, აღქმა და დაფიქრება არა იმაზე, რომ გეგმები ჩაგვეფუშა ან რა ჩანაფიქრი ვერ განვახორციელეთ ან რა ცუდი დღე გაგვითენდა ან............ იმაზე, რომ ძალიან ლამაზები ვართ და საღები, ძალით სავსენი და თუ მოვინდომებთ ყველაფერს გავაკეთებთ... იმაზე, რომ დედამიწაზე მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ, ჩვენი დაკარგვის ეშინიათ და განიცდიან ყველაფერს, რაც ჩვენ თავს ხდება.
და ბოლოს, ისევ heqse (ძალიან მომეწონა ეს ადამიანი):
"როგორც კი გაიღვიძებთ თვალების გახელამდე ტუჩის მარჯვენა კუთხე წაიღეთ მარჯვენა ყურისკენ მარცხენა კიდე მარცხენა ყურისკენ"
და ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება :))

пятница, 26 февраля 2010 г.

ვინ არიან ციგნები?

Автор: ჯუნა на 2/26/2010 2 коммент.
ძალიან მინდოდა პოსტი ციგნებზე დამეწერა. ციგნებზე-თქო ვამბობ და ვიცი რაც წარმოიდგინეთ)) ბინძური, სუნიანი ბავშვები, რომლებიც მოწყალებას კი არ გთხოვენ, ფაქტიურად გაშანტაჟებენ. ან შეფურთხებით გემუქრებიან ან ჩახუტებით :))
დედაჩემისგან ხშირად გამიგია, რომ ბავშვობაში ძალიან უნდოდა ბოშა ყოფილიყო.

ბოშა, რომელიც ასოცირდება სილაღესთან, თავისუფლებასთან, მომთაბარე ცხოვრებასთან, მრავალფეროვნებასთან...... ცხენები, გიტარა, ბოშა ქალები ლამაზი, ჭრელი კაბებით, სიმღერები ცეცხლის ირგვლივ, ბოშური ცეკვები......

ცოტა რამ მათ შესახებ:
ბოშები - ერი (უფრი სწორად კი ეთნიკური ჯგუფები). საკუთარ თავს "რომა"-ს უწოდებენ. წარმოშობით ინდოეთიდან არიან და ცხოვრობენ ევროპის, აზიის, ამერიკის, აფრიკისა და ავსტრალიის მრავალ ქვეყანაში.
სხვადასხვა სტატისტიკური მონაცამებით ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2, 5 - 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს.
ბოშები საუბრობენ ბოშების ენაზე, რომელიც რამოდენიმე დიალექტად იყოფა და ასევე, იმ ერების ენაზეც, სადაც ცხოვრობენ.
ბოშების დროშა მიიღეს 1971წელს და ის ასე გამოიყურება:

ლურჯი და მწვანე ფერები აღნიშნავენ, შესაბამისად, ცასა და დედამიწას. ბორბალი კი დროშის ცენტრში ბოშების ინდოარიულ წარმოშობას აღნიშნავს.

четверг, 25 февраля 2010 г.

ფოტოები

Автор: ჯუნა на 2/25/2010 1 коммент.
ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და ყველაფერი რაც მას უკავშირდება: ლამაზი ფოტოების შეგროვება, გადაგება, პოზიორობა...
პროფესიონალური დიდი ციფრული აპარატი კი ჩემი ოცნებაა, რომელიც იმედია ახლო მომავალში ამიხდება.

მინდა გაჩვენოთ რამდენიმე ფოტო, რომელიც ჩემი გადაღებულია და ძალიან მიყვარს.

среда, 24 февраля 2010 г.

Автор: ჯუნა на 2/24/2010 1 коммент.
მიყვარხარ ძლიერ....ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი
შენი შავი თმის ბუჩქი
ეგ თეთრი შუბლის სერი
თვალები გიშრისფერი
ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თითი
ო, იცი როგორ მიყვარს, ოდნავ შეხებაც მათი
ო, იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი
მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლიც მიყვარს შენი
შენი კისკისიც მართობს
მე შუქი მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ....ძლიერ ...ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის
გიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს
დიდების ყველა მნათობს
დიდებას დავთმობ შენთვის
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვვული არ მაქვს შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მემეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდა იგი
რადგან შენ შემოგწირე
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ....ძლიერ ... ძლიერ
მიყვარხარ ცხადად, მალვით
როგორც არასდროს არვინ არ ყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი...
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ...
ნაყოფი მისი არი
ვინც ნორჩი ნერგი დარგო
ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე კარგო...!

მზე რომ დახატო.....

Автор: ჯუნა на 2/24/2010 0 коммент.

მზე რომ დახატო უნდა იყო ძალიან თბილი
თბილი რომ იყო უნდა გაგათბოს სხვამ
სხვამ რომ გაგათბოს უნდა იყო ამისი ღირსი
ღირსი რომ იყო უნდა უყვარდე მას........

вторник, 23 февраля 2010 г.

Автор: ჯუნა на 2/23/2010 2 коммент.
მოდი რა..... გეხვეწები დამესიზმრე რა..... სად ხარ..... ნუთუ სულ არ გინდა დამენახო..... თუ არ გინდა ნურაფერს მეტყვი, არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ შენი თავი დამანახე..... გეხვეწები..... დამესიზმრე, თორე ისე მომენატრე ლამის მოვკვდე.....
შენ ხომ სულ გიყვარდი, ძალიან გიყვარდი, ხო სულ გგავდი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ მინდოდა დაგმსგავსებოდი.....
ბევრი რამე ამერია უშენოდ, ძალიან დამაკლდი და ძალიან შემიცვალა ცხოვრება უშენობამ....
ყველაზე მეტად იცი რა მაწუხებს? როცა ვფიქრობ, რომ იამაყებდი ჩემით, მაგრამ ვხვდები, რომ ვერ მხედავ.....
როცა ძალიან მჭირდება შენი რჩევა და არ ვიცი სად გკითხო.....
როცა დავოჯახდები და ჩემს მეუღლეს ვერ გაგაცნობ შენ......
როცა შვილები მეყოლება და მათ არ ეცოდინებათ ვინ არის და როგორი იყო ბაბუ, ეს მხოლოდ არარეალური კაცი იქნება მათთვის, რომლის შესახებაც ბევრს გაიგონებენ მხოლოდ.....
როცა ბევრი რამე მინდა გითხრა, ბევრ რამეზე მინდა ბოდიში მოგიხადო, ბევრი მინდა გამოვასწორო და ვხვდები, რომ ძალიან გვიანია.....
გული მეწვის, როცა შენს ყოველ ხსენებაზე ჩემი ძმის თვალებში დამალულ ცრემლებს ვხედავ და ვფიქრობ, მე უფრო ბედნიერიც კი ვარ, რადგან 18 წელი ვგრძნობდი მამას.... უფრო მეტი შემიძლია მასზე გავიხსენო, მოვიგონო, უფრო მეტი სიყვარული მახსოვს, უფრო მეტი სითბო მახსოვს......
უშენობამ შიში გამიჩინა...... მარტოობის, კიდევ ვინმეს დაკარგვის შიში.
რაღაც ისე ვგრძნობ თავს..... პატარა ეგოისტი ბავშვი რომ მოაგროვებს თავის სათამაშოებს თავის ირგვლივ და არ უნდა ვინმე შეეხოს, ვინმემ რამე შეცვალოს ან წაართვას. ისე მინდა ხოლმე ჩემები შემოვიხვიო ირგვლივ და არცერთი არ გავუშვა ჩემგან არსად შორს, არც უცხო მომიახლოვდეს ვინმე.....
შემოვღობო ჩემი სული, რომ ვერავინ შემოძვრეს შიგ და არ დამიწყონ ყველაფრის არევ-დარევა, გადაადგილება, სწავლება რა და როგორ იქნებოდა უკეთესი, როგორ უნდა ვიცხოვრო აწი და ა. შ.
დრო გადის და თითქოს უკვე უცნაური ხდება გლოვა, ტირილი და არაადეკვატურობა...... მაგრამ რა ვქნა მე თუ მაკლიხარ და ხანდახან ტკივილამდე მიჭირს უშენობა.....

понедельник, 22 февраля 2010 г.

თრუმანის შოუ

Автор: ჯუნა на 2/22/2010 0 коммент.
the truman show - ამ ფილმს პირველად 4-5 წლის წინ ვუყურე.
მოსკოვში на воробьевых горах იყო არაჩვეულებრივი კლუბი "эмпатиа" , სადაც 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდები ვიკრიბებოდით, გვიტარდებოდა ტრენინგები ფსიქოლოგიის, კონფლიქტოლოგიის და კიდევ უამრავი სასარგებლო და საინტერესო რამის გაკვეთილები, ვთამაშობდით ფსიქოლოგიურ თამაშებს (ხშირად მაფიას, რომელიც, როგორც ვიცი, ახლა იმედის არხზე გადის და "მაფიის ღამე" ქვია), დავდიოდით ლაშქრობებზე, ვარჩევდით მოთხრობებს, ისტორიებს, ფილმებს... ერთი სიტყვით ყოველი შაბათ-კვირა მიხაროდა, რადგან ფსიქოლოგია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ მართლა ძალიან მიყვარს და პედაგოგებიც ძალიან კარგები გვყავდა.
ერთ-ერთი ფილმი, რომელიც ერთმა ფსიქოლოგმა გვაყურებინა და შემდეგ გავარჩიეთ, იყო the truman show. მაშინ ამ ფილმმა ჩემზე საოცარი და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
ხანდახან ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა ვფიქრობთ, რომ დედამიწა ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, ყველაფერი რაც ხდება ჩვენთვისაა გამიზნული და ყველა მხოლოდ ჩვენ, ჩვენს რეაქციებს, ქცევებს აკვირდება.
მთავარ როლს ფილმში ჯიმ კერი თამაშობს და მის პერსონაჟსაც (ტრუმან ბერბენკს) ერთ დღეს ასეთი გრძნობა უჩნდება.

მთავარი კი ისაა, რომ იგი მართალი აღმოჩნდება. მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი კინოა, მისი ქალაქი კი დიდი გადასაღები მოედანი, სტუდია. ეს არის რაღაც რეალითი შოუს მსგავსი, მიწვეული მთელი ქალაქი მსახიობებით. ეს კაცი აღმოაჩენს, რომ დაწყებული დაბადებიდან, ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში იყო: მშობლები, ცოლი, თანამშრომლები, მეგობრები, მეზობლები..... სცენარში დაწერილი და კარგად ნათამაშები იყო მხოლოდ.
ეს ფილმი მეორედ რამდენიმე დღის წინ ვნახე. სიმართლე გითხრათ, შთაბეჭდილება ისეთი აღარ იყო როგორც პირველად, მაგრამ მაინც всем советую :)

შენთან! სულ შენთან!

Автор: ჯუნა на 2/22/2010 0 коммент.
ყოველ ღამეს, როცა საათი 12-ს გადაცდება, მე ვწვები და ვცდილობ დავიძინო..... ათასი ფიქრი მაბეზრებს თავს, ყველას ერთად უნდა თავი შემახსენოს, მე კი ყველას მოთმინებით ვიგერიებ, მოთმინებით იმიტომ, რომ ვიცი, ადრე თუ გვიან გონება დაიღლება და გაითიშება. მე კი თავისუფლება მომეცემა...... სულმოუთქმელად ველოდები ამ მომენტს, თუმცა არ ვიმჩნევ და სიმშვიდეს ვინარჩუნებ, რომ ფიქრებმა არ გაიგონ ჩემი საწადელი და ორმაგად არ შემომიტიონ.
გადის საათი....... ორი...... თვალები ნელ-ნელა იხუჭება, ფიქრებიც ნელ-ნელა ფერმკრთალდებიან, ნისლში ეხვევიან, იფანტებიან და მეძინება... აი, ვხედავ მძინავს, თვალები დახუჭული მაქვს, გათიშულს ვგავარ. საკუთარი თავის სათვალიერებლად არ მცალია. შენთან მეჩქარება. 2 წუთიც და შენთან ვარ საყვარელო........ აი, შენც გხედავ! :) ხელი ისე დაგრჩენია თითქოს მე გამომიწოდე... შენს ხელს ხელებში ვიქცევ და იატაკზე ვკალათდები. მიყვარს ხოლმე შენი ყურება მძინარესი, ისეთი მშვიდი ხარ, წყნარი.... მინდება ხოლმე ჩაგკოცნო, მაგრამ თავს ვიკავებ. მეშინია, არ გაგაღვიძო. ვზივარ ხოლმე ასე, ყოველ ღამე და გიყურებ. არც ფიქრი მაწუხებს, არც ოცნება მიტაცებს, უბრალოდ მიყვარხარ...... შენ ხომ წარმოდგენაც არ გაქვს, რომ მე ყოველ ღამეს შენს გვერდით ვატარებ, ცუდ სიზმრებს გიგერიებ, შენს ძილს ვიცავ, შენით ვტკბები.......
დილით უკმაყოფილო იმით, რომ კიდევ დიდხანს შენთან დარჩენა აღარ შემიძლია, სახლში ვბრუნდები. ისევ საკუთარ თავს ვუბრუნდები და იმ ათას ფიქრს, რომელიც ჩემს თავში ტრიალებს. ჩუმად კი ისევ საათს ვუყურებ ხოლმე, მინდა მალე დაღამდეს, რომ ისევ გნახო, ისევ მოვეფერო შენს ხელს, ბოტოტა თითებს, შუბლიდან თმა გადაგიწიო და წასვლის წინ ჩუმად, თითქმის უგრძნობლად ტუჩების ბოლოებზე გაკოცო.... ვამბობ უგრძნობლად, მაგრამ ალბათ მაინც გრძნობ, რადგან ყოველ დილას მეუბნები ხოლმე: დამესიზმრე ჩემთან იყავიო...... მე მეღიმება, თითქოს ვიოცებ, მაგრამ გულში ბედნიერი ვარ...... ბედნიერი ვარ რომ მგრძნობ!

воскресенье, 21 февраля 2010 г.

სიყვარულზე შეყვარებული

Автор: ჯუნა на 2/21/2010 0 коммент.
დიდი ხანია ვიცი, რომ მე სიყვარული მიყვარს!
არ ვლაპარაკობ კონკრეტულ ადამიანზე, ცხოველზე, მცენარეზე, საჭმელზე........ სიყვარულზე, გრძნობაზე გეუბნებით!
როცა სიცოცხლეში აზრს ხედავ, სიკეთე გინდა, გაგება გინდა, ჩხუბს და გაუგებრობას ერიდები!
ამ გრძნობით ვცხოვრობ მე და ამ გრძნობით მინდა გავზარდო საკუთარი შვილებიც, რადგან არ შეიძლება სიყვარულის მოყვარულს ბოროტებამ ძლიოს, შურმა დაამძიმოს, ცხოვრებამ არიოს......!
ადამიანები გიყვარდება, მათ გაგებას იწყებ, ცხოვრებას აფასებ, მადლიერი ხდები...!
მთელი სიცოცხლის მანძილზე მოგყვება ეს გრძნობა და ალბათ, ამით ხდება განვლილი ცხოვრება ფასეული, შენი სიცოცხლე კი აზრიანი!
ამ პოსტით არ ვცდილობ სიყვარულის ახსნას ან განწყობის გამოვლინებას, ეს ჩემი ხასიათია, მე ამით ვცხოვრობ!
ალბათ ეს ჩემი პოსტებიდანაც ჩანს, როცა 20-მდე პირადი პოსტი მაქვს და ნახევარზე მეტში სიტყვა მიყვარს ფიგურირებს!
მე ჩემი გიო მიყვარს ქალური, ცოლური სიყვარულით!
მე ჩემი დედიკო მიყვარს ყველაზე ლამაზი და კეთილი ქალთა შორის!
მე ჩემი ერთადერთი ძმა მიყვარს და მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია!
ყველა ჩემი მეგობარი, ამხანაგი, ნაცნობი, ნათესავი მიყვარს და მიხარია, როცა მათგან პასუხად იგივეს ვგრძნობ!

суббота, 20 февраля 2010 г.

საზოგადოების "იარლიყები"

Автор: ჯუნა на 2/20/2010 2 коммент.
საზოგადოებას უყვარს "იარლიყების" მოწებება. ყველა ადამიანისთვის გააჩნიათ რაღაც დაღის მსგავსი და გასვამენ, ტიპა пригоден ან не очень.
მაგალითად ისეთებზე, როგორიც მე ვარ, ამბობენ კარგი გოგოაო :) არა ტყუილი ნამდვილად არ არის)) ეს რეპუტაცია მართლა დამსახურებულია და პასუხისმგებლობით ვეკიდები მას. იმედგაცრუება არც მე მიყვარს და არც ის მიყვარს, სხვას რომ უჩნდება ჩემს მიმართ ეს გრძნობა. მე უბრალოდ სტერეოტიპები და არაფრის გამო შექმნილი "იარლიყები" მიშლიან ნერვებს. დეტალებს რომ არ არკვევენ, გრძნობებს არ უღრმავდებიან და ზედაპირულად სვამენ "დიაგნოზს". არ ვიცი ეს რამდენად ამართლებს, შეიძლება ზოგ სიტუაციაში სწორიც კია, მაგრამ პრობლემა მაინც ჩნდება. ჩნდება იმიტომ, რომ ყველა თავისი საზომით ზომავს. ყველას საკუთარი საზომი გააჩნია სიმართლის, სისწორის, ზნეობის. და რაღაც საქციელი, რომელიც ერთისთვის ნორმაა, მეორესთვის შეიძლება ანომალია იყოს.
ალბათ ხშირად გაგიგიათ ფრაზება ტიპა: "როგორ არ მიმართლებს ადამიანებში" ან "რა ყველა არანორმალურს მე უნდა გადავეყარო" )) მეც ხშირად ვყოფილვარ ამ აზრზე. ვაწყდები სხვის ისეთ საქციელს, როგორადაც მე არ მოვიქცეოდი და ძალაუნებურად მწყინს. არადა, რომ დაფიქრდე, მასაც ხომ თავისი სიმართლე აქვს, შეიძლება მისთვის შენ ხარ ანომალია. აქედან ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა.
არასდროს დაკვირვებიხართ: ერთი და იგივე ადამიანს სხვადასხვა ხალხი სხვადასხვანაირად ახასიათებს. აი, მე მაგალითად:
ზოგს რომ კითხო ენერგიული და აქტიური ვარ, ზოგისთვის კი პასიური და უინტერესო (ალბათ, ჩემი კურსელებისთვის, რადგან მათ წამოწყებებში თითქმის არასდროს ვიღებ მონაწილეობას);
ზოგი მდიდარ ადამიანად მთვლის (მყავს ასეთი ნაცნობები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, თუ ტანსაცმელში 100ლარს ვაძლევ ე. ი. მდიდარი ვარ), ზოგისთვის კი ჩვეულებრივი, ობოლი (არ მიყვარს ეს სიტყვა) სტუდენტი;
ზოგი ჭკვიანად მთვლის (უნარებში 91ქულა ავიღე), ზოგი კი არც ისე განათლებულ ადამიანად.
და ასე უსასრულოდ შეიძლება ჩამოთვლა...... მაწებებენ "იარლიყებს", არადა ვთვლი, არცერთი ჩამოთვლილთაგან ზუსტად მე არ შემესაბამება. არ ვარ ან + ან - , ვარ სადღაც შუაში, ნორმალური ადამიანივით.
გამოსავალი და დასკვნა ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ კარგად უნდა გავიცნოთ ადამიანი მანამ, სანამ მასზე რამეს ვიტყოდეთ და არასწორ რეპუტაციას შევუქმნიდეთ, როგორც სხვასთან, ასევე საკუთარ თავთან.
ეს შეცდომა მე პატარა ვიყავი რომ დავუშვი და მის შემდეგ ვცდილობ აღარ გავიმეორო. მე-3 კლასში სასტიკად ვლანძღავდი ერთ გოგოს (არ ვიცი რატომ, ალბათ ბავშვური სიმეტიჩრით), რომელიც პარალელურ კლასში სწავლობდა და თითქმის არც კი ვიცნობდი. ვიძახდი ამაყია და თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მაგასთან როგორ უნდა იმეგობროთქო)) 1 წელიწადში კლასელები გავხდით, კიდევ 1 წელში განუყრელი მეგობრები)) დეტალები ნახეთ პოსტში საუკეთესო მეგობარი :)

პოპულარული სახელები საქართველოში

Автор: ჯუნა на 2/20/2010 3 коммент.
დღეს მინდოდა სახელებზე დამეწერა. არის საქართველოში ტენდენცია დაარქვან შვილებს ბებიების, ბაბუების ან სხვა ნათესავების სახელები. ნუ რომ ვთქვა, რომ კატასტროფულად ვეკიდები ამ საკითხს, მოგატყუებთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს ტრადიცია მიყვარს ან მომწონს.
არ ვიცი შეგინიშნავთ თუ არა, მაგრამ სახელს ასეთი თვისება აქვს: თავს გაყვარებს ან გაძულებს. მარტივად რომ ვთქვათ, საყვარელი ადამინების სახელები გვიყვარდება და კარგ ასოციაციას იწვევს და პირიქით.
ძალიან მაინტერესებდა დღესდღეობით პოპულარული სახელები საქართველოში და სტატისტიკას იუსტიციის სამინისტროს საიტზე მივაკვლიე))
ე. ი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე პოპულარული სახელები გიორგი და მარიამია.
ვაჟებს შორის პოპულარული სახელების ათეული შემდეგია:
1. გიორგი; 2. ნიკოლოზი (ასევე ნიკა); 3. ლუკა; 4. საბა; 5. ალექსანდრე (ასევე სანდრო); 6. ირაკლი; 7. დავითი; 8. მათე; 9. ანდრია; 10. ლაშა.
გოგონების სახელებს შორის კი პოპულარულია:
1. მარიამი; 2. ანა (ასევე, ანანო, ანი); 3. ნინო; 4. ლიზი; 5. ელენე; 6. სალომე; 7. ანასტასია; 8. ბარბარე; 9. ლიკა; 10. ნია.
თუ ისეთი სახელი მოგწონთ, რომელიც ამ სიაში არაა არც ეგაა დიდი პრობლემა)) მთავარია ადამიანი გავზარდოთ კარგი, სახელს კი მგონი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს :-)

пятница, 19 февраля 2010 г.

Наталья Водянова

Автор: ჯუნა на 2/19/2010 0 коммент.
არასოდეს მყოლია არც ფანი, არც კუმირი და ვერც ვერანაირად ვგებულობ ამ ცნებებს. მითუმეტეს, თუ საქმე ისეთ ადამინებს ეხება, რომლებსაც არ ვიცნობ: ნუ მომღერალს, მსახიობს და ა. შ.
მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მომწონს. ერთ-ერთი მათგანია ცნობილი რუსი მოდელი ნატალია ვოდიანოვა (Наталья Водянова).

დაბადების თარიღი - 28თებერვალი 1982წელი
დაბადების ადგილი - რუსეთი ქ. გორკი
სიმაღლე - 174სმ
მკერდი - 85სმ
წელი - 61სმ
თეძო - 86,5სმ
თმის ფერი - ღია
თვალები - ცისფერი

ეს არის ფაქტიურად მთელი ის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც მის შესახებ ვიცი. ნუ კიდევ ის, რომ დაიბადა ძალიან ღარიბ ოჯახში, ყავდა 2 უმცროსი და (ერთ-ერთი ავადმყოფი) და ვინაიდან მის ოჯახს ძალიან უჭირდა, ნატალია იძულებული გახდა 11წლიდან ემუშავა. მუშაობდა, რათა ოჯახი ერჩინა.
15წლისა მოხვდა მისი ქალაქის სამოდელო სახლში, სადაც მას ბედმა გაუღიმა, უფრო სწორად მისი სილამაზე დაინახეს, და 2 წელში პარიზიდან მიიღო შემოთავაზება.
დღესდღეობით ვოდიანოვა ინგლისელი მდიდარი არისტოკრატი ლორდის მეუღლე, 3 შვილის დედა და ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი სახეა ბრიტანეთში, რომელმაც იმუშავა Yves Saint Laurent, Gucci, Calvin Klein, Valentino და სხვა სამოდელო სახლებთან და უკეთებდა რეკლამას ისეთ ბრენდებს როგორიცაა: Louis Vuitton, Marc Jacobs, Pepe Jeans, Chanel, Gucci და სხვა.
მეტი ინფორმაცია მე მის შესახებ არ მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ მაქვს უამრავი ფოტო, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ნატალია მართლაც ძალიან ლამაზია))

четверг, 18 февраля 2010 г.

21 იანვარი ჩახუტების დღეა))

Автор: ჯუნა на 2/18/2010 0 коммент.
იცოდით რომ 21იანვარი ჩახუტების დღეა? )) ერთ-ერთ რუსულ საიტზე წავიკითხე "всенародный день обнимания". Забавно. ასევე წავიკითხე, რომ ქალაქ ხერსონში 2006 წლის 30 დეკემბერს ფსიქოლოგებმა ჩაატარეს აქცია. ქუჩაში დადიოდნენ ადამიანები, რომლებიც გამვლელებს ეხუტებოდნენ)) ფსიქოლოგების აზრით, ამ აქციას სიკეთე, ბედნიერება და კარგი ხასიათი უნდა მოეტანა ადამიანებისთვის. მგონი საქართველოში მსგავსი აქცია არასოდეს იქნებოდა პოპულარული ))
შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოდ, მაგრამ მართლა დიდი ხანია მინდოდა პოსტი დამეწერა ჩახუტების ძალაზე. მე პირადად, ძალიან დიდ ძალას მაძლევს ეს რიტუალი) მამშვიდებს, მანუგეშებს, ოპტიმიზმით მავსებს.
რათქმაუნდა, უცხო ადამიანს ვერ ჩაეხუტები. ეს უნდა იყოს საყვარელი ადამიანი ან ოჯახის წევრი, ვისაც გინდა გაუზიარო შენი ტკივილი თუ ბედნიერება. ემოციურ ადამიანად თავს არ ვთვლი, მაგრამ არის ცხოვრებაში მომენტები, როცა მარტო არ უნდა დარჩე, ვინმეს უნდა გაუზიარო მოზღვავებული გრძნობები, ემოციები; გადასცე ენერგია.
ხშირად ჩაეხუტეთ ხოლმე საყვარელ ადამიანებს და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ :-)

среда, 17 февраля 2010 г.

სევდისფერი ქალი

Автор: ჯუნა на 2/17/2010 1 коммент.
მხატვარი რომ ვიყო, მაშინ ზუსტად შევძლებდი გამომესახე ისეთი, როგორიც ხარ: სევდიანი, საოცრად მეტყველი, თბილი თვალებით, გრძელი, ლამაზი წარბებით, ტალღოვანი თმით, პატარა ტანით..... ახლა ამას ვწერ და თან მეღიმება. ვიცი წაიკითხავ, არ ვიცი როგორი რეაქცია გექნება, ის კი ვიცი, მიხვდები, რომ შენზე ვწერ და გაგეღიმება, ალბათ 100-ჯერ მაინც გადაიკითხავ....) ხომ ძალიან გიყვარს, როცა სიყვარულზე გელაპარაკები, არადა რა უნდა გელაპარაკო, როცა ყველაფერი "დო ბოლი" ბანალურია და ნაცნობი......
რომ მიყვარხარ ხომ იცი!
უშენოდ რომ ძალიან მიჭირს ისიც ხომ იცი!
შენს მაგივრობას ვერავინ რომ ვერ გამიწევს ისიც ხომ ძალიან კარგად იცი!
100 წლისაც რომ ვიქნები მაშინაც რომ დამჭირდები ისიც ხომ იცი!
ძალიან რომ მენატრები, შენს ფოტოებს რომ დღეში 100-ჯერ ვათვალიერებ, გული რომ მეწვება და ცრემლები რომ მადგება როცა მენატრები ხომ იცი!!!
მინდა აღარ იყო ასეთი სევდიანი.....! ორმაგად ლამაზი ხარ, როცა იღიმი, მაგრამ ღიმილი თვალებს მაინც არ ცვლის. ძალიან მინდა შენს თვალებში ბედნიერება დავინახო. ძალიან მინდა ჩემით მაინც ბედნიერი იყო, ჩემმა სიყვარულმა, ჩემმა სიახლოვემ, ჩემმა სითბომ, ჩემმა უშენოდ ვ ე რ ყოფნამ მაინც გაგაბედნიეროს, ცოტათი მაინც...... რომ ვიგრძნო, რომ კარგად ხარ, სულში სიმშვიდე გაქვს, გული არ გტკივა, სიცოცხლე გინდა, გიხარია.....
ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ასეთს რომ დაგინახავ, თავისუფლად ამოვისუნთქებ და ცხოვრებას მშვიდად, შფოთვის გარეშე გავაგრძელებ......

ეს დედაჩემია))

вторник, 16 февраля 2010 г.

ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ!

Автор: ჯუნა на 2/16/2010 0 коммент.
ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ! ხანდახან გიყურებ, გიყურებ, თვალს ვერ გწყვეტ..... გაკვირდები, ცრემლებიც კი მადგება ბედნიერებისგან. მიხარია, რომ ჩემი ხარ, ჩემთან ხარ, ჩემში ხარ... არ მინდა წახვიდე, არასდროს არ მინდა მარტო დამტოვო, არ მინდა უშენოდ ვიცხოვრო, არც ის მინდა შენ იცხოვრო უჩემოდ.... არავინ იცის როგორ გამიმართლა, არავინ იცის როგორი ხარ შენ, მარტო მე ვიცი! მარტო მე გიცნობ და ვიცი შენი ფიქრები, გეგმები, შენი გულის ყველა კუნჭული. ვიცი რა გწყინს, რა გიხარია, რა გიყვარს და რა შეგიძლია. მეამაყები და მებედნიერები! არ მინდა ოდესმე რამე შეიცვალოს, არ მინდა ოდესმე შენ შეიცვალო, მინდა სულ ასეთი იყო სულ სულ. საუკეთესო მეგობარი ხარ, ქმარი ხარ, შეყვარებული ხარ, საყვარელი ადამიანი ხარ, რომელთანაც თავს ყველაზე საუკეთესოდ ვგრძნობ! დაცულად, უსაფრთხოდ, თავისუფლად.... მინდა ბავშვივით, მინდა ქალივით, მინდა ცოლივით და რაც მთავარია ყველა ჩემი სტატუსით შენგან სიყვარულს ვგრძნობ... როგორ შეიძლება ეს არ მახარებდეს, არ მაბედნიერებდეს....
ლამაზი ოჯახი მინდა, ლამაზი შვილებით, რომლებიც შენ დაგემსგავსებიან პატარა საყვარელი ნაკვთებით, ჭკვიანი შავი თვალებით, სიყვარულის უნარით და უსაზღვრო სითბოთი...
ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის და ყველანაირი მეყვარები!!! ნაოჭიანიც, მსუქანიც, მოხუციც, ჭაღარაც, ღატაკიც, მოწყენილიც......
მინდა ეს ცხოვრების ბოლომდე, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს!!!

რა ჩავიცვათ სახლში?

Автор: ჯუნა на 2/16/2010 0 коммент.
ხანდახან დაღლილი მოვალ სახლში და ერთი სული მაქვს ჩავიცვა, რასაც ქვია "ბალახონი", რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმელი, რომელიც ტანზე არ მეკვრის, სულს არ მიხუთავს, რომელშიც თავს თავისუფლად ვგრძნობ, მაგრამ ამ ტანსაცმელში გამოწყობილს სარკეში ჩახედვის არანაირი სურვილი არ მაქვს))
დავფიქრდი, რატომაა, რომ მე და არამარტო მე, ალბათ, ქალების დიდი რაოდენობა, რომლებიც გარეთ გასვლისას იპრანჭებიან, დიდხანს ტრიალებენ სარკის წინ, არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ თავს სახლში. რათქმაუნდა ეს არასწორია. მით უმეტეს მაშინ, როცა სახლში მეუღლე გელოდება. რომელი ქმარი აღფრთოვანდება მოუვლელი, უფორმო ტანსაცმელში გახვეული ცოლის ყურებით?... ასეთი ტანსაცმელი ხომ არავის უხდება. მასში მის მსოფლიოც კი ალბათ ბუზღუნა, მსუქანა ცოლივით გამოიყურება)) სახლისთვისაც ხომ შეიძლება ლამაზად და კოხტად ჩაცმა.
მე პირადად ხშირად ვერ ვიმეტებ ბევრ ფულს სახლის ტანისამოსისთვის და თავს სულ იმით ვირწმუნებ, რომ გავთხოვდები მერე უფრო მექნება სტიმულითქო))
ამ თემასთან დაკავშირებით ფსიქოლოგები გვირჩევენ ჩავატაროთ საკუთარი გარდერობის გადახალისება. ტანისამოსი გავყოთ 2 ნაწილად: პირველი - არც თუ ისე ახალი ტანსაცმელი, რომელიც გარეთ ჩასაცმელად არც თუ ისე ეფექტურია, მაგრამ რომელიც გვიყვარს და მასში ლამაზად გამოვიყურებით და მეორე - ძველი, გაწელილი, მუქი ფერის, ფორმადაკარგული, გახუნებული ტანისამოსი, რომელიც გადასაგდებად გვენანება და კომფორტულად მივიჩნევთ. ფსიქოლოგები გვარიგებენ არ შეგვენანოს ამ უკანასკნელის გადაყრა. სამაგიეროდ კი თავი ახალი, ლამაზი ფერის ტანისამოსით გავახაროთ, რომელიც კომფორტულიც იქნება და ძალიან ლამაზიც))

понедельник, 15 февраля 2010 г.

როგორ გავიცნოთ ადამიანი ტანისამოსის ფერის მიხედვით?

Автор: ჯუნა на 2/15/2010 7 коммент.
რას ნიშნავს ტანისამოსის ფერი?
თუ საკუთარ გარდერობში შევიხედავთ, ალბათ შევამჩნევთ, რომ ტანისამოსის 1 ან 2 ფერი ჭარბობს. რათქმაუნდა, ეს შემთხვევითი არაა. უკვე დიდი ხანია დადგენილია, რომ საყვარელი ფერით შეიძლება დავადგინოთ ადამიანის ხასიათი და მისი თვისებები.
ფსიქოლოგიის წიგნებში ბევრი წერია ამის შესახებ. ვკითხულობ და ვცდილობ საკუთარ თავზე, მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე შევამოწმო. ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ 90% ემთხვევა.
ესეიგი:

წითელი ფერი - უყვართ გაბედულ, ძალაუფლების მოყვარულ, ემოციურ ადამიანებს. თუმცა ხდება ხოლმე, როცა ადამიანს სურს გათავისუფლდეს კომპლექსებისგან, მორცხვობისგან, იცვამს წითელ ფერს.
თუ გვსურს ვიყოთ ყურადღების ცენტრში და თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ, წითელი ჩვენთვისაა. ამ ფერის ტანისამოსში გამოწყობილი ადამიანი შეუმჩნეველი არასდროს დარჩება.
ქალი, რომელიც ამ ფერის ტანისამოსს ანიჭებს უპირატესობას სექსუალურია. ადამიანებს კი, რომლებსაც ეს ფერი აღიზიანებთ, ეშინიათ ჩხუბის და კონფლიქტების.

თეთრი ფერი - მას იდეალურ ფერსაც კი უწოდებენ, რადგან იგი ყველა ფერის სინთეზია. თეთრი ფერი ზოგადად მშვიდობისმოყვარულ, სუფთა, უბოროტო ადამიანებთან ასოცირდება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს ამ ფერთან სხვადასხვა ასოციაციები აქვთ.

შავი ფერი - ადამიანები, რომელთა გარდერობში ეს ფერი დომინირებს, ხშირად დაკომპლექსებულები არიან და დიდი სურვილი აქვთ დაემალონ რეალობას. არ აქვთ საკუთარი თავის რწმენა და არ არიან გახსნილები ურთიერთობაში. მაგრამ! ქალებმა კარგად ვიცით შავი ფერის მაგიური ძალა. იგი ფიგურას მიმზიდველს და ლამაზს ხდის, ზედმეტ კილოგრამებს ფარავს, რაც ძალიან სასიამოვნოა. ამიტომაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ირჩევენ მუქი ფერის კაბებსა თუ შარვლებს.
ყოველდღიურ ტანისამოსში შავი ფერი დეპრესიულს ხდის ადამიანს და ბევრ ენერგიას ართმევს, ამიტომ ვეცადოთ ეს ფერი ჩვენს ყოველდღიურ გარდერობში არ დომინირებდეს.

ნაცრისფერი - სერიოზული ადამიანების ფერია. ამ ფერის მოყვარულებს დიდხანს მსჯელობა უყვართ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებენ. ფხიზლად უყურებენ ცხოვრებას და მათში უნდობლობა იმჩნევა ადამიანების მიმართ.
ამავდროულად ეს ფერი ქმნის ოფიციალურ გარემოს და სამუშაო ხასიათს გვიქმნის.

ყავისფერს - ხშირად იყენებენ საკუთარი გემოვნებისადმი უნდობლობით განწყობილები და საკუთარი სტილის მაძიებლები. ეს ფერი შეუმჩნეველია, თუმცა სიმშვიდის მომტანი. ყავისფერი ტანისამოსის მოყვარული ქალები მამაკაცებს სუსტ და დაუცველ არსებებად მიაჩნიათ.

ვარდისფერი - ითვლება სიცოცხლის, სიკეთის ფერად. იგი რომანტიკული ადამიანებისაა, რომელთაც ურთიერთობაში სინაზე და ზრუნვა იზიდავთ.
ასევე ამ ფერის მოყვარულთ ახასიათებთ კომუნიკაბელურობა, ემოციური ხასიათი და ურთიერთობაში ხშირად ეგოიზმს ავლენენ.

ლურჯი, ცისფერი - ზღვის, ცის ფერი. მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანებისაა, თუმცა ისინი ამავდროულად საოცრად ვნებიანები არიან)) ახასიათებთ ბევრი ემოცია, რომანტიზმი, ღია ურთიერთობები, კომუნიკაბელურობა, განვითარებული ინტუიცია.

იასამნისფერი - ამ ფერის მოყვარულებს მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ. არ გამოირჩევიან გახსნილი ურთიერთობებით და დიდ დროს უთმობენ საკუთარი თავის გაცნობას. არიან რომანტიულები, აქვთ მისწრაფება აღმოაჩინონ სიახლე და ყველაფერში აზრს ეძებენ.

воскресенье, 14 февраля 2010 г.

ფოტოები განწყობისთვის))

Автор: ჯუნა на 2/14/2010 2 коммент.
ისეთ სევდიან განწყობაზე ვარ დიდი ხანია რომ არ ვყოფილვარ. არც არაფერი მომხდარა, უბრალოდ მოულოდნელად სევდამ თუ ნოსტალგიამ შემომიტია:-(
ჩემ პოსტებს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ ისინი ამ ბოლოს რაღაც უარყოფითით, თითქოს ადამიანებისადმი უნდობლობითაა სავსე.
მინდა თავს რაღაც ღიმილის მომგვრელი, კეთილი შთავაგონო.

ცნობილი ფილმია Love Actually (реальная любовь) რომელიც ძალიან კარგი სიტყვებით იწყება: (შევეცადე მეთარგმნა, მაგრამ ასე უკეთესად ჟღერს))

"Согласно общему мнению мы живём в мире ненависти и алчности, но я не согласен! Я думаю, что любовь повсюду. Зачастую любовь не очень заметна и торжественна, но она повсюду: отцы и сыновья, матери и дочери, мужья и жены, любовники любовницы, закадычные друзья. В телефонных звонках из башен близнецов, в которые врезались самолеты, не было ненависти или мести, только признания в любви. Если присмотреться возникнет подозение, что любовь реальна по всюду!!!"
სიყვარული ყველგანაა და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არავინ უყვარს.
ამ პოსტისთვის ინტერნეტში მინდოდა მომეძებნა ფოტოები სიხარულით, სიკეთით, სიყვარულით სავსე, მაგრამ კომპიუტერში ფოტოებით სავსე ფაილებს რომ გადავხედე, მივხვდი, სხვისი ფოტოები არაფერში მჭირდებოდა.

განწყობისთვის:-)

ამ ფოტოებში ყველა ადამიანი მე ძალიან მიყვარს (ჩემი ზუზუს ჩათვლით)) და რათქმაუნდა ეს სრული სია არაა ადამიანების, ვის მიმართაც სიყვარულს ვგრძნობ))

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review