среда, 18 октября 2017 г.

ME VS. ME

Автор: ჯუნა на 10/18/2017 1 коммент.
          ერთი მეგობარი მყავს. ახლო.
          ზოგჯერ მგონია, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ზოგჯერ პირიქით მგონია. რომ სხვადასხვა პლანეტიდან ვართ. მაგრამ ამ ისტორიაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ.
          რამდენიმე წელია ვიცნობ და ხშირად ვკამათობთ. ძალიან. ეს ის კამათებია, რომლის პროცესშიც ნამდვილი სინამდვილეები უნდა დავბადოთ, ახალი რამეები უნდა აღმოვაჩინოთ და შევიცვალოთ ალბათ... მაგრამ ასე თითქმის არასდროს ხდება. კამათის ბოლოს ჩვენ მაინც ჩვენ აზრებზე ვრჩებით და ამიტომ მომდევნო სადავო თემაც სულ გვაქვს.
          კამათების ძირითადი მიზეზი ადამიანებისადმი დამოკიდებულებაა. მას ადამიანების არ ჯერა.
          არ ჯერა მათი გულწრფელობების. სიკეთეების. ლამაზი მხარეების. გულითადი განცდების. საკუთარ თავთან მონდომებული ჭიდილების. არ ჯერა, რომ ადამიანებს შეიძლება ასე უპირობოთ ენდო. ახლოს მიხვიდე და კარგად დააკვირდე. შეეხო. დაათვალიერო.
          არ ჯერა, რომ მათში კარგი ცუდს ჭარბობს. რომ მათ უანგარო, უპირობო და სრულყოფილი სიყვარული შეუძლიათ......
         არ ჯერა, რომ ისინი ნდობას იმსახურებენ. არსად, არავის გაყვება თვალდახუჭული და საკუთარ სულსაც არავის ანდობს. არც სხვისას ინდობს. ამბობს, რომ ადამიანები კიდია.... მარტივად. გლოვას, ბრძოლებს, უნორმო და ზედმეტად გულითად ურთიერთობებს, ადამიანების გადაკეთების სურვილებს მიშლის. დამცინის.
        
         ჩვენ ამის გამო გვაქვს ომები. გადათენებული ტირილიანი ღამეებიც. (ოღონდ, როგორც წესი, მარტო მე ვტირი )) ახსნები და მაგალითები. მონოლოგები. ჯანდაბაში გაგზავნებიც..... და სიმართლე რომ ვთქვა, მე ძალიან მომწონს ჩვენი ეს ბრძოლა. ბავშვურად მწამს, რომ ცამდე მართალი მხოლოდ მე ვარ და მასაც აუცილებლად მოვტეხავ რქებს. დავანახებ ჩემი თვალებით რა საოცრად კარგი შეიძლება იყოს სამყარო და ირგვლივ ადამიანები. როგორ ებრძვიან ისინი ყველაფერ ცუდს თავის შიგნით და კარგდებიან. ფერადდებიან. დადებითად იმუხტებიან  და რა მაგარი რამეა მათი უპირობოდ ნდობა და სიყვარული.
          ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, ისიც ხდება, რომ მე საკუთარ სისწორეში ეჭვი შემაქვს და მის სიმართლეს ვუშვებ. როგორც წესი, ეს მხოლოდ წამიერი სისუსტეა და მაშინ ჩნდება, როცა მე ჯუნა არ ვარ. როცა ვიღაც ძალიან ულამაზო გოგო ვარ. თვალებჩამქრალი, უღიმღამო, უინტერესო და რწმენაგამოცლილი. როცა საკუთარი თავის რწმენა აღარ მაქვს. სიყვარულის რწმენა აღარ მაქვს. ირგვლივმყოფების რწმენაც აღარ მაქვს...... ასეთ ცხოვრებას სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს. არც სიკარგესთან და არც სისწორესთან თუ გნებავთ. ჩემის აზრით, რათქმაუნდა.

          ჩემო საყვარელო !
          შენ გაიმარჯვე : )
          მართალი ყოფილხარ. ვნებდები.

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review