вторник, 2 февраля 2010 г.

Автор: ჯუნა на 2/02/2010
სულ პატარა ვარ მგონი, აბა რა არის 20 წელი... წინ ხომ ალბათ 3ამდენი დამრჩა გასავლელი, მაგრამ იმდენნაირი ადამიანი მინახავს ჩემს ცხოვრებაში...
ხანდახან ვფიქრობ, ადამიანიც მცენარის ან ცხოველის მსგავსია, რაღაცის რაღაცასთან შეჯვარებით მიიღება გარკვეული ფორმისა და ხასიათის არსება, რომელიც მთელი იმ მოკლე სიცოცხლის განმავლობაში ან ვარდივით დაამშვენებს საზოგადოებას, ან კიდევ ეკალივით გაამწარებს ყველას, ვისაც მასთან შეხება ექნება
როგორი ჯიში გინდა რომ არ არსებობდეს: როგორი ფერის ან რჯულის.
მე, პირადად, ყველაზე მეტად გაუნათლებელი ადამიანის მეშინია. საშიშია იგი, რადგან არ გააჩნია გაგება; ხეპრეა, შეუგნებელი...
განათლებაში არ ვგულისხმობ აუცილებლად ილიას ან ვაჟას ლექსები უნდა იცოდეს ზეპირად-თქო. არა, სულიერ განათლებაზეა საუბარი.
ალბათ ბევრს აქვს წაკითხული, თუ არადა გირჩევთ, ძალიან კარგი მოთხრობაა დოჩანაშვილის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა". ეს მოთხრობა რომ წავიკითხე აღფრთოვანებული დავრჩი იმით, რომ რასაც ვფიქრობდი ზუსტად და ძალიან ლამაზად იყო აღწერილი.
ძალიან მეცოდებიან გაუგებარი ადამიანები, სულმდაბლები და ბოროტები.
ყველანი ცოდვილები ვართ, მაგრამ გული ზიზღით როგორ უნდა აივსო?... ცხოვრება ისეთი ლამაზია როცა ადამიანები გიყვარს, ვიღაცაზე ზრუნავ, ვიღაც გენატრება, რაღაცაზე ოცნებობ...
როგორი ბედნიერება მოაქვს დამსახურებულ წარმატებას.
როგორი კმაყოფილება მოაქვს სწორად ცხოვრებას, როცა არ გრცხვენია ეკლესიაში შესვლის.
და როგორ გალამაზებს სულიერი სიმშვიდე, როცა არავისი არაფერი გმართებს, არავისთვის არაფერი დაგიშავებია...
როგორ უნდა დაამახინჯო ეს გრძნობა ბოროტებით, შურით და ზიზღით.....

კაცთმოყვარეობა ძალიან დიდი მადლია ხალხნო და ეს თვისება ბედნიერების მომტანია))

Комментариев нет:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review