არავინ თქვას მოდა არ მაინტერესებსო!
აბა რომელი თავმოყვარე ქალი ჩიცვამს იმას, რასაც დიდი ხანია აღარავინ იცვამს ან ვის არ სურს თავი მოაწონოს სხვას, იქნება ეს საკუთარი თუ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი.
მეორე საკითხია, რომ ხშირად ის, რაც მოგვწონს და რაც გვინდა, რომ ჩვენს გარდერობში ინახებოდეს, საქართველომდე ჯერ არ მოსულა, ან ძალიან ძვირია....
ყველას გვსურს ჩაგვთვალონ დახვეწილ, გემოვნებიან ადამიანად, რომელმაც იცის რა უხდება, რა გამოკვეთოს, რას გაუსვას ხაზი, ან პირიქით - რა ნაკლი აქვს და როგორ დაფაროს იგი. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმ ტანისამოსის ბრენდს ან ფასს, რომელსაც ვიცვამთ. უფრო სტილია გადამწყვეტი. ცოდნაც არა, ალბათ უფრო უნარი და შეგრძნება, რა რასთან შეახამო, რა როგორ მოიხდინო.
ერთ-ერთ საიტზე ფოტოები ვიპოვე, რომლებმაც გადამაწყვეტინეს ამ პოსტის დაწერა. ფოტოები სრულიად შემთხვევითი ადამიანებისა, სხვადასხვა ასაკის, სტილის, აღნაგობის, გადაღებული ქუჩაში, სხვადასხვა ქალაქებში.
ამ ფოტოებით იმის თქმა მსურს, რომ ყველას შეუძლია იყოს "სტილნი" ფულის და მაღაზიების ნაკლებობის პირობებშიც კი, მთავარია მონდომება))
იმედია მოგეწონებათ
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
1 коммент.:
Отправить комментарий