ხანდახან დაღლილი მოვალ სახლში და ერთი სული მაქვს ჩავიცვა, რასაც ქვია "ბალახონი", რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმელი, რომელიც ტანზე არ მეკვრის, სულს არ მიხუთავს, რომელშიც თავს თავისუფლად ვგრძნობ, მაგრამ ამ ტანსაცმელში გამოწყობილს სარკეში ჩახედვის არანაირი სურვილი არ მაქვს))
დავფიქრდი, რატომაა, რომ მე და არამარტო მე, ალბათ, ქალების დიდი რაოდენობა, რომლებიც გარეთ გასვლისას იპრანჭებიან, დიდხანს ტრიალებენ სარკის წინ, არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ თავს სახლში. რათქმაუნდა ეს არასწორია. მით უმეტეს მაშინ, როცა სახლში მეუღლე გელოდება. რომელი ქმარი აღფრთოვანდება მოუვლელი, უფორმო ტანსაცმელში გახვეული ცოლის ყურებით?... ასეთი ტანსაცმელი ხომ არავის უხდება. მასში მის მსოფლიოც კი ალბათ ბუზღუნა, მსუქანა ცოლივით გამოიყურება)) სახლისთვისაც ხომ შეიძლება ლამაზად და კოხტად ჩაცმა.
მე პირადად ხშირად ვერ ვიმეტებ ბევრ ფულს სახლის ტანისამოსისთვის და თავს სულ იმით ვირწმუნებ, რომ გავთხოვდები მერე უფრო მექნება სტიმულითქო))
ამ თემასთან დაკავშირებით ფსიქოლოგები გვირჩევენ ჩავატაროთ საკუთარი გარდერობის გადახალისება. ტანისამოსი გავყოთ 2 ნაწილად: პირველი - არც თუ ისე ახალი ტანსაცმელი, რომელიც გარეთ ჩასაცმელად არც თუ ისე ეფექტურია, მაგრამ რომელიც გვიყვარს და მასში ლამაზად გამოვიყურებით და მეორე - ძველი, გაწელილი, მუქი ფერის, ფორმადაკარგული, გახუნებული ტანისამოსი, რომელიც გადასაგდებად გვენანება და კომფორტულად მივიჩნევთ. ფსიქოლოგები გვარიგებენ არ შეგვენანოს ამ უკანასკნელის გადაყრა. სამაგიეროდ კი თავი ახალი, ლამაზი ფერის ტანისამოსით გავახაროთ, რომელიც კომფორტულიც იქნება და ძალიან ლამაზიც))
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
0 коммент.:
Отправить комментарий