воскресенье, 26 ноября 2017 г.

ერთი ბიჭის ამბავი

Автор: ჯუნა на 11/26/2017 1 коммент.
ერთ ბიჭზე მინდა მოგიყვეთ. დანახვისთანავე უგონოდ რომ შემიყვარდა ისეთი ბიჭია. არაფერი გაუკეთებია განსაკუთრებული, უბრალოდ გაიღიმა. არსებობენ ადამიანები, ერთი თვალის შევლებითაც რომ ეტყობათ, რომ შიგნით ყველაფერი კარგი, სუფთა და ლამაზი აქვთ. რომ არასოდეს ჩაიდენენ რამე ისეთს, რისიც შეგრცხვება. რომ სულ კარგს ისწავლი მათგან, სულ სწორ მაგალითს აიღებ, სულ მოგეწონება. ჰოდა მოკლედ, ეს ბიჭიც ზუსტად ასეთია.
          და მან სიყვარული მასწავლა.      ოღონდ ბანალურ წინადადებას არ ვამბობ, არა! როგორც ყველა - ისე არა.     მან მასწავლა, რომ სიყვარული აუცილებლად მხოლოდ თავდაუზოგავი და თავგანწირული უნდა იყოს. რომ თუ გიყვარს - ბოლომდე უნდა გიყვარდეს და შუალედებს, საზღვრებს არ უნდა ეძებდე. არც კომფორტს. რომ ეგოიზმი სიყვარულთან კავშირში არაა. არც უნდობლობაა სიყვარულთან კავშირში. რომ თუ გადაწყვეტ გიყვარდეს - ხელი უნდა ჩაკიდო თვალდახუჭულმა და ყველგან წაყვე. რომ თან უნდა გადაყვე, თავს უნდა შემოევლო და ყველაფერი გასცე რაც გაქვს. ყველაფერი. და ბედნიერი იყო ამით. ბედნიერი და სავსე, რომ სიყვარულის სახელით ამდენი შეგიძლია და დანაკლისს არ უნდა გრძნობდე.
          ამ გამოწკეპილ, დავარცხნილ და ემოცია გაყინულთა სამყაროში არ ვიცი რამდენად კარგი მოსწავლე ვარ მისი. სავარაუდოდ არც ისე. ან ცუდიც. სიყვარული ჩემშიც ძალიან ბევრი დევს. საკმარისზე მეტიც... თავგანწირვაც ალბათ და უნორმობაც :) მაგრამ სხვა ბევრ რამეში ვეჭედები.
          მე აზრებს ვეძებ. რომ გავეცი აზრი? თავი ლამის რომ გავწირე და გავიგიჟე ღირდა? ასე ძალიან რომ შევიყვარე თუ შევცდი? და რაც გავეცი რატომ არ დამიბრუნა იგივე ემოციებით? მე თავი გავწირე და სხვამ? ან იქნებ...? ღირდა, კი? და მერე ვზივარ და ვგოდებ... ვგოდებ რომ კუზიანი ვარ... კვაზიმოდო :) რომ აცდენილი ვარ ყველა სამყაროს, არ შემიძლია რაიმე კარგი და ღირებული მივცე უანგაროდ სხვებს და არ ველოდო რაიმე ემოციებს უკან. არც დანაკლისს ვგრძნობდე. არც საკუთარი შეცდომების ალბათობა მღრნიდეს ამის გამო. არც ეჭვები არსებობდეს გონებაში.... რომ არ შემიძლია უბრალოდ  კარგი ადამიანი ვიყო და ეგოიზმი ყველაფერს წონის ჩემში. ზოგჯერ კი ამ დანაკლისებით გულგრილიც ვხდები. გულგრილი, გაყინული და ყველასნაირი დავარცხნილი, დალაგებული, გამოწკეპილი. და ასეთი საკუთარი თავის ძალიან მეშინია......
          მოკლედ, ის ბიჭი მჯობნის. აშკარად მჯობნის.
          კარგად რომ დაღამდება და სახლში ყველა დაიძინებს, ჩავიცვამ ხოლმე საყვარელ ჯინსებს, ტომარა ნაქსოვ მაისურს, მკლავს გავუყრი ამ ბიჭს და ღამის ქალაქს მივეცემი საბოდიალოდ. მივაბიჯებ სუსხიან ქუჩებში ისე, რომ არავის და არაფრის მეშინია. თუ დავიღლები თავს ჩამოვადებ მის მხარზე და მივაბიჯებთ ასე ერთად. და ვუსმენ. ბევრს ვუსმენ. იქნებ ცოტა მაინც გადამედოს მისი მშვიდი სიკარგე. იქნებ მეც შევძლო გავხდე უკეთესი....

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review