понедельник, 25 июля 2016 г.

მე-6 წლის ამბები

Автор: ჯუნა на 7/25/2016 0 коммент.
          ღამის 10 საათზე მე და ჩემს ქმარს გაგვახსენდა რომ არსებული 3 ლამის 100 ცალიანი პამპერსის შეკვრა ვიკიკოსთვის საკმარისი არ იყო და კიდევ ერთი შეკვრა აუცილებლად დღესვე უნდა დაგვემატებინა. სეირნობა მოგვინდა ალბათ. რამდენი დამხმარეც არ უნდა გყავდეს და როგორი მშვიდი ბავშვიც არ უნდა დაიბადოს, მისი მშობლები ერთმანეთის ნაკლებობას მაინც მწვავედ გრძნობენ, საწყის ეტაპზე მაინც და პირველი უფროსი შვილივით ეგოისტობანარევ წუწუნს მოჰყვებიან ხოლმე... ჰოდა მოკლედ, რატომღაც სრულიად არასააფთიაქო კაბაში გამოვეწყე და შეყვარებულებივით ნელა-ნელა და წყნარი ბაასით გავუყევით გზას.
          პატარები რომ ვიყავით, ხშირად ერთმანეთს ვეკითხებოდით ნეტა როგორები ვიქნებით 5 10 წლის მერე-თქო. როგორც ჩანს დრო ადამიანებს არ ცვლის. მაინც და მაინც არც ურთიერთობებს. ასე ამოვუდგებოდით ხოლმე 8-9 წლის წინაც ერთმანეთს და დილიდან დაღამებამდე, სანამ ბებიაჩემი ტელეფონში კივილს არ გააბამდა დავდიოდით, დავდიოდით........ : ) უაზროდ ბევრს და სალაპარაკო თემაც რატომღაც არასოდეს ილეოდა. მაშინ იყო მხოლოდ გეგმები და ოცნებები. წარმოდგენები. ის მიყვებოდა როგორ სახლს ააშენებდა ჩვენთვის (ამას ახლაც მიყვება : )), როგორ გავზრდიდით ჩვენს შვილებს, რას დაუშლიდა და რით გაანებივრებდა, სად დავისვენებდით, სად ვიმუშავებდით და როგორ ვიცხოვრებდით. ახლა ყველაფერი რეალობაა. შვილებიც, პასუხისმგებლობაც, ჩვენი გადასაჭრელი წვრილი თუ მსხვილი პრობლემებიც....
          ავურიე პოსტის თემა. ბევრი ვისეირნეთ თუ ცოტა, გავიდა 1 საათი ან ორი, ვიკიკოს ჩვენი ცდა ყელში ამოუვიდა, მოაღო თავისი უკიჭო პირი და აღრიალდა. სახლისკენ გზაზე ვფიქრობდი, რომ ბავშვებისადმი დამოკიდებულება არასოდეს იცვლება. ბოლოს 7 თვის ორსული ბათუმში რომ ვიყავი, პირველად ცხოვრებაში, დიდი ორჭოფობის შემდეგ, გადავწვიტეთ რომ თემუკა სახლში დაგვეტოვებინა და კარგად დაგვესვენა. მთელი გზა, მთელი ბათუმი და მთელი ღამე ჩემს სინდისის ქენჯნაზე და თემოს საწყალ სახეზე ვფიქრობდი : ) გიომ მანქანაში იმ დისკის ჩართვაც კი ამიკრძალა, რომელიც თემუკას უყვარდა. მას მგონი ჩემზე დიდი სინდისი აქვს : )) დღეს კი ის პატარა პირღია ტიროდა და ჩვენც გულამოვარდნილი სახლისკენ მივრბოდით. ნეტა რამდენი წლის უნდა გახდეს ან ერთი და ან მეორე, რომ მე და ჩემმა ქმარმა მშვიდად ვისეირნოთ მარტოებმა რამდენიც გვინდა? ადრე მომწყენია ხო? : )
          ამასობაში ჩვენი ცოლ-ქმრობის 6 წელი მიილია : )
          რაღათქმაუნდა ძალიან მიყვარხარ და კიდევ ბევრი წელი მინდა ერთად ჩუმად გაპარვის სურვილებმა არ გადაგვიაროს....

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review