пятница, 30 декабря 2016 г.

ჩემი კრისტალური ამბები

Автор: ჯუნა на 12/30/2016 0 коммент.
          კრისტალში რომ მუშაობა დავიწყე ის ასაკი მქონდა, როცა უბრალოდ კომპიუტერიან მაგიდასთან ჯდომა მიხაროდა და ვფიქრობდი რომ ოცნება ამიხდა :) მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ვმუშაობდი, ჩემთვის, მეორეკურსელისთვის კრისტალი იყო ფაქტი, რითიც ვფიქრობდი რომ უნდა მეამაყა. გუნდი, რომლის შემადგენელ ნაწილადაც ყოფნა ძალიან მომწონდა და მხიბლავდა.
          მოკლედ, მოვხვდი სრულიად ახალ განყოფილებაში, სადაც შემეძლო დაკისრებული მოვალეობა მეკეთებინა ისე, როგორც ჩავთვლიდი ამას საჭიროდ. არაჩატვირთული, ჩემამდე ვინმეს დაწესებული სტანდარტებითა თუ შაბლონებით. თავიდან ვპასუხობდი მხოლოდ ცხელ ხაზზე შემომავალ ზარებს, რომელიც არც ისე ბევრი იყო. მერე დავიმატეთ სატელეფონო შეთავაზებები. პირველი, ვისაც სასინჯად სესხი შევთავაზე იყო კრისტალის აღმასრულებელი დირექტორი :) შევთავაზე 1000 ლარიანი სწრაფი სესხი და როგორც მითხრეს ჩემი შეთავაზება მოეწონა :) მერე სესხებს ვთავაზობდი ყველას.... ვიცოდი ნახევარი ზუგდიდის სახელები და გვარები, მერე ნახევარი ლანჩხუთის, მერე ფოთის..... და ასე ყველა იმ დაახლოებით 20 ქალაქის, სადაც იმ დროისთვის არსებობდა კრისტალი.
          სესხის ოფიცრობა რომ გადავწყვიტე შიშისგან ღამეები არ მეძინა :) სიახლეებს ცუდად ვეგუები. თუმცა ჩამჩიჩინებდნენ უკვე მზად ხარო. აბა რაღას ელოდებიო. გამოგივაო.... და მადლობა ყველა იმას, ვინც ამას აკეთებდა. ჩემითაც კი მივიდოდი ამ გადაწყვეტილებამდე, უბრალოდ ცოტა მეტ დროს ფუჭად დავკარგავდი ალბათ.

         ესეიგი,  გადავბარგდი ფილიალში და გულწრფელად ვამბობ რომ პირველი ჯოჯოხეთური რამოდენიმე თვე გავიარე :) ზოგადად ძალიან რთულია საკუთარი ნიშა დაიკავო და შესამჩნევი გახდე იქ, სადაც ყველა ერთნაირად ძლიერია და მყარად დგას. ავცდი ჩემს ყოველდღიურ არც ისე დატვირთულ დღეებს, თავზე დამეყარა ყველაფერი ახალი და უჩვეულო... დავინახე, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს და რომ ყველაფერი მიღწევადია, რომ ვარსკვლავებიც კი შეიძლება ციდან მოწყვიტო ოღონდ კი მოგინდეს და მოინდომო... ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მუღამიანი პერიოდი, როცა გადაბმულად ღამეები კომიტეტები მესიზმრებოდა, დილას მივფრინავდი სამსახურში თუ საქმე მელოდებოდა, შვებულებები ჩვეულებრივად მსტრესავდა :) აჭრილი ვიყავი იმ საქმით, რასაც ვაკეთებდი და ასეთი აჭრილი და გადარეული იყო ჩემს ირგვლივ თითქმის ყველა...
          მერე დაიწყო სულ სხვა პროექტი, კრისტალის სერვისცენტრები და უკეთესი ამბები :) ეს აწმყოა და ამაზე არ დავწერ.
          დავწერ მხოლოდ იმას, რის გამოც ვწერ ამ პოსტს მთლიანად. რამოდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ სოფელში, ერთ ქალბატონს, ჩემი გადაწყვეტილებით, მცირე თანხა დაუმტკიცდა. თანხის მიზნობრიობა იყო შვილიშვილის გამგზავრება პროექტ ნიჭიერში. როგორც აღმოჩნდა, ბავშვი კრისტალის სესხით მართლა გაემგზავრა სოფლიდან თბილისში... იმღერა და ფინალშიც გავიდა. ხოდა რატომ მიხარია იცით? რომ ამბობენ დაახრჩვეს ხალხიო ამ ბანკებმაო... და კიდევ ათას ცუდ რამეს რომ ამბობენ. კარგი ამბებიც ხომ ხდება, თუნდაც ვალდებულებით გაკეთებული კარგი ამბები. ყველა თავისებურად ქმნის დადებით გარემოს და თავისებურად ხდება კარგი ამბის მიზეზი.
          დახრჩობას რაც შეეხება...   ერთმა კარგმა ბიჭმა თქვა ჩემი განყოფილებიდან, აქ ზუსტად იმისთვის ვზივარ, რომ ვინმე არ დაიხრჩოსო... და ზოგადად: კრისტალზე პასუხისმგებლიანი, კარგი, უკარგესი და მზრუნველი გუნდით, უკვე 56 ფილიალით თითქმის ყველა კუნჭულში, სოციალური და კეთილი ფინანსური ორგანიზაცია არ არსებობს.... თქვენ რომ იცოდეთ აქ როგორ იღებენ ადამიანების დაფინანსებაზე გადაწყვეტილებებს არც შემედავებოდით..... აი ამის თქმა მინდოდა :)
გილოცავთ ახალ წელს :) 

четверг, 8 декабря 2016 г.

სამყაროდან განყენებული

Автор: ჯუნა на 12/08/2016 0 коммент.
 შეგიმჩნევიათ რომ ყველაზე ჩუმალა და არასაჯარო ფეისბუქ მეგობრებიც კი  ისტორიაში ერთხელ მაინც სრულიად კონკრეტულ და ვიწრო სეგმენტზე გათვლილ განცხადებებს ყვირიან სტატუსებიდან... ყვირილის მიზეზი კი ყოველთვის უკმაყოფილებაა...
          უცნაურები ვართ ადამიანები. უცნაურები იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ და ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ. არ შეგვიძლია დავუჯდეთ ასე ყველას სათითაოდ და კონკრეტულად, ვთქვათ რა არ მოგვწონს მათში, რა გვაღიზიანებს ან/და თუნდაც პირიქით...  უცნაურები ვართ, რადგან ენა გვაქვს ჩავარდნილი და შეხვედრის დროს ხშირად თვალს ვერ ვუსწორებთ ერთმანეთს, ზურგს უკან კი  გული გვაქვს გულადი და ენა ყველაზე გრძელი. მაგრამ ყველაზე მეტი უცნაურები იცით რატომ ვართ? არასოდეს წონის სხვისი ბევრი კარგი ცოტა ცუდს.... პირიქით კი რამდენიც გინდა.....
          რთულია ადამიანებს შორის ურთიერთობები... ყველა ადამიანს უფიქრია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, რომ სამყარო შეშლილია და ხალხი ,,სხვანაირი", არა ისეთი როგორიც თვითონ. რომ სხვას ეშლება ყოველთვის და არა თვითონ. რომ თვითონ არის ერთი განყენებული მთელი სამყაროდან და არავის ესმის მისი. არავის თუ არა მასიურად ირგვლივმყოფებს მაინც. უცნაურია ეს ყველაფერი. უცნაურია არსებობდეს ორი მხარე, თავისებურად მართალი და ერთნაირი მოსაზრებებით და ვერ ინახოს გადაკვეთის, მორიგების წერტილი. სად უნდა ეძებო ამ შემთხვევაში გამოსავალი, როცა ურთიერთობის ყველა საბოლოო შედეგი იმედგაცრუებაა და ესეც ორივე მხრიდან იდენტურად. ალბათ ერთადერთი გამოსავალი განშორებაშია. უბრალოდ არსებობენ ცხოვრებაში ადამიანები, რომლებიც თითქოს ბედისწერაა და ვერასდროს ამოაგდებ მათ ისე, თითქოს არც ყოფილა. არ ვგულისხმობ სენტიმენტებს, არა. უბრალოდ მათი არსებობა ისეთი მოცემულობაა, რომელსაც ვერ შეცვლი და ვერ გააქრობ.
          ადრე, ალბათ ცოტა უფრო პატარა რომ ვიყავი, მარტივად ვიკიდებდი სხვების შეცდომებს და შემეძლო ეს სხვა იმდენჯერ დამეტრიალებინა საკუთარი ღერძის ირგვლივ, სანამ ყველაზე კარგი მხრიდან არ დავაყენებდი ჩემს თვალში და ჩემი დამოკიდებულებებიც ბევრად პოზიტიური იყო. ახლა ასე აღარ არის. რომ დავღვინდი, გავიზარდე და სხვებივით უცნაური გავხდი ვერ დავიჯერებ... არ ვიცი რაშია პრობლემა და როგორ გავასწორო არც ის ვიცი.

четверг, 22 сентября 2016 г.

უჩვეულო შეგრძნებებზე

Автор: ჯუნა на 9/22/2016 0 коммент.
                                                       N 2
          შენს გაშლილ ხელებში რომ მის თავს მოიქცევ და როგორც გინდა ,,ჭმუჭნი", ლოყებს უჩქმეტ, სახეს უკოცნი, უწამწამო თვალებს, ჩაჭყენტილ ლოყებს, კურნოსა ცხვირს, გაღიმებული ტუჩის კუთხეებს, რძით გაჟღენთილ კისერს და ის ხმას არ იღებს... დუმს, დუმს და გიყურებს მორჩილი, სიყვარულ-ღიმილიანი თვალებით, იცის რომ მთლიანად შენია და არმოსაწონს არაფერს დაუშავებ, არაფრით ატკენ და რომ შენც მასავით ცამდე გიყვარს.
         კისკისი ისწავლა...  სახლში რომ შევალ, დამინახავს და, თავის დაჭერა რომ ისწავლა, ისიც ავიწყდება გაოცებანარევი სიხარულისგან, თავს აკინწილებს ყურებამდე გახეული ღიმილით და თვალს ვერ მაშორებს, ეშინია კიდევ სადმე არ გავქრე 7-8 საათით... დედის სუნს და ჩვეული კვების არასაკმარისობას ძლივს მგონი მიეჩვია, დილით რომ უნდა დავტოვო და ნიკეასკენ გზას გავუდგე ორი ტირილიანი ღამის მერე მეც მივეჩვიე... უბრალოდ უკვე ზუსტად ვიცი რას ფიქრობენ იტალია-საბერძნეთში გამგზავრებული მდედრები : )

                                                       N  1
           მაინც არის სხვაობა პირველ და მეორე შვილს შორის... პირველი შვილი დიდია და გემეგობრება, მეორე პატარა და გეცოდება : )) ჰოდა დიდი შვილი ამასობაში გაიზარდა, ბაღში შევიდა და ჭკვიანობს ძალიან... აქამდე მთელი მისი გონება, ფანტაზია, ცოდნა, აზროვნება.....მე ვიყავი და ჩვენი სახლი. ახლა ასე ერთბაშად დაატყდა თავს სხვა ხალხი, შეუჩვეველი გარემო, უცხო ლექსები, გაუგონარი სიმღერები, განსხვავებული თამაშები... თურმე დედა რომ ასწავლიდა ტყუილზე არ დაიფიცოო დათამ ასწავლა დედაზე დაიფიცე, შენს დედას არაფერი მოუვაო... დედა რომ ასწავლიდა თებე პატარაა და მოეფერეო, გაბო ეჭყანება და აბრაზებს.... დედა რომ ასწავლის მასწავლებელს მეგობარზე ენა არ მიუტანოო, გაბო სხვანაიარად მოიქცა, ამიტომ ბიჭები მას გაუნაწყენდნენ და ,,ჩვენთან ერთად აღარ კაცობსო" : )) დედა არიგებს სახლის ამბები ბაღში არ მოყვეო, მას ,,ენა არ უძლებს" და ვიქტორიაზე მაინც ყვება, რომ კარგი გოგოა :დ
          ჰოდა 10-იანები მოაქვს, ქეთინო მასწავლებელმა მითხრა შენნაირი ნეტა ბევრი მყავდესო, ლექსებს კარგად იმახსოვრებსო, კარგი თავი აქვსო, სადილის შემდეგ სულ მადლობას იხდისო და ჭამაშიც პირველიაო : )

კარგად ვართ ჩვენ : )

понедельник, 25 июля 2016 г.

მე-6 წლის ამბები

Автор: ჯუნა на 7/25/2016 0 коммент.
          ღამის 10 საათზე მე და ჩემს ქმარს გაგვახსენდა რომ არსებული 3 ლამის 100 ცალიანი პამპერსის შეკვრა ვიკიკოსთვის საკმარისი არ იყო და კიდევ ერთი შეკვრა აუცილებლად დღესვე უნდა დაგვემატებინა. სეირნობა მოგვინდა ალბათ. რამდენი დამხმარეც არ უნდა გყავდეს და როგორი მშვიდი ბავშვიც არ უნდა დაიბადოს, მისი მშობლები ერთმანეთის ნაკლებობას მაინც მწვავედ გრძნობენ, საწყის ეტაპზე მაინც და პირველი უფროსი შვილივით ეგოისტობანარევ წუწუნს მოჰყვებიან ხოლმე... ჰოდა მოკლედ, რატომღაც სრულიად არასააფთიაქო კაბაში გამოვეწყე და შეყვარებულებივით ნელა-ნელა და წყნარი ბაასით გავუყევით გზას.
          პატარები რომ ვიყავით, ხშირად ერთმანეთს ვეკითხებოდით ნეტა როგორები ვიქნებით 5 10 წლის მერე-თქო. როგორც ჩანს დრო ადამიანებს არ ცვლის. მაინც და მაინც არც ურთიერთობებს. ასე ამოვუდგებოდით ხოლმე 8-9 წლის წინაც ერთმანეთს და დილიდან დაღამებამდე, სანამ ბებიაჩემი ტელეფონში კივილს არ გააბამდა დავდიოდით, დავდიოდით........ : ) უაზროდ ბევრს და სალაპარაკო თემაც რატომღაც არასოდეს ილეოდა. მაშინ იყო მხოლოდ გეგმები და ოცნებები. წარმოდგენები. ის მიყვებოდა როგორ სახლს ააშენებდა ჩვენთვის (ამას ახლაც მიყვება : )), როგორ გავზრდიდით ჩვენს შვილებს, რას დაუშლიდა და რით გაანებივრებდა, სად დავისვენებდით, სად ვიმუშავებდით და როგორ ვიცხოვრებდით. ახლა ყველაფერი რეალობაა. შვილებიც, პასუხისმგებლობაც, ჩვენი გადასაჭრელი წვრილი თუ მსხვილი პრობლემებიც....
          ავურიე პოსტის თემა. ბევრი ვისეირნეთ თუ ცოტა, გავიდა 1 საათი ან ორი, ვიკიკოს ჩვენი ცდა ყელში ამოუვიდა, მოაღო თავისი უკიჭო პირი და აღრიალდა. სახლისკენ გზაზე ვფიქრობდი, რომ ბავშვებისადმი დამოკიდებულება არასოდეს იცვლება. ბოლოს 7 თვის ორსული ბათუმში რომ ვიყავი, პირველად ცხოვრებაში, დიდი ორჭოფობის შემდეგ, გადავწვიტეთ რომ თემუკა სახლში დაგვეტოვებინა და კარგად დაგვესვენა. მთელი გზა, მთელი ბათუმი და მთელი ღამე ჩემს სინდისის ქენჯნაზე და თემოს საწყალ სახეზე ვფიქრობდი : ) გიომ მანქანაში იმ დისკის ჩართვაც კი ამიკრძალა, რომელიც თემუკას უყვარდა. მას მგონი ჩემზე დიდი სინდისი აქვს : )) დღეს კი ის პატარა პირღია ტიროდა და ჩვენც გულამოვარდნილი სახლისკენ მივრბოდით. ნეტა რამდენი წლის უნდა გახდეს ან ერთი და ან მეორე, რომ მე და ჩემმა ქმარმა მშვიდად ვისეირნოთ მარტოებმა რამდენიც გვინდა? ადრე მომწყენია ხო? : )
          ამასობაში ჩვენი ცოლ-ქმრობის 6 წელი მიილია : )
          რაღათქმაუნდა ძალიან მიყვარხარ და კიდევ ბევრი წელი მინდა ერთად ჩუმად გაპარვის სურვილებმა არ გადაგვიაროს....

воскресенье, 5 июня 2016 г.

3.06.2016

Автор: ჯუნა на 6/05/2016 0 коммент.
          2016 წლის 3 ივნისი კეთილი ტირილებით დაიწყო :) გულაჩუყებული და უძილო 2 ღამის შემდეგ, დილის 9 საათზე მანქანაში რომ მივუჯექი  გიოს, ცრემლები გადმომცვივდა... შიშის, ნერვიულობის, დაგროვილი ემოციების, ფინიშის... ყველაფრის ერთად. მეორე ყელში ბურთების ,,შეტევა“ მაშინ დამემართა, როცა საოპერაციოდ მომამზადეს და თემუკამ ტირილი დაიწყო. ამოსვლის უფლება, რათქმაუნდა, არ მისცეს და მთელ ხმაზე ჯღაოდა დედიკოსთან მინდაო... მეც მეტი რა მინდოდა, მთელი ლიფტის გზა პირველიდან მესამემდე მეც ვტიროდი და ჩემი ექთანიც...
          მერე იყო ანალიზები, ანესთეზიოლოგთან გასაუბრებები, ხელმოწერები, გადასხმა, გამხნევებები, ნერვიულობები და 11-ს რომ 15 აკლდა დავიძარით საოპერაციოსკენ. ნემსი ხერხემალში არ გამიგია... სითბო ჩაიღვარა მთელ სხეულში და რომ დამაწვინეს უკვე 5 წუთში ვიქტორია სრულიად არაპრინცესულად ჩხაოდა :) გიოს ვთხოვდი მე მიყურე, ოპერაციას არათქო, ვამხნევებდი არ ინერვიულოთქო. მკაცრად გააფრთხილეს ხელი არ მოკიდოო, ანესთეზიოლოგმა რა დრო დაგიდგა ადამიანს, ცოლის შეხებას გიკონტროლებენო J ეს მხიარული პირველი ნაწილი იმით დასრულდა, რომ ვიქტორია გაალამაზეს და მომიყვანეს, ვერ გავიგე რა რეაქცია მქონოდა, ალბათ ზუსტად ასეთ შვილს მოველოდი და თავი დავაქნიე კარგიათქო. გიომ შუბლზე მაკოცა. გაგრძელება ცოტა უფრო რთული იყო... დაიწყო კერვა, დაახლოებით ალბათ 20-25 წუთი... აქედან 5 წუთი ცუდად გავხდი. მაგრამ ანესთეზიოლოგი მეჩვენებოდა ყოვლისშემძლე ჯადოქრად, თვალებში მიყურებდა და ნემსს ნემსზე არჭობდა კათეტერში, რომლებიც საჭიროებისამებრ და სასწაულებრივად წამებში მოქმედებდნენ. ექიმი შირმიდან ჩამომხედავდა ხოლმე გაღიმებული სახით და მაქებდა, ყოჩაღი ხარო. ოპერაცია რომ დასრულდა, მუცელზე ხელი მოვიკიდე და შემეშინდა... მეგონა სხვის სხეულს ვეხებოდი და ეს ყველაფერი ჩემი არ იყო. უნიათო, ცივი და სხვისი გათიშული სხეულივით უგრძნობი ტანი მება... მერე იყო ალბათ ყველაზე ცუდი ნაწილი მთელი ამ ამბების. ციება, გაუტკივარების მოქმედების გადასვლა და ტკივილები, ტკივილები............
          ეს პროცესი ბოლომდე ჯერაც არ დასრულებულა, ჩემებურად და ენერგიულად ჯერაც ვერ დავქრივარ, ჭრილობაზე ხელდაჭერილი და მოხრილი, ტკივილისგან მოღრეჯილი სახით დავაბიჯებ პალატაში, საწოლზე თითქმის შეუმჩნევლად წამოწოლილ 3200კგ-იან გოგოს ვუყურებ და ვფიქრობ, ეს რა კარგი საქმე მოვილიე :)))
          ჰო, რაც შეეხება ქალბატონ და 38 კვირა მუცლით ნატარებ ვიქტორიას ) მეჩვენება, რომ ძალიან დახვეწილი ნაკვთები აქვს და ლამაზია. თუმცა ამაში ალბათ სუბიექტური ვარ და არ დავიჯინებ :) თემუკას თავისი და მოეწონა, ამბობს ჩემი ყველაფერიაო და მნახველი პატარა მეგობრისგან დაცვაც კი მოასწრო, რომელმაც ტირილში გამოაჯავრდა ჩვენი ვიკიკო : ) შენ ჩემს დას ნუ დასცინიო, პატარააო... აი ასე )))

          ჩემი და გიოს ემოციებს სიტყვებით ვეღარ ავღწერ... აი წავალთ სახლში, უკვე ოთხნი და ჩვენ ვიქნებით მთელი სამყარო.....

3 საათის დაბადებული ვიქტორია ლოლაძე

пятница, 3 июня 2016 г.

დღეს მე გოგო მეყოლება : )

Автор: ჯუნა на 6/03/2016 0 коммент.
          ცუდზე არაფერზე ვფიქრობ. ვიცი რომ რამოდენიმე ,,გადასატან" დღეში ბევრი ტკივილი და ნერვიულობა მელოდება, ბევრი უსიამოვნო შეგრძნება და დაღლა.... მერე ბევრი უძილო ღამეც, ალბათ კიდე ტკივილები და ტირილებიც, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ. არ მეშინია, პატარა ხომ აღარ ვარ, ბოლოს და ბოლოს მეორე შვილი მეყოლება : )
          სადღაც გულის კუნჭულში გაუთვალისწინებელი შემთხვევების ალბათობაც მაფრთხობს, გაურკვევლობაც და გაწელილი ნარჩენი აღარც 12 საათიანი მოლოდინიც... მაგრამ მთელი დარჩენილი ბოლო ძალებით ვიგერიებ აბეზარებს... არ მაქვს უფლება ძალიან ღიმილიანი არ ვიყო. ამისთვის არცერთი მიზეზი არ არსებობს და იმიტომ : )
          თემომ გულში ჩამიკრა და მითხრა საშიში არაფერი არაა, ჩემი ოცგული (ერთგული ეცოტავება: )) ხარ და მიყვარხარო : ) გიო ნერვიულობს... თუმცა მხნედ დგას და გაოცებული სახით მეკითხება რატომ უნდა ვინერვიულოთო : )
          საწოლი გაწყობილია, ზედმეტი რაოდენობით ტანსაცმელი და 7 წყვილი ფეხსაცმელი ნაყიდი )))), ჩანთები ჩალაგებული, ბუშტები ნაყიდი, ყველა გაფრთხილებული, გულშემატკივრები მობილიზებული..... :)
         მოკლედ, ვმხნევდები იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება ; )

понедельник, 4 апреля 2016 г.

წონა - მარტორქისხელა, თვითშეგრძნება - სპილოსმაგვარი ანუ მხიარული მოლოდინი

Автор: ჯუნა на 4/04/2016 2 коммент.
          წონა - მარტორქისხელა, თვითშეგრძნება - სპილოსმაგვარი, ყოვლად უნიათო, ძალაგამოლეული და ბებერივით.... როცა უზღვავ ენერგიას და წოწიალს დაჩვეულს ზოგჯერ წამოდგომაც მიჭირს, როცა მეჩვენება რომ კილო ორასი ნაზი, ფითქინა და კიკინიანის ნაცვლად ბევრი და მძიმე ქვები ჩამიყარეს სხეულში, როცა გული მატყუებს და ყველას და ყველაფერს მინდა მოვედო, ღიპსაც არ ვიმჩნევ, მაგრამ ხან თირკმელი გუბდება, ხან სუნთქვა არ შემიძლია, ხან გული მიჩქარდება, ხან ჰემოგლობინი მაკლია და ხან ტონუსი მაქვს ზედმეტად, ხანაც მეჩვენება რომ ქალბატონი ვიქტორია გაპასიურდა და ნერვოზი მეწყება.... როცა სელფებიც კი აღარ მგვრის სიამოვნებას, რადგან ეკრანიდან მიღიმის სიმპატიური, მაგრამ აშკარად გოჭის სახის მოყვანილობის არსება : )))

          და მაინც, ისე მივედი თითქმის 30 კვირამდე ეს ორსულობის ბოლოსთვის აუცილებელი და დაგეგმილი დეპრესია არა და არ მოდის :)  პირიქით - ამხელა მწუხარებების ფონზე (:დ) სადღაც შიგნიდან უწყვეტად მოედინება გაურკვეველი და უზღვავი სიხარული: მოლოდინის, ბედნიერების, სილამაზის, იმედის.... არ ვიცი რისი მეტი, რომელიც ყველაფერს ფარავს და ანეიტრალებს. რომელიც მამშვიდებს, ღიმილს არ მაშორებს და ბედნიერების შეგრძნებას.....
          მუცელზე ხელებდაკრეფილი ვაკვირდები, როგორ ტალღასავით გადაივლის კიკინას აქტივობები, მოაკაკუნებს და მომიკითხავს... ამოიზნიქება ხან მარჯვნივ, ხან ზემოთ, ზურგზეც გავა და ლამის გულზე ამაწყოს თავისი ალბათ 200 გრამიანი ფეხები :)) არჩევს პოზებს, განწყობებს, საჭმელებს, მისწორებს გემოვნებას, მუსიკასაც კი... ჩამჯდარა და მბრძანებლობს, აღარც კი მასუნთქებს ჩემს ჭკუაზე : )
          როგორ მიყვარხარ რომ იცოდე : ) შენს წარმოდგენაზე ღიმილს ვერ ვიკავებ და სიხარულები მცვივა ალბათ თვალებიდან... დიდად იმედი ნუ გექნება რომ დალაგებულ ,,საზოგადოებაში" მოხვდები: მამაშენი და შენი უფროსი ძმა ძილის წინ ყოველ საღამოს ხელგადახვეული გიმღერებენ chans de lise-ს ქართულ ვარიანტს :) მე მუხლზე გადახეულ ჯინსებს ვეძებ, რომ ფერად მაისურებზე ჩაგაცვა და ბევრი გაწოწიალო, ,აბადოკებს" გიგროვებ და ნულ ზომა სასაცილო ,,ბასანოჩკებს", თემუკა გეგმებს აწყობს როგორ გაბანავებს თავისი ხელით, არავის დაუთმობს და არ დააჯაგვრინებს (დააჩაგვრინებს:)) შენს თავს :)
          ასე რომ, გელით გელით :*

воскресенье, 17 января 2016 г.

ვიქტორია

Автор: ჯუნა на 1/17/2016 0 коммент.
          შენი სხეულის შიგნიდან გარკვევით მუჯლუგუნებს რომ იგრძნობ, მაშინ შეიძლება დარწმუნდე, რომ ყველაფერი თურმე ბოლომდე სრულყოფილია შენს ირგვლივ. და ეს სრულყოფილება ძალაუნებურად გხდის მშვიდს და გულგრილს. გულგრილს - ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, რაც კი არსებობს... აღარ მიგიწევს გული იქით, სადაც გეგონა უშენოდ ვერაფრით გაძლებდნენ... აღარ გინდა ის, რაც შენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და უნაყოფოა... აღარც ის, რაც ღელვის, შფოთვის და უსამართლობის შეგრძნებას გიჩენს.... მხოლოდ იქ, სადაც შენს სიხარულს იზიარებენ. მხოლოდ იქ, სადაც შენი ესმით. მხოლოდ იქ, სადაც გარემო კეთილი და თბილია, სადაც შენი  შინაგანის სიმშვიდეს შენსავით უფრთხილდებიან და არ გულგრილობენ. ამ სიტყვის ყველაზე ეგოისტური გაგებით.
          ბოლო დროს ჩავიკეტე. ალბათ სიძლიერე დავკარგე დროებით, გავბავშვდი, გავნაზდი..... არ ვიცი.  და არავინ მინდა მნახოს ასეთი. ხშირად მიჩნდება საკუთარ ბაქანში თავის შეყოფის და გარე სამყაროს არ დანახვის სურვილი - ეს გარკვეული პროტესტია. არ მინდა არანაირი შეხება მქონდეს იმასთან, რაც არ მომწონს და რასაც ვერ ვერევი. მინდა დროებით მაინც მხოლოდ ის მქონდეს, რაც ზუსტად ვიცი რომ ჩემია და ნამდვილია.... არა შენიღბული და ყველანაირ ,,უკანა" აზრებს მოკლებული.

          ვინც არ იცის გაცნობებთ, რომ (ჩემი სუბიექტური აღქმით) ყველაზე ლამაზ გოგონას ველი უკვე აღარც კი 5 თვეში.
          5 წლის წინ ყველა ინტერნეტ გამოცემის სიახლეს ვკითხულობდი ორსულობის ყველა კვირაზე, კლასიკურ მელოდიებზე ვიძინებდი, სწორად ვიკვებებოდი, არასოდეს ვიღლებოდი ზედმეტად... და კიდევ რა ვიცი რამდენ კარგ რამეს ვაკეთებდი : ) ახლა დღეები ჩემსავით კისრიტეხით გარბიან და ქრონიკულად დაღლილს და ზოგჯერ უსაუზმო-უსადილოდ დარჩენილსაც მხოლოდ ის მაიმედებს, რომ სამაგიეროდ მოლოდინი მიმსუბუქდება.... სამაგიეროდ ჩემი გოგო ძლიერი იქნება. მაგარი და ამტანი : ))
           ახალს ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ დღეს, ასე გარკვევით მუჯლუგუნებს რომ ვგრძნობ, გული მეკუმშება მშვიდი ბედნიერებისგან და მიყვარს.... უზომოდ მიყვარს.

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review