წუხელ ვერაფრით დავიძინე... შუქიც ჩაქრა, ალბათ უამინდობამ რაღაც დააზიანა, როგორც ყოველთვის. სანთელი ავანთე და ვიჯექი ჩემთვის მარტო, შუაღამეზე. ფიქრმა ამიყოლია, თან საწყალ სანთელს ვუჩხიკინებდი ასანთის ღერით))
ბავშვობიდან მიყვარს სანთელი რაღაც უაზროდ. პატარაობაში შუქის წასვლა მხოლოდ მაგიტომ მიხაროდა, სანთელთან თამაშის შესაძლებლობა მიჩნდებოდა:-)
მგონი ძალიან ლამაზია სანთელი, აი, რაღაცით მიზიდავს, თითქოს მაგიური ძალა აქვს: ფიქრებში გიყოლიებს, გამშვიდებს, დროის შეგრძნებას გაკარგვინებს...
რაც ცოტა გავიზარდე და ეკლესიაში დავიწყე სიარული, სანთელს კიდევ სულ სხვა დატვირთვა მიეცა ჩემთვის. რაღაც ძალიან წმინდასთან, სულიერ სიმშვიდესთან გაასოცირდა.
დავიჯერო მარტო მე მჭირს ასე? ეკლესიაში სანთელს რომ ანთებთ, გულში სითბო არ გეღვრებათ? უფრო მშვიდად არ გრძნობთ თავს?
სადღაც წავიკითხე, სანთელს ადამიანს ადარებდნენ, ეწერა, ადამიანი სანთლის მსგავსად ღვთის წინაშე სიკეთეს, სიხარულს და სიყვარულს უნდა ანათებდესო...
როგორც ვიცი, სანთელი შუა საუკუნეებში გაჩნდა. თავდაპირველად, ძალიან ძვირი ღირდა და არც რელიგიური თვალსაზრისით გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა, ერთ-ერთი გაზეთის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში წელიწადში 500 ტონამდე სანთელი იყიდება.
და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც სანთელთან დაკავშირებით წავიკითხე: თურმე, კათოლიკურ ეკლესიებში (ვიმედოვნებ ყველაში არა) მეოცე საუკუნის ბოლოს სანთელი ნათურათი შეცვალეს. ჩააგდებ ფულს - ნათურა აინთება, რამდენიმე ხანში კი ავტომატურად ჩაქრება.
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
0 коммент.:
Отправить комментарий