суббота, 20 февраля 2010 г.

საზოგადოების "იარლიყები"

Автор: ჯუნა на 2/20/2010
საზოგადოებას უყვარს "იარლიყების" მოწებება. ყველა ადამიანისთვის გააჩნიათ რაღაც დაღის მსგავსი და გასვამენ, ტიპა пригоден ან не очень.
მაგალითად ისეთებზე, როგორიც მე ვარ, ამბობენ კარგი გოგოაო :) არა ტყუილი ნამდვილად არ არის)) ეს რეპუტაცია მართლა დამსახურებულია და პასუხისმგებლობით ვეკიდები მას. იმედგაცრუება არც მე მიყვარს და არც ის მიყვარს, სხვას რომ უჩნდება ჩემს მიმართ ეს გრძნობა. მე უბრალოდ სტერეოტიპები და არაფრის გამო შექმნილი "იარლიყები" მიშლიან ნერვებს. დეტალებს რომ არ არკვევენ, გრძნობებს არ უღრმავდებიან და ზედაპირულად სვამენ "დიაგნოზს". არ ვიცი ეს რამდენად ამართლებს, შეიძლება ზოგ სიტუაციაში სწორიც კია, მაგრამ პრობლემა მაინც ჩნდება. ჩნდება იმიტომ, რომ ყველა თავისი საზომით ზომავს. ყველას საკუთარი საზომი გააჩნია სიმართლის, სისწორის, ზნეობის. და რაღაც საქციელი, რომელიც ერთისთვის ნორმაა, მეორესთვის შეიძლება ანომალია იყოს.
ალბათ ხშირად გაგიგიათ ფრაზება ტიპა: "როგორ არ მიმართლებს ადამიანებში" ან "რა ყველა არანორმალურს მე უნდა გადავეყარო" )) მეც ხშირად ვყოფილვარ ამ აზრზე. ვაწყდები სხვის ისეთ საქციელს, როგორადაც მე არ მოვიქცეოდი და ძალაუნებურად მწყინს. არადა, რომ დაფიქრდე, მასაც ხომ თავისი სიმართლე აქვს, შეიძლება მისთვის შენ ხარ ანომალია. აქედან ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა.
არასდროს დაკვირვებიხართ: ერთი და იგივე ადამიანს სხვადასხვა ხალხი სხვადასხვანაირად ახასიათებს. აი, მე მაგალითად:
ზოგს რომ კითხო ენერგიული და აქტიური ვარ, ზოგისთვის კი პასიური და უინტერესო (ალბათ, ჩემი კურსელებისთვის, რადგან მათ წამოწყებებში თითქმის არასდროს ვიღებ მონაწილეობას);
ზოგი მდიდარ ადამიანად მთვლის (მყავს ასეთი ნაცნობები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, თუ ტანსაცმელში 100ლარს ვაძლევ ე. ი. მდიდარი ვარ), ზოგისთვის კი ჩვეულებრივი, ობოლი (არ მიყვარს ეს სიტყვა) სტუდენტი;
ზოგი ჭკვიანად მთვლის (უნარებში 91ქულა ავიღე), ზოგი კი არც ისე განათლებულ ადამიანად.
და ასე უსასრულოდ შეიძლება ჩამოთვლა...... მაწებებენ "იარლიყებს", არადა ვთვლი, არცერთი ჩამოთვლილთაგან ზუსტად მე არ შემესაბამება. არ ვარ ან + ან - , ვარ სადღაც შუაში, ნორმალური ადამიანივით.
გამოსავალი და დასკვნა ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ კარგად უნდა გავიცნოთ ადამიანი მანამ, სანამ მასზე რამეს ვიტყოდეთ და არასწორ რეპუტაციას შევუქმნიდეთ, როგორც სხვასთან, ასევე საკუთარ თავთან.
ეს შეცდომა მე პატარა ვიყავი რომ დავუშვი და მის შემდეგ ვცდილობ აღარ გავიმეორო. მე-3 კლასში სასტიკად ვლანძღავდი ერთ გოგოს (არ ვიცი რატომ, ალბათ ბავშვური სიმეტიჩრით), რომელიც პარალელურ კლასში სწავლობდა და თითქმის არც კი ვიცნობდი. ვიძახდი ამაყია და თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მაგასთან როგორ უნდა იმეგობროთქო)) 1 წელიწადში კლასელები გავხდით, კიდევ 1 წელში განუყრელი მეგობრები)) დეტალები ნახეთ პოსტში საუკეთესო მეგობარი :)

2 коммент.:

სიყვარულოვნა комментирует...

ადვილია ”იარლიყის” მიწებება და ურთულესია იმის მოშორება, ფაქტიურად შეუძლებელი.თანაც ყველაზე ცუდი ის არის რომ ხშირად დაუმსახურებლად მიგაწებებენ ამა თუ იმ იარლიყს. =)) თუმცა ყველასთვის ერთნაირი ვერ იქნები, ზოგისთვის მხიარული ხარ ზოგისთვის მოსაწყენი ან კიდევ უამრავი მაგალითის მოტანა შეილება შეი პოსტიდა. ჩემთვის მთავარია ჩემთვის ჩემი თავი როგორია სხვების აზრი ძალიან ხშირად არ მაინტერესეს, მარტივი პრინციპით - ხალხი ბრბოა

ჯუნა комментирует...

"ჩემთვის მთავარია ჩემთვის ჩემი თავი როგორია" ამ საკითხში გეთანხმები ნათია(მგონი არ ვცდები :)). მთავარია შენ თავთან იყო მართალი.
რაც შეეხება სხვების აზრის გატარებას, რადგან პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ხშირად შეუძლებელია.

2 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review