понедельник, 8 февраля 2010 г.

კაცები ქორწინების მერე იცვლებიან?

Автор: ჯუნა на 2/08/2010
ალბათ მე არ ვარ პირველი, ვისგანაც ეს გესმით: " კაცები ქორწინების მერე იცვლებიან! "
ბევრი წუწუნებს ამაზე, ბევრის ცრემლიც მინახავს და იმ ადამიანებსაც ვიცნობ, რომლებიც ოჯახებს ანგრევენ სწორედ ამ მიზეზით.
"ისეთი ყურადღებიანი აღარ არის", "ისე ძველებურად აღარ ვუყვარვარ", "ისე გაღმერთებით აღარ მიყურებს".........
მკვეთრ სხვაობას ხედავენ до და после და ვერ გებულობენ ამის მიზეზს.
მე კი არ ვიცი ამ ქალებს წუწუნზე რა ვუპასუხო, რა პასუხი და ახსნა მოვუძებნო ამ ფაქტებს, უფრო სწორად კი ვიცი, მაგრამ ეს პასუხი მათში უფრო გაღიზიანებას გამოიწვევს, ვიდრე სიამოვნებას და კმაყოფილებას ამ განმარტების მოძებნით.
საქართველოში ვცხოვრობთ და ჯერ კიდევ ბლომადაა შემორჩენილი სიტუაციები, როდესაც ოჯახდებიან ადრეულ ასაკში, როდესაც ოჯახდებიან რწმენით, რომ უყვართ და იცნობენ, სინამდვილეში კი ასე არ არის.
ხომ ყველას გვაქვს უარყოფითი და არცერთი არ ვართ ანგელოზები. მე, მაგალითად, ძალიან მიყვარს წუწუნი, ძალით პრობლემების შექმნა და ჟერტვობა)) მაგრამ, აბა დაფიქრდით, მე რომ პირველ პაემანზე მივდიოდი, აზრადაც ხომ არ მომივიდოდა, რომ ჩემს რჩეულთან "გადმომეფინა" ჩემი ყველა ნაკლი, მეწუწუნა ან თავის შეცოდება დამეწყო მასთან, პირიქით - ყველას გვიყვარს გაპრანჭვა, თავის საუკეთესოდ წარმოჩენა... სულაც არ ნიშნავს ეს ტყუილს ან რაღაც ცუდს და საშინელებას. ეს ბუნებრივია, ზომის ფარგლებში რათქმაუნდა!
არ შეიძლება ადამიანი ნახო თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით და მერე გაიკვირვო: "რატომ აკეთებს იმას, რასაც მეგონა არადროს გააკეთებდა?"
მანამ, სანამ შეიყვარებთ, კარგად გაიცანით, გამოსცადეთ ყველანაირ სიტუაციაში, ყველანაირ მდგომარეობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ის რაც მესამე და მეხუთე პაემანის დროს მისაღები და ბუნებრივია, მეოცე და მეორმოცე შეხვედრაზე შეუძლებელია, რადგან ყველა თვისება ადრე თუ გვიან თავს იჩენს, არ დაიმალება და თუ საქმე სერიოზულ ურთიერთობასთან გვაქვს, არც ადამიანი ითამაშებს დიდი ხანი.
რაც შეეხება სიყვარულს..........
ბევრი სიყვარულის ურწმუნო ადამიანი მინახავს. განსაკუთრებით რუსები გამოირჩევიან ამ თვისებით. არ სწამთ, რომ შეიძლება ნამდვილი, წრფელი, გარდაუვალი სიყვარულით გიყვარდეს ერთი ადამიანი ცხოვრების ბოლომდე. მათი აზრით სიყვარული, ვნება მიდის და რჩება მხოლოდ შეჩვევა და ცნება "ბავშვების გამო".
სიყვარული მარადიული და ტკბილია ბოლომდე ხალხნო! უბრალოდ დროის განმავლობაში იგი სხვადასხვა ფაზაში გადადის, სხვადასხვა ვალდებულებებით და მოვალეობებით. ამ ფაზებს მეც საკმაო ხანი ვებრძოდი, მერე კი მივხვდი, რომ გრძნობა ვითარდება და ეს სასიამოვნო უფრო უნდა იყოს, ვიდრე წუხილის მიზეზი.

იმედების გამართლებას გისურვებთ :-)

4 коммент.:

siyvarulovna комментирует...

საინტერესო პოსტია და აქტუალურიც...
ხო ეხლა რაც შეეხება ჩემს აზრს =)) ქორწინების მერე ყველა იცვლება. კი არა და უფრო სწორი ნათქვამი იქნება თუ ვიტყვით რომ ხდებიან ისინი ვინც სინამდვილეში არიან.თანაცხვორობისას კი ადამიანი გაცნობა უფრო ადვილია. და ამიტომ ეჩვენებათ ხოლმე რომ იცვლებიან.

ჯუნა комментирует...

მართალი ხარ სიყვარულოვნა)))

Nanno комментирует...

ho, albat izvlebian kazebi korzinebis mere,magram sakitxavia dadebisiken tu uarkopitisken.
hemi kmari, chveni 5 zliani ertad zxvorebis shemdeg ra tkam unda sheizvala...adre mxolod sakutar tavse srunavda xolme,axla da pirvel rigshi me var misi sasrunavi...kovel dge,kovel zutshi,kovel zamshi....sogcher mgonia rom bednierebisagan prtebi shemesxmeba tko...

ჯუნა комментирует...

მინდა გითხრა ძალიან ბედნიერი ხარ.... რადგან არაფერი ისე ქალს არ აბედნიერებს როგორც ქმრის სიყვარული და ზრუნვა :) ბედნიერებას გისურვებ )

4 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review