четверг, 11 февраля 2010 г.

საყვედურები ადამიანებს

Автор: ჯუნა на 2/11/2010
ახლა, როცა ამ სიტყვებს ვწერ, ნასვამი ვარ და მგონი საღ აზრს მოკლებული, ამიტომ ჩემ მონათხრობს შეგიძლიათ бред пьяного დაარქვათ, უბრალოდ გაიღიმოთ და გვერდი ჩაკეცოთ, მაგრამ მე მაინც მოგიყვებით.
აივანზე გავედი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად და მშვიდობის სიმბოლო მტრედი გამეჩითა)) სულ არ შეშინებია ჩემი დანახვა და არც გაფრენა უფიქრია სადმე, პირიქით - მასში მეტი აზრი ამოვიკითხე იმ წუთში, ვიდრე 5 წუთის წინ სარკეში დანახულ ადამიანში.
კარგად დამაკვირდა და გაოცდებით - ლაპარაკი დაიწყო, არა, ადამიანივით კი არა, რაღაც თავის ენაზე, მაგრამ მე მისი მესმოდა.
"მე ფრინველი ვარ" - ამაყად გამომიცხადა, "ლაღი და თავისუფალი, შორს ფრენას ვარ დაჩვეული და დედამიწას არ ვეკარები, მეშინია შენნაირი ადამიანების, ტალახში, ყოველდღიურობაში ჩაფლულების, ცოდვებისგან დამძიმებულების", თვალები მოვისრისე, თავი სიზმარში მეგონა.... ის კი საყვედურებს აგრძელებდა და არც კი ვებრალებოდი. "მძიმე ხალხი ცხოვრობთ აქ, სულიერებას მოკლებული. შავი ფერი გიყვართ და ყოველდღიურობაში ჩაფლულნი ვერ ხედავთ ჭეშმარიტებას, ცისარტყელას, ფერთა სიჭრელეს.... არ შეგიძლიათ ფრენა და მხოლოდ იმაზე გაწუხებთ ფიქრი რა ჭამოთ სადილზე ან როგორ იშოვოთ ბევრი ფული. თქვენ გქვიათ განვითარებულები, უფლის ხატად შექმნილნი, მაგრამ ისე დაეცით, ერმანეთის სისხლსაც კი არ თაკილობთ, ოღონდ დაიდგათ დიდი კოშკები და მოაწყოთ ისინი ცივილიზებულად, რომ ხელის ზედმეტად განძრევა აღარც დაგჭირდეთ. უუნარონი ხართ და უაზროდ მიდის თქვენი ცხოვრება. 24საათიდან 10-ს ძილში ატარებთ, დარჩენილის 95% კი ცოდვების დაგროვებაში: გაძღომამდე ჭამასა და გემოთმოყვრეობაში, უაზრო მუსაიფსა და ბილწსიტყვაობაში, ცინიკოსობასა და ბოროტებაში, ოქრო ვერცხლისა და ნაჭრების ნატვრაში და კიდევ ამაყობთ ამით, გეამაყებათ თქვენი დახატული სილამაზე და დასცინით მათ, ვინც თქვენნაირი უწესო არ არის და ბედნიერებას თქვენგვარად არ განმარტავს.
ფარისევლები ხართ თქვენ და ეკლესიაშიც ფარისევლურად დადიხართ, მხოლოდ ის სიდიადე და სიწმინდე გიზიდავთ, მაგრამ გიზიდავთ იმისთვის, რომ გაგალამაზოთ ამ სულიერებამ. თქვენ ვერასდროს დათმობთ მთელ საკუთარ ქონებას და საკუთარ სტატუსს, რადგან გულწრფელად გჯერათ, რომ უამისოდაც კეთილები ხართ.
არ მიყვარხართ მე თქვენ ადამიანებო და პრიმიტიულ არსებებად მიმაჩნიხართ. 80%-ს არ შეგიძლიათ ერთგულება და თქვენ მოიგონეთ ანგარებით ქორწინება, ანგარებით მეგობრობა, ანგარებით ნათლიობა........ თქვენი სიკეთე მხოლოდ თამაშია და დაფასების მოლოდინი, ადამიანისგან თუ არა ღმერთისგან მაინც.
ერთმანეთის გამოყენებით ცოცხლობთ თქვენ ადამიანები და გულით იძულებთ მას, ვისი გამოყენებაც არ შეგიძლიათ".
ეს თქვა და გაფრინდა...........
ბევრი რამე მინდოდა მეთქვა, ბევრ რამეში მინდოდა თავი მემართლებინა და დამეცვა, მაგრამ ბევრი რამე მენიშნა.......
მენიშნა და გული დამწყდა.!.

2 коммент.:

სიყვარულოვნა комментирует...

რა მწარე რეალობაა...
თავის მართლებაც არ გამოვა. ყველაფერი ხომ მართლა სიმართლეა = ))

♥ Summer ♥ комментирует...

მწარე რეალობა

2 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review