пятница, 30 декабря 2016 г.

ჩემი კრისტალური ამბები

Автор: ჯუნა на 12/30/2016 0 коммент.
          კრისტალში რომ მუშაობა დავიწყე ის ასაკი მქონდა, როცა უბრალოდ კომპიუტერიან მაგიდასთან ჯდომა მიხაროდა და ვფიქრობდი რომ ოცნება ამიხდა :) მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ვმუშაობდი, ჩემთვის, მეორეკურსელისთვის კრისტალი იყო ფაქტი, რითიც ვფიქრობდი რომ უნდა მეამაყა. გუნდი, რომლის შემადგენელ ნაწილადაც ყოფნა ძალიან მომწონდა და მხიბლავდა.
          მოკლედ, მოვხვდი სრულიად ახალ განყოფილებაში, სადაც შემეძლო დაკისრებული მოვალეობა მეკეთებინა ისე, როგორც ჩავთვლიდი ამას საჭიროდ. არაჩატვირთული, ჩემამდე ვინმეს დაწესებული სტანდარტებითა თუ შაბლონებით. თავიდან ვპასუხობდი მხოლოდ ცხელ ხაზზე შემომავალ ზარებს, რომელიც არც ისე ბევრი იყო. მერე დავიმატეთ სატელეფონო შეთავაზებები. პირველი, ვისაც სასინჯად სესხი შევთავაზე იყო კრისტალის აღმასრულებელი დირექტორი :) შევთავაზე 1000 ლარიანი სწრაფი სესხი და როგორც მითხრეს ჩემი შეთავაზება მოეწონა :) მერე სესხებს ვთავაზობდი ყველას.... ვიცოდი ნახევარი ზუგდიდის სახელები და გვარები, მერე ნახევარი ლანჩხუთის, მერე ფოთის..... და ასე ყველა იმ დაახლოებით 20 ქალაქის, სადაც იმ დროისთვის არსებობდა კრისტალი.
          სესხის ოფიცრობა რომ გადავწყვიტე შიშისგან ღამეები არ მეძინა :) სიახლეებს ცუდად ვეგუები. თუმცა ჩამჩიჩინებდნენ უკვე მზად ხარო. აბა რაღას ელოდებიო. გამოგივაო.... და მადლობა ყველა იმას, ვინც ამას აკეთებდა. ჩემითაც კი მივიდოდი ამ გადაწყვეტილებამდე, უბრალოდ ცოტა მეტ დროს ფუჭად დავკარგავდი ალბათ.

         ესეიგი,  გადავბარგდი ფილიალში და გულწრფელად ვამბობ რომ პირველი ჯოჯოხეთური რამოდენიმე თვე გავიარე :) ზოგადად ძალიან რთულია საკუთარი ნიშა დაიკავო და შესამჩნევი გახდე იქ, სადაც ყველა ერთნაირად ძლიერია და მყარად დგას. ავცდი ჩემს ყოველდღიურ არც ისე დატვირთულ დღეებს, თავზე დამეყარა ყველაფერი ახალი და უჩვეულო... დავინახე, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს და რომ ყველაფერი მიღწევადია, რომ ვარსკვლავებიც კი შეიძლება ციდან მოწყვიტო ოღონდ კი მოგინდეს და მოინდომო... ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მუღამიანი პერიოდი, როცა გადაბმულად ღამეები კომიტეტები მესიზმრებოდა, დილას მივფრინავდი სამსახურში თუ საქმე მელოდებოდა, შვებულებები ჩვეულებრივად მსტრესავდა :) აჭრილი ვიყავი იმ საქმით, რასაც ვაკეთებდი და ასეთი აჭრილი და გადარეული იყო ჩემს ირგვლივ თითქმის ყველა...
          მერე დაიწყო სულ სხვა პროექტი, კრისტალის სერვისცენტრები და უკეთესი ამბები :) ეს აწმყოა და ამაზე არ დავწერ.
          დავწერ მხოლოდ იმას, რის გამოც ვწერ ამ პოსტს მთლიანად. რამოდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ სოფელში, ერთ ქალბატონს, ჩემი გადაწყვეტილებით, მცირე თანხა დაუმტკიცდა. თანხის მიზნობრიობა იყო შვილიშვილის გამგზავრება პროექტ ნიჭიერში. როგორც აღმოჩნდა, ბავშვი კრისტალის სესხით მართლა გაემგზავრა სოფლიდან თბილისში... იმღერა და ფინალშიც გავიდა. ხოდა რატომ მიხარია იცით? რომ ამბობენ დაახრჩვეს ხალხიო ამ ბანკებმაო... და კიდევ ათას ცუდ რამეს რომ ამბობენ. კარგი ამბებიც ხომ ხდება, თუნდაც ვალდებულებით გაკეთებული კარგი ამბები. ყველა თავისებურად ქმნის დადებით გარემოს და თავისებურად ხდება კარგი ამბის მიზეზი.
          დახრჩობას რაც შეეხება...   ერთმა კარგმა ბიჭმა თქვა ჩემი განყოფილებიდან, აქ ზუსტად იმისთვის ვზივარ, რომ ვინმე არ დაიხრჩოსო... და ზოგადად: კრისტალზე პასუხისმგებლიანი, კარგი, უკარგესი და მზრუნველი გუნდით, უკვე 48 ფილიალით თითქმის ყველა კუნჭულში, სოციალური და კეთილი ფინანსური ორგანიზაცია არ არსებობს.... თქვენ რომ იცოდეთ აქ როგორ იღებენ ადამიანების დაფინანსებაზე გადაწყვეტილებებს არც შემედავებოდით..... აი ამის თქმა მინდოდა :)
გილოცავთ ახალ წელს :) 

четверг, 8 декабря 2016 г.

სამყაროდან განყენებული

Автор: ჯუნა на 12/08/2016 0 коммент.
 შეგიმჩნევიათ რომ ყველაზე ჩუმალა და არასაჯარო ფეისბუქ მეგობრებიც კი  ისტორიაში ერთხელ მაინც სრულიად კონკრეტულ და ვიწრო სეგმენტზე გათვლილ განცხადებებს ყვირიან სტატუსებიდან... ყვირილის მიზეზი კი ყოველთვის უკმაყოფილებაა...
          უცნაურები ვართ ადამიანები. უცნაურები იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ და ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ. არ შეგვიძლია დავუჯდეთ ასე ყველას სათითაოდ და კონკრეტულად, ვთქვათ რა არ მოგვწონს მათში, რა გვაღიზიანებს ან/და თუნდაც პირიქით...  უცნაურები ვართ, რადგან ენა გვაქვს ჩავარდნილი და შეხვედრის დროს ხშირად თვალს ვერ ვუსწორებთ ერთმანეთს, ზურგს უკან კი  გული გვაქვს გულადი და ენა ყველაზე გრძელი. მაგრამ ყველაზე მეტი უცნაურები იცით რატომ ვართ? არასოდეს წონის სხვისი ბევრი კარგი ცოტა ცუდს.... პირიქით კი რამდენიც გინდა.....
          რთულია ადამიანებს შორის ურთიერთობები... ყველა ადამიანს უფიქრია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, რომ სამყარო შეშლილია და ხალხი ,,სხვანაირი", არა ისეთი როგორიც თვითონ. რომ სხვას ეშლება ყოველთვის და არა თვითონ. რომ თვითონ არის ერთი განყენებული მთელი სამყაროდან და არავის ესმის მისი. არავის თუ არა მასიურად ირგვლივმყოფებს მაინც. უცნაურია ეს ყველაფერი. უცნაურია არსებობდეს ორი მხარე, თავისებურად მართალი და ერთნაირი მოსაზრებებით და ვერ ინახოს გადაკვეთის, მორიგების წერტილი. სად უნდა ეძებო ამ შემთხვევაში გამოსავალი, როცა ურთიერთობის ყველა საბოლოო შედეგი იმედგაცრუებაა და ესეც ორივე მხრიდან იდენტურად. ალბათ ერთადერთი გამოსავალი განშორებაშია. უბრალოდ არსებობენ ცხოვრებაში ადამიანები, რომლებიც თითქოს ბედისწერაა და ვერასდროს ამოაგდებ მათ ისე, თითქოს არც ყოფილა. არ ვგულისხმობ სენტიმენტებს, არა. უბრალოდ მათი არსებობა ისეთი მოცემულობაა, რომელსაც ვერ შეცვლი და ვერ გააქრობ.
          ადრე, ალბათ ცოტა უფრო პატარა რომ ვიყავი, მარტივად ვიკიდებდი სხვების შეცდომებს და შემეძლო ეს სხვა იმდენჯერ დამეტრიალებინა საკუთარი ღერძის ირგვლივ, სანამ ყველაზე კარგი მხრიდან არ დავაყენებდი ჩემს თვალში და ჩემი დამოკიდებულებებიც ბევრად პოზიტიური იყო. ახლა ასე აღარ არის. რომ დავღვინდი, გავიზარდე და სხვებივით უცნაური გავხდი ვერ დავიჯერებ... არ ვიცი რაშია პრობლემა და როგორ გავასწორო არც ის ვიცი.

В этом гаджете обнаружена ошибка

მსგავსი პოსტები

Related Posts with Thumbnails
 
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review