ბევრი მეგობარი არასოდეს მყოლია. უფრო სწორად, მარტო არასოდეს ვყოფილვარ, ყოველთვის იყვნენ ჩემს ირგვლივ ადამიანები, რომლებიც ჩემს მეგობრებად ითვლებოდნენ, მაგრამ ვგულისხმობ, აი, ნამდვილ მეგობარს, რომელთანაც სათქმელს არ ზომავ, თვალდახუჭული ენდობი, რაღაც შენი წახნაგების არ გრცხვენია, გიყვარს, მისი ბედნიერებისთვის მსხვერპლზე წასვლა შეგიძლია.....
ღრმა ბავშვობიდან დღემდე საუკეთესო მეგობარი მყავს და ამ მხრივ, ალბათ, შემიძლია ვიამაყო კიდეც. რათქმაუნდა, იდეალური ადამიანები არ არსებობენ და sweet-ის არ იყოს, იდეალურად "შეფუთული" ადამიანებისადმი დიდ სიმპატიას არც მე განვიცდი, არ მწამს მათი. მაგრამ ჩემი ანი სხვანაირად იდეალურია, ჩემთვის იდეალურია)) არის ამ ადამიანში რაღაც "ჩემი"... ლამაზია, კეთილი, ძალიან ჭკვიანი და გამგები. ყველაზე დიდი ღირსება კი მასში, მაინც ის მგონია, რომ უაზროდ აქვს განვითარებული სამართლიანობის გრძნობა და უსამართლოდ ცილს არავის დასწამებს, რაც უნდა გულზე არ ეხატებოდეს ადამიანი))
ერთადერთ რამეზე მწყდება გული.... დაახლოებით 10 წელია ახლო მეგობრობა გვაკავშირებს და ერთ ქალაქში, თითქმის არასდროს გვიცხოვრია. ის რომ ქუთაისში იყო - მე მოსკოვში ვცხოვრობდი, მე რომ ჩამოვედი - თბილისში გადავიდა... სასწავლებლად.
ჩვენს პრაქტიკაზე ნათლად ჩანს, რომ დისტანცია მეგობრობას ვერ ანადგურებს, მაგრამ გული მწყდება, რომ მისი ყოველდღიურობა არ ვიცი.... ერთმანეთს მნიშვნელოვან ამბებს ვუზიარებთ, ის უმნიშვნელო, ყოველდღიური დეტალები კი, დისტანციის გამო, უთქმელი რჩება.
ანი ჰა?)) იქნებ ოდესმე გადავიკვეთოთ სადმე, ერთ რომელიმე ქალაქში და ჩემს ახლოს დაიდო ბინა)) :-*
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
0 коммент.:
Отправить комментарий