воскресенье, 31 января 2010 г.

ლამაზი ქორწილი

Автор: ჯუნა на 1/31/2010 0 коммент.
ყველა ქალს უფიქრია ქორწილზე, ბუნებრივია. ქალები ხშირად ვოცნებობთ, წარმოვიდგენთ და გვინდა ეს ჩვენი ნაოცნებარი ოდესმე ახდეს...
ქორწილი ყველას სხვადასხვაგვარი წარმოუდგენია, ზოგს ტრადიციულად, ღიპიანი თამადით, 300 "ახლობელი" ნათესავით; ზოგს პირიქით: მოსწონს არაფორმალური სიტუაცია, ბევრი სასმელი, მეგობრები...
ამ საკითხში ერთიან აზრამდე, ალბათ, ვერასდროს მივალთ, როგორც ამბობენ მაინც ალბათ каждому своё...))
როგორიც არ უნდა იყოს ქორწილი, დამეთანხმებით, რომ სადედოფლო კაბა უნდა იყოს ძალიან ლამაზი და გამორჩეული.
მე პირადად დიდი ხანია ვათვალიერებ სადედოფლო კაბებს და ისეთი, როგორიც მე მინდა, მაინც ვერსად ვიპოვე. ზუსტად ვიცი როგორი უნდა იყოს: მკერდზე გამოყვანილი, ძალიან მომწონს კაბები с ленточкой, რომელიც ტალიაზეა ხოლმე შემოკრული და ძალიან ლამაზს აჩენს ფიგურას.
არ მომწონს გაფუშფუშებული კაბები... ასე მგონია მაგათი დრო წავიდა უკვე.

ეს კაბა ყველაზე მეტად შეეფერება იმას რაც მინდა მე))

თუ ოდესმე მექნება ქორწილი, ძალიან მინდა ჩემს ქორწილში იყოს ბევრი ყვავილი!

ბევრ ლამაზ ყვავილს არაფერი შეედრება.
და ბოლოს, საქორწილო ტორტი :* ) იმდენი სურათი დამიგროვდა აღარ ვიცი რომელი უფრო მომწონს ან რომელი უფროა საქორწილო))

აი ეს ძალიან ლამაზია, თან ყველას ეყოფა დასაგემოვნებლად:)

пятница, 29 января 2010 г.

с днем рождения зайка!!!

Автор: ჯუნა на 1/29/2010 0 коммент.
დღეს ჩემი სიყვარულის დაბადების დღეა :)
მგონი მას ისე არ უყვარს საკუთარი დაბადების დღე, როგორც მე მისი. ძალიან მიხარია რომ არსებობ გი და დიდი მადლობა ამისთვის შენს მშობლებს! მინდა დიდხანს იყო ჯანმრთელად, ბედნიერად, რაც მთავარია ჩემს გვერდით)))
ყველაფერ ლამაზს და ნათელს გისურვებ!!!
ძალიან მიყვარხარ და ეს ტორტი შენთვის :-*

вторник, 26 января 2010 г.

მენატრები

Автор: ჯუნა на 1/26/2010 0 коммент.
ბევრჯერ გამიგია ცეკვა ამშვიდებსო ადამიანს, ემოციებისგან ათავისუფლებსო. ბევრი ემოციაა დაგროვილი, რომლისგანაც გათავისუფლებაა საჭირო. არა, კი არ უნდა დაგავიწყდეს, არც დაგავიწყდება... უბრალოდ გულში უნდა შეინახო, ამოტივტივდება - გაიხსენებ, იდარდებ, მერე ისევ ყოველდღიურობა გადაფარავს დარდს და ასე გაგრძელდება.....
ძველი წერილები ვიპოვე... ძალიან ძველი, ბავშვობის დროინდელი და ავფორიაქდი.
მესამე წელი დაიწყო და მაინც ვერაფრით ვაცნობიერებ, რომ მამიკო ჩემთან აღარ არის, რომ მისგან მხოლოდ მოგონებებიღა დამრჩა, და რომ ეს დრო აღარასდროს დადგება. ამაზე რომ ვფიქრობ, თავს საოცრად უსუსურად ვგრძნობ, აღარ ვიცი საკუთარი პროტესტი როგორ გამოვხატო... ამბობ რაღაც სიტყვებს, მაგრამ ეს მხოლოდ ბანალურობაა და მეტი არაფერი. ამით გულს სითბო არ ემატება, სულის სიცარიელე არ ივსება.
მისი თბილი სახე სულ თვალწინ მიდგას, თბილი სახე, კეთილი გაღიმება, გადამდები სიცილი... ყველა შვილი ალბათ ამას ამბობს მაგრამ მე ყველაზე თბილი მამა მყავდა მსოფლიოში... მის გვერდით არაფრის მეშინოდა და ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი თავს! Мне его очень не хватает.....
მინდა ვილოცო მისთვის, მინდა ღმერთს ვთხოვო, რომ შეუნდოს ყველა ცოდვა და ნათელში ამყოფოს მისი სული... მინდა მჯეროდეს რომ ამ ჩემს გულწრფელ თხოვნას ღმერთი აუცილებლად შეისმენს.

ურა თოვს))

Автор: ჯუნა на 1/26/2010 0 коммент.

რა მაგრად თოვს)) თოვლს რომ შევხედე ყველა წუხილი დამავიწყდა...
წელს ახალი წელიც ძალიან უფერული იყო, რადგან თოვლი არ მოვიდა და სულ არ ციოდა.
ძალიან მიყვარს ზამთარი, მაგრამ ის ხომ თოვლთან ასოცირდება, ამიტომ ნამდვილი ზამთარი პირადად ჩემთვის სწორედ დღეს დადგა))
როგორ მინდა დილით გავიღვიძო და გადათეთრებული დამხვდეს ყველაფერი... ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება. ბევრს ვისეირნებ, ხარბად ვისუნთქებ და კიდე ვიგუნდავებ...
P.S. და კიდევ ძალიან მინდა ვნახო ზამთარი ქობულეთში, ნუ ზღვისპირა ქალაქში. ჩემი აზრით, ძალიან ლამაზი და რომანტიული იქნება... ინტერნეტში მოვიძიე მაგრამ კონკრეტულად ქობულეთი ვერსად ვიპოვე, ამიტომ ამას დავჯერდი განწყობისთვის :)

понедельник, 25 января 2010 г.

მიყვარხარ

Автор: ჯუნა на 1/25/2010 0 коммент.
დიდი ხანია მიყვარხარ და არ ვიღლები ამ სიყვარულით. პირიქით - ძალას მმატებს, იმედით მავსებს. არც კი ვიცი რა მეშველებოდა უშენოდ... ალბათ დავიკარგებოდი... ის ადამიანი არ ვიქნებოდი ვინც ვარ, სხვა ვიქნებოდი, სხვა ხასიათით, სხვა სტატუსით, სხვა ინტერესებით. შენ უფრო გამათბე, გამაკეთილე, დამაჭკვიანე, გამაქალე...) 3წელი ხომ ცოტა არ არის იმისთვის რომ იგრძნო როგორ გიყვარს ადამიანი, კარგად გაიცნო ის, მიხვდე ვინ არის შენთვის, შეძლებ თუ არა მასთან ბოლომდე ცხოვრებას და მის ნდობას.
ხომ ბედნიერებაა, როცა იცი, რომ არასდროს გიღალატებენ, ყოველთვის დაგეხმარებიან, მოგეფერებიან, გამოსავალს გაპოვნინებენ, თვალს აგიხელენ და დეპრესიულ მომენტებში დაგარწმუნებენ რომ "по таким пустякам" არ ღირს ტირილი და გოდება.

ბედნიერი ვარ იმით რომ მყავხარ, ბედნიერი ვარ, რომ შენი სიყვარული შემიძლია და იმითაც, რომ ძალიან გიყვარვარ.

ყველაფერი ხომ ჯერ წინაა და არც ისე ვარდისფერი როგორც შეყვარებულის თვალებიდან ჩანს, მაგრამ მეც ხომ პატარა გოგო აღარ ვარ და თავს ძლიერ ქალად ვთვლი, რომელსაც შეუძლია სირთულეების გადატანა და საკუთარი ოჯახის დაცვა.

მინდა ბედნიერი ვიყო, ბედნიერი ოჯახი მქონდეს და ბედნიერი ქმარი მყავდეს გვერდით, რომელსაც კარგად ყოფნის სტიმული ექნება.

რომლის მოვლის, მოფერების სურვილი არასოდეს გადამივლის და თუნდაც 10წლის შემდეგ მისი შეხება ისევე ამაფორიაქებს როგორც დღეს...

ძალიან მიყვარხარ!

суббота, 23 января 2010 г.

Москва

Автор: ჯუნა на 1/23/2010 2 коммент.
Бывают же люди, которые втречаются в жизни хоть пару раз, но запоминаются на всю жизнь. тоже самое у меня случилось с Москвой...Была бы я мужщиной сравнила бы её с капризной девицей дорогой, с характером стервы и с большими капризами. Которая порой ломает людей, а порой делает их еще сильнее. Я к ней отношусь совсем ни как к городу и порой даже воспринимаю её человеком. Я виже её с её характером, проблемами достоинством и гордостью....

Бурные ночи и жизнь - суета....так не спишит ни один город в мире... Все торопяться, а часы уходят как минуты.

Бывает она и печальной, тихой, как будто тоскует, не хватает ей чего-то... В те особенные редкие дни, когда идет дождь как будто она плачет и все серо.....
И с ничем не сравниться московская зима..... Хрустящий снег и воздух ледяной...

Тихие "белые" ночи. Так и манет тебя на улицу, приглашает гулять на свои широкие улицы, в укромные тупики.... наслаждаться жизнью, чувствовать себя совершенным.

четверг, 21 января 2010 г.

ბლოგის მნიშვნელობა

Автор: ჯუნა на 1/21/2010 0 коммент.
ბავშვობაში ყველა ვწერდით ალბათ დღიურებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20 წლის ვარ ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო. არის ამაში რაღაც დამაწყნარებელი, ფსიქოლოგიური.
როგორც ტრადიციულ ქაღალდის დღიურს, ბლოგს, მემუარის დამაგვარი ფუნქცია გააჩნია. ადგილი, სადაც ქმნი საკუთარ პატარა სამყაროს და იწერ საკუთარ აზრებს, ფიქრებს, გეგმებს. ალბათ იმისთვის, რომ თავი ჩამოყალიბებულ და შემდგარ პიროვნებად იგრძნო, და მომავალში არ დაგავიწყდეს საკუთარი ცხოვრების წარმატებული თუ არც ისე ბედნიერი წუთები. ეს არის კომუნიკაცია საკუთარ თავთან.
თითქოს გეძლევა შანსი უკეთესად გაიცნო საკუთარი თავი. ასე ვთქვათ сначала «выплеснуть эмоции», «изложить наболевшее», შემდეგ კი დაინახო თავი შორიდან.

მე

Автор: ჯუნა на 1/21/2010 0 коммент.
გამარჯობა :)
მე ჯუნა მქვია. არ ვიცი ეს უცნაური სახელი რატომ დამარქვეს, მაგრამ მომწონს რომ სტანდარტი არ ვარ)

ვარ 22 წლის, მომავალი ეკონომისტი, საკუთარი საქმის, ზოგადად შრომის და წერის დიდი მოყვარული)
ვწერ თითქმის ყველაფერზე რაზეც ვფიქრობ, რაც მაინტერესებს, მაწუხებს და მიყვარს. ვცდილობ ვიყო პოზიტიური და ოპტიმისტი.

ზოგადი ცნობები ჩემ შესახებ:

ვარ ქუთაისის უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ვმუშაობ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი"-ს მარკეტინგის განყოფილებაში, ვარ დაოჯახებული და მყავს დიდი ოჯახი, რომელშიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი ჩემი შვილია :)

მიყვარს ფერი - ცისფერი, თვე - დეკემბერი და ლამაზი ნივთები.
მაღიზიანებენ შეუგნებელი ადამიანები და უსამართლო კრიტიკა.
მაინტერესებს ფსიქოლოგია.
ვოცნებობ სახლზე ზღვისპირას და განათლებულ ჭკვიან შვილებზე))

მიხარია რომ მესტუმრეთ ))

В этом гаджете обнаружена ошибка

მსგავსი პოსტები

Related Posts with Thumbnails
 
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review