воскресенье, 26 ноября 2017 г.

ერთი ბიჭის ამბავი

Автор: ჯუნა на 11/26/2017 1 коммент.
ერთ ბიჭზე მინდა მოგიყვეთ. დანახვისთანავე უგონოდ რომ შემიყვარდა ისეთი ბიჭია. არაფერი გაუკეთებია განსაკუთრებული, უბრალოდ გაიღიმა. არსებობენ ადამიანები, ერთი თვალის შევლებითაც რომ ეტყობათ, რომ შიგნით ყველაფერი კარგი, სუფთა და ლამაზი აქვთ. რომ არასოდეს ჩაიდენენ რამე ისეთს, რისიც შეგრცხვება. რომ სულ კარგს ისწავლი მათგან, სულ სწორ მაგალითს აიღებ, სულ მოგეწონება. ჰოდა მოკლედ, ეს ბიჭიც ზუსტად ასეთია.
          და მან სიყვარული მასწავლა.      ოღონდ ბანალურ წინადადებას არ ვამბობ, არა! როგორც ყველა - ისე არა.     მან მასწავლა, რომ სიყვარული აუცილებლად მხოლოდ თავდაუზოგავი და თავგანწირული უნდა იყოს. რომ თუ გიყვარს - ბოლომდე უნდა გიყვარდეს და შუალედებს, საზღვრებს არ უნდა ეძებდე. არც კომფორტს. რომ ეგოიზმი სიყვარულთან კავშირში არაა. არც უნდობლობაა სიყვარულთან კავშირში. რომ თუ გადაწყვეტ გიყვარდეს - ხელი უნდა ჩაკიდო თვალდახუჭულმა და ყველგან წაყვე. რომ თან უნდა გადაყვე, თავს უნდა შემოევლო და ყველაფერი გასცე რაც გაქვს. ყველაფერი. და ბედნიერი იყო ამით. ბედნიერი და სავსე, რომ სიყვარულის სახელით ამდენი შეგიძლია და დანაკლისს არ უნდა გრძნობდე.
          ამ გამოწკეპილ, დავარცხნილ და ემოცია გაყინულთა სამყაროში არ ვიცი რამდენად კარგი მოსწავლე ვარ მისი. სავარაუდოდ არც ისე. ან ცუდიც. სიყვარული ჩემშიც ძალიან ბევრი დევს. საკმარისზე მეტიც... თავგანწირვაც ალბათ და უნორმობაც :) მაგრამ სხვა ბევრ რამეში ვეჭედები.
          მე აზრებს ვეძებ. რომ გავეცი აზრი? თავი ლამის რომ გავწირე და გავიგიჟე ღირდა? ასე ძალიან რომ შევიყვარე თუ შევცდი? და რაც გავეცი რატომ არ დამიბრუნა იგივე ემოციებით? მე თავი გავწირე და სხვამ? ან იქნებ...? ღირდა, კი? და მერე ვზივარ და ვგოდებ... ვგოდებ რომ კუზიანი ვარ... კვაზიმოდო :) რომ აცდენილი ვარ ყველა სამყაროს, არ შემიძლია რაიმე კარგი და ღირებული მივცე უანგაროდ სხვებს და არ ველოდო რაიმე ემოციებს უკან. არც დანაკლისს ვგრძნობდე. არც საკუთარი შეცდომების ალბათობა მღრნიდეს ამის გამო. არც ეჭვები არსებობდეს გონებაში.... რომ არ შემიძლია უბრალოდ  კარგი ადამიანი ვიყო და ეგოიზმი ყველაფერს წონის ჩემში. ზოგჯერ კი ამ დანაკლისებით გულგრილიც ვხდები. გულგრილი, გაყინული და ყველასნაირი დავარცხნილი, დალაგებული, გამოწკეპილი. და ასეთი საკუთარი თავის ძალიან მეშინია......
          მოკლედ, ის ბიჭი მჯობნის. აშკარად მჯობნის.
          კარგად რომ დაღამდება და სახლში ყველა დაიძინებს, ჩავიცვამ ხოლმე საყვარელ ჯინსებს, ტომარა ნაქსოვ მაისურს, მკლავს გავუყრი ამ ბიჭს და ღამის ქალაქს მივეცემი საბოდიალოდ. მივაბიჯებ სუსხიან ქუჩებში ისე, რომ არავის და არაფრის მეშინია. თუ დავიღლები თავს ჩამოვადებ მის მხარზე და მივაბიჯებთ ასე ერთად. და ვუსმენ. ბევრს ვუსმენ. იქნებ ცოტა მაინც გადამედოს მისი მშვიდი სიკარგე. იქნებ მეც შევძლო გავხდე უკეთესი....

среда, 18 октября 2017 г.

ME VS. ME

Автор: ჯუნა на 10/18/2017 1 коммент.
          ერთი მეგობარი მყავს. ახლო.
          ზოგჯერ მგონია, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ზოგჯერ პირიქით მგონია. რომ სხვადასხვა პლანეტიდან ვართ. მაგრამ ამ ისტორიაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ.
          რამდენიმე წელია ვიცნობ და ხშირად ვკამათობთ. ძალიან. ეს ის კამათებია, რომლის პროცესშიც ნამდვილი სინამდვილეები უნდა დავბადოთ, ახალი რამეები უნდა აღმოვაჩინოთ და შევიცვალოთ ალბათ... მაგრამ ასე თითქმის არასდროს ხდება. კამათის ბოლოს ჩვენ მაინც ჩვენ აზრებზე ვრჩებით და ამიტომ მომდევნო სადავო თემაც სულ გვაქვს.
          კამათების ძირითადი მიზეზი ადამიანებისადმი დამოკიდებულებაა. მას ადამიანების არ ჯერა.
          არ ჯერა მათი გულწრფელობების. სიკეთეების. ლამაზი მხარეების. გულითადი განცდების. საკუთარ თავთან მონდომებული ჭიდილების. არ ჯერა, რომ ადამიანებს შეიძლება ასე უპირობოთ ენდო. ახლოს მიხვიდე და კარგად დააკვირდე. შეეხო. დაათვალიერო.
          არ ჯერა, რომ მათში კარგი ცუდს ჭარბობს. რომ მათ უანგარო, უპირობო და სრულყოფილი სიყვარული შეუძლიათ......
         არ ჯერა, რომ ისინი ნდობას იმსახურებენ. არსად, არავის გაყვება თვალდახუჭული და საკუთარ სულსაც არავის ანდობს. არც სხვისას ინდობს. ამბობს, რომ ადამიანები კიდია.... მარტივად. გლოვას, ბრძოლებს, უნორმო და ზედმეტად გულითად ურთიერთობებს, ადამიანების გადაკეთების სურვილებს მიშლის. დამცინის.
        
         ჩვენ ამის გამო გვაქვს ომები. გადათენებული ტირილიანი ღამეებიც. (ოღონდ, როგორც წესი, მარტო მე ვტირი )) ახსნები და მაგალითები. მონოლოგები. ჯანდაბაში გაგზავნებიც..... და სიმართლე რომ ვთქვა, მე ძალიან მომწონს ჩვენი ეს ბრძოლა. ბავშვურად მწამს, რომ ცამდე მართალი მხოლოდ მე ვარ და მასაც აუცილებლად მოვტეხავ რქებს. დავანახებ ჩემი თვალებით რა საოცრად კარგი შეიძლება იყოს სამყარო და ირგვლივ ადამიანები. როგორ ებრძვიან ისინი ყველაფერ ცუდს თავის შიგნით და კარგდებიან. ფერადდებიან. დადებითად იმუხტებიან  და რა მაგარი რამეა მათი უპირობოდ ნდობა და სიყვარული.
          ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, ისიც ხდება, რომ მე საკუთარ სისწორეში ეჭვი შემაქვს და მის სიმართლეს ვუშვებ. როგორც წესი, ეს მხოლოდ წამიერი სისუსტეა და მაშინ ჩნდება, როცა მე ჯუნა არ ვარ. როცა ვიღაც ძალიან ულამაზო გოგო ვარ. თვალებჩამქრალი, უღიმღამო, უინტერესო და რწმენაგამოცლილი. როცა საკუთარი თავის რწმენა აღარ მაქვს. სიყვარულის რწმენა აღარ მაქვს. ირგვლივმყოფების რწმენაც აღარ მაქვს...... ასეთ ცხოვრებას სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს. არც სიკარგესთან და არც სისწორესთან თუ გნებავთ. ჩემის აზრით, რათქმაუნდა.

          ჩემო საყვარელო !
          შენ გაიმარჯვე : )
          მართალი ყოფილხარ. ვნებდები.

среда, 27 сентября 2017 г.

მყარ ზურგებზე

Автор: ჯუნა на 9/27/2017 1 коммент.

         საკუთარ თავს ბავშვად რომ ვგრძნობ, ალბათ ნორმალური აღარაა. მაგრამ ვფიქრობ, ბევრი მიზეზი მაქვს საამისოდ. შესაძლოა, ამით კომპლექსებსაც ვიხსნი. საკუთარ თავს შვებას ვაძლევ. თავს ვიმართლებ. დიდ, ძალიან დიდ და მძიმე პასუხისმგებლობებს ვილაითებ....
          არ აქვს მნიშვნელობა. დღევანდელი პოსტი პოზიტიური იქნება. ზურგებზე მინდა დავწერო. მყარ ზურგებზე. მე რომ ძალიან მჭირდებიან ისეთებზე. წაქცევას რომ არ განებებენ ისეთებზე. იშვიათებზე. ბრძოლაში ხმალს შენთან ერთად რომ იქნევენ ისეთებზე. განსაკუთრებულებზე. რომლებიც არ გტოვებენ. რომლებიც გვერდიდან არასოდეს გიყურებენ. არ ფლეგმობენ. ემოციებს იზიარებენ. კიდეც რომ დაიღალო და ხელები ჩამოყარო - არ გეშვებიან! არ გტოვებენ. და როცა საჭიროა შენს ნაცვლადაც განაგრძობენ შენს ომებს... ყველაზე მახინჯებსაც გიღებენ და უპირობოთ სჯერათ შენი.
          და რა ბედნიერებაა მსგავსი ადამიანები საკუთარ ცხოვრებაში. რომ დაეყრდნობი. რომ დაიმედდები. რომ დამშვიდდები. რომ მოგწონს. შიგნიდან. რომ გრძნობ და შეგიძლია აღარ იშფოთო. თვალის დახუჭვაც კი რომ შეგიძლია მათ გვერდით და მოდუნება. მთელი ქვეყნიერებაც რომ შენს წინააღმდეგ იყოს - ზურგი მაინც მყარი რომ გექნება. ამას იმედი ქვია. 
           იმედი ტკბილია.... როცა იცი გყავს საკმარისი ,,ის'' , რომელსაც ყოველთვის ეყოფა ძალა და შენი გულისთვის ყველას, შავ-ბნელ და საშიშ მაჯლაჯუნებსაც კი შეებრძოლება, დაგიხსნის და მშვიდად, უპრეტენზიოდ გააგრძელებს გვერდით ცხოვრებას.... არაფერს მოითხოვს. შენი კარგად ყოფნის გარდა.
          ამაზე მეტის გაკეთება ადამიანებს ერთმანეთისთვის არ ძალუძთ. არც ამაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ რამე ☺️

среда, 13 сентября 2017 г.

სწორდი - სმენა!

Автор: ჯუნა на 9/13/2017 0 коммент.

          მომენტი, როდესაც სამყაროს ყველაზე ცუდ ფერებში ხედავ, დამთრგუნველია. ეს ის მომენტია, როდესაც საკუთარ თავს ლოყაზე ხელს უთათუნებ და ბურტყუნებ: მთვარია არ გატყდე მთავარია არ გატყდე მთავარია არ გატყდე.... სწორდი - სმენა!
          ამ დროს, რომ მიგიშვა, სამყაროს გადააბრუნებ შენი აფორიაქებული ძალებით. იმას ეტყვი ამას. ამას გააგებინებ იმას. ერთს გადაარწმუნებ. მეორეს აუხსნი.  მესამეს დაამშვიდებ. მეოთხეს დაანახებ. მეხუთეს დაუმტკიცებ. მეექვსეს თხოვ. მეშვიდეს ჩაეხუტები. მერვეს ნეკს გაუწვდი... ამოიფრქვევი და ქვეყანას მოედები....
          მაგრამ იცი რა...
          შეიძლება ვერც ვერაფერი ქნა და ტყუილად იქადნები....

          შეიძლება ყველაფრის ბურთმა ერთად მოგიჭიროს ყელში. ხელები ჩამოყარო და ჩვეულებრივი ,, ქალივით" მოიქცე. 

          მერე რა... ყოველთვის ვერ გაიტან შენსას, ყოველთვის ვერ იყვირებ ყველაზე ხმამაღლა. ყოველთვის ვერ დაიბრუნებ ნეკს ნეკზე.... მერე რა... 
          ასეთ დროს შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტი მოგეთხოვება... ის რაც ყველაზე რთულია შენთვის.
სიმშვიდე. სიმშვიდე. და მშვიდად ცურვა დინების მიმართულებით! 

          ყველაფერი სწორდება. რათქმაუნდა. ხვალ თუ არა - ზეგ.  მთავარია ზეგამდე მიხვიდე. ისე რომ არაფერი გეტკინოს, არაფერი გეწყინოს, არაფერი გატეხო,  არ აბურდო ძაფები...  :)
         
четверг, 17 августа 2017 г.

ძილისწინა ამბები დესპასიტოზე

Автор: ჯუნა на 8/17/2017 0 коммент.
         
          გუშინ ჩემმა უფროსმა შვილმა ყურში მიჩურჩულა: დედი, იცი ჩემ საყვარელ სიმღერას დესპასიტო ქვიაო.... მაშინ, როცა დედ-მამა ბავშვს გემოვნებას ვუხვეწთ, როცა მამის საგულდაგულოდ არჩეული ფლეილისთიდან საღამოობით ტკბილად იღვრება ხრინწიანი My first my last my everythiing.......
         თემოს საყვარელი სიმღერა თურმე დესპასიტოა..... 

         ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა რაც ხმა და ძალა ჰქონდა ჩვენს ტელევიზორს და იუთუბს ერთად, დესპასიტო ჩავრთეთ. მთელი ძალით გულში ჩავიკარი და მანამ ვიტრიალეთ ერთად, სანამ ძალა გამოგველია.... ყურში მესმოდა მისი ბედნიერი შეძახილები, ცხვირწინ კი კბილებდაკრეჭილი სიხარულიანი შვილი მიხახუნებდა სახეს.....

          ვფიქრობდი მის სხვა არჩევან(ებ)ს მომავალშიც ასე მხიარულებით მოვიწონებ თუ არა... დესპასიტო რა მოსატანია და მეც საკუთარი ფეხისწამოკვრებით ვარ მოსული 27 წლამდე (რომლებიდან უმეტესობამაც გაამართლა ქსტაწი)...

         პოზიცია ერთი: ყველა ადამიანი თავად არჩევს საკუთარ გზას. გაზარდე-ასწავლე-მიუთითე-აცადე.....
           პოზიცია ორი:  თავი გაუტეხე მანამ, სანამ არ გაიგებს რა არის წესი და რიგი, რა უნდა და როგორ უნდა........ ამაზე გამახსენდა, დედაჩემმა მითხრა ამის წინ, მეექვსე კლასში ოთხიანის გამო რომ გცემე იმიტომ ხარ კარგიო 🙈

          მოკლედ. დესპასიტო გადავიტანეთ. ველოდებით განვითარებას 😁

პ.ს. აღნიშნულ მოვლენებს ტაშისკვრით თვალყურს ადევნებდა ყურებამდე პირღია ვიქტორია, რომელიც ეჭვი მაქვს ძმას დაეწევა და სულ მალე გაასწრებს : )))) 💓

вторник, 15 августа 2017 г.

ყველაფერი იქნება კარგად !

Автор: ჯუნა на 8/15/2017 0 коммент.
          ყველაზე დიდი, რაც ადამიანს შეიძლება დააკლდეს და გააუბედუროს - სხვა ადამიანების კეთილგანწყობაა. მე ასე ვფიქრობ. კეთილგანწყობაში მიმითვლია სიყვარულიც, კეთილი განზრახვებიც, დადებითი ემოციებიც.......
          ერთი ჩემზე ბევრად უმცროსი გოგოს საუბარს ვუსმენდი. ასე თქვა, ადამიანის სიცოცხლეს აზრი რომ ქონდეს, სხვაზე კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოსო. დაახლოებით ასე თქვა. ძალიან გავღიზიანდი და შევედავე. შევედავე და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და დაბნეული კიდევ მეტად დავაბნიე მგონი.
          რა სისულელეა არა?
          ამ სისულელეს არ ვეთანხმები, მაგრამ მეც იგივეს არ ვამბობ?
          ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. სამყარო ჩემს ირგვლივ ბრუნავს და ყველაფერს მაძლევს იმისთვის, რომ კარგად ვიყო. ყველაფერს. მაგრამ, მე ეგოისტს, მაინც მაკლია. სულ იმის შეგრძნება მაქვს, რომ ყველა ყველაფერს მაკლებს. სითბოს. კარგ სიტყვებს. აღფრთოვანებას. სიყვარულს. დიდ ემოციას. ფერებს. მადლობებს. სიკეთეს. სიხარულს. გულწრფელ ღიმილებს. და ზოგჯერ ცარიელიც ვარ......
          მეორე გოგოს საუბარსაც ვუსმენდი იმ დღეს... იმან თქვა, ბანკში თუ ვიმუშავებ, ოთხნიშნა ხელფასი მექნება, კარგი ქმარ-შვილი და მანქანა მეყოლება ბედნიერი ვიქნებიო..... მას რომ ვუთხრა, ადამიანები ღიმილს მაკლებენთქო, მართლა გაკლიაო მეტყვის უეჭველი........

          გაიღიმეთ ადამიანებო რა
          ახტით როცა გიხარიათ
          ენა გადმოაგდეთ როცა გწყინთ
          არ იქილიკოთ როცა არ ეთანხმებით
          უთანაგრძნეთ
          ყველაფერი გაგიხარდეთ რა
          თქვენ შანსი გაქვთ სხვა გააბედნიეროთ 
          თქვენს შიგნით თურმე მზე ცხოვრობს.... ყველას მზემ უნდა გამოანათოს
          და
          ყველაფერი იქნება კარგად !

среда, 2 августа 2017 г.

დილემა

Автор: ჯუნა на 8/02/2017 0 коммент.
     ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი;
     ყველას მოუსმინე, ყველას აზრი გაითვალისწინე, ყველაფერი გადახარშე;
     მარჯვენაში დაგარტყამენ -  მარცხენა შეუშვირე. მაგრამ თავი არ დაიჩაგრო. მაგრად დადექი;
      პატივისცემა პრინციპული ხასიათით უნდა დაიმსახურო, მაგრამ... სხვას შენ უნდა დაუთმო, პირველი ნაბიჯებიც შენ უნდა გადადგა;
     5 კაცი რომ გეტყვის ღორი ხარო  - იღრუტუნე, მაგრამ ინდივიდუალიზმი არ უნდა დაკარგო, გამორჩეული უნდა იყო;
     ბევრი არ ,,იყვირო", დიდად არ გამოჩნდე, ადამიანები არ გააღიზიანო. მაგრამ ჩუმად და შეუმჩნევლად არ იყო - უინტერესო გახდები და დაიკარგები;
     თუ ემოციები გულთან ახლოს მიგაქვს - გოიმი ხარ და მოგცლია... თუ ადექი და დაიკიდე - შენ რა ცუდი გოგო ყოფილხარ.........
      ზედმეტად მხიარული რომ ხარ, ესეიგი უდარდელი ხარ და არაფრისგამკეთებელი, მაგრამ სერიოზული სახით თუ ზიხარ - უჟმური ყოფილხარ ან კიდევ თავში აგივარდა;
      კარგად სწავლობ? აუ უსაქმური ხარ და არაფერს აკეთებ და აღარც ისწავლო? ბევრი საქმე გაქვს და რაიმე არ გამოგდის? ვერ ასწრებ? ზარმაცი ხარ და მოუნდომებელი.... 

     ყველასთან კარგი ურთიერთობა გაქვს? აი აფერისტი ხარ და იმიტომ. როგორ შეიძლება ყველას უგებდე.... როგორ, ვინმეს ვერ ეგუები? შენი ბრალია. კონფლიქტური ხარ. უეჭველი შენშია მიზეზი. არაფერს დაუთმობ ადამიანს.....
      რეალობა კი ისაა, რომ აი მთელი ცხოვრებაა ოქროს შუალედებს ვეძებ. მთელი ცხოვრება.
      რეალობა ისაა, რომ ძალიან მიყვარს ცხოვრება და თქვენც ძალიან მიყვარხართ ადამიანებო. და ტეხავს რომ თავი ვერ მოგაწონეთ. ვიფიქრებ ხოლმე კისერიც გიტეხიათ ყველას ერთადთქო, მაგრამ მერე დავფიქრდები და მალევე აღმოვაჩენ, რომ არ შემიძლია თქვენს გარეშე ცხოვრება. მერე დავფიქრდები და სულ ჩემს თავში ვეძებ მიზეზებს.... ვეძებ ვეძებ ვეძებ..............

     ვერაფერი გავიგე...... მოკლედ.......

среда, 21 июня 2017 г.

წერილი თემოს...

Автор: ჯუნა на 6/21/2017 0 коммент.
          დილის 9 საათი იყო უკვე ჭავჭავაძეზე რომ გავრბოდი რაც ძალი - ღონე მქონდა მე  და გაზი ჩემს მანქანას. სამსახურში მაგვიანდებოდა. თან ვფიქრობდი. ვფიქრობდი, როგორ ძალიან იტირა ვიქტორიამ ჩემი წამოსვლისას. მერე ტელეფონში თემომ, რადგან ჯერ კიდევ ეძინა და წამოსვლისას არ ვაკოცე.... რომ სულ ვეღარ ვუთმობ მათ იმდენ დროს, რამდენიც მჭირდება და მინდა. რომ უკვე ძალიან გაიზარდნენ და გარკვევით ამბობენ ან აჩვენებენ რა უნდათ და რატომ.... მე კი ვერ ვეწევი....  რომ წუხელ გასეირნებას დავპირდი და ვერ შევუსრულე. რომ უკვე ეჭვი მეპარება საკუთარ თავში და როგორ მეშინია ერთხელაც არ მითხრან: დე იციი სილიბისტროს დედა მასთან უფრო მეტ დროს ატარებს........სილიბისტროს დედა კარგია........ ეს მე, ყველაზე უბედურს გამხდის.
           პირველი საათი იყო როცა შესვენებაზე გამოვედი. ექიმთან ვიყავი ჩაწერილი და ვაგვიანებდი. გავრბოდი ისევ რაც ძალი და ღონე მქონდა. ფართე, ცარიელ ქუჩას მივყვებოდი,  თან ისევ ვფიქრობდი.... პატარა რომ ვიყავი, დარწმუნებით ვამბობდი, რომ ოჯახი სუსტი ქალების ყოფაა. რომ ცხოვრების მთელი სიმაგრე თავისუფლებაში და მხოლოდ განვითარებაშია. რა სულელი ვიყავი....
          როგორ მინდა მეტი დრო მქონდეს თქვენთვის. შენთვის. დილას თვალს რომ გაახელ მე მხედავდე მომღიმარს. ბაღში წასასვლელად მე გამზადებდე. იქედანაც მე მომყავდე. ყველა სადილს და ვახშამს მე გიმზადებდე. (გახუხულ პურს რომ ყველს მოვახეხავ და ამის გამო მთვლი საუკეთესო მზარეულად.....) გული აღარ გწყდებოდეს იმის გამო, რომ შენს გვერდით ხშირად არ ვარ...  ან რომ როცა ვარ ვიქტორიას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ უნებურად ვიდრე შენ. რომ შენთვის ყველაფერი ცოტა შემრჩა. ყველაფერი მხოლოდ ის, რაც შემიძლია ფიზიკურად მოგცე.
           ექიმიდან უკან 2 ზე გამოვედი. რათქმაუნდა  ვაგვიანებდი. ნიკეას ქუჩაზე აწყვეტით მოვრბოდი.
           საღამოს 6 საათზე მასწავლებელთან მივრბოდი. მერე იქედან სხვაგან....... სახლში რომ მივედი უკვე 9 საათი ანუ უკვე ვიქტორიას ძილის დრო იყო.... მთელი დღის ნარბენს და არაქათგამოცლილს, ისინი შემეგებნენ ვისი გულწრფელობის ყველაზე მეტად მჯერა ჩემს ცხოვრებაში. ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდები, ვინც არასოდეს მიღალატებს ალბათ და ვისი სიყვარულიც ყველაზე ეჭვგარეშე და ერთგულია ჩემთვის.
           უკვე ხვალ დიდი იქნები.... 6 წლის. ახალი ეტაპი უნდა დავიწყოთ.... სადაც სულ შენი იმედი უნდა მქონდეს. ძალიან გადამეტებული წარმოდგენა მაქვს შენზე. ესეც ალბათ დიდი სიყვარულის ბრალია , მაგრამ სათანადო გამართლებას მოითხოვს. გწერდი, ყველაფერი ცოტა შემრჩათქო შენთვის. სიყვარული კი განუზომელია. იმდენი, სულ და ყველაფერში რომ გეყოფა, ეჭვიც არ შეგეპაროს!
           დაბადების დღეს გილოცავ დე. შენ საუკეთესო ხარ ჩემთვის. ძალიან მინდა უბრალოდ კარგი ადამიანი იყო. ეს იქნება ის, რაც მე ნამდვილად ბედნიერ ადამიანად მაქცევს.

четверг, 18 мая 2017 г.

განწყობა - ეგოისტური

Автор: ჯუნა на 5/18/2017 0 коммент.
          როგორი უცნაური გრძნობაა ეს საუკეთესო მეგობრობა... შენი ბავშვობა რომ არის ან ყველაფერი რომ იცი მასზე ან ძალიან კარგად რომ იცნობ - ყველაზე კარგად.... ან მარტო შენ რომ იცი მისი გაჭირვებები, ფიქრები, აზრები... ან მარტო შენ რომ გიგრძვნია შენს ტყავზე მისი პრობლემები. მარტო შენს მხარზე რომ უტირია და მარტო შენ რომ გითენებია ღამეები სულ მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი თემების განხილვაში მასთან ერთად. მარტო შენ რომ გრძნობ მის განწყობას და სხვას რომ გონია, რომ მხიარული და ძალიან პოზიტიურია, შენ ცნობ მისი ტუჩის ნაოჭით სევდას.... რომ უყურებ და ზუსტად იცი, რომ მარტო შენი მეგობარია. ყველაზე საუკეთესო. ან ერთ-ერთი საუკეთესო. რომ იცი, რომ რო რამე გაუჭირდეს, მარტო შენ უნდა დაგიძახოს, მარტო შენ უნდა გავარდე შურდულივით მის დასახმარებლად. ძალა არ უნდა დაზოგო და ენერგია. მარტო შენ. შეიძლება სხვაც მოვიდეს, მაგრამ მარტო შენ ანუგეშებ მას ყველაზე კარგად. მარტო შენი გვერდით დგომით მოკეთდება. და როცა კარგად გახდება და იზეიმებს, მარტო შენ უნდა მოგიჭახუნოს ჭიქა და შენი თამადობით თქვას მეგობრების სადღეგრძელო. 
          და ამ დროს .... სხვაც რომ გეცილება მის მეგობრობაში. სხვასაც რომ თავი საუკეთესო ჰგონია. სხვაც რომ ფიქრობს, რომ არაფრით ჩამოგივარდება, არადა რა იცის.... რა იცის რომ შენ ხარ მთავარი.... რა იცის რამე.....
          რა ეგოისტი ვარ ღმერთო ჩემო 😒

--

вторник, 11 апреля 2017 г.

ჭიდაობას რა უნდა : )

Автор: ჯუნა на 4/11/2017 0 коммент.
***

          წუხელ გავათენე. არ ვიცი ამჟამად მიზეზი რა იყო. ბუნებრივი კვებიდან მთელი ღამე შიმშილის რეჟიმში გადასვლა თუ კიდევ ერთი კბილი. ტირის ხოლმე თვალდახუჭული და გაუჩერებლად, ბოტოტა ხელებით მეძებს და მეძებს, მანამ სანამ ბოლოს ხელს არ გადამხვევს, მასთან საკმარისად ახლოს არ დამიგულებს და რამოდენიმე წუთით ან თუ გამიმართლა მთელი საათით მშვიდად იძინებს... მორიგ ტირილებამდე..... 10 თვისაა და ჯერ არაფერი იცის )  ძალიან პატარაა და მთელი შეგნებით მასთან ლაპარაკი არ ჭრის... ვერაფერს გებულობს. ძილის წინ ვუყვები ხოლმე რომ მთელი დღე ძალიან ვიღლები, რომ ზეგ ტესტირება მაქვს, ერთ კვირაში პრეზენტაცია, რომ სხვა ათასი საფიქრალი მაქვს, სამეცადინოც, თემუკასთვის თითქმის დრო არ მრჩება, დედაჩემისთვისაც კი დრო არ მრჩება ამ ბოლოს სულ რომ მეტად მქენჯნის სინდისი, რომ დროს საერთოდ ვერ ვუთმობ....... არაფერი ამ ბავშვს არ ესმის

***

          ბავშვებს ვეჭიდავებოდი საღამოს. ერთ მხარეს ერთი ამოვიჩარი და შემოვხვიე ხელი, მეორე მხარეს - მეორე. ვგორავდით ასე...შეუჩერებლად. ხან ისინი ექცეოდნენ ჩემს ზემოთ და აჟიტირებულები ტაშისკვრით გამარჯვებას ზეიმობდნენ, ხან მე და ზემოდან დავყურებდი გაჭყინტულებს, მაგრამ ბედნიერად თვალებციმციმებს... ერთმანეთში ირეოდა სიცილები, სიხარულები, აღტკინებული შეძახილები... დრო თითქოს გაჩერდა და აღარ არსებობდა არც პრობლემები, არც სტრესები, არც მოუსწრებელი საქმეები და არც სამყარო სხვა ირგვლივ... მხოლოდ   ბედნიერებისგან მოღებულ პირიანი ბავშვები, ყველა კიჭს რომ  დაუთვლიდი სათითაოდ, ერთს 32 და მეორეს ჯერ სულ რაღაც 4 ცალს...

вторник, 4 апреля 2017 г.

ძილის წინ...

Автор: ჯუნა на 4/04/2017 0 коммент.
        ზოგჯერ თავი რობოტი მგონია. რობოტი, რომელიც ცდილობს წარმატებით გაუმკლავდეს ვალდებულებებს უხვად რომ კიდია მხრებზე. აქნევს საჭიროების მიხედვით ხელებს, დადის, იღიმის, საუბრობს, მოძრაობაშია.... ყველაფერი მექანიკურად და იმიტომ, რომ ასე უნდა.
         ყველაფერი იმიტომ, რომ ასეა საჭირო და ჩემი გასაკეთებელი მხოლოდ მე უნდა გავაკეთო.
          ზოგჯერ ისიც მგონია, ასე კისრიტეხით მიმავალ დღეებში  რაღა ცხოვრება დამრჩენიათქო და მალე უნდა მოვასწრო ყველაფერი ის, რაც მევალება და ჩემი საქმნელია. ის, რასაც ჩემს ნაცვლად და ჩემზე უკეთ ვერავინ გააკეთებს. ასეთი რამეები კი ვფიქრობ ბევრია. ბევრი საქმე მაქვს მოსასწრები.
         ალბათ ჩვენი ცხოვრების არსიც ამაშია.  მორჩილად დათმენილი და დაბმული საკუთარი თავით,  შრომისმოყვარეობით რაც შეიძლება მეტ ვალდებულებას, პასუხისმგებლობას და კიდევ ათას ,,ზანუდურ", მაგრამ აუცილებელ რამეს გავუძლოთ და ეს ყველაფერი სიხარულით. ღიმილით. თუნდაც ზოგჯერ რობოტული პოზიტივით მაგრამ მაინც. თუნდაც ვერც ვერავინ გაიგოს რა მძიმეა შენი ტვირთი. მაგრამ მაინც....

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review