среда, 19 декабря 2012 г.

happy birthday to me :)

Автор: ჯუნა на 12/19/2012 2 коммент.
იმდენი ხანია არაფერი დამიწერია წერაც დამავიწყდა მგონი :)

უბრალოდ დღეს დაბადების დღე მაქვს და ძალიან მინდოდა აქ ეს თარიღი დამეფიქსირებინა...

ჩემთვის წლის შეჯამება 19 დეკემბერს ხდება, ამიტომ დღეს მთელი დღე სასიამოვნოდ დაგრუზული ვარ :)
ეს წელი ზოგადად კარგი იყო....
თემუკა გამეზარდა, სამსახური მოინახა, ჩემს საყვარელ აქტიურ რიტმს დავუბრუნდი და ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით და ზოგადად იმით, რასაც ვაკეთებ.
და კიდევ ძალიან გავიზარდე :) ძალიან მწვავედ ვგრძნობ საკუთარ ასაკს, მთელი 23 წლის ვარ უკვე :)

ძალიან მიყვარხართ ყველა ჩემს ირგვლივმყოფი :)
 
понедельник, 29 октября 2012 г.

დიალოგი ძილის წინ (თემუკა წლის და 4 თვის)

Автор: ჯუნა на 10/29/2012 4 коммент.

11 საათი დაიწყო, უკვე 1 საათია ვაძინებ....

-         "უუუ" - იშვერს თითს კარისკენ

-         "იქეთ გაგიყვანო?" (მუნჯის ენა დედამ იცისო :))

თავს მიქნევს გახარებული, ალბათ ფიქრობს: რით ვერ გაიგე ადამიანო რომ არ მეძინება...

-        " არა დედა, ახლა ძილის დროა, უნდა დაიძინო!"

-         "ბაბუუ" - ჩამოწია ქვედა ტუჩი, თავს მაცოდებს...

-         "ბაბუს ძინავს დე"

-         "ნანოოო"

ნანო ჩემი მულია, სინამდვილეში ლიკა ჰქვია, ჩემს ძმას ნიკა ჰქვია, თემუკა ორივეს ნანოს ეძახის.

-         "ლიკამაც დაიძინა დე"

-         "ბიბიაა"

-         "ბებოსაც ძინავს, დაწექი ახლავე" - მოვსინჯე ყვირილი

-         "ბომბოო აუ აუ"

სულ ცოტა ხნის წინ, პატარა რომ იყო და მისი დაძინება გამიჭირდებოდა, მეზობლის ძაღლით ვაშინებდი, მოვა ბომბორა და გიკბენს-თქო. ეგრევე წვებოდა და თვალებს ხუჭავდა მთელი ძალით და გულმოდგინებით, ახლა იქით მაშინებს...

-         "თემუკა" - ვყვირი რაც ხმა მაქვს

      -      "დიდაა " - ამბობს თავისი ტკბილი ხმით, ჩემს გულთან მოაქვს თავისი ტუჩები და ხმამაღლა მკოცნის, ოღონდ ჯერ ტუჩებს მადებს და მერე ხმას გამოსცემს :)

არა ჯუნა, გული არ აგიჩუყდეს ახლა თორე სულ ვეღარ დააძინებ - ვამხნევებ თავს და მკაცრ სახეს ვიღებ.

ამასობაში თემუკა თითებით სახეზე მეფერება და ამბობს:

-        " ამნუუ"

ამნუ მის ენაზე ლომს ნიშნავს, ერთი წიგნი ვუყიდე ბიბლუსში, ლომების ცხოვრებაზეა :) მკერავს რომ წავუკითხო.

უკვე 11-ის 20 წუთია, ნერვები აღარ მაქვს, არც მისი ტირილი მინდა, მეცოდება.

-        " ამნუ არა დე, ახლა დავიძინოთ და ხვალ წაგიკითხავ ბევრ ამნუს, კარგი?"

თავს მიქნევს ჭკვიანივით... ხელს მხვევს კისერში რაცალა აქვს, იცის რომ მალე დაეძინება და თავს იზღვევს არ გავეპარო...
როგორც იქნა ეძინება, უკვე 11-ის ნახევარია, ცოტა ხანს ვერ გავეპარები გაეღვიძება, 10-15 წუთიც, ღრმად ჩაეძინება და მერე... იმდენი საქმეს გავაკეთებ, facebook-ი მელოდება, სემინარიც სასწავლი მაქვს, კიდე ლაქი უნდა წავისვა........

დილით ბუდილნიკის ხმა გვაღვიძებს ერთად...

пятница, 19 октября 2012 г.

პოპულარული სახელები საქართველოში 2012

Автор: ჯუნა на 10/19/2012 1 коммент.
ჯერ კიდევ 2 წლის წინ დავწერე პოსტი: პოპულარული სახელები საქართველოში, რომელიც მგონი ყველაზე პოპულარულია ჩემს ბლოგზე. დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი გუგლავს და ეძებს სახელებს, ალბათ უფრო იმისთვის, რომ შეარჩიონ თუ რა დაარქვან თავიანთ მომავალ პატარებს :)

მოკლედ, გადავწყვიტე განმეახლებინა ეს პოსტი და მოვიძიე ახალი სტატისტიკა. 2012 წლის მონაცემებით:

 საქართველოში ახალბედა დედები გოგონებს ყველაზე ხშირად ნინოს და მარიამს არქმევენ, ხოლო ვაჟებს - გიორგის და ნიკოლოზს.

2012 სტატისტიკის მიხედვით ვაჟებს შორის პოპულარული სახელების ოცეული შემდეგია: 1. გიორგი; 2. ნიკოლოზი; 3. ლუკა; 4. ანდრია; 5. საბა; 6. დავითი; 7. ალექსანდრე; 8. მათე; 9. დიმიტრი;  10. გაბრიელი; 11. ირაკლი; 12. ილია; 13. ზურაბი; 14. დაჩი; 15. თეიმურაზი; 16. ცოტნე; 17. ლევანი; 18. ივანე; 19. ლაზარე; 20. თორნიკე.

გოგონების სახელებს შორის კი პოპულარულია:  1. ნინო; 2. მარიამი; 3. ბარბარე; 4. ანასტასია;  5. ანა; 6. ელენე; 7. ელიზავეტა; 8. ნია; 9. თამარი; 10. ნატალია; 11. თეკლე; 12. სალომე; 13. ქეთევანი; 14. ლია; 15. ანამარია; 16. თათია; 17. სოფია; 18. ნანა; 19. ეკატერინე; 20. თინათინი.

რაც შეეხება ყველა ასაკში სხვადასხვა დროს პოპულარულ სახელებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად, საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელი გიორგია, მას მოსდევს, დავითი, ნიკოლოზი, ზურაბი, ალექსანდრე, ლევანი, თეიმურაზი, ირაკლი, მიხეილი, ლუკა, თამაზი, ავთანდილი, მამია, ნოდარი, გურამი, ლაშა, გოჩა, ზაზა, კახაბერი...

ქალბატონებს ყველაზე ხშირად არქმევენ ნინოს, მას მოსდევს მარიამი, თამარი, ნანა, ნათია, ანა, ლია, ქეთევანი, მაია, ელენე, თინათინი, ეკატერინე, სოფია, ნატალია, ხათუნა, ირინე, ელიზავეტა, სალომე, რუსუდანი, ქრისტინე....

გარდა ამისა, არსებობს იშვიათი სახელების ბაზაც:  მოქეიფე, თაგუნა, ფემისტოკლე, ფიზიკა, პელე, გარინჩა, კაცი, ქალი, ვებერთელა, მხედარი, კუსა, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანილა, მგელა, ცაცია, ხუმარა, სამძიმარა, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ნიუტონი, სევდაგულ, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო და სხვა :))

понедельник, 15 октября 2012 г.

წვიმიანი ამინდი და ამბოხებული მე

Автор: ჯუნა на 10/15/2012 4 коммент.

დღეს გაწვიმდა და რატომღაც ამბოხების ხასიათზე ვარ...:)
თითქოს ჩემი სული ჯინია ბოთლში გამომწყვდეული და დიდი სურვილი აქვს ნამსხვრევებად აქციოს ეს ბოთლი, გათავისუფლდეს და გაფრინდეს ქუჩებში.... მოიაროს წვიმიანი ქუჩები, ქალაქები; გათავისუფლდეს ზედმეტი ვალდებულებებისგან, სტანდარტებისგან, მოთხოვნებისგან, მოვალეობისგან და ოფიციალურობისგან, რომლებიც აუცილებლად  გაწუხებენ თავისი არსებობით და გაბამენ....

ამბოხების ხასიათზე ვარ და ცვლილებები მწყურია, თავისუფლება და ბევრი :)

პირველად მომინდა ცხოვრებაში მოტოციკლეტი მყავდეს :)
სიამოვნებით წავიდოდი რომელიმე უცხო და დიდ ქალაქში, სადაც არავინ მიცნობს.... ვიფრენდი და დავფარავდი ბევრ კილომეტრს მხოლოდ ჩემს თავთან და წვიმასთან ერთად.... ოოო, ოღონდ არ იფიქროთ ახლა რომ რომანტიკის და სენტიმენტების ხასიათზე ვარ. არა! ვიქნებოდი უხეში და გამაღიზიანებლად თავდაჯერებული, გავიყოლებდი ათასი ჩამქრალი თვალის გამოხედვას და უკანაც კი არ მოვიხედავდი....

ისე გიფიქრიათ ოდესმე თქვენს პარალელურ სამყაროებზე და რაღაც მსგავს სისულელეებზე?

ჩემი პრობლემა იმაშია, რომ არ მაქვს ერთი მუხტი, არ ვარ არც მხოლოდ მკვეთრად პლიუსი, არც მხოლოდ მინუსი და ჩემში ბლომად არის ყველაფერი საპირისპირო თავმოყრილი. მუდმივად ვარ ჩემს თავთან წინააღმდეგობაში და მუდმივად ვეჯახები ჩემს თავს რქებით. ჩემი ფიქრები ვერ მოდის ერთმანეთთან შესაბამისობაში და ხშირად ვთვლი თავს შეშლილად მხოლოდ იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვიცი ზუსტად როგორი ვარ და რა მინდა ამ ცხოვრებაში.... ხოდა რა კარგი იქნება რომ არსებობდეს ვინმე ჩემი პარალელური ჯუნა, რომელიც წაიღებდა ყველაფერ იმას რაც ჩემში ზედმეტია და იცხოვრებდა თავისთვის სადღაც პარალელურ სამყაროში, მას ექნებოდა ყველა ის თვისება ,ფიქრი, წარმოდგენები, რომლებიც მე არ მჭირდება, ცხოვრებაში ხელს მიშლის და დიდი სიამოვნებით გავატანდი მათ ქარს....

დავრჩებოდი ერთი წყნარი და უწყინარი გოგო მშვიდი და ალბათ ცოტა პროვინციული ქალაქიდან, რომელსაც ექნებოდა ამბიციები ნორმაზე ნაკლები, შრომისმოყვარეობა ბევრი და მოთმინება უამრავი.... დამაკმაყოფილებდა ცხოვრების დინებასთან ერთად ცურვა და აზრადაც არ მომივიდოდა მყოლოდა მოტოციკლი საფრენად ...
არეული პოსტი გამომივიდა, ისეთივე არეული როგორიც მე ვარ ახლა რატომღაც

вторник, 25 сентября 2012 г.

საყრდენი კედლის გარეშე :(

Автор: ჯუნა на 9/25/2012 1 коммент.

რატომაა რომ როცა პატარა ხარ ვერ აფასებ იმ მდგომარეობას რომელშიც ხარ? თუნდაც იმას, რომ თბილ სახლში ცხოვრობ და არაფერი შენი საზრუნავი არაა; თუნდაც იმას რომ დედ-მამა გვერდით გყავს და თავს დაცულად გრძნობ.... რატომ ოცნებობს ყველა პატარა უცებ გაზრდას და დიდობას მაშინ, როცა დიდები თავს დავდებთ რომ 1 დღით მაინც დაგვაბრუნა წარსულში.... იქ, სადაც არ გაქვს დარდი, არც პასუხისმგებლობა, არც გასაჭირი.... იქ ყველა შენს პატარა სასაცილო პრობლემას გადაგიჭრის დედა და საჭიროების შემთხვევაში კედელივით წინ დაგიდგება მამა.... მამა რომელიც ფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერია და ყველაზე მაგრად დაგიცავს.... ის ყველაზე მაგრად ჩხუბობს, ყველაზე ჭკვიანია და ყველას მოერევა : )

არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი მაშინ, ჩემი ძმაც კი არ იყო დაბადებული, ვიყავი ალბათ 5 ან 6 წლის... მამაჩემის მეგობრები იყვნენ ჩვენთან სახლში და სვამდნენ მგონი, რაღაც თემაზე საუბრობდნენ, და მამაჩემი ეუბნებოდა: ჩემს გოგოს რომ ვინმემ აწყენინოს ან რამე უთხრას ხომ გამოვჭამ ბიჭო კისერსო J პატარა ვიყავი, მაგრამ დღესაც მახსოვს ის, რაც მაშინ ვიგრძენი. მე ვიყავი დაცული, თავდაჯერებული, ამაყი გოგო, ვფიქრობდი რომ ვერავინ მომერეოდა.

ძალიან მინდა ეს გრძნობდა კიდევ მქონდეს და სიბრაზე მახრჩობს, რომ ამის შესაძლებლობა აღარ მაქვს. ბურთები მეჩხირებიან კისერში იმიტომ რომ მამა აღარ არის. ყველა ჩემს პრობლემაზე, ყველაზე აბსურდულზეც კი, ინსტინქტურად მინდება მივიდე, დაველაპარაკო და თავი ისევ დაცულად და პატარა გოგოსავით ვიგრძნო. ჩვენი დიალოგები ყოველთვის ისეთი ჭკვიანური და გულისამაჩუყებელი იყო, როცა იყო... ჭკუას მარიგებდა და სულ მასწავლიდა, სულ უკმაყოფილო იყო ჩემი მიღწევებით, წარმატებებით, ყოველთვის უნდოდა მეტი, ყოველთვის მთხოვდა მეტს, თუმცა სულ ვიცოდი რომ ჩემით ამაყობდა, ამას ვგრძნობდი როცა სხვას უყვებოდა ჩემზე და მქონდა არანორმალური მოთხოვნილება რომ არ გამეცრუებინა მისთვის იმედი. თავს ვიკლავდი რომ მეტი ვყოფილიყავი მისთვის... მაგრამ ეს ყველაფერი: გრძნობები, სიტყვები, ემოციები, დიალოგები აღარ იქნება არასდროს. აწი დიდი ვარ. მარტო უნდა დავდგე კედლის გარეშე. მარტო უნდა გავუმკლავდე ყველაფერს, ჩემით... ზოგჯერ ისე მიჭირს... : (

იმდენი ხანია შენს საფლავზე არ ვყოფილვარ რომ გული მტკივა : (

вторник, 18 сентября 2012 г.

თემუკას მორიგი პოსტი

Автор: ჯუნა на 9/18/2012 0 коммент.

გამარჯობათ,
მე თემუკა ვარ, დიდი ხანია არაფერი მომიწერია და ძლივს გამოვნახე დრო რომ სულ არ დაგავიწყდეთ :)

მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, მთელი წლის და თითქმის 3 თვის. დედიკო ხშირად მიყურებს და მეუბნება: არ მჯერა რომ ამხელა ბიჭი მყავხარო... კიდევ მეუბნება ჩემი ჭკვიანი ხარო, იმიტომ რომ ბევრი რაღაცეებით ვაოცებ ხოლმე. ყველაფერს უცებ ვსწავლობ და ვითვისებ, ძალიან აზრიანი ვარ, ყველაფერი მესმის, რაც მინდა რათქმაუნდა. ვიცი რა ხმებს გამოსცემენ შინაური ცხოველები, ძალიან მიყვარს ბომბორა და ჭუჭულები, კიდევ ვიცი სხეულის ნაწილები, ოჯახის წევრების სახელები.... ხოდა ვინმე სტუმარი რომ მოვა დამაყენებენ და ყველაფერს მათქმევინებენ, მეც დიდად არ ვარ წინააღმდეგი რადგან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყველა მანებივრებს, ვერ იტანენ როცა ვტირი, განსაკუთრებით ბაბუ და მამიდა; მეც თუ რამე მინდა სულ ვტირი,  სანამ არ ამისრულებენ. მაგრამ ამ ბოლო დროს დედიკო მსჯის ხოლმე ასეთი საქციელის გამო, ამბობს, რომ არ უნდა უზრდელი და თავნება ვიყო.... მეც არ მინდა დედიკო გაბრაზდეს, მაგრამ აკრძალვებს ჯერ კარგად ვერ მივეჩვიე... სულ მინდა ყველაფერი ჩემს ჭკუაზე იყოს და რასაც ვიტყვი მაშინვე ასრულდეს :)
დილით გაღვიძებულს მიყვარს როცა დედა მხვდება საწოლში და ერთად ვდგებით, მერე ჩაის მასმევს ხოლმე და კარაქიან პურსაც ვჭამ :)  მერე სამწუხაროდ დედიკო სამსახურში მიდის და მე სულ ვტირი :( დედაც ჯავრობს და ვიცი სულ უნდა მობრუნდეს, ჩამეხუტოს და არსადაც არ წავიდეს :)

საღამოს მე, დედიკო და მამიკო ერთად ვთამაშობთ, ხან ბურთს, ხან ჭყანაობანას : )) ეს ისეთი სახალისო თამაშია, როცა დედიკო და მამიკო იჭყანება და მე ბევრს ვიცინი :)

დღეისთვის სულ ეს იყო, დანარჩენს მერე სხვა დროს მოგიყვებით, უკვე 6 საათი ახლოვდება და დედიკოს უნდა შევხვდე ჩიხში :)

вторник, 4 сентября 2012 г.

მეორე ლოლაძე :)

Автор: ჯუნა на 9/04/2012 4 коммент.

ძალიან ბანალური იქნება ალბათ თუ ვიტყვი, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს შვილი; რომ ეს ბუნებრივი გაგრძელებაა მისი და მოვალეობა. მოვალეობა მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე.

ადამიანს, რომელმაც გაზარდა შვილი, ფეხზე დააყენა, განათლება მისცა და ზოგადად მისგან სხვა, კარგი ადამიანი გამოძერწა, შეუძლია თავადაც საკუთარი თავი სრულყოფილად იგრძნოს. ესე იგი მას უკვალოდ არ ჩაუვლია და დატოვა თავისი სისხლი, გენი... სადღაც ვიღაცას მისი თვალები აქვს ან ხასიათი... ერთ ადამიანს მან სიცოცხლე აჩუქა, ერთ ადამიანზე ის პასუხისმგებელია, ერთი ადამიანი მთლიანად მასზეა მინდობილი და რასაც ჩაუნერგავს იმასვე მიიღებს პასუხად...

ვერ ვიტყვი, რომ თემუკა ზოგადად პრობლემური ბავშვი იყო, თუმცა მის გაზრდას თან ახლდა უამრავი სირთულე, რამაც ძალიან დამღალა. ეს ალბათ ბუნებრივიცაა, არ ვიცი....

სწორედ ამიტომ არ მინდოდა მეორე ბავშვზე ფიქრიც კი...  ძალიან დიდი ხანი ღამე კოშმარივით მესიზმრებოდა, რომ ორსულად ვარ და შეშინებული ვიღვიძებდი J

ცნობისმოყვარე ხალხის შეძახილზე, რომ დროა მეორე დავიწყო ( J ) მეცინებოდა და ჩემთვის ამ აზრსაც კი არ ვუშვებდი...

რამდენიმე დღის წინ ჩემს ნაცნობს მეორე ბავშვი შეეძინა.... ფოტოებს ვათვალიერებდი და ლამის ავტირდი ისე მომინდა კიდევ პატარა.... თემუკა ასე თუ ისე უკვე გაიზარდა, ყოველ შემთხვევაში თოთო და პაწუა აღარ არის, მე კი თურმე მომნატრებია მისი ღუღუნი, დედის რძის სუნი კისერში, ხელში დაჭერა, პაწაწუნა ხელები, სასაცილო ტანსაცმელი, ზრუნვა, ალერსი, კვება .....  მანამდე მთელი 9 თვე მოლოდინი, გაურკვეველი სიხარული, შვილის ნახვის სურვილით გაწელილი ბოლო თვეები და პირველი შეხვედრა....

ძალიან მინდა თემუკას ბევრი დედ-მამიშვილი ჰყავდეს, ყველა ერთმანეთს ჰგავდეს და ერთმანეთი ძალიან უყვარდეთ.... ბევრი რა... და და ძმა, თუმცა ვფიქრობ ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული...

მართლაც რომ გმირები არიან მშობლები, რომლებსაც ბევრი შვილი ჰყავთ და ამასთან მათ შვილებს არაფერი აკლიათ...
მეც ძალიან მინდა ასე !
თუმცა ჯერ არა :)

пятница, 10 августа 2012 г.

იქ, სადაც მე არ ვარ

Автор: ჯუნა на 8/10/2012 4 коммент.
არსებობს ადგილი, სადაც არ ცხოვრობენ ადამიანები... არა, შეიძლება ცხოვრობენ კიდეც, მაგრამ შენ მათ ვერ ხედავ, ისინი არ გეჩხირებიან თვალებში, არც ყურში ჩაგყვირიან... ყველა ცხოვრობს თავისთვის  და შენ არავინ გაწუხებს თავისი არსებობით...
იქ არის მხოლოდ მწვანე მინდორი, ლამაზი ყვავილები, თუ მოგინდება წყალიც, ყვითელი მზე, ხეები და ჰამაკი....

იქ შენი ძირითადი საზრუნავი არის მხოლოდ რა ფილმს უყურო, რა წიგნი წაიკითხო ან რა მუსიკას მოუსმინო....
იქ იძინებ მაშინ, როცა გინდა, დღის ნებისმიერ დროს... დილას არ გაღვიძებს არც მაღვიძარას აუტანელი ბუზუნი და არც თემუკას წუწკუნი....
იქ დილას გრილა და აივანზე სვამ ხოლმე გემრიელ ყავას რძით... იკვებები ათასგვარი გემრიელობებით და არ ფიქრობ რომ მოიმატებ და ვინმეს არ მოეწონები....

იქ შეგიძლია ჩაიცვა რაც გინდა, ოღონდ იყო კომფორტულად.
იქ შეგიძლია სახიდან ჩამოირეცხო ღიმილი და იყო ისეთი, როგორიც შენ ხარ მხოლოდ საკუთარ თავთან...

იქ შეგიძლია იფიქრო ბევრი ამ ცხოვრებაზე, მაგრამ შეგიძლია საერთოდაც არ იფიქრო და მისცე ტვინს შესაძლებლობა დაისვენოს ოდესმე, რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც...
იქ არ გჭირდება იფიქრო იმაზე თუ რა თქვა, არ გჭირდება გაიპრანჭო, არ ფიქრობ რომ ვინმეს თავი უნდა მოაწონო, არავინ გიმოწმებს როგორ გამოიყურები ან რა ფირმის კოსმეტიკას ხმარობ ან გისვია თუ არა მოდური ლაქი, ან შენი ჩანთა როგორ შეეხამება ფეხსაცმელს....
იქ არის სისუფთავე, სითეთრე, სიმყუდროვე და იქ ხარ მხოლოდ შენ !

იქ ასვენებ თვალებს, საათობით გასცქერი ცისფერი ჰორიზონტის ხაზს და კაიფობ მარტოობით...

როგორ მინდა ასეთ ადგილას წასვლააა !

დავიტვირთებოდი ენერგიით და მთელი წელი იმდენ საქმეს გავაკეთებდი :(

пятница, 3 августа 2012 г.

ჩემი ცხოვრება დღეს

Автор: ჯუნა на 8/03/2012 4 коммент.
ჩვენ, ადამიანები ყოველთვის ვწუწუნებთ ხოლმე რომ არ გვაქვს საკმარისი ბედნიერება და სიხარული ცხოვრებაში, ყოველთვის ბოლომდე რაღაც არ გვაკმაყოფილებს... ვერასდროს ვერ ვგრძნობთ ბედნიერებას თუნდაც იმის გამო,რომ გვაქვს 2 თვალი, მანამ სანამ არ დავბრმავდებით... სიცოცხლე ისეთი ხანმოკლეა და ჩვენ ისეთი გაუმაძღრები... არაფერზე არ უნდა იწუწუნო წესით, რაც გაქვს იმითაც მადლიერი უნდა იყო, მაგრამმაგრამ ადამიანები ასე თუ ისე სტანდარტულები ვართ და გვჩვევია უმადურობა...
მაგრამ ამაზე ახლა არა.!.
ჩემზე მინდა დავწერო, აი იმაზე თუ როგორ ვხედავ ჩემს თავს გვერდიდან და როგორ ძალიან მომწონს ის, რასაც ვხედავ.
ყოველთვის მინდოდა მქონოდა საქმიანი ქალის იმიჯი, რაღაც ბავშვურ და სასაცილო ფიქრებში ვხედავდი ჩემს თავს მოხერხებულ მაგიდასთან, გორგოლაჭებიან სკამზე, წინ კომპით, პრინტერით, ტელეფონებით და უამრავი საყვარელი საკანცელარიო ნივთით მაგიდაზე.... ხო და აუცილებლად ჭიქა ყავით  ან მწვანე ჩაით... 
ხოდა ვიქნებოდი სუპერ ეფექტური, სუპერ შრომისმოყვარე, იდეების გენერატორი და არ დამეზარებოდა არაფერი...:)
საღამოს, სამსახურის მერე, წავიდოდი ჩემს თბილ ან გრილ სახლში (სეზონის მიხედვით), შემომეგებებოდა ბებოსთან დატოვებული ჩემი ტკბილი ბიჭი, სულ არ დამეტყობოდა რომ დაღლილი ვარ და ულევი ენერგიით ვეთამაშებოდი ბევრს, ავინაზღაურებდით უერთმანეთობას... ბევრს წავუკითხავდი, ვაჭმევდი, ვასწავლიდი რამეს, სახლის საქმეებშიც ერთად მივეხმარებოდით ბებოს... და საღამოს ერთად დავიძინებდით ტკბილად.
ხოდა საოცარია მაგრამ დღეს მე ზუსტად ასეთი ცხოვრება მაქვს , თითქმის : )
ჯერ-ჯერობით ასე ძალიან დატვირთული არ ვარ უბრალოდ და შესაბამისად არც ასეთი სუპერ ეფექტური და საქმიანი, თუმცა ეს მცირე დროის საკითხია ალბათ.
ხოდა მომწონს ძალიან მე ჩემი ცხოვრება ! <3 span="span">

вторник, 31 июля 2012 г.

დამპალი ფოთლები

Автор: ჯუნა на 7/31/2012 0 коммент.
ჩემი სული სულ პატარა და ნორჩი იყო როცა საერთოდ მასზე დავიწყე ფიქრი... ფითქინა, ქუნქულა და სუფთა. ისე იოლად იმართებოდა, არც გაჯიუტება იცოდა, არც ურჩობა, მემორჩილებოდა, ჩემს ჭკუაზე დადიოდა, იოლად იწმინდებოდა, იოლად მჩატდებოდა და იპყრობდა სიმაღლეებს...
დროთა განმავლობაში ნელ-ნელა სული გაიზარდა... გაფართოვდა და გადიდდა, გაეზარდა მოთხოვნილებები, აღარ მემორჩილებოდა და არც ისე იოლად იწმინდებოდა, როგორც ადრე... ბნელი კუთხეები, კუნჭულები სავსე იყო შავი შლემით, ნაგვით, რომელიც მინდოდა ამომეფხიკა, მაგრამ შინაგანი ძალა და ნებისყოფა არ მყოფნიდა ხშირად...

ხანდახან მეჩვენება ჩემს სულს გვერდებიდან ხმობა დაუწყია და ჩალისფერი გამხდარა... ეს მაშინ, როცა მისი პატრონის დღეები უაზროდ მიქრის და თავში ერთი საღი აზრი არ ტრიალებს. გული სავსეა გაღიზიანებით და სული ივსება მწვანე პოთლების დამპალი შლემით.
ხანდახან როცა სული მეტკინება, ოღონდ ძალიან... ისე როგორც მაგალითად კბილმა იცის ხოლმე ტკივილი და ატანა შეუძლებელია, მე მას ვიცოდებ და ვმკურნალობ...

სიმშვიდით, ღმერთით, მისი იმედიანი თვალებით, სანთლით, კეთილი ფიქრებით... და ვიგრძნობ ხოლმე ჩემი საწყალი სული როგორ ამოისუნთქავს... ამოისუნთქავს და ამოიტანს სიბნელეს... აყვავდება და გადამწვანდება, გალამაზდება და თვალებში სხივს დააბრუნებს...

მადლობას იმით გადამიხდის, რომ გამაბედნიერებს, ძალას მომცემს, გამალამაზებს, მაგრამ მე, როგორც ყველა ადამიანი, სიკეთეს უმადურობით გადავუხდი და ადრე თუ გვიან , ნელ-ნელა კვლავ გამოვტენი მას სუნიანი დამპალი შლემით...
მერე ყველაფერი თავიდან !

пятница, 13 июля 2012 г.

მინდა !

Автор: ჯუნა на 7/13/2012 0 коммент.
ზოგჯერ მინდება მოხუცი კუზიანივით მოვიკუნტო და დავპატარავდე, შემოვიხვიო შავი თავშალი და გავეხვიო თბილ ადიელაში.... შევიყუჟო სადმე ბნელ კუთხეში რომ ვერ დამინახოს ვერცერთმა სულიერმა, გვერდი ამიარონ და არაფერი მითხრან, არც მომესალმონ, არ გამაღიზიანონ... მინდა ვხედავდე სამყაროს გვერდიდან ოღონდ გავთიშო ხმა და ცოტა ხნით ვიცხოვრო ჩემს თავთან მარტო სიჩუმეში და მყუდროებაში...

среда, 11 июля 2012 г.

როცა მთვრალი ხარ...

Автор: ჯუნა на 7/11/2012 2 коммент.
როცა მთვრალი ხარ, თავში ნისლივით იბურება ხოლმე ყველაფერი... ტვინის უჯრედები თითქოს კვამლით ივსება, იხშობა და დუნდება... ყველა პრობლემა ისეთი მარტივია და სამყარო მშვენიერი... არ არსებობენ ბოროტები, შურიანები და როგორც ზღაპრებში, სიკეთე მეფობს ყველგან.
ჩემი დიდი ხნის ფხიზელ გონებას ბოთლი ლუდიც კი დაათრობდა... თავი ნელ-ნელა სასიამოვნოდ გაივსებოდა თეთრი კვამლით და სხეულიც დაკარგავდა კონტროლს... წავიდოდი ქუჩა-ქუჩა სახეტიალოდ ნაცნობ ქუჩებში და აუცილებლად მწვავედ ვიგრძნობდი სიყვარულის სუნს.. იმდენნაირი სიყვარული იქნებოდა ჩემში... ბუშტებივით ზოგი დიდი, ზოგი პატარა, სხვადასხვა ფერის... მყვირალა წითელი და მწვანე, სტაფილოსფერი, ვარდისფერი, სალათისფერი...
მეყვარებოდა ყველა და ყველაფერი ირგვლივ. გამახარებდა ქათქათა თოვლი და ბავშვების მიტყიპნილი სასაცილო თოვლის ბაბუები მეზობელ ეზოებში.. მეყვარებოდა ყველა სულიერი ქუჩაში თავიანთი პრობლემებით და საზრუნავით. აუცილებლად გავიზიარებდი ყველას დარდს და ტკივილს და უხვად დავარიგებდი მომავლის იმედს.
მეყვარებოდა თვით სიყვარულიც თავისი კეთილშობილებით და სითბოთი. ზრუნვით ანთებული თვალებით და ურთიერთპატივისცემით.

განსაკუთრებით კი მეყვარებოდა ერთი კაცი... რომლისადმი ჩემი სიყვარული ზუსტად ვიცი იასამნისფერია :) მე ამ სიყვარულში ჩავდებდი ყველაფერს ერთად: ნდობას, სიყვარულს, დიდ მეგობრობას, ცოტა ეჭვსაც... არ ვიცი თქვენ გიგრძვნიათ თუ არა სიყვარული ასე მძაფრად...
გულს რომ ავსებს, კისერში რომ ამოდის. მასთან ხარ და კიდევ უფრო მასთან გინდა... უფრო ახლოს, უფრო შიგნით... უფრო სხვანაირად. თითქოს გინდა მასში იყო, გაერთიანდე, მის სხეულში ჩასახლდე და ერთად იცხოვროთ... მისით ისუნთქო, მისით იკვებო... იგრძნო მისი სუნი ყოველ წამს, მისი ამოსუნთქვა, ყოველი სიტყვა, მზერა...
არც კი ვიცი უნდა გისურვოთ თუ არა შეიყვაროთ ცხოვრებაში ვინმე ასე... რადგან მეჩვენება ზოგჯერ შეშლილი ვარ და თავდაკარგული... :)

суббота, 23 июня 2012 г.

თემუკას საჩუქრები

Автор: ჯუნა на 6/23/2012 4 коммент.
დაბადების დღის ყველაზე მაგარი ნაწილია საჩუქრების დათვალიერება :)
თემუკამ პირველ დაბადების დღეზე უმაგრესი საჩუქრები მიიღო :)

კალადბურთის ფარი

სკამუნია :)

კარავი
საქანელა, რომელზე ძილიც კარგად დაამუღამა თემუკამ 
უსაყვარლესი ბიბლუსის წიგნები

და ზმანები :)

ძალიან სასაცილო ქუდი :)
და რაც მთავარია, უგემრიელესი მარწყვის ტორტი

четверг, 21 июня 2012 г.

თემუკას პირველი დაბადების დღე

Автор: ჯუნა на 6/21/2012 5 коммент.

დღეს ჩემი თემუკას პირველი დაბადების დღეა... ისე სულმოუთქმელად ველოდი ამ დღეს... ვიღაცამ შეიძლება დამცინოს ასეთი ფორიაქისთვის, მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია 21 ივნისი ჩემთვის !
შარშან ზუსტად ამ დროს ჩემი თემუკა დაიბადა. ეს დღე სხვანაირი იყო, ვერც ერთ სხვა დღესთან რომ ვერ შეადარებ... ემოციური, უცნაური... ისე მაინტერესებდა ვის ვატარებდი მთელი 9 თვე მუცლით და როგორც  იქნა ვნახე. ისეთი პაწუა იყო და ახლა რამხელა დევია... : ) 
მაქვს რაღაც ჩანაწერები, რასაც ვაკეთებდი ხოლმე თვიდან თვემდე, ჩემთვის სამახსოვროდ, თავიდან იშვიათად, მერე უფრო სისტემატურად და ძალიან მინდა გამოვაქვეყნო.
როგორ გაიზარდა თემუკა:
3 თვიდან - დაიწყო ცნობისმოყვარეობა, თვალის გაყოლება ჭამის დროს, ბუბუ-ბაბუს ძახილი, ღიტინზე აქვს რეაქცია.

4 თვიდან - ნივთების გამორთმევა და ხელში დაჭერა, დედიკოს კარგად ცნობა.

5 თვე - ამბობს ბგერებს მიმგვანებულს დედასთან, ამოუვიდა ქვედა 2 კიჭი, ისწავლა დედაზე გატირება, სიაფანდზე ხველება :) დაიწყო ხელების გამოწოდება მოსვლაზე.

6 თვის და 1 კვირის - საწოლში მამამისთან გადაგორდა და ბედნიერი სახით დაიძინა )
ზუზუს (ჩვენი თუთიყუში) ცნობს. ჩავსვი ჭოჭინაში.

7 თვე - ტაშს უკრავს, ხელს აქნევს დასამშვიდობებლად, მარტო ჩემთან და ლიკასთან (მამიდა) უნდა ხელში ყოფნა.
ჭამს ქათმის და ძვლის ბულიონს, გასინჯა მაწონი, ყველი, პეჩენია, კოკორი... ძალიან უყვარს კარტოფილის პიურე.
იმალება, თავს ხრის და გვეთამაშება ჭიტას, მოდი დე დავაკუკუნოთ-თქო და პირს აღებს, კბილებს მაჩვენებს, მე კბილებზე კოვზით ვუკაკუნებ და იცინის )
ცუდად ძინავს, მთელი ღამე ჭამს.
8 თვე - დაიწყო ბრუ-ბრუ :) პირით წვიმების კეთება. აქტიურად უკრავს ტაშს, გასინჯა ნადუღი და ძალიან მოეწონა, ყველიანი მაკარონიდან უჩას (ბიძა) ამოუჭამა ყველი ))
ისწავლა ენის გამოყოფა, 7 მარტს პირველად დამიძახა დედა, გარკვევით და აზრიანად. იძახის დე, დედიდედი, დედა, დედუ.... ამოუვიდა ზემოთ 3 კიჭი. შეგვეყარა ვირუსი, გაიკეთა ინგალაციები :(
კოცნის დროს აძაგძაგებს. არ ძინავს.
9 თვე - იძახის მამას, დათოს, ნონას, მემეს ან მომეს. გასუქდა, იმგზავრა მატარებლით ქობულეთში, ზუზუს ემუქრება, ეუბნება მამამამას და საჩვენებელ თითს უქნევს.
ყველაზე ძალიან უყვარს ბურთები, მღერის პარამ-პამ-პამ-ს ანტოშკაში : )
ცოტახნით დადგა დამოუკიდებლად.
გასინჯა ხაჭაპური, მჭადი, ყველი, შემწვარი კარტოშკა, ღომი - ყველაფერი მოეწონა.
დაემართა ბრონქიტი, მე - ფილტვების ანთება.
კარგად ხოხავს, უყვარს ბაბუსთან ყოფნა და თხოვს ბურთის თამაშს.

10 თვე - ლილი (დიდი ბებო) უმღერის და ეს ცალ ფეხზე ყუნცულობს, თავისი ჭკუით ცეკვავს :)
ეშინია ბომბორასი, (მეზობლის ძაღლი), შავი კატის, ისე კატები უყვარს.
მე დამემართა ბატონები.
დივანს დაყვება აქეთ-იქით. უმღერის თავის თავს ნანას. უყვარს ბასტი ბუბუს სიმღერები. აგზავნის ჰაეროვან კოცნას შემდეგნაირად: გაშლილ ხელს მიიდებს ტუჩებზე და ილოკავს :)
ყველზე გიჟდება. მარტო ყველს ჭამს ან მჭადთან ერთად. ასევე ძალიან უყვარს პური.

ისწავლა კივილი და ყველაფერზე კივის. საწოლში ღამე დადის.
სწრაფად ხოხავს, ფეხები უშავდება ხოხვისგან :)
თავის თავს უმღერის ნანას ზუსტად ჩემნაირი ინტონაციით. დავასკვენით, რომ ძალიან კარგი სმენა აქვს :)
11 თვე - ისწავლა კოცნა, ნასკების ჩაცმა, სავარცხლის თავზე გადასმა (მისი ჭკუით ივარცხნის:)); იმორცხვებს, თავს ხრის ძირს და იღიმის, განსაკუთრებით მაშინ, როცა უყურებს თავის ვიდეოს ან ისმენს საკუთარ ხმას :)
ჭამა ალუჩა, ალუბალი, მალინა, ტყემალი... გიჟდება მლაშე და მჟავე საჭმელებზე :)
გადაეჩვია ძუძუს, ძალიან განიცადა, 3 ღამე კიოდა.... ბოლომდე ახლაც არ დავიწყებია (იხ.წინა პოსტი :)
შეუყვარდა ბომბორა და მთელი დღეები ეძახის ბომბოს :)
ყველაფერი ესმის: თავი დადე ბალიშზე, კოცნა გამომიგზავნე, ბურთი მომიტანე....
პირველად შეიჭრა თმა, სტილისტი - დიდი ბებო ლილი :) არ უხდება, პრიუტის ბავშვს გავს :)) მაგრამ მალე მოეზარდა.
ჭამს უზომო რაოდენობით და სულ ! 

ზოგადად ძალიან აზრიანია, ყველაფერი ესმის, არ უყვარს როცა ვუყვირი და ვუბრაზდები, მგონია რთული ხასიათი ექნება, მაგრამ სიყვარულით ყველაფერს გავაკეთებინებ.
თბილია, მეფერება თითებით სახეზე, ჩემგანაც ითხოვს მოფერებას. როცა ერთად ვართ კმაყოფილია, ძალიან მოკედლებულია ჩემზე და ერთად ყველაზე კარგად ვგრძნობთ თავს !

მე მიყვარს ჩემი დიდი ბიჭი !
ერთის გახდა :)

суббота, 16 июня 2012 г.

თემუკა და მისი დამოკიდებულება :)

Автор: ჯუნა на 6/16/2012 0 коммент.
წარმოიდგინე, მთელი შენი ცხოვრება, რაც დაიბადე, აკეთებ ერთი და იგივე რაღაცას. ეს რაღაც შენ ძალიან გიყვარს, ამაზე გარკვეული კუთხით დამოკიდებული ხარ, ამით ნაყრდები, მშვიდდები, ამით იღებ სითბოს, სიყვარულს, თვითდაჯერებულობას... და ერთ დღესაც ამ რაღაცას უცებ წაგართმევენ... საუბარია თემუკაზე და მის ძუძუზე :)
დღეს ჩემი ბიჭი ნერვოპათოლოგთან მყავდა, მაგრამ ეს ვიზიტი უფრო ფსიქოლოგის კონსულტაციას ჰგავდა... ამ ქალმა ისე ნათლად დამანახა რას გრძნობს ჩემი შვილი, რაზეც მილიონჯერ მქონდა ნაფიქრი, მაგრამ ამ კუთხით არასდროს გამიაზრებია.
მას მე წავართვი ის, რაც ძალიან უყვარდა და რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამის გამო კი თურმე თემუკა სტრესშია, ეშინია მეც არ მივატოვო... :(
ამიტომ დამაგდო და არ მშორდება კისრიდან, ამიტომ არ იძინებს, ამიტომ ღამე ირჩევს სასწაულ პოზებს: სძინავს თავით ჩემს მუცელზე ან მკერდზე..... რომ იგრძნოს დედის სუნი და არ დამკარგოს ძილში... ამიტომ იღვიძებს ხშირად და დამხედავს ხოლმე ვარ თუ არა მასთან, გადამხვევს თავის ხელს და ზოგჯერ მიჭერს ისე, რომ მტკივა...
დამამშვიდებელ-დასაძინებელი წამლის გამოწერაზე მივიღე სასტიკი უარი, რადგან ბავშვი არის ჯანმრთელი. ეს იცი რას გავსო? აი, შენ რომ გშია და წამალი დაგალევინონ რომ დამშვიდდეო... მას აკლია ცხოვრებაში რაღაც, რაც უყვარდა, რაც უნდოდა და ამას განიცდის, ნერვიულობს, არაკომფორტულადაა და რად უნდა წამალი... უბრალოდ გაგიჭირდებათ, მაგრამ ეს ეტაპი ერთად უნდა გადალახოთო...
სულ ერთად უნდა ვიყოთ, არ უნდა ვუყვირო, სულ უნდა ვეფერო, ძილშიც არ უნდა მივატოვო და ცოტა ხანი მის ჭკუაზე ვიარო... თემუკა უნდა მიხვდეს, რომ დედა გვერდითაა და მის მიტოვებას არ აპირებს !
კიდევ მითხრა, რომ ძალიან ჭკვიანი შვილი მყავს (რათქმაუნდა მესიამოვნა, თუმცა ვერ მივხვდი ასე უცებ როგორ მიხვდა და საიდან მივიდა ამ დასკვნამდე);
და კიდევ ის, რომ ძალიან მესაკუთრეა, რაც სრული სიმართლეა და სავარაუდოდ ეს ხასიათი მომავალშიც გაყვება, რაშიც ეჭვიც არ მეპარებოდა :) მეც მესაკუთრე ვარ და გიო ჩემზე უარესი, ამიტომ ბავშვი მეზობელს ვერ დაემსგავსებოდა ცხადია :)
და კიდევ ერთი ფაქტი, რაც ამ სიტუაციის შედეგად გვაქვს: სიგარეტს რომ დაანებებს კაცი თავს უაზროდ იწყებს ჭამას და წონაშიც იმატებს, თემუკასაც ასე დაემართა ძუძუს შემდეგ :) ბავშვს ვეღარ ვაძღებ, სულ შია :)

пятница, 1 июня 2012 г.

გაუფრთხილდით ცოლებს !

Автор: ჯუნა на 6/01/2012 2 коммент.
ჩემს ძმას ერთი მეგობარი ჰყავს... ადრეულ ასაკში მოიყვანა ცოლი და უკვე შვილიც გაუჩნდათ. ვიცნობ, ნორმალური ბიჭია, თითქოს არაფერს აშავებს, მაგრამ სასტიკად არ მომწონს.... ისეთი კარგი ცოლი ჰყავს, ნაზი და ძალიან ლამაზი, ხუჭუჭა თმებით, ჰაეროვანი.... თვითონ კი ველური ბაბნიკი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს... ქალს რომ პატივს არ სცემს და ოჯახი, მაპატიეთ და, კიდია.... დასასვენებლად მარტო დადის, მეგობრებთან რესტორნებში ცოლი არ დაჰყავს და მარტო დასეირნობს ხან სად და ხან ვისთან....

ხანდახან ვფიქრობ ჩემგან კარგი სახალხო კი არადა, ქალთა უფლებების დამცველი დადგებოდა-თქო... ვერაფრით ვეგუები უბედურ და დაჩაგრულ ქალებს და იმდენად მძულს კაცი, რომელიც ამის მიზეზია.... ქალს პატივს არ სცემს, აგინებს, შეურაცხყოფს, ცუდ სიტყვებს ეუბნება და გულს ტკენს... არ მომწონს, როცა კაცის სიტყვა კანონია და ქალის აზრი არაფერს ნიშნავს, არ მომწონს როცა ქალი არ ერკვევა ოჯახის ფინანსებში, ვერ ვგებულობ, როცა ქალმა არ იცის სად მუშაობს და რას აკეთებს მისი ქმარი....
არ მომწონს როცა სამყარო მრგვალია და ყველაფერი მამაკაცის ირგვლივ ტრიალებს.... საჭმელი - მიართვით, ტანსაცმელი - გაუმზადეთ, ბავშვის ტირილმა - არ შეაწუხოს და პლუს ამ ყველაფერთან ერთად: ქალო მოვლილი იყავი, თორემ აღარ მომეწონები და სხვასთან წავალ...!
ისეთი სურვილი მაქვს ასეთი კაცები ვცემო... იმიტომ, რომ არ იციან ქალის ფასი, არ აქვთ სურვილი ხელის გულზე ატარონ საკუთარი ცოლი, არ მოუვათ აზრად რომ მის სამსახურზე ბევრად დამღლელია დიასახლისობა... ვერ დაინახავენ მის შრომას, არ გაუჩნდებათ სურვილი, ხელი მოკიდონ და იზრუნონ მასზე, გაანებივრონ, სიურპრიზები გაუკეთონ, არ მოენატრებათ მათი ღიმილი და გულგრილი დარჩებიან მათი ცრემლების მიმართ....  

მათ არც კი იციან ალბათ რამხელა სიყვარული შეუძლია ქალს, რამხელა ძალა აქვს მას... და არც ის იციან რა ცოდოა დაჩაგრული და სულიერად მიტოვებული ქალი... 

ჩემი აზრით იდეალურ ოჯახში ყველაფერი აგებული უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთსითბოზე, ურთიერთზრუნვაზე.... კაცი, ისევე როგორც ქალი, რათქმაუნდა, უნდა ფიქრობდეს თავის სიტყვებზე, მანამ სანამ იტყვის...

ერთ-ერთ გადაცემაში ერთ-ერთ მსახიობს ვუსმენდი, რომელიც თავის მეუღლეზე და მათ სიყვარულზე ყვებოდა. ამბობდა: იმდენად მიყვარდა, ხელის დაკარება მეშინოდა,  რომ რაიმე არ ტკენოდაო...
კიდევ აღარ მახსოვს რა ილაპარაკა, მაგრამ ზოგადად ამ კაციდან მოდიოდა იმდენი სითბო, რაღაც სასწაული ზრუნვა ცოლის მიმართ, სიტყვები: სიფაქიზე, სისათუთე, სინაზე.....:) რაღაც კუთხით ეს სასაცილოა, კაცი ჩმორად ხომ არ უნდა გადაიქცესო შემედავებით ალბათ....

ზომიერება მეგობრებო !

მთავარია დიდი სიყვარული, რომელიც თვითონ გაპოვნინებთ სწორ საზღვრებს, ჩარჩოებს... თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ  აყვეთ ამ გრძნობას.... არ გადაიქცეთ ეგოისტად და არ ჩაკლათ იგი ყოველდღიურობაში... 

В этом гаджете обнаружена ошибка

მსგავსი პოსტები

Related Posts with Thumbnails
 
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review