четверг, 25 декабря 2014 г.

მხოლოდ ჩემს განზომილებაში

Автор: ჯუნა на 12/25/2014 0 коммент.
დედამიწა მრგვალია და ტრიალებს
ამ დედამიწაზე შენთან ერთად სხვაც ტრიალებს.... შენს ირგვლივ, პირდაპირ თვალდათვალ, დროდადრო თანდათან, ფეხდაფეხ კარდაკარ, სხვადასხვა გზადაგზა.... სულ სხვა განზომილებაში, სულ სხვა ქუჩაზე, არა გვერძე, სხვა ზრუნვით და სხვა შეგნებით, სხვა გრძნობებით, ტკივილით და სიყვარულით
მაგრამ
შენი იმედით, შენი რწმენით, შენი ერთი გულის შიგნით, ერთი ფიქრით, ერთი ტყავით...
რჩევა რომ მისი ძვირფასი, იმედი რომ მისი მარადიული, რწმენა რომ მისი ძლიერი, სიყვარული რომ მისი მისაბაძი, თამაში რომ მასთან არასოდეს, შიში რომ ნებისმიერი მასთან დაძლეული, სიხარული მისი რომ ყველაზე გასახარი, განწყობა რომ მისი ყველაზე გადამდები.... ბევრი სიტყვით, სრული თავისუფლებით, გაძლიერებული, გაკეთილებული, გათამამებულიც, გაგულწრფელებული, გამორჩილებული, გათბილებული..... და სანაცვლოდ მხოლოდ იგივე. სხვა მეტი არაფერი.
ეს არის მეგობრობა :)
კარგია ;)

среда, 17 декабря 2014 г.

ღამის მუზები :)

Автор: ჯუნა на 12/17/2014 0 коммент.

მოდი, შემოდი, დაჯექი ჩემო....
რა იყო? რატომ გაქვს თვალებში დაღლა
მე გადაგღალე? მაპატიე, მიყვარხარ ალბათ
მინდა სულ მაღიარო, მეფერო ბავშვივით
ხელი გადამისვა თავზე სიყვარულით,
მინდა ვერ ხედავდე უჩემოდ სინათლეს,
მინდა ჩემით უყურებდე სამყაროს სილამაზეს,
მინდა ჩემით გეწყებოდეს დილა მზიანი
და ჩემით აღამებდე ყოველ დღეს უიღბლოს,
რა გავაკეთო თუ კი არ მიზიდავს სიყვარული მალვით და ფარვით
რა გავაკეთო თუ კი მინდა მიმტკიცებდე სამყაროს კოცნით ....
როგორ გაგაწვალე... ვიცი... მაპატიე
ალბათ უფრო ბედნიერი იქნებოდი სხვასთან და სხვა სადმე....
როგორ არ მომწონხარ ასეთი დაღლილი,
როგორ არ მიყვარხარ ასეთი უნირო
უფერო, უსხივო, უთბილო, დაცლილი
გულგრილი არ გახდე, არ გადაგიყვარდე
თუ გინდა მომთხოვე, გავხდე ადეკვატური
გიყვარდე, ჩამეხუტე,
მე თვალებს გიფერადებ,
ჩემო სილამაზევ....
როგორ მიყვარხარ რომ იცოდე იოტისოდენად
გადაირეოდი ზედმეტი ტვირთისგან, შიშისგან ....
იფიქრებდი არ გაგიჟდესო ნეტა ჩემი გოგო ამაღამ
გულში ჩამიკრავდი, აღარ გამიშვებდი სიშორეზე აღარსად....

воскресенье, 14 декабря 2014 г.

მე - არაადეკვატური

Автор: ჯუნა на 12/14/2014 0 коммент.
გული ერთი აქვს ადამიანს. მაგრამ ის მრავალი სიყვარულის უჯრედებისგან შედგება. ჩემში ისინი მრავლადაა. ფერად-ფერადები და ბუშტების მსგავსები... თბილი იასამნისფერები, მკვეთრი ვარდისფერები, ზოგი ყვითელი შემოდგომისფერი და ზოგიც გაზაფხულიანი ყვავილებიანი.... ზოგი თეთრი და ზამთარივით მშვიდი, ზოგი კიდევ ზაფხულივით აჭრილი და გაგიჟებული..... :)
ზოგჯერ ჩაფუშულიც და ღიმილებს მოკლებული;
ზოგჯერ ბოლომდე გაბერილი ენერგიით და ბევრის მუხტებით პირამდე სავსე....

არ ვიცი რამდენად ადეკვატურია გულში ამდენი სიყვარულის უჯრედების დატევა;
არ ვიცი რამდენად ნორმალურია, როცა გგონია, რომ მალე აივსები და სული სხეულში აღარ ჩაგეტევა;
არ ვიცი რამდენად კარგია, როცა ამდენ და ამხელა რამეებს გრძნობ და იტევ.....

ზოგჯერ საკუთარ არაადეკვატურობას ვგრძნობ და მეშინია.... ან იქნებ ზუსტად ჩემშია და სხვა არავისში სიყვარული ადეკვატური....

пятница, 12 декабря 2014 г.

ჩემო

Автор: ჯუნა на 12/12/2014 1 коммент.

მზე ამოვიდა, დილა მშვიდობისა გათენდა ჩემო.....
სხივი ჩაგიდგა ფერად თვალებში და მეც ავირეკლე შენს გულში შიგნით......
ავციმციმდი შენს თვალებში ცისფრად და ჩემი ბავშვური სიხარულისგან გაგისწორდა ნაოჭი შუბლთან.....
სახეგანათებულს რომ გხედავ მიყვარს.....
შენი სიცილი ჩამესმის ყურში.....
დაღლილი ნუ ხარ, ნუ.....
გაისწორე ჩაკეცილი მოწყენილობა ტუჩის კუნჭულთან.... :)
ბედნიერება და იმედი რომ ალამაზებს ადამიანს ეს მარტივი ბანალურობა გეცოდინება ალბათ....
შენც გაგანათოს და ჩემთვის გაგაძლიეროს, ამას გთხოვ მხოლოდ.....
რომ იცოდე როგორ მიყვარხარ გული გაგისკდებოდა ალბათ...... 

четверг, 6 ноября 2014 г.

განმუხტული ოპტიმისტკა :)

Автор: ჯუნა на 11/06/2014 0 коммент.
          
           ჩემი დილა იწყება ჯერ კიდევ ღამე :) მე რომ ვიღვიძებ მზე ჩემს მერე ამოდის.... დიდი, ყვითელი, ლამაზი და ნათელი. შემომანათებს და დღეს ვიწყებთ ერთად: მე და ჩემი ოპტიმისტი მზე. ის სხივიანი და ჭრელთვალება, მე შეძლებისდაგვარად შესაბამისი: თვალებში სხივანთებული, ცეცხლიანი და ენერგიული. ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს და დავადგებით გზას. მერე იწყება: ხალხმრავლობა, ტრანსპორტი, შენობა, ბევრი კომპიუტერი და სულ სხვაგვარი გამოსხივება, წითელი თვალები და ადამიანები, განსხვავებულები ჩვენ - ოპტიმისტებისგან... მოპესიმისტოები და უენერგიოები, თავიანთი საჭიროებებით, ბრალდებებით, სურვილებით და ხანდრებით. მზეც მთელი დღე მემალება და ბატარეაც ჩემს შიგნით ნელ-ნელა ჩამოდის..... თავდება და... ძალიან გრძელი დღის შემდეგ იწყება საღამო. დამჯდარი ენერგიით, უმზეოდ და უსხივოდ. 
          ეს საღამოები ყოველთვის განსხვავებულია: მზის სადარი ჩემი ბიჭი თუ გამათბობს, ბატარეა ისევ დაიმუხტება და საღამოობით უკვე საკმარისზე მეტი ძალა მაქვს იმისთვის, რომ ვიგიჟო და ვიფრინო. 
          მთელი ჩემი ცხოვრებაც ეს არის: ვარ ხან დამუხტული, სავსე და ცეცხლიანი, ხანაც ცარიელი, უსულო და უსხივო. აზრს ვეძებ, აზრს.........................

среда, 15 октября 2014 г.

ყოველდღიურობიდან...

Автор: ჯუნა на 10/15/2014 0 коммент.
           მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, საკუთარი თავისადმი პრეტენზიებით ვცხოვრობ....
           პრეტენზია მაქვს რომ ძალიან ძლიერი ვარ, პრეტენზია მაქვს რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ, პრეტენზია მაქვს რომ მიზანდასახული და პრინციპული ვარ, პრეტენზია მაქვს რომ პატივისცემას ვიმსახურებ და სულაც არ მაინტერესებს თუ სწერვოზულ და ავადმყოფურად საკუთარ თავში დარწმუნებულ ქალად მთვლიან, იმიტომ რომ პრეტენზია მაქვს, რომ ასეთი არ ვარ.  

           ძალიან იშვიათად ხდება როცა გატეხილი ვარ და თავს ცუდად ვგრძობ, როცა რწმენა მაქვს დაკარგული და ვერ ვინძრევი, როცა არც ემოცია მაქვს და არც არაფრის კეთების ხალისი და მუღამი.... რის გამოც არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, გულში ყოველთვის ყველაფერს მაინც მამაჩემს ,,ვაბრალებ» და ტირილით ვსკდები ფიქრებით: ის რომ იყოს, ასე არ მოხდებოდა.... ღმერთმა იცის რა შუაშია მამაჩემი როცა სამსახურში ვიგრუზები, ან როცა გიოს ვეკამათები, ან როცა თემუკა ავადაა, ან როცა მანქანა მიფუჭდება ან...... სულერთია. ის რომ იყოს ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება ჩემთვის. რაღაც დასაყრდენი კედელივით, რომელთანაც არაფრის შემეშინდება, რომელთანაც შემეძლება აღარ ვიყო ასეთი მაგარი და ყველაფრგამძლე, რომლისთვისაც სულ ბავშვი ვიქნები და ამ ბავშვობის არ შემეშინდება, რომელიც სულ ჩემზე და სულ სხვაგვარად იზრუნებს....
          ზოგჯერ ძალიან ვიღლები ამდენი საკუთარი თავისადმი პრეტენზიებით........ მინდა უფრო მარტივი და ტკბილი ვიყო, მაგრამ ნე დანო :)

среда, 23 июля 2014 г.

First class ticket

Автор: ჯუნა на 7/23/2014 0 коммент.
           კარგა ხანია ვფიქრობ როგორ დავიწყო ამ პოსტის წერა, გუშინ ჩემმა შვილმა დაძინების წინ, როგორც ჩვევია ხოლმე,  ბრძნული აზრი ,,წამოროშა“:  
        - დედა, დიდი რომ გავიზრდები, გთხოვ ხელი აღარ მომკიდო და მე რაც მომინდება იმას გავაკეთებ, შენ არ მეჩხუბოო....
          ჰოდა მივხვდი რომ ეს პოსტი ზუსტად ამით უნდა დამეწყო.... ყველაზე მეტად არ მიყვარს დედის კალთას გამოკერებული ახალგაზრდები, მთელი ცხოვრება რომ უქონლობას, უმოტივაციობას, უინტერესობას, უამბიციობას მშობლებს აბრალებენ.
ჩვენს დროში ასეთი ახალგაზრდები თითქმის გადაშენების პირასაა, ყოველ შემთხვევაში ჩემს ირგვლივ, ჩემს გუნდში.
          ჩემთან, კრისტალში, მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ისახავენ მიზნებს, აჟიტირდებიან, უამრავს შრომობენ მათ მისაღწევად, აჩვენებენ შედეგს სხვებს და საკუთარ თავს, დამსახურებულად რეგულარულად ზეიმობენ წარმატებას, მაგრამ არასდროს ჩერდებიან კმაყოფილების განცდით და მუდმივად დგამენ ნაბიჯებს წინ, წინ - ბედნიერებისკენ.  ციდან ვარსკვლავებს წყვეტენ და სულაც არ ჰქონიათ რომ ეს შეუძლებელია.
          რატომ ვწერ ამ ყველაფერს: კრისტალი გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს. გვაქვს ვაკანტური ადგილები საზაფხულო სკოლაში, სადაც იქნება დიდი კონკურსი, ბევრი საფეხური, მაგრამ თუ თქვენ ყველა ამ ეტაპს წარმატებით გაივლით და მოხვდებით 3 კვირიან უმაგრეს სკოლაში, თქვენც დაიჯერებთ რომ ციდან ვარსკვლავის მოწყვეტა შეიძლება !
          გელოდებათ:
-        -   პიროვნული განვითარება
-         -  ინოვაციური სწავლება
-         -  უდიდესი გამოცდილება
-         - უმაგრესი ტრენერები და
-         - დრო, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ და რომლის ნოსტალგიაც გექნებათ სულ

          რაც მთავარია, თქვენს სწავლას მთლიანად აფინანსებს კრისტალი

    ჩემო კურსელებო (უმეტესობა უკვე ჩემი თანამშრომელია J), კლასელებო და უბრალოდ მკითხველებო, ბევრი არ იფიქროთ, შეავსეთ განაცხადი! ეს შანსია, რომელიც აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ....! 

                                                                                Come swim with us!!!

суббота, 21 июня 2014 г.

დე, გილოცავ !!!

Автор: ჯუნა на 6/21/2014 1 коммент.
          გამარჯობათ მონატრებულო მკითხველებო J

          დღეს 21 ივნისია, მაშასადამე დიდი დღეა,  ზუსტად 3 წლის წინ 17.30 წუთზე გაჩნდა თემო გიორგის ძე ლოლაძე :) დედას ცხოვრება და სიხარული )) სულ მეცინებოდა ხოლმე იმ დედებზე შვილებზე ლაპარაკით რომ ჭედავდნენ ყურებს, ყველა ფიქრი, საუბარი და თემა მათით რომ იწყებოდა, გრძელდებოდა და მთავრდებოდა.... მაგრამ თურმე ეს ძალიან ბუნებრივი რამ ყოფილა და არანორმალურობაა როცა ასე არ ხდება....ახლაც ვწერ და მომღიმარე სახე მაქვს, მოგიწევთ აიტანოთ მომავალი წუთნახევარი თემოს ქების კითხვა )) 
          ჩემი ბიჭი 3 წლის გახდა. დამიჯერეთ, მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ არ არსებობს მომენტი, როცა მე მიჭირს და სიტუაციას ვერ ვძლევ, რადგან ყოველთვის ვიცი, რომ სახლში მომღიმარი და თბილი ბიჭი მელოდება, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარვარ, ისევე როგორც მე მიყვარს, ვიცი რომ ყოველთვის ჩამეხუტება და მკითხავს: დედა რაზე ნერვიანობ? დედა ვინ გაწყენინა? არც კი ვიცი ამდენი სიჭკვიანე, სითბო და სიტკბო საიდან ეტევა ამ 93 სანტიმეტრ არსებაში? 
          დე,  შენ ჩემი მზე ხარ, ჩემი წამალი ხარ, ენერგია ხარ, სითბო ხარ... შენ ხარ ის, ვისთვისაც მე ყოველთვის მზად ვიქნები ყველაფერი გავაკეთო და ვისთვისაც მინდა მოვკრიბო ყველაფერი კეთილი, ნათელი, მზიანი, ლამაზი, კარგი ირგვლივ და  ჩაგიდო შიგ გულში, რომ გაიზარდო ადამიანური... მამაჩემი მიწერდა ხოლმე ასეთ წერილებს და ბოლოს აწერდა ისეთი გოგო გაიზარდე, რომ ყველამ თქვას ეს რა დედას გაუზრდიაო... მაშინ რომ ვკითხულობდი ისეთი ბებრული მეჩვენებოდა ეს სიტყვები )) ახლა მეც იგივეს გიწერ ბოლოს დე... მინდა ისეთი ადამიანური ბიჭი გაიზარდო, რომ შენზე თქვან ეს რა დედას გაუზრდიაო...მინდა ჩვენი სიყვარული ყოველთვის გეამაყებოდეს, მინდა ჩემს გვერდით ყოველთვის ძლიერად იყო და მინდა მეც მქონდეს იგივეს იმედი შენს გვერდით. ძალიან მიყვარხარ :*

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review