среда, 24 марта 2010 г.

«ბავშვი მომინდა ამ 21 წლის გოგოს»

Автор: ჯუნა на 3/24/2010

ბევრი ბლოგერის კარგი პოსტი წამიკითხავს დედობრივ ინსტინქტებზე.
ციტატა (სამწუხაროდ არ მახსოვს ვისი): «ბავშვი მომინდა ამ 21 წლის გოგოს»
მეც ზუსტად ეგ მჭირს :) რაღაც აკვიატებული მაქვს, შვილი მინდა ძალიან ))
საერთოდ ამ თემაზე ბევრს ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია მიყვარს, მომბეზრდა ეს ქრონიკული მონატრების გრძნობა და მასთან ყოფნა უაზროდ მინდა, მაინც ხანდახან საკუთარ თავს ვუტყდები, რომ ჩემს ასაკში დაოჯახება ცოტა ადრეა. საქმე იმაში არაა, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ ან არსებობს საშიშროება რომ აზრი და ხასიათი შეგვეცვლება....... არა. უბრალოდ იმდენი რამე მინდა გავაკეთო, იმდენი გეგმაა ჩემიც და გიოსიც, რომელიც ეხება სწავლას, კარიერას, საზღვარგარეთს.... ასე თუ ისე, როგორ თავისუფლადაც არ უნდა დარჩე დაოჯახების შემდეგ, არის ზოგი (ბევრი) რამ, რისი დათმობაც მოგიწევს. განსაკუთრებით ქალისთვის, რადგან მამაკაცი იმდენად ოჯახს მიჯაჭვული არაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს მშვენივრად ვაცნობიერებ, ბავშვი მაინც ძალიან მინდა :)
პატარას დანახვაზე გულები მენთება თვალებში და შუბლზე მეწერება «მეც მინდა».
ბავშვების პაწუა ტანსაცმელს რომ ვხედავ ხო ვგიჟდები საერთოდ. ლამის ვიყიდო. ერთი ორჯერ ძალით გამომიყვანა გიომ მაღაზიიდან))
არ ვიცი რატო გვერთვება ქალებს ასე ნაადრევად ეს დედობრივი ინსტინქტები მაშინ, როცა მამაკაცებს ამ ასაკში მსგავსი არაფერი აქვთ. ჩემი 4 წლის ბიძაშვილიც კი კუკლებს შვილოს ეძახის, დიდი სერიოზულობით უმზადებს საჭმელებს და ენის მოჩლექით ელაპარაკება. აი ამ სცენას რომ შევესწარი მივხვდი, რომ არანაირი გადახრა არ მჭირს და ეს ჩვენში ბუნებრივად ზის))
სადღაც წავიკითხე რომ მამები თავიანთ სიყვარულს, ინსტინქტებს, პასუხისმგებლობას, ბავშვი რომ დაიბადება მერე გრძნობენ მხოლოდ. ანუ მათში ეს ყველაფერი უფრო ნელა ვითარდება.
საერთოდ რეალისტები არიან კაცები და გრძნობებს ნაკლებად ყვებიან ))
ნუ რა შემიძლია ვთქვა. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ადრე თუ გვიან ყველანი: მეც, თინიც, LiLaC-იც........ გავხდებით დედები.
იმედია კარგი დედები :)

3 коммент.:

Анонимный комментирует...

mm...ra kargia <3
diax, diax, kargi dedebi :*

ჯუნა комментирует...

:-) :*

სიყვარულოვნა комментирует...

რაც თავი მახსოვს ყოველთვის მინდოდა დედობა და შვილი...
ჩემს გარშემო თუ ვინმეს ყავდა პატარა ბავშვი მეც იქ ვიყავი დარჭობილი. ლამის დედისთვისაც გამომერთმია და მე მეჭმია ხოლმე.
ცოტა ხნის წინ მამიდაშვილი შემეძინა და ეხლა იქ ვარ. კიდევ კაი ახლოს ცხოვრობს ყოველდღე თუ არა დღე გამოშვებით მაინც ვნახულობ. და კიდევ უფრო მემატება სურვილი შვილის ყოლისა =(( რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ კარგი დედა ვიქნები

3 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review