пятница, 25 июня 2010 г.

პოსტი დედაზე

Автор: ჯუნა на 6/25/2010

მგონი არავის დავუთაგივარ, მაგრამ ძალიან მომეწონა პოსტები რომლებიც წავიკითხე თემაზე ვის ვინ უყვარს თუ რაღაც მსგავსი......
ჩემი ბლოგი ალბათ მეტზე არაფერზეა თუ არა სიყვარულზე :)
ამ პოსტში კი სულ სხვა რამ მინდა დავწერო.....
ახლა კომპიუტერთან ვზივარ დროის გასაყვანად და თან დედაჩემს ველოდები.... დედაჩემს, რომელიც ზუსტად 2წელია არ მინახავს.
ძალიან დამღალა მისმა მონატრებამ, აი ისეთმა მონატრებამ ტკივილში რომ გადადის და უძლურობისგან გირჩევნია ამაზე საერთოდ არ იფიქრო....
მიყვარს! რათქმაუნდა მიყვარს. ამაზე თბილი რა უნდა იყოს ან ამაზე სუფთა ან ამაზე ახლო..... მიყვარს დედასავით, ყველაზე ახლობელივით, მეგობარივით.... არასდროს ყოფილა ჩემთვის მხოლოდ დედა და ყოველთვის იყო ბევრად მეტი. ყოველთვის შემეძლო მისთვის გამემხილა საიდუმლოებები, თუმცა ისედაც ყველაფერი იცოდა ჩემზე და არასდროს მიგრძვნია მისგან არაადეკვატურობა რაიმე საკითხში.
არასდროს მოუთხოვია ჩემთვის იმაზე მეტი, ვიდრე ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა. ყოველთვის მზრდიდა სწორად და მაძლევდა იმას, რაც მე იმ მომენტისთვის მჭირდებოდა....

ახლა როცა უკვე 20 წლის ვარ, მე მაქვს მისდამი შვილურთან ერთად სხვაგვარი დამოკიდებულებაც.... გაცხოველებული სურვილი მასზე ვიზრუნო და არასდროს დავინახო მის სახეზე სევდა.... ავარიდო ყველა დარდი, ჩავკეტო მხოლოდ სითბოში, სიყვარულში და არ ვანახო ბოროტ ხალხს. თითქოს ის იყოს პატარა, მე კი მასზე ბევრად დიდი და გამოცდილი.... უბრალოდ მინდა ბედნიერი იყოს და ამას წამდაუწუმ ვიმეორებ.... მინდა მინდა მინდა ძალიან მინდა!!!!!!!!
დაახლოებით 1 საათში ვნახავ და მომემატება ბევრი ბედნიერება ))
იმიტომ რომ ჩემი პატარა ოჯახი გამთლიანდება))

5 коммент.:

სიყვარულოვნა комментирует...

რა თბილი პოსტი იყოო... = ))
რატომ არ გინახავს? აქ არ არის?
სურათებზე შენი დედიკოა ხო? რა სიმპატიურიააა... = )))

LiLaC комментирует...

dzaan sayavreli postia, bednierebas gisurvebt shenc da shens lamaz dedikosac :*

Natalie Saginashvili комментирует...

ძალიან ლამაზი და თბილი პოსტი იყო :) ძალიან მესიამოვნა :)

ღმერთო, რა ბედნიერებაა რომ არსებობს ისეთი ადამიანი, როგორიცაა – დედა!

maito комментирует...

მე კი 5 წელია დედა არ მინახავს :(:(:(:( მიყვარს? არა კი არ მიყვარს, ვგიჟდები დედაზე :* როგორ მომანდომა ამ პოსტმა დედიკოს მკლავებში ნებივრობა, როგორ მომანდომა ბავშვობაში დაბრუნება და უბრალოდ დედობა, მინდა მეც ვუყვარდე ვინმეს ისე, როგორც მხოლოდ დედები უყვართ :*

ჯუნა комментирует...

ნათია კი დედაჩემია ფოტოებზე)) მოსკოვში იყო და რაც ჩამოვედი არ მინახავს.
LiLaC, Natalie დიდი მადლობა :*
maito იმედია შენც მალე ნახავ შენს დედიკოს)) სიყვარულს რაც შეეხება, გეყოლება შენც შვილი და ზუსტად ასე ეყვარები :)

5 комментариев:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review