среда, 2 июня 2010 г.

სტუდენტის პრობლემები

Автор: ჯუნა на 6/02/2010
"ქე მიხსენებია ერთი-ორჯერ ჩემი შვილიშვილები თქვენთან. სულ უფროსი, კახუნიე, ჩვენი ორმაგათ გაერთიანებული დიდი უნივერსიტეტის სტუდენტია, კაი ბიჭი ნამეტნავად, მარა, მაგას რო უყურებთ, მისი წონა ფულები გვიზია ოჯახს. მოწყობაში კი არ გადაგვიხდია (ნეტა, ქე გადაგვეხადა ერთხელ და მაგით მორჩენილიყო საქმე!)! არა, ჩემო ბატონო, მაგის პატივცემულ პრაფესორ-მასწავლებლების წიგნების ყიდვას ვერ ოუვედით.
წლებია! დაბეჭდილ ნაშრომებს თხოვენ, თურმე, იმ ჩემი ცოდვით სავსეებს, ხოდა, გადმოწერენ ესენიც საცხა-საცხაიდან რაღაცეებს, დაბეჭდავენ იაფფასიან სტამბებში და ყიდიან მერე თავიანთ სტუდენტებზე. ორმაგი მოგება აქვთ: ნაშრომი - ნაშრომად ეთვლებათ (ვაი და ვუი ჩვენს სამამულე მეცნიერებას ამათ ხელში!) და "ორი კაპიკიც" ქე შოუდით ამ გოგო-ბიჭების ოჯახების ხარჯზე. ყველა უსაქმური და უნივერსიტეტში შემთხვევით მოხვედრილი კი არაა, ჩემი კახუნიესავით კარქათ ბევრი სწავლობს, მარა, წიგნი თუ არ იყიდა, უნდა დეემშვიდობოს ჩათვლას და კაი ნიშანს.
კახუნიეს ერთი ქარაქუცა კურსელი ყავს, მაკა, თავის დღეში წიგნი რო არ გადაუშლია. იმას იტალიიდან უგზავნიენ დედა და მამიდე ევროებს, ქე ყიდულობს ეს გოგო ყველა წიგნს და აქვს, სამაგიეროთ, ჩაწიკწიკებული კაი-კაი ნიშნები. ერთი კიდო ჩემფერი ბეხრეკი ბერიკაცი ასწავლის თურმე ყოფილ ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ სპეციალობას (არ დავასახელებ, ქვეყანა იცნობს და საბოლოოთ მეეჭრება თავი), გამოართვა წიგნის ფული ჩემ მეზობელ გოგიეს და წიგნიც არ მისცა თურმე: რათ გინდა, ბიჭო, ტყვილა რო დეიდო შკაფში, მაგის წამკითხველი ხარ შენო? არადა, გოგიე კაი ბოვშია, ნიჭიერი, განათლებული. შეხვეწნია: ბატონო იმანო, რავა არ მაინტერესებს, ერთი-ორი მათხოვე მაინცო.
დიდუუ, რამდონი ასეთი შემთხვევა უნდა გევიხსენო!
მარა, ის მაინც თლა ნამეტანია, საცხა-საცხა გასაყიდათ დადებულ წიგნებს შედარებით პატარა ფასი რო ადევს და სტუდენტებზე სამჯერ და ოთხჯერ მეტ ფასში ყიდიენ.
გოუკეთეთ, კაცო, შეღავათი ამ ბოვშებს და მათ ოჯახებს. ოთხი და კიდო ორი წელი სულ თქვენ რჩენაში ხო არ ვიქნებით!"

სამწუხაროდ, აღარ მახსოვს ვის ეკუთვნის ეს ნაწერი და არც ის მახსოვს, რომელი საიტიდან აღმოჩნდა იგი ჩემს კომპიუტერში, მაგრამ ერთი კი ვიცი ძალიან მომეწონა ნაწერი, დავაკოპირე და შევინახე, რადგან ბევრი ნაცნობი სიტუაცია ვიპოვე მასში.
თითქმის ყველაფერი, რაც აქ წერია ხდება ჩემთანაც.
მაგრამ ამ პოსტით კიდევ სხვა რამეზე მინდა ვთქვა:

მე ვერაფრით გამიგია სტუდენტზე ჩაჯინების შემთხვევები, გადაკიდების შემთხვევები...
მე ვხედავ მკვეთრ სხვაობას მოსკოვის ლექტორებსა და ქუთაისის ლექტორებს შორის.
იქ ყველანაირი სტიმულაციით ცდილობდნენ სტუდენტების დაინტერესებას. მინიმუმი დაინტერესება და მონდომება დანახული იყო, ცდილობდნენ შენს გახარებას და პროცესის ისე წაყვანას, რომ უფრო და უფრო გაგჩენოდა სურვილი ყველაფერში ჩაღრმავების, გიჩნდებოდა სურვილი მეტი გეკეთებინა, რადგან იცოდი ეს აუცილებლად დაგიფასდებოდა. რათქმაუნდა სწავლა შენს ინტერესებშია და ლექტორი სულაც არაა ვალდებული კოჭი გიგოროს, რომ როგორღაც თავი მოგაწონოს, მაგრამ არც ამდენს ვითხოვ. ამდენი არც არის საჭირო.
უბრალოდ, აქ, ყოველ სემინარზე მივდივარ как на бой, აქ სულ მიწევს საკუთარი თავის გატანა, სიტუაციის გარკვევები, სულ დაძაბული ყოფნა, რომ რამე არ გამომრჩეს, რამე არ დამაკლდეს....
არც ისე მინდა გამომივიდეს, თითქოს მე გენიოსა "ბოტანიჩკა" ვარ და საწყალს სულ მჩაგრავენ, მაგრამ მაშინ, როცა კურსის 80% სეირნობს და 5–6 ადამიანი მე–5 ლექციაზე ვრჩებით, იმისთვის, რომ რაღაც სემინარი ჩავაბაროთ, მიჩნდება კითხვა: რატომ არ შეიძლება ეს იყოს დანახული ლექტორის მიერ და მისი ობიექტურობის დასამტკიცებლად რატომ უნდა ბოდიშით და მიჩიჩხინოს მან ყოველი წინადადების ყოველ სიტყვაზე იმ სიხარულის მოლოდინში, რომ როგორღაც მაინც ჩამჭრის?

Комментариев нет:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review