კიდევ ერთი ლამაზი დილა გათენდა
და რატომღაც დღეს, როგორც არასდროს ისე მინდა ვთქვა მადლობა
მადლობა იმისთვის, რაც მაქვს დღეს და მადლობა კიდევ იმისთვის, რისი იმედიც მაქვს რომ მექნება.
რომ გაგვითენდება კიდევ ბეევრი ლამაზი დილა და კვლავ ერთად ვიქნებით ჩვენ ყველა და ჩვენი ბედნიერება
რომ თბილ მყუდრო სახლში შეყუჟული კიდევ ბევრჯერ დავტკბები წვიმის წვეთებით და გამიტაცებენ მხოლოდ ტკბილი მოგონებები
რომ ისევ დავწერ ჩემს სიყვარულზე, უძილარ ღამეებზე და საკუთარ დასკვნებზე, რომლებიც თითქმის ყოველთვის იქნება ოპტიმისტური და ჯანსაღი
რომ ყოველთვის მივცემ საკუთარ თავს უფლებას ვიყო ისეთი, როგორიც ვარ სინამდვილეში
რომ არ შემრცხვება ჩემი წახნაგების და იოლად დამინახავს სხვა
რომ არ მომიწევს საკუთარი თავის გამოგონება ან საკუთარი ცხოვრების სცენარივით დაწერა და თავს უფლებას მივცემ ვიყო სპონტანური
რამხელა ბედნიერებაა იმის შეგრძნებაში, რომ სწორ გზას ადგახარ და ბევრი არასწორი ნაბიჯის თუ დიდი ცხოვრების შემდეგ ამხელა სამყაროში იპოვე რაღაც შენი: შენი წილი პატარა სამყარო, სადაც შეგიძლია შემოიკრიბო ყველა, ვინც გიყვარს იცხოვრო მხოლოდ მათთვის და აქ მაინც არ ექნება ადგილი შურს, ბოროტებას და ტყუილს.
ყოველთვის იქნება პატარა გადახვევები, შეცდომები, მერე სინანული.... და ისევ მადლობა თუ ამის გამოსწორება არასდროს არ დამიგვიანდება.
ხანდახან ისე მძაფრად მთელი ჩემი აზრით, გულით, სხეულით, გონებით ვგრძნობ რომ სიცოცხლე ძალიან მინდა!
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
0 коммент.:
Отправить комментарий