воскресенье, 9 мая 2010 г.

ყველა ცოდოა სიკვდილისთვის თუ სიკვდილი შვებაა ადამიანისთვის?

Автор: ჯუნა на 5/09/2010
ყველა ცოდოა სიკვდილისთვის თუ სიკვდილი შვებაა ადამიანისთვის? ჭირისუფლობა შავები და "საპაკაზუხო" გლოვაა თუ ცხოვრების ჩვეულებრივი გამგრძელებელიც შეიძლება იყოს ჭირისუფალი? სიკვდილი უნდა იწვევდეს შიშს? ალბათ მარტო იმიტომ, რომ გაურკვევლობაა.... მეგონა არ მეშინოდა მისი, მაგრამ ისე მთრგუნავს... ყველას გარდაცვალება ნაცნობის თუ ახლობლის თუ უბრალოდ ყურმოკრულის. როგორ საოცრად მოქმედებს... მერე დავდივარ რამდენიმე დღე გაშტერებული და მარტო ამ ყველაფერზე ვფიქრობ. უსულო სხეული, ცივი სასახლე, ჭირისუფალი ზოგი გულწრფელი, ზოგი მოვალეობის მომხდელი, ზოგი საოცრად "პაკაზუხა" და ამიტომ აუტანელი. მერე ცივი მიწა და ქელეხი, სადაც ხალხი ძღება. მამაჩემის ქელეხზე ლამის გავაფრინე ამაზე. მამაჩემი იქ სადღაც მიწაში დავტოვეთ მარტო და ეს ასობით ადამიანი იჯდა და ჭამდა, სვამდა, სადღეგრძელოებს ამბობდა, ლაპარაკობდნენ, თითქოს ისეთი არც არაფერი.... ისეთი რა მოხდა ყველას დასასრული ხომ ეგ არის.
და ის გულწრფელი ჭირისუფალიც შავს გაიხდის, ბევრს იცინებს ან კი რა გინდა ქნას.... მე შვილმკვდარი დედებიც მინახავს მხიარულნი და მოცეკვავე, ან კი რა გინდა ქნან.....
არა, არ თქვათ რომ დრო მკურნალია! პირიქით - რაც დრო გადის მით გენატრება და გაკლია, უბრალოდ აღქმა იცვლება, ეჩვევი და ეგუები საკუთარ უმწეობას, ეგუები იმ აზრს რომ მოცემული სიტუაცია ფაქტია და ვერანაირად შეცვლი.
ადამიანი საერთოდ ყველაფერს ეგუება

6 коммент.:

ლოლიკა комментирует...

ნეტავ ეს პოსტი არ წამეკითხა :(

ჯუნა комментирует...

რატო? ყველაფერი კარგად იქნება ლოლიკა

Katieé.Ge комментирует...

მართალია,
ადამიანს თვითგადარჩენის ინსტინქტი აიძულებს ყველაფერს შეეგუოს და ეს არის ერთადერთი გამოსავალი მაშინ, როცა ვერაფერს ვერ შეცვლი :(
ამას ზოგი გვიან, ზოგი კი სამწუხაროდ ადრე ვაწყდებით ...

სიყვარულოვნა комментирует...

არ მინდა სიკვდილი

ჯუნა комментирует...

შენ ამაზე ჯერ არც უნდა იფიქრო... ძალიან ადრეა ჯერ )

azmarbexliz комментирует...

იმის გაგება რასაც წერ, ალბათ ცოტა ძნელია.მარტო მაშინაა შესაძლებელი როცა საკუთარ თავზე გამოცდი. მგონია რომ ჩემი ფიქრები წაიკითხე. რატომღაც მრცხვენოდა მისი გახმოვანება.

6 комментариев:

В этом гаджете обнаружена ошибка

მსგავსი პოსტები

Related Posts with Thumbnails
 
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review