რამდენიმე წლის წინ ერთი რუსი მეგობარი მყავდა. საკმაოდ ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა,
მიუხედავად იმისა რომ ბევრ საკითხში ჩემგან სრულიად განსხვავებული შეხედულებები ქონდა.
ხოდა გვიყვარდა ხოლმე ფილოსოფოსობა ერთად, რაღაც თემას ავიკვიატებდით და შეგვეძლო მთელი დღე გვეკამათა და გველაპარაკა ამაზე მანამ, სანამ შეხების წერტილი არ მოიძებნებოდა ან უბრალოდ არ მოგვბეზრდებოდა.
ვიქტორიამ მომაწოდა ერთ დღეს აზრი, რომ ყველას ყიდვა შეიძლება. მისი მტკიცებით ყველა ადამიანი იყიდება და ნებისმიერს მოისყიდი, უბრალოდ ყველას სხვადასხვა ფასი აქვს. ზოგი ხარბია, უნებისყოფო და იაფად იყიდება, ზოგის ფასი კი მილიონებს ცდება...
მახსოვს მას ბოლომდე ვეწინააღმდეგებოდი, რადგან გაჩუმება დათანხმებას ნიშნავდა, დათანხმება კი ძალიან მთრგუნავდა და მაშინებდა, თუმცა მაშინ ჩემი პოზიცია ვერაფრით დავუმტკიცე მარტო მას კი არა, სამწუხაროდ საკუთარ თავსაც. ვერაფერი არგუმენტი ვერ გამოვნახე ჩემ სასარგებლოდ, პირიქით - რეალობიდან ფაქტები მხოლოდ მის სასარგებლოდ მაფიქრდებოდა.
ხომ ყველა ადამიანს აქვს სანუკვარი ოცნება, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა მატერიალურით იზომება და ხორციელდება. ზოგი მაგარ სახლზე ოცნებობს, ზოგი თვითმფრინავზე, კარგ განათლებაზე, უზრუნველ ცხოვრებაზე და რავიცი კიდე რაზე არა..... ხოდა თუ ამ ოცნებას გთავაზობენ და კიდე პლუს იმას, რაზეც ვერასდროს ოცნებასაც კი ვერ ბედავდი, შეძლებ კი უარის თქმას?
არგუმენტები სამწუხაროდ არც დღეს მაქვს... არც ის ვიცი ეს როგორ უნდა დავამტკიცო. მაგრამ დღეს, 5 წლის შემდეგ ეჭვის გარეშე იმის თქმა მაინც შემიძლია რომ მე არ მაქვს ფასი. მე არ გავიყიდები. არ გავყიდი საკუთარ პიროვნებას, საკუთარ თავისუფლებას, საკუთარ აზრს, საკუთარ რწმენას, საკუთარ სიყვარულს ან მეგობრობას ვინმესადმი, ირგვლივმყოფ ადამიანებს....
და მე ვფიქრობ ეს რწმენამ მოიტანა. ღვთის შიშმა და საკუთარი თავის პატივისცემამ.
ვიკა ათეისტი იყო. ასე მგონია ათეისტებს ტორმუზი არ აქვთ ცხოვრებაში.
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
1 коммент.:
ძალიან კარგი პოსტი იყო. დამაფიქრებელი და ჭკვიანური. ნამდვილად ყოველთვის ერთგული უნდა იყოს ადამიანი თავისი პრინციპების და რწმენის.
ათეისტებს "ტორმუზი" აქვთ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრ კარგ ათეისტს ვიცნობ, რომლებთანაც უბრალოდ შეთანხმებული ვარ, რომ რელიგიაზე არ ვსაუბრობთ და მორჩა.
Отправить комментарий