суббота, 29 мая 2010 г.

მინდა ბედნიერი იყო

Автор: ჯუნა на 5/29/2010
"აბონენტი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან"..... და ასე 30-ჯერ, 48-ჯერ, 78-ჯერ... როგორ გინდა, როგორ გჭირდება, რომ იმ ერთმა აიღოს ყურმილი და ყველაფერი გაირკვეს, აუხსნა, დაგელაპარაკოს, დიალოგზე წამოვიდეს, ასე გარიყულად არ დაგტოვოს, მოგისმინოს, დაგიჯეროს, გენდოს....
და 27 მესიჯი, რომელსაც აწერია ожидает, რომლის წაკითხვაც აბონენტს არ სურს, არ აინტერესებს და თითქოს ბრაზიც გიტანს, რომ ასეთი პრინციპულია და ეს სიმტკიცე შენზე მნიშვნელოვანია მისთვის. დააშავე, კი დააშავე, თუ არ დააშავე ულამაზოდ მაინც მოიქეცი და არც კი გაქვს გაბრაზების უფლება, რადგან მაინც დამნაშავე შენ გქვია, მას კი დაზარალებული. დაზარალებული, რომელიც ხანდახან, გგონია, სულაც არაა ცოდო, რადგან სიმარეთლე მის მხარესაა და თუ მოინდომებს ერთბაშად გაგანადგურებს და წყალს გაგატანს. შენ კი, დამნაშავე, უნდა გაჩუმდე, ყველაფერი უნდა დათმო, რადგან ყოველგვარი უფლება დაკარგე შენი ცუდი სიტყვით თუ უღირსი საქციელით.
"აბონენტი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან" და აღარც კი იცი ღირს თუ არა უკვე მისი ტელეფონის ჩართვა, რადგან კონტაქტი მაინც არ/ვერ დამყარდება. არც აზრი ექნება უკვე ამ კონტაქტს, რადგან წყლის ნაყვა გამოვა მაინც. მას უნდა გაეგო, მას უნდა დაეჯერებინა, ახსნის საშუალება მოეცა, მოესმინა.....
და უკვე აღარც გწამს მისი. ყველაფერზე ხელს იქნევ, რადგან ისედაც დიდი ხანია სულმა სიმშვიდე დაკარგა და მასში შფოთვა ჩასახლდა.
და წახვალ. წახვალ ერთ დღესაც შორს, ძალიან შორს, სადაც ვერავინ გიპოვის და თავს ინუგეშებ ხოლმე იმით, რომ ალბათ ყველას ენატრები. მარტო იმიტომ მაინც, რომ შორს მყოფი ყველას ენატრება.
იცხოვრებ იქ, სადაც იქნებით მარტო შენ და შენი სული. და მართალია შფოთვა ამ უკანასკნელში მაინც დარჩება, მაგრამ ეს დროებით. ერთხელაც ის აუცილებლად მიყუჩდება, რადგან შენი სიმშვიდე, ვიცი, მას სძლევს.
და მონატრებაც მიყუჩდება. თუ არადა უფრო გაგაძლიერებს, ძალას მოგცემს, რადგან ბედნიერი და კმაყოფილი ადამიანი გარკვეულწილად ბრმაა. მხოლოდ საკუთარი თავით და საკუთარი ბედნიერებით ცხოვრობს.
და თუ გინდა იტირე. იტირე, რომ არ დაიბოღმო, არ გაბოროტდე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ დავკარგავ ყველას რწმენას და აღარ დავიჯერებ, რომ კეთილები არსებობენ.
და ოდესმე, როცა შენ ამისთვის მზად იქნები, ბედნიერება აუცილებლად გეწვევა!
და შენი ბედნიერებით, მერწმუნე, ჩემს ბედნიერებაშიც დიდ წვლილს შეიტან.

3 коммент.:

სიყვარულოვნა комментирует...

იმედია ეს მხოლოდ პოსტია და არა შენი რომელიმე დღე = (((

ჯუნა комментирует...

კი siyvarulovna ეს მხოლოდ პოსტია, რომელიც ეძღვნება ძალიან ახლობელ ადამიანს საუკეთესო სურვილებით :)
p.s. ჩემს პირად ცხოვრებაში კი საბედნიეროდ შესაშური სიმშვიდეა)))

famous blogger комментирует...

dzalian momewona es posti,radgan dzalian realuria aseve mashshi momewona sityvebi romelic(tu martla namdvili ambavi ar aris) saidangac dzalian dzlieridan modis... : "აბონენტი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან"..... და ასე 30-ჯერ, 48-ჯერ, 78-ჯერ... როგორ გინდა, როგორ გჭირდება, რომ იმ ერთმა აიღოს ყურმილი და...

3 комментария:

В этом гаджете обнаружена ошибка

მსგავსი პოსტები

Related Posts with Thumbnails
 
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review