გუშინდელი კულინარიული პოსტის შემდეგ ლოგიკურია დავწერო დიეტაზე))
საერთოდ რაც თავი მახსოვს სულ დასუსტება მინდა... გენები მაქვს ასეთი. ვარ ძვალმსხვილი და სულ მაქვს 5–6 კილო ზედმეტი წონა.
ერთ დიეტაზე მინდა დავწერო, რომელიც მართალია ცოტა ნელა მოქმედებს, მაგრამ ეფექტურია და თან დაკლებული კილოგრამები უკან არ გიბრუნდება, როგორც ეს უმრავლეს შემთხვევებში ხდება ხოლმე.
დიეტა მარტივია: ჭამ დღეგამოშვებით ანუ ერთი დღე ჭამ რასაც გინდა, როცა გინდა, რამდენსაც გინდა (თუმცა მერწმუნეთ ბევრს ვერ შეჭამთ); მეორე დღეს არ ჭამთ. საერთოდ. მხოლოდ 6 სთ.მდე სვამთ ხსნარს, რომელიც მზადდება ასე:
1ლიტრ გადადუღებულ წყალს ვუმატებთ 1ს/კ თაფლს, ხსნად ყავას, არაყს და ლიმონის წვენს.
ეგ არის და ეგ.
პლიუსი ამ დიეტის ვფიქრობ არის ის, რომ არაფერი გენატრება. ანუ იცი რომ გათენდება ხვალინდელი დღე და შეჭამ იმ შოკოლადსაც, ნაყინსაც..... ეს ფსიქოლოგიური მომენტია და ძალიან კარგად მოქმედებს.
მე 2 კვირაში 5 კილო დავიკელი და მინდა ვთქვა არც გამჭირვებია. მიუხედავად იმისა, რომ უნებისყოფო ვარ და დიეტაზე 1 კვირასაც ვერ ვძლებ :))
და განწყობისთვის:
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
6 коммент.:
ჰეჰ მართლაც არაჩვეულებრივი დიეტაა და ფოტოოო ხო ვაფშეეე მაგარი...
მე ნებისყოფა 0-ზე ვემოთ მაქვს სამწუხაროდ = ((
მართლაც მაგარი დიეტაა, მაგრამ მაგას არ სჯობს, ყოველდღე ხშირ–ხშირად, მაგრამ ცოტ–ცოტა ვჭამოთ 6 საათამდე? მგონი უფრო ეფექტური იქნება და არც არაფერი არ მოგვენატრება :* ფოტო მართლაც გადასარევია :*
ჯობია რათქმაუნდა მაგრამ ხანდახან ძალიან როცა გშია არ გამოდის ეგრე:))
шампури унда датово,миси чама ар шеидзлеба, ег хо ици? ( исе шегахсене, ковели шемтхвевиствис.)
კი ვიცი კი))) მადლობა შეხსენებისთვის:-p
თითებსაც გაუფრთხილდი... :))))
Отправить комментарий