დღეს 2 მაისია და საუკუნოვანი ტრადიციით ქუთაისი "ქუთაისობას" აღნიშნავს :)
მე მიყვარს ქუთაისი - ბევრი ადამიანის მაისურს ამშვენებდა დღეს ეს წარწერა, სარეკლამო ბილბორდებზეც ამას ამოიკითხავდით
დიახ, მეც ძალიან ძალიან მიყვარს ქუთაისი!
მთელი ის დრო რაც მოსკოვში ვცხოვრობდი ხშირად მესიზმრებოდა როგორ დავდიოდი ჩემი პატარა ქალაქის ვიწრო ქუჩებში..... მართლაც რომ აქ ყველაფერი ნაცნობია, ყველა ადამიანი, ყველა კუნჭული...
ბოლო რამდენიმე ხნის მანძილზე აქ ბევრი რამე შეიცვალა. შეიცვალა სასიკეთოდ: ბევრი ახალი შენობა აშენდა, ბევრიც მშენებლობის პროცესშია. მართალია სრულყოფილებამდე ბევრი გვიკლია, მაგრამ პატარა ცვლილებაც კი გულს ისე უხარია და ლამაზად ხვდება თვალს.
ქუთაისი პროვინცია არაა და ვინც ერთხელ მაინც ყოფილხართ აქ დამეთანხმებით, რომ ძალიან ლამაზია იგი.
ძალიან მინდა უფრო ბევრად მოვლილი, კიდევ უფრო ლამაზი იყოს ჩემი ქალაქი და კიდე ძალიან მინდა, რომ აქედან ხალხი არ გარბოდეს.
რამდენიმე ფოტო თქვენთვის ქუთაისიდან )) მობილურით გადაღებულია, ამიტომ ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები არ მიიღება))
ახლადგახსნილი ბულვარი მესხიშვილის სახელობის თეატრის ეზოში
ჩემი მშობლიური პირველი სკოლა
ეს ყვავილები ძალიან მომწონს
გიო და ჩოხოსნები ))
ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი გახსნამდე
ლიტერატურული კაფე
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
7 коммент.:
მეც მიყვარს ქუთაისი და სიმღერები ქუთაისზე :) ხალხი და ყვლაფერი :)
რა ლამაზია :) ქუთაისი ჩემი ტკივილია, რამდენი წელია მივდივარ მივდივარ და ვერ მივდივარ :D
დაახლოებით 8 წლის წინ, 2 მაისს, საღორიის ტყეში ბორჯომისწყლიანი აკვარელით (სხვა წყალი ვერ ვიშოვეთ) დახატული სურათით ერთ-ერთი საყვარელი დიპლომი მოვიპოვე :))
3 skola sadaa :))
3 skola sadaa? :)
გაიხარეთ:) gijmaj კიდევ ცოტაც მოიცადე მაშინ ახალი ოპერის, სასტუმროს, ცენტრალური მოედნის და მაკდონალდსის მშენებლობასაც მორჩებიან და მერე ჩამოდი))
анонимный მე–3 სკოლა დამავიწყდა:-(
მოკლედ ამ ბლოგის მეპატრონე დამიკავშიდეს,
შემოთავაზება მაქვს :)
E-mail : daatto@gmail.com
Отправить комментарий