არის ხოლმე ცხოვრებაში მომენტები როცა ძალიან იჭედები, როცა გეჩვენება რომ ერთფეროვნებაში ცხოვრობ და ერთსა და იმავეს ტკეპნი, როცა გეჩვენება რომ არც არავის აინტერესებ, როცა ირგვლივ ყველაფერი სიყალბე გგონია, როცა ყელში რაღაც ბურთები გახრჩობენ და როცა არ იცი როგორ უნდა იცხოვრო რა უნდა გააკეთო შემდეგ, როცა უკმაყოფილო ხარ მიღწეულით, საკუთარი საქმიანობით, საკუთარი მდგომარეობით და გული გწყდება, გწყდება ძალიან რომ შენი ცხოვრება ასეთია და არა სხვანაირი. როცა რაღაცაზე ოცნებობ მაგრამ რეალურად იცი რომ ეს არ მოხდება.
კი. იცი რომ ყველა დაღმართს აღმართი მოყვება, შავს - თეთრი, დეპრესიას - ბედნიერების სასიამოვნო შეგრძნება, მაგრამ არის რაღაც, რასაც უნდა შეეგუო და რასაც ვერ შეცვლი, იმიტომ რომ შენზე არაა დამოკიდებული ან იმიტომ რომ ძალა არ გეყოფა.
თეორიულად ვიცი რომ სამყარო ერთია, ხალხიც ერთია, გარემოც ერთია და არც არაფერი არ იცვლება. იცვლება მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი, აღქმა. ისიც ვიცი რომ ბედნიერების ფორმულა მარტივია და იგი ჩვენი განწყობით განისაზღვრება, მაგრამ ეს თეორიაა....
პრაქტიკულად კი ძალიან რთულია ხანდახან იმასთან შეგუება, რომ შენი ცხოვრების რაღაც საკითხები ისე არ არის და არ იქნება როგორც წარმოგედგინა მთელი ცხოვრება. რთულია დათმობა.
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
2 коммент.:
ყოველთვის როდესაც ცემს ძველ დღიურებს ვკითხულობ გული მწყდება იმაზე რომ სულ ვწუწუნებ ერთფეროვნებაზე. და დრემდე ეგ პობლემა მაქვს. რაღაც ახალი მინდა მაგრამ ჯერ ჯერობით ვერ ვხვდები რა
you should never give up :)
Отправить комментарий