пятница, 10 августа 2012 г.

იქ, სადაც მე არ ვარ

Автор: ჯუნა на 8/10/2012
არსებობს ადგილი, სადაც არ ცხოვრობენ ადამიანები... არა, შეიძლება ცხოვრობენ კიდეც, მაგრამ შენ მათ ვერ ხედავ, ისინი არ გეჩხირებიან თვალებში, არც ყურში ჩაგყვირიან... ყველა ცხოვრობს თავისთვის  და შენ არავინ გაწუხებს თავისი არსებობით...
იქ არის მხოლოდ მწვანე მინდორი, ლამაზი ყვავილები, თუ მოგინდება წყალიც, ყვითელი მზე, ხეები და ჰამაკი....

იქ შენი ძირითადი საზრუნავი არის მხოლოდ რა ფილმს უყურო, რა წიგნი წაიკითხო ან რა მუსიკას მოუსმინო....
იქ იძინებ მაშინ, როცა გინდა, დღის ნებისმიერ დროს... დილას არ გაღვიძებს არც მაღვიძარას აუტანელი ბუზუნი და არც თემუკას წუწკუნი....
იქ დილას გრილა და აივანზე სვამ ხოლმე გემრიელ ყავას რძით... იკვებები ათასგვარი გემრიელობებით და არ ფიქრობ რომ მოიმატებ და ვინმეს არ მოეწონები....

იქ შეგიძლია ჩაიცვა რაც გინდა, ოღონდ იყო კომფორტულად.
იქ შეგიძლია სახიდან ჩამოირეცხო ღიმილი და იყო ისეთი, როგორიც შენ ხარ მხოლოდ საკუთარ თავთან...

იქ შეგიძლია იფიქრო ბევრი ამ ცხოვრებაზე, მაგრამ შეგიძლია საერთოდაც არ იფიქრო და მისცე ტვინს შესაძლებლობა დაისვენოს ოდესმე, რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც...
იქ არ გჭირდება იფიქრო იმაზე თუ რა თქვა, არ გჭირდება გაიპრანჭო, არ ფიქრობ რომ ვინმეს თავი უნდა მოაწონო, არავინ გიმოწმებს როგორ გამოიყურები ან რა ფირმის კოსმეტიკას ხმარობ ან გისვია თუ არა მოდური ლაქი, ან შენი ჩანთა როგორ შეეხამება ფეხსაცმელს....
იქ არის სისუფთავე, სითეთრე, სიმყუდროვე და იქ ხარ მხოლოდ შენ !

იქ ასვენებ თვალებს, საათობით გასცქერი ცისფერი ჰორიზონტის ხაზს და კაიფობ მარტოობით...

როგორ მინდა ასეთ ადგილას წასვლააა !

დავიტვირთებოდი ენერგიით და მთელი წელი იმდენ საქმეს გავაკეთებდი :(

4 коммент.:

VIP комментирует...

შენ თავად შეგიძლია შექმნა "იქ" - აქ და ახლა!

ჯუნა комментирует...

სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ გამოდის... გიცნობთ? :)

VIP комментирует...

"სამწუხაროდ", "არ","ასე" - ამოიღე და დარჩენი ფრაზით იფიქრე! თუ სურვილი გაქვს, ყოველდღე შეგიძლია ბედნიერების მიზეზი მოძებნო.
არ მიცნობ :)

ჯუნა комментирует...

ბედნიერების მიზეზები საბედნიეროდ ყოველდღე მაქვს და თქვენც იგივეს გისურვებთ :)

4 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review