вторник, 4 сентября 2012 г.

მეორე ლოლაძე :)

Автор: ჯუნა на 9/04/2012

ძალიან ბანალური იქნება ალბათ თუ ვიტყვი, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს შვილი; რომ ეს ბუნებრივი გაგრძელებაა მისი და მოვალეობა. მოვალეობა მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე.

ადამიანს, რომელმაც გაზარდა შვილი, ფეხზე დააყენა, განათლება მისცა და ზოგადად მისგან სხვა, კარგი ადამიანი გამოძერწა, შეუძლია თავადაც საკუთარი თავი სრულყოფილად იგრძნოს. ესე იგი მას უკვალოდ არ ჩაუვლია და დატოვა თავისი სისხლი, გენი... სადღაც ვიღაცას მისი თვალები აქვს ან ხასიათი... ერთ ადამიანს მან სიცოცხლე აჩუქა, ერთ ადამიანზე ის პასუხისმგებელია, ერთი ადამიანი მთლიანად მასზეა მინდობილი და რასაც ჩაუნერგავს იმასვე მიიღებს პასუხად...

ვერ ვიტყვი, რომ თემუკა ზოგადად პრობლემური ბავშვი იყო, თუმცა მის გაზრდას თან ახლდა უამრავი სირთულე, რამაც ძალიან დამღალა. ეს ალბათ ბუნებრივიცაა, არ ვიცი....

სწორედ ამიტომ არ მინდოდა მეორე ბავშვზე ფიქრიც კი...  ძალიან დიდი ხანი ღამე კოშმარივით მესიზმრებოდა, რომ ორსულად ვარ და შეშინებული ვიღვიძებდი J

ცნობისმოყვარე ხალხის შეძახილზე, რომ დროა მეორე დავიწყო ( J ) მეცინებოდა და ჩემთვის ამ აზრსაც კი არ ვუშვებდი...

რამდენიმე დღის წინ ჩემს ნაცნობს მეორე ბავშვი შეეძინა.... ფოტოებს ვათვალიერებდი და ლამის ავტირდი ისე მომინდა კიდევ პატარა.... თემუკა ასე თუ ისე უკვე გაიზარდა, ყოველ შემთხვევაში თოთო და პაწუა აღარ არის, მე კი თურმე მომნატრებია მისი ღუღუნი, დედის რძის სუნი კისერში, ხელში დაჭერა, პაწაწუნა ხელები, სასაცილო ტანსაცმელი, ზრუნვა, ალერსი, კვება .....  მანამდე მთელი 9 თვე მოლოდინი, გაურკვეველი სიხარული, შვილის ნახვის სურვილით გაწელილი ბოლო თვეები და პირველი შეხვედრა....

ძალიან მინდა თემუკას ბევრი დედ-მამიშვილი ჰყავდეს, ყველა ერთმანეთს ჰგავდეს და ერთმანეთი ძალიან უყვარდეთ.... ბევრი რა... და და ძმა, თუმცა ვფიქრობ ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული...

მართლაც რომ გმირები არიან მშობლები, რომლებსაც ბევრი შვილი ჰყავთ და ამასთან მათ შვილებს არაფერი აკლიათ...
მეც ძალიან მინდა ასე !
თუმცა ჯერ არა :)

4 коммент.:

Sophie שרה Golden комментирует...

მეც მესიზმრება ასეთი სიზმრები და ხან ვფიქრობ, რატომაც არა, კიდევ გავაჩინო–მეთქი, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა.
აუცილებლად ყველას უნდა ჰყავდეს შვილი. "უნდა"? :)))) თუ უნდა, რა თქმა უნდა.

ჯუნა комментирует...

ყველას უნდა უნდოდეს წესით :)) ხო ჯერ ძალიან ადრეა... ვფიქრობ შენც გინდა ჩემსავით ეზრას შემდეგ ცოტა დასვენება :)

სიყვარულოვნა комментирует...

რომ ვკითხულობდი მეგონა ორსულად იყავი :დ

ჯუნა комментирует...

ჯერ ღმერთმა დამიფაროს :დ

4 комментария:

В этом гаджете обнаружена ошибка

მსგავსი პოსტები

Related Posts with Thumbnails
 
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review