ორსულობის 22-ე კვირას გადავაბიჯე უკვე, რაც იმას ნიშნავს, რომ ორსულობის ნახევარზე ცოტა მეტი წარმატებით განვვლე :) ჩემი პატარა უკვე ბევრს დახტის და არ მასვენებს, მუცელიც უკვე საგრძნობლად გამებერა. მეტყობა, რომ ორსული ვარ და მეც უფრო შევიგრძენი საკუთარი მდგომარეობა რაც მახარებს :)
ცოტა ხნის წინ ჩემი კურკა დამესიზმრა ) ძალიან ლამაზი იყო მართლა )) დილით ვეღარ აღვიდგინე როგორი სახე ქონდა, მაგრამ მახსოვს გავოცდი, რადგან ორივეს ძალიან გვგავდა და კიდევ მახსოვს საოცარი თვალები ჰქონდა, ოღონდ ცისფერი არა, მუქი ფერის :)
რამდენიმე დღის წინ ეხოზე ვიყავი. 9 თვის მანძილზე 2 თუ 3 ვიზიტი არის უფასო, რასაც არ ვიცი ვინ (სახელმწიფო თუ თვითონ ქალთა კონსულტაცია) ჩუქნის მომავალ დედებს. ხოდა ჩემი ეხოც გამოდგა უფასო. იქ მისული დიდი სიხარულით, რომ ვნახავდი ჩემს პატარას, წამოვედი ნერვებმოშლილი და ძალიან გაბრაზებული. ის კაცი მუდოსავით ჩუმად იყო, არც არაფერი უთქვამს, არც ბავშვი მაჩვენა. იჯდა ისეთი სახით შემეშინდა არ მცემოს–მეთქი... ერთადერთი გავუბედე იქნებ სქესს ხედავთთქო, რაზეც უტეხად მიპასუხა: უფასო ეხო სქესს არ ამბობსო. მერე დააყოლა, თუ გინდა 5 ლარი მომეცი და გეტყვიო. ჯერ გავოცდი, მერე ისე გავბრაზდი....
ერთადერთი რაღაც ფურცელი გამატანა ჩემს ექიმთან, სადაც რამოდენიმე ზომა ეწერა.
მერე სახლში სანტიმეტრით ვამოწმებდი და დავადგინე, რომ ჩემს პატარას დღესდღეობით ამხელა თავი აქვს უკვე
:))
ჩემი ЧУДО :*
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
4 коммент.:
აააა, რა საყვარელი იქნება შენი "ჩუდო", წარმომიდგენია. მიყვარს ასეთი პოსტები, პირადული და ტკბილი. ჯანმრთელობას და ადვილ ორსულობას, მერე მშობიარობას, გისურვებ!!!
ექიმების გამო ნერვების მოშლა არ ღირს :)))
წარმატებები ჯუნა <3
Sophie, სიყვარულოვნა მადლობები :)
ვზივარ და ვფიქრობ, რა შეიძლება დავწერო, გარდა იმისა, "მეც მინდა შვილი და ბედნიერებას გისურვებ" სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე.. :დ
Отправить комментарий