воскресенье, 13 июня 2010 г.

ქორწინების შემდეგ.....

Автор: ჯუნა на 6/13/2010
როგორც ქალების უმრავლესობას რომანტიული ფილმების ყურება მეც ძალიან მიყვარს. მითქვამს კიდეც, რომ განსაკუთრებით მათი დასასრულები მხიბლავს.
აუცილებლად happy end-ი, ლამაზი ქორწილი შეყვარებული წყვილით და жили они долго и счастливо.... მაგრამ ეს სავარაუდოთ.
ჩემი დაკვირვების შესახებ მინდა ვთქვა, რომელიც არც თუ ისე ოპტიმისტურია.

უყვარდება ქალს და მამაკაცს ერთმანეთი. ნორმალურ ვარიანტში მათ აქვთ ე. წ. канфетно-букетный პერიოდი, რომლის დროსაც ყველანაირად თავს აწონებენ ერთმანეთს. მერე ე. წ. притирк-ის პერიოდი,(დიდი ბოდიში, ამ ტერმინოლოგიის ქართული მნიშვნელობა არ ვიცი)ყველაზე რთული, რომლის დროსაც ეჩვევიან და ეგუებიან ერთმანეთის თვისებებს, ხასიათს, ქცევებს; ეწყობიან ერთმანეთს და ნახულობენ კომპრომისებს სადაო საკითხებში.
და ყველა ეს მომენტი მეორდება დაქორწინების მერეც.... ჯერ სიხარული შეუღლების გამო: მინახავს წყვილის სახლშიც კი ხელჩაკიდებული სიარული, თავზე შემოვლება ..... აი მერე კი დაკვირვების ყველაზე ცუდი ეტაპი.
ქალებს, რაც დრო გადის, ქმარი უფრო უყვარდებათ, უფრო ეჯაჭვებიან მას, ოჯახსაც ერგებიან, სიტუაციასაც ეჩვევიან; კაცებს კი ნელ-ნელა ერთფეროვნება ბეზრდებათ..... ერთი ცოლიც, ერთი მუდმივი პარტნიორიც, მათი აკრძალვებიც, პასუხისმგებლობაც და მოვალეობებიც... და მემგონი დეპრესია ეწყებათ. უჭირთ იმის "გადახარშვა" რომ აწი სულ ეს ერთი ეყოლებათ გვერდით და რომ მათი თავისუფლება სამუდამოდ დარღვეულია. ზოგ შემთხვევაში მგონია ცოლებსაც კი იძულებენ ქვეცნობიერად ამის გამო.

მე გულწრფელად მგონია, რომ მარტო მაშინ ხდება ეს ყველაფერი, როცა კაცს ქალი ზედაპირულად უყვარს ან ცოლად მოიყვანა თავისი მყარი აზრით რომ უყვარს, მაგრამ მერე აღმოაჩინა რომ თურმე უჩქარია....
გათხოვილი ჯერ არ ვარ და სამწუხაროთ თუ საბედნიეროთ არც ვფიქრობ, რომ ჩემს მომავალ მეუღლეს მსგავსი დეპრესიები შეიძლება დაემართოს. ან კი რატომ უნდა დაემართოს?!. მე, ჩემი ქალური ლოგიკით, არ მესმის, რატომ უნდა მოგბეზრდეს ვიღაც ის ერთი რომელიც ღრმად გიყვარს? პირიქით - ხომ უნდა დატკბე მასთან თითოეული წუთით და მადლიერი უნდა იყო საკუთარი ცხოვრების, რომ ის ერთი გვერდით გყავს.... ძალიან რომანტიკაში გადავვარდი :) მაგრამ მართლა ასეთი აზრის ოჯახი მინდა მე. და მეყოლება კიდეც. რადგან გამონაკლისობა არაა ეს, არც მსხვერპლია და არც გასაკვირია. ესაა ნორმალურობა და არა ყოველივე ზემოთთქმული...

თუმცა კაცებს შესაძლოა სხვა მოსაზრებები აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით....

6 коммент.:

ნინო комментирует...

ძალიან დიდი ხანია შენ ბლოგს ვკითხულობ და ეხლა ნამდვილად არ შემეძლო კომენტარი არ დამეწერა...
გეთანხმები რომ ნამდვილად ემართებათ კაცებს მსგავსი დეპრესია,ბეზრდებათ ერთფეროვნება და თითქოს მოვალეობის, შვილების და სხვა მრავალი მიზეზის გამო იძულებით აგრძელებენ ცხოვრებას ოჯახში.
ჩემი აზრით, ქალზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, მრავალფეროვანი, ყოველთვის სიურპრიზებით სავსე და ყოველთვის განსხვავებული უნდა იყო, ოქროს შუალედი უნდა გქონდეს ნაპოვნი, იდეალური ცოლიც უნდა იყო, მეგობარიც, მეოჯახეც და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შეიქმნება. ჯერჯერობით ოჯახი არც მე მაქ და შენი თქმის არ იყოს წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემს მომავალ მეუღლეს მსგავსი დეპრესია დაემართოს და ოჯახი ვალდებულებად გადაექცეს .
არ ვიცი რამდენად გარკვევით და სწორად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ, ჩვენ საკუთარ ბედს ჩვენ თვითონ ვმართავთ და ყოველთვის უნდა ვიბრძოდეთ იმისთვის რომ იდილია გვქონდეს ოჯახში ...
ყველას დიდ ბედნიერებას გისურვებთ

ჯუნა комментирует...

ყველაფერში გეთანხმები. ქალზე მართლაც ბევრი რამე გადადის და არც აქვს ალბათ შეცდომის უფლება, რაც ძალიან რთულია....
ნინო ბლოგი არ გაქვს? )

siyvarulovna комментирует...

ძალიან საინტერესო თემაა... ყოველდღიური და საჭიროც.
ე.ი შეყვარებულობის პერიოდში სულ სხვაა ერთიც და მეორეც და სულ სხვაა თანაცხოვრების დროს. უბრალოდ ყველა ადამიანი ეგრეა. შეიძლება მეგობარიც კი მოგბეზრდეს თუ მასთან გადახვალ საცხოვრებლად. ხშირად ვფიქრობ როგორი ცოლი,მეუღლე ვიქნებითქო და ის კი ზუსტად ვიცი რომ არ მივცემ ჩემს მეორე ნახევარს დეპრესიის უფლებას. ქალზე ბევრია დამოკიდებუი და მან უნდა შექმნას გარემო სადაც თავს ორივე კომფორტულად იგრძნობს. ყოველდღიურობა კაცს კი არა მეც მომბეზრდება.რავი მე შევეცდები რომ ისედაც მოსაწყენი ცხოვრება ყველანაირად შევცვალო ხოლმე და ერთი იგივეს არ დავჯერდე

ნინო комментирует...

არა სამწუხაროდ არ მაქვს, სამსახური იმდენ დროს მართმევს რომ საკუთარი ბლოგის შექმნას თავი ვერ მოვაბი, იმედია ამის დროც მოვა როდესმე...
ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, მე პირადადა ჩემი თავი ძალიან პრეტენზიული რომ მეგონა და ყოველთვის ჩემი სურვილები და მოთხოვნები რომ მქონდა წინა პლანზე დაყენებული, როცა შემიყვარდა ,ბევრი რამე სხვანაირად შევაფასე და სიყვარულის ხათრით დღემდე ბევრ რამეზე ვხუჭავ თვალს და ალბათ ამის გამოა რომ ჯერჯერობით ეს მიფასება კიდეც, იმედი მაქ გამოუსწორებელ შეცდომას არ დავუშვებ და არ დავკარგავ იმას რაც(უფრო სწორედ ვინც) ჩემთვის ძვირფასია :)))

ჯუნა комментирует...

რათქმაუნდა არ დაკარგავ... საერთოდ ქალებს გვახასიეთებს დათმობა და თვალის დახუჭვა სიყვარულისთვის და ეს მაშინ როცა ყველა კაცს ალბათ ძალიან უჭირს პატიება და დათმობა) ბედნიერებას გისურვებ:*
და როცა ბლოგის გაკეთებას თავს მოაბამ გამაგებინე, საინტერესო იქნება ჩემთვის წაკითხვა:)

Анонимный комментирует...

es tema yoveltvis da yvela asakistvis ertnairad sainteresoa,,kacebis fsikologiaa ase motyobili, es titkos bunebis kanonia tavis tavs yvelgan da yoveltvis tin ayeneben da rac kacistvis sheijleba, is kalistvis codvad da amoralobad itvleba ,amitom dges gatxovil kalta 90 % kortinesidan 5-6 tlis shemdeg cudad grjnobs tavs ,isev mis gverdit myofi adamianis gamo .mis gamo vinc mistvis ertadertia da ganumeorebeli magram kacebi yvelafris gameorebas sxvastan amjobineben ara imitom rom agar uyvart ara ubralod axal shegrjnebebs ejeben ,kali ki marto darchenili itans yvelafers amas damadlebul lukmastan ertad..kortineba 15 tlis shemdeg... ??? guls ar gitexavt .. magram ai mere vilaparakot.. yvelafers kargs gisurvebt

6 комментариев:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review