ჯუდაჩია, ჩემო პატარა ჩურჩუტო, ჩემო გოჭო, მენატრები. სიგიჟემდე მენატრები. რა ტკბილი ყოფილა ჩემი პატარა გოგო, რა სიყვარულის მატარებელი ყოფილა შვილი.
ღმერთო! გევედრები, ერთადერთს გემუდარები ჯუნაია მიმყოფე ბედნიერი, აარიდე ჩემს პატარას ყველა ტკივილი და გაჭირვება და მე გადმომიმატე მაგისი წილი. ჩემო ჯუნაჩია, მე შენ ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ჩემო პატარა ფისოია. ჩემო პატარა ღუღუნა მტრედო, ერთი სული მაქვს როდის გნახავთ....."
გელა სანიკიძე
08. 91.
დღეს მამიკოს დაბადების დღეა და იგი 42 წლის გახდებოდა......
გილოცავ მამა
ძალიან ძალიან მიყვარხარ
5 коммент.:
შენ აუცილებლად იქნები ბედნიერი, ჯუნა.
ვულოცავ შენს მამიკოს სადაც არ უნდა იყოს = ))
იყავი ბედნიერი და აასრულე მამის ოცნება = ))
ra bedneiri xar :)
დიდი მადლობა გაიხარეთ
ძალიან თბილი და ახლობელია.
ვულოცავ დაბადების დღეს,ალბათ ძალიან ბედნიერია ახლა.
Отправить комментарий