წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.
წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.
წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.
წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს
მერე რა, რომ კოცნი სხვას!
წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!
წელიწადის.. არც ერთ დროს..
დღე-ღამეში.. არც ერთ წამს..
არაფერზე მეტყვი ხოს..
შენი მაინც მუდამ მწამს!..
და ბოლოს.....
კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ... იმატა დღემ.
ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ... არ მცვივა თმა.
თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.
თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.
ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:
როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ"
2 коммент.:
დიდად არ მომწონს გომელაურის ლექსები.
რატო? მე მომწონს, მემგონი დიდი აზრი დევს მათში..... :)
Отправить комментарий