понедельник, 26 апреля 2010 г.

მე ჩემი ძმა ძალიან მიყვარს

Автор: ჯუნა на 4/26/2010
ისე მაქვს გული აცრუებული ადამიანებზე.... არც სურვილი მაქვს, არც ძალა, რომ ადამიანებში კარგი, დადებითი დავინახო. რუსები იტყოდნენ в краиности падаешь-ო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყოველთვის ყველას ვუძებნი გამართლებას, ვუგებ, ოპტიმისტი ვარ და ადამიანები მიყვარს, მაგრამ არის მომენტები, როცა ისეთი უიმედო ვარ.... მიზეზი ამისი ის არის, რომ ვხედავ ძალიან ახლობელ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ. ეს სიტყვა სულ მცირეა იმ გრძნობების და ქცევების გამოსახატავად რაც კი მინახავს რეალობაში. არ ვიცი რატო ხდება ასე მაშინ როცა არსებობს სურვილი ადამიანი "ჩემად" აღიქვა, მისი გვერდით ყოფნა იგრძნო, ოჯახის წევრად ჩათვალო - მის გულგრილობას ხედავ, მზაკვრობას.... მე პირადად ვითრგუნები ამისგან, ვიბოღმები. ვიცი არ უნდა გავბოროტდე, უნდა მივუტევო, მაგრამ არ შემიძლია.... პატიება არ შემიძლია.
მე ჩემი ძმა ძალიან მიყვარს. მასაც ძალიან ვუყვარვარ. უცნაურია არა ამ ბუნებრიობაზე უნდა ილაპარაკო? თურმე კი....
ავად რომ ვიყავი ჩემი ძმა მოვატყუე ცხვირი გაჭედილი მაქვს და ღამე პირი თუ დავმუწე ძილში შეიძლება გავიგუდო-თქო... ვეხუმრე. ყოველ 5 წუთში მაფხიზლებდა პირი გააღეო, მერე ძლივს ჩაეძინა და აბოდებდა ჯუნა პირი არ დახუროო :) კიდე ამაყობს ჩემით, კიდე ბევრს მკოცნის და უჩემოდ ვერ ძლებს..... კიდე ლექსი დამიწერა და ყვავილებს მჩუქნის, კიდე მე ვტირი როცა ის ცუდათაა და ასე იყო ღრმა ბავშვობიდან - როცა ის ტიროდა მეც ვტიროდი.... შეიძლება ოდესმე ეს გაქრეს? რათქმაუნდა ოდესმე მას თავისი ოჯახი ექნება, მე ჩემი, მაგრამ ამხელა სიყვარული შეიძლება გაქრეს? მისი შვილები ხო საკუთარივით მეყვარება და ისიც და..... იმდენად აბსურდულია ამაზე ლაპარაკი.....
მეცოდებიან უგრძნობი ადამიანები!

7 коммент.:

Mako Qavtaradze комментирует...

მეც მიყვარს ჩემი ძმები, მადლობელი ვარ რომ ორნი არიან და ორივე ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში. განსხვავებით "ვითომ" მეგობრებისაგან :) ისინი რომ არა ამ ქვეყანაზე ყველაზე საცოდავი ადამიანი ვიქნებოდი, მხოლოდ იმიტომ რომ არავის ვეყვარებოდი.........

ელენე комментирует...

მეც ხშირად მიფიქრია ამაზე, როცა ჩემი შვილები ერთმანეთს უვლიან და პატრონობენ,პატარა ნიკოლოზს კისრით დაატარებს შუათანა ბიჭი, გოგო კი სულ მის ფერებაშია... რომ გაიზრდებიან, არც მინდა რომ რაიმე ცუდზე ვიფიქრო...

gijmaj комментирует...

ბედნიერებაა როცა დედმამიშვილებს ერთმანეთი ასე ეძვირფასებათ... თუმცა ცხოვრება ოხერია, ყველაფერს უნდა ელოდე. რამდენი მაგალითი ვიცი, მოყვარული და-ძმები ავ ენას, ცოლს, მეზობელს, არამკითხე მოამბეს სამუდამოდ დაუშორებია.. ღმერთმა ყველას გაშოროთ ეს... და ცხოვრების ბოლომდე შეგენარჩუნებინოთ ეს სითბო და სიახლოვე... :)

სიყვარულოვნა комментирует...

რა თბილი პოსტიააა =)))
რამდენი წლის არის შენი ძმა?
მეც ძალიან მიყვარს ჩემი ძმაააააააა

ჯუნა комментирует...

დიდი მადლობა კომენტარებისთვის ))
სიყვარულოვნა 13 წლისაა, პატარაა ჯერ:)

Анонимный комментирует...

ме мохарули вар да меамакеба, ром асе гикварт ертманети. чеми сихарулеби харт да албад ес нацилобрив чеми дамсахуребацаа ром тквенши узомо ситбо чавдеви.

ჯუნა комментирует...

დეეე ))) მიყვარხარ :*

7 комментариев:

В этом гаджете обнаружена ошибка

მსგავსი პოსტები

Related Posts with Thumbnails
 
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review