вторник, 27 апреля 2010 г.

მე მშობლებზე ჭკვიანი ვარ?

Автор: ჯუნა на 4/27/2010
გუშინდელი პოსტის დაწერის მერე სიყვარულოვნას ბოლო პოსტი ვნახე. არ ვიცი ნათია კონკრეტულად რამდენი წლისაა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ წელს აბარებს ვასკვნი, რომ ჯერ კიდევ მოზარდად ითვლება.
მეც მქონია მომენტები და ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში იყო ეს ეტაპი, როცა თავი ყველაზე შეუცდომელი, მართალი გვგონია, უფროსებზე და განსაკუთრებით მშობლებზე გვაქვს შეტევები და ბრალდებები, მათი უმნიშვნელო შეცდომებიც კი ჩვენგან მკვეთრად აღიქმება და ამას მერე მოყვება სახლიდან გაქცევები, მათთვის ჯიუტად რაღაცის მტკიცებები, უხეში შეპასუხებები და ხანდახან გაღიზიანებისგან გამოწვეული ისეთი გრძნობაც კი, რომელსაც ზიზღს ვარქმევთ….. ისინი სულელები გვგონია და დიდი სურვილი გვაქვს მათ რამე ვასწავლოთ და შევაგნებინოთ.
აღარ მახსოვს კონკრეტულად ვინ თქვა, მაგრამ ვიღაცის გამოთქმული აზრია დაახლოებით იმ შინაარსის, რომ შვილები პატარაობაში მშობლებს აიდიალებენ,უპირობოთ უყვართ ისინი, თინეიჯერობის ასაკში თავი მათზე ბევრად ჭკვიანები გონიათ, მერე კი, როცა გაიზრდებიან დგება დრო, როცა მიდიან იმ აზრამდე, რომ მათი მშობლები თურმე ყველაზე ჭკვიანები ყოფილან, თურმე არც ტყუილად სჯიდნენ ხანდახან და არც ყოფილან ცუდად მოქცევის ან ცუდი სიტყვების ღირსები……
მე ალბათ უკვე გავიზარდე, რადგან ასე ვფიქრობ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ რატომ უფრო მკაცრად არ გამზარდეს, რატომ უფრო მეტი არ მასწავლეს, რატომ ძალით არ შემიყვანეს თუნდაც იმ ცეკვაში, რომლის უცოდინარობას ახლა ძალიან ვნანობ……
არ შეიძლება სხვისი განსჯა, მითუმეტეს მაშინ როცა საქმე მშობლებს ეხება და მითუმეტეს მაშინ, როცა საკუთარი ცხოვრება წინაა და არავინ იცის რა შეცდომებს დავუშვებთ ჩვენ უკვე საკუთარ ცხოვრებაში….
არ ეწყინოს სიყვარულოვნას ეს პოსტი. შეიძლება არც მაქვს უფლება რომ მის ნაწერზე კომენტარები ვაკეთო, მაგრამ მე მას არ განვიხილავ მე ჩემ აზრს ვამბობ. ეს აზრიც ძალიან სუბიექტურია და ვფიქრობ «გამოსადეგი» მხოლოდ ნორმალური პირობების ოჯახებში, რადგან არაადეკვატური და ტირანი მშობლებიც არსებობენ, რომლებიც შვილებს სანაგაოებზე ტოვებენ ან ღელეში ყრიან.
მოსკოვში ერთი მეგობარი მყავდა ვიკა, რომელსაც «გადასარევი» დედა ყავდა. ის შვილს საჭმელს ამადლიდა და მაცივრის ყოველ გამოღებაზე 16–17წლის გოგოს «დამოძღვრავდა»: იშოვე ფულიანი საყვარელი და შენი ნაყიდი საჭმელი ჭამეო.
ასეთ ქალს მე არ ვთვლი ნორმალურ დედად. მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახი ნორმალურად ითვლებოდა და ამ ქალს ვერც შეკადრებდი გეთქვა, რომ მას შვილი არ უყვარს ან რომ მას არასწორად ზრდის….
ყოველი არასწორი ნაბიჯი ან არასწორი სიტყვა მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და მისი შედეგია არაჯანსაღი ფსიქიკა, რომელიც აუცილებლად იქონიებს გავლენას მის მომავალ ცხოვრებაზე.

3 коммент.:

სიყვარულოვნა комментирует...

არ მწყინს ეს პოსტი =))
და პირიქით მიხარია კიდეც. ე.ი ჩემს ბლოგს კითხულობ =) მოზარდათ რამდენად ვითვლები არ ვიცი 18-წლის ვარ :) იმ პოსტში ბევრი რამ არ მეწერება. უფო სწორად მისი არც ერთი საქიელი არ მეწერა. არ მინდოდა ის რაც ჩემია ბოლომდე გადმომელაგებინა. და ამიტომ არც მიკვირს, რომ ჩემი ეს ”გამოხტომა” დასჯის, ან მსგავსი სხვა რამის გგონია. ის რაც ჩემშია, წლების განმავლობაში გროვდებოდა და ერთი კონკრეტული ქმედების გამოხატულება არ იყო.მასზე ჭკვიანი არ მგონია თავი, არც არასოდეს გამიიდეალებია. ბევრისთვის, ვინც არ იცნობს სანიმუშო მამა და მეუღლეა. თუმცა არის კიდევ რარაცეები რისი ტქმაც უბრალოდ არ მინდა.არც სულელი მგონია. უბრალოდ მეცოდება. იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ბედნიერი ვერასოდეს იქნება.

Анонимный комментирует...

მომეწონა :) ერთ ფრთიან ფრაზას დავამატებდი, მარკ ტვენისგან:

"When I was a boy of 14, my father was so ignorant I could hardly stand to have the old man around. But when I got to be 21, I was astonished at how much the old man had learned in seven years."

უხეში თარგმანი: "14 წლის ასაკში განცვიფრებული ვიყავი მამაჩემის სისულელით, 21 წლისას კი მიკვირდა, რამდენი უსწავლია–მეთქი ბერიკაცს შვიდ წელიწადში."

gijmaj комментирует...

ძველი ბერძნების ნათქვამია, რომელითაც მოფილოსოფოსო ტიპის: "ჩვენ გვშვეს მამებმა, ჩვენს პაპებზე აურესებმა და ჩვენ, ჩვენივე მამებზე აურესები ჩვენზე აურეს შვილებს ვშობთ." უფროსებს რომ ჰკითხო ასეა, თუმცა სასტიკად არ ვეთანხმები ამას. ყოველი შემდეგი თაობა წინაზე ჭკვიანი, გონიერი, მოხერხებული და განვითარებულია. მშობლისა და შვილის ურთიერთობა ძალიან ინტიმური და ინდივიდუალურია, და არა მგონია არსებობდეს გამზადებული რეცეპტები, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას იდეალურადგადაწყვეტავდა. პრობლემები ნებისმიერ ოჯახშია, მათი მოგვარება კი ოჯახის წევრებზეა დამოკიდებული. ერთი ისიცაა, რომ საქართველოში მშობლები შვილებს დამოუკიდებელ პიროვნებებად არ ზრდიან და არ აძლევენ საშუალებას თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, "ვნანობ რომ რაღაცას არ მიკეთებდნენ" სავსებით გამოსწორებადია. ახლა ხომ დიდი ხარ და დედიკო აღარ გჭირდება ცეკვაზე სატარებლად :) შეგიძლია საკუთარ თავს ჩასჭიდო ხელი და რომელიმე კურსებზე იარო. დრო არ მაქვს და ასეთები გამართლება არაა, თუ გულით გინდა რამის გაკეთება, აუცილებლად გამოგივა. მეგობარი მყავს, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული მეწუწუნებოდა, როგორ უნდოდა მუსიკალურ სკოლაში სიარული, სიმღერა, მაგრამ მშობლებმა ვერ ატარეს. როცა ერთი და იგივე ტექსტი რამდენიმე წლის განმავლობაში უცვლელად მეორდება, ძალიან ძნელი ასატანია :D ჰოდა ერთ მშვენიერ დღეს დავარწმუნე რომ კერძო მასწავლებელი აეყვანა. ახლა ისიც ბედნიერია ასრულებული ოცნების გამო და მეც, რადგან სხვა უფრო საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე :)))

3 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review