воскресенье, 17 марта 2019 г.

კაპუჩინოს ამბავი

Автор: ჯუნა на 3/17/2019
          დღეს ჩემს საყვარელ კაფეში ვიჯექი და კაპუჩინოს ვსვამდი. არ იცით ეს რა უცნაურია. იმიტომ, რომ სულ მეგონა კაპუჩინო სუსტი ადამიანების სასმელი იყო. აი ისეთების, ზედაპირულად რომ ცხოვრობენ, სიღრმეებს არ წვდებიან, დინებას მიყვებიან: კოფეინის დეფიციტისას - შეუძლიათ კაპუჩინო დალიონ, დასათრობად - რაიმე ვარდის ტრუხა ლიქიორი.
          ახლა კი მე ვიჯექი აქ, და საკუთარი ცრემლებით სავსე კაპიჩინოს ვსვამდი.
ეს ჩემი უცნაური ამბავი, არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ ჩემს შიგნით რაღაც შეიცვალა. თითქოს სხვა გოგო შემომისახლდა, რომელიც ნელ-ნელა მეტად მთრგუნავდა და სულ მეტად მატარებდა მის ნებაზე.
         თავიდან მხოლოდ მაბრაზებდა და სიცივე შემომაპარა. აი ასე, ყველაფერს მიუფერულებდა და ჩემს შიგნით სიცივის უჯრედებს ქაოსურად ამრავლებდა. დრო და დრო, როცა ჩემი გონება მის ნებას მოერეოდა, მე ვგლოვობდი. ვგლოვობდი უჩემობას. ვგლოვობდი სიცივეს. ადამიანებს. ვგლოვობდი ჩემს შიგნით იმას, ვინც ასე მთელი გულით მძულდა.... მაგრამ მერე ყველაფერი მაინც თავიდან იწყებოდა.
          ნელ-ნელა ძალა მელეოდა. ნელ-ნელა ვიშლებოდი. მეტად ვგრძნობდი ტკივილს ძვლებში და მეტად მაშინებდა საკუთარი ანარეკლი სარკეში: კანი თითქოს მეტად გათეთრდა. თმაში მზეები გაქრნენ, თვალებში - სიყვარულის ანარეკლები. კუთხის კუნჭულებიდან აორთქლდნენ კეთილი ჭინკები. და სულაც მეჩვენებოდა, რომ ის, ვინც სარკის მეორე მხარეს ცხოვრობდა - მე სულაც არ ვიყავი.  რადგან უსასრულობის მეორე მხრიდან ,,სრულყოფილი" გოგო მაკვირდებოდა, ზედმეტი წონითაც კი. რეალურად კი, მე ხომ ვიცოდი, რომ ნახევარი ადამიანი ვიყავი. სრულიად უსახური და უხორცო.
          უცნაური იყო ჩემი ასე ყოფნა. ცარიელად. ემოციების, სიყვარულის, ფერების და სილაღის გარეშე. ღმერთო, როგორ ძალიან მინდოდა ახლა ფერადი ვალინკები ჩამეცვა და შემძლებოდა გუბეებში სირბილი. როგორ მინდოდა რამე მეგრძნო. ოღონდაც რამე. მაგრამ არაფერი.... ვიჯექი ასე ცარიელი და საკუთარი ცრემლებით სავსე კაპუჩინოს ვსვამდი.

Комментариев нет:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review