დიდი ხანია მიყვარხარ და არ ვიღლები ამ სიყვარულით. პირიქით - ძალას მმატებს, იმედით მავსებს. არც კი ვიცი რა მეშველებოდა უშენოდ... ალბათ დავიკარგებოდი... ის ადამიანი არ ვიქნებოდი ვინც ვარ, სხვა ვიქნებოდი, სხვა ხასიათით, სხვა სტატუსით, სხვა ინტერესებით. შენ უფრო გამათბე, გამაკეთილე, დამაჭკვიანე, გამაქალე...) 3წელი ხომ ცოტა არ არის იმისთვის რომ იგრძნო როგორ გიყვარს ადამიანი, კარგად გაიცნო ის, მიხვდე ვინ არის შენთვის, შეძლებ თუ არა მასთან ბოლომდე ცხოვრებას და მის ნდობას.
ხომ ბედნიერებაა, როცა იცი, რომ არასდროს გიღალატებენ, ყოველთვის დაგეხმარებიან, მოგეფერებიან, გამოსავალს გაპოვნინებენ, თვალს აგიხელენ და დეპრესიულ მომენტებში დაგარწმუნებენ რომ "по таким пустякам" არ ღირს ტირილი და გოდება.
ბედნიერი ვარ იმით რომ მყავხარ, ბედნიერი ვარ, რომ შენი სიყვარული შემიძლია და იმითაც, რომ ძალიან გიყვარვარ.
ყველაფერი ხომ ჯერ წინაა და არც ისე ვარდისფერი როგორც შეყვარებულის თვალებიდან ჩანს, მაგრამ მეც ხომ პატარა გოგო აღარ ვარ და თავს ძლიერ ქალად ვთვლი, რომელსაც შეუძლია სირთულეების გადატანა და საკუთარი ოჯახის დაცვა.
მინდა ბედნიერი ვიყო, ბედნიერი ოჯახი მქონდეს და ბედნიერი ქმარი მყავდეს გვერდით, რომელსაც კარგად ყოფნის სტიმული ექნება.
რომლის მოვლის, მოფერების სურვილი არასოდეს გადამივლის და თუნდაც 10წლის შემდეგ მისი შეხება ისევე ამაფორიაქებს როგორც დღეს...
ძალიან მიყვარხარ!
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
0 коммент.:
Отправить комментарий