Показаны сообщения с ярлыком ბავშვობა. Показать все сообщения

пятница, 25 декабря 2020 г.

სანუკვარ ადამიანებზე და არა მხოლოდ...

Автор: ჯუნა на 12/25/2020 0 коммент.

 საიდან მოდის ყველაზე სასიამოვნო და ჩვენი ქვეცნობიერის შემქმნელი მოგონებები? რათქმაუნდა ბავშვობიდან.... 

გუშინ გვიან ცენტრში ვსეირნობდი და ძალიან მძაფრად ვიგრძენი მაკის კარტოფილი ფრის სურნელი :))) აი ფილმებში რომ გვინახავს ხოლმე, ისე დატრიალდა და გაცოცხლდა ღრმად შენახული და გადამალული მოგონებები... მამაჩემი რომ სამსახურიდან დაბრუნდებოდა, ჩაგვისვამდა მანქანაში მე და ჩემს ძმას და მივდიოდით დრაივზე :) დღესასწაული იყო დღეები, როცა მამა ძალიან კარგ ხასიათზე იყო, დედაც, პრობლემა არ გვქონდა და ასე გზაში ვყვებოდით დღის ამბებს, ვიცინოდით, ხანდახან ვმღეროდით :) მერე იყო იმ ქაღალდის პარკების გადმოწოდება უკან, სურნელოვანი ფრის, ბიკ მაკების და ყველის სოუსის :)) უცნაურია რომ ბავშვობასთან ეს სურნელები ასოცირდება, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან კარგ მდგომარეობას ასახავს ეს ეპიზოდი და ასე სურნელოვნად მაქვს ჩარჩენილი გონებაში.

და ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, აი ჩვენი შვილები რომ გაიზრდებიან - რა ჩარჩებათ გონებაში?

ხანდახან ისეთი უსიამოვნო დეტალები ამომიტივტივდება, რაც საერთოდ არ მინდა მახსოვდეს, მაგრამ მაინც მახსოვს და როგორ არ მინდა მსგავსი ჩემს შვილებსაც ჩარჩეთ... აი როგორ ვებუზღუნები გიოს, ან როგორ ვეუბნები უარს თამაშზე ბავშვებს, როგორ არ მცალია მათთვის, ხანდახან როგორ არ მყოფნის მოთმინება და ვყვირი და ... არ ვიცი

ჰოდა ამ თემებზე ჩაფიქრებული, თემოს ვთხოვე მოეყოლა ჩემთვის ძველი ამბები მისი გონებიდან, ყველაფერი რაც ახსოვდა და ემოციებად დარჩა... ჰოდა მომიყვა ყველაფერი კარგი, როგორ ვთამაშობთ, ვცეკვავთ, დავრბივართ და ა.შ. ))) მაგრამ კიდევ ერთი ამბავი მომიყვა, ყველაზე საინტერესო :) რომ ერთხელ, 39 სიცხით იწვა და ცუდად გრძნობდა თავს, შეშინებული იყო, მე კი იმის ნაცვლად, რომ ისე მოვქცეულიყავი, როგორც იქცევა ალბათ დედების აბსოლუტური უმრავლესობა, დედამ შემოგევლოს მეძახა და შეშინებული მერბინა წინ და უკან - ვუთხარი, როგორ არაფერში დამემგვანე, რა გაშინებსთქო :) ჩემი ჭკუით, ალბათ ვეცადე გამემხნევებინა და ძალა მიმეცა მისთვის, ალბათ მინდოდა მეჩვენებინა, რომ არაფრის არ უნდა შეეშინდეს, მაგარი იყოს და მუსკულებით დახვდეს ყველა სირთულეს, მათ შორის ავადმყოფობასაც. მას კი ეს გულში ჩარჩა და აქამდე ახსოვს :)  

რამდენ დეტალზე ფიქრია საჭირო იმისთვის, რომ არ ვატკინოთ გული ყველაზე სანუკვარ ადამიანებს, არ ამოგვცდეს ხანდახან პირიდან ის სიტყვები, რაც მხოლოდ ემოციებისგან იქმნება და ზუსტად 1 წუთში ისე აღარ ვიფიქრებთ... რამდენი მობილიზება და ძალა ჭირდება იმას, რომ მუდმივად ის ვილაპარაკოთ, ისე ვიმოქმედოთ და ისე ვიცხოვროთ, რომ არავის ვავნოთ, არავის ჩავრჩეთ უსიამოვნო მოგონებად  და ყოველთვის ისე გაიგონ ჩვენი, ზუსტად ისე, როგორი განწყობაც გვაქვს და როგორც ვფიქრობთ. და არასოდეს გვაჯობოს წამის ემოციამ, არ დაჯაბნოს ჩვენი რეალური და ბუნებრივი სიკეთე....

ყველაზე კეთილი სურვილია ალბათ, რაც შეიძლება მქონდეს სხვა ადამიანების მიმართ....

среда, 2 декабря 2015 г.

გამოწვევებსა და სისუსტეებზე

Автор: ჯუნა на 12/02/2015 0 коммент.
          მოსკოვის ცენტრში, მეტრო ბელორუსკაიას ამოსასვლელთან ერთი ფართო ქუჩაა, რომელიც ასევე სხვა ორ ფართო ქუჩასთან იკვეთება და უდიდეს გზაჯვარედინს ქმნის. ამ გზის გავლა მიწევდა ყოველ დილით, როცა მეათე კლასის მოსწავლე სკოლისკენ მივაბიჯებდი და არცერთხელ მისარგებლია ქვეითთა გადასასვლელით, რომელიც მის ქვეშ არსებობდა. ყოველ დილას, ახლა უკვე სასაცილო, მაშინ კი რაღაც უაზრო თავის საწვრთნელ გამოწვევას ვიღებდი. იქ მისვლამდე სიამოვნებისგან თუ ადრენალინისგან ვკანკალებდი. შუა გზაზე მდგარი კი, ფარანთებული და უთვალავი ეშმაკებივით პირდაღებული მანქანების პირისპირ ჩემს თავს ვტუქსავდი აკვიატების გამო და ამ ერთხელ, ბოლოჯერ გადარჩენას ვთხოვდი ღმერთს. ამ ერთხელ და ბოლოჯერ დგებოდა მეორე დღესაც და ყოველ დღე......დაახლოებით 1 წლის განმავლობაში.
          არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი ან ახლა რატომ მომინდა ამაზე დამეწერა. სულ ვცდილობდი ჩემში ფესვებშივე მომეცელა სიმხდალე და სხვა ქალური თუ ადამიანური სისუსტეები. და სულ მინდოდა ვყოფილიყავი ძლიერი , მყარი და უშიშარი.
          და აი თითქოს ახლაც, ფართო ქუჩაში ვდგავარ და მინდა გზის მეორე მხარეს გადავიდე... პირღია ეშმაკების აღარ მეშინია, მაგდენი რწმენა კი ავაგროვე.... უბრალოდ ანთებული თვალები მჭრიან თვალს, მაბნევენ  და ხშირად არ ვიცი ეს თვალები უნდა დავხუჭო და მათ მივენდო რომ არ გადამივლიან, თუ ფართოდ გავახილო და ჯიქურ ბოლომდე მივიყვანო საკუთარი გზა თუ ნება.... во имя собственной силы, воли и силы воли....
          ამ ყველაფერში ერთადერთი პრობლემა არსებობს: ეშმაკი, ბოროტი და საძაგელი სენტიმენტები. საზიზღარი სენტიმენტები და კიდევ უფრო უსაზიზღრესი ემოციები. რომლებიც ჩემს სიძლიერეს ფარავენ ზოგჯერ; გზას მიბინდავენ და ნაბიჯს არ მადგმევინებენ წინ.
          ამ სუსტ ,,ადამიანობას" ვერ მოვერიე ჯერ.

вторник, 25 сентября 2012 г.

საყრდენი კედლის გარეშე :(

Автор: ჯუნა на 9/25/2012 1 коммент.

რატომაა რომ როცა პატარა ხარ ვერ აფასებ იმ მდგომარეობას რომელშიც ხარ? თუნდაც იმას, რომ თბილ სახლში ცხოვრობ და არაფერი შენი საზრუნავი არაა; თუნდაც იმას რომ დედ-მამა გვერდით გყავს და თავს დაცულად გრძნობ.... რატომ ოცნებობს ყველა პატარა უცებ გაზრდას და დიდობას მაშინ, როცა დიდები თავს დავდებთ რომ 1 დღით მაინც დაგვაბრუნა წარსულში.... იქ, სადაც არ გაქვს დარდი, არც პასუხისმგებლობა, არც გასაჭირი.... იქ ყველა შენს პატარა სასაცილო პრობლემას გადაგიჭრის დედა და საჭიროების შემთხვევაში კედელივით წინ დაგიდგება მამა.... მამა რომელიც ფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერია და ყველაზე მაგრად დაგიცავს.... ის ყველაზე მაგრად ჩხუბობს, ყველაზე ჭკვიანია და ყველას მოერევა : )

არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი მაშინ, ჩემი ძმაც კი არ იყო დაბადებული, ვიყავი ალბათ 5 ან 6 წლის... მამაჩემის მეგობრები იყვნენ ჩვენთან სახლში და სვამდნენ მგონი, რაღაც თემაზე საუბრობდნენ, და მამაჩემი ეუბნებოდა: ჩემს გოგოს რომ ვინმემ აწყენინოს ან რამე უთხრას ხომ გამოვჭამ ბიჭო კისერსო J პატარა ვიყავი, მაგრამ დღესაც მახსოვს ის, რაც მაშინ ვიგრძენი. მე ვიყავი დაცული, თავდაჯერებული, ამაყი გოგო, ვფიქრობდი რომ ვერავინ მომერეოდა.

ძალიან მინდა ეს გრძნობდა კიდევ მქონდეს და სიბრაზე მახრჩობს, რომ ამის შესაძლებლობა აღარ მაქვს. ბურთები მეჩხირებიან კისერში იმიტომ რომ მამა აღარ არის. ყველა ჩემს პრობლემაზე, ყველაზე აბსურდულზეც კი, ინსტინქტურად მინდება მივიდე, დაველაპარაკო და თავი ისევ დაცულად და პატარა გოგოსავით ვიგრძნო. ჩვენი დიალოგები ყოველთვის ისეთი ჭკვიანური და გულისამაჩუყებელი იყო, როცა იყო... ჭკუას მარიგებდა და სულ მასწავლიდა, სულ უკმაყოფილო იყო ჩემი მიღწევებით, წარმატებებით, ყოველთვის უნდოდა მეტი, ყოველთვის მთხოვდა მეტს, თუმცა სულ ვიცოდი რომ ჩემით ამაყობდა, ამას ვგრძნობდი როცა სხვას უყვებოდა ჩემზე და მქონდა არანორმალური მოთხოვნილება რომ არ გამეცრუებინა მისთვის იმედი. თავს ვიკლავდი რომ მეტი ვყოფილიყავი მისთვის... მაგრამ ეს ყველაფერი: გრძნობები, სიტყვები, ემოციები, დიალოგები აღარ იქნება არასდროს. აწი დიდი ვარ. მარტო უნდა დავდგე კედლის გარეშე. მარტო უნდა გავუმკლავდე ყველაფერს, ჩემით... ზოგჯერ ისე მიჭირს... : (

იმდენი ხანია შენს საფლავზე არ ვყოფილვარ რომ გული მტკივა : (

суббота, 25 февраля 2012 г.

მარტოობა......

Автор: ჯუნა на 2/25/2012 0 коммент.
კარგი იქნებოდა ერთი ბილეთი მთვარემდე... გამიგია იყიდებაო იქ მიწები.
ან სულაც რომ წარმოიდგინო, თითქოს დედამიწა ცოტა ხნით დაცარიელდა.... რა კარგია ალბათ მთელ პლანეტაზე მხოლოდ შენ ერთი რომ ხარ მარტო...

ივლიდი უამრავს, ყველა კუნჭულს მოივლიდი, შენი თავის უფროსი შენვე იქნებოდი, როცა გინდა დაიძინებდი, როცა გინდა გაიღვიძებდი, როცა გინდა შეჭამდი და რასაც გინდა იმას გააკეთებდი....
მოგინდებოდა იმღერებდი ხმამაღლა და არ შეგრცხვებოდა რომ არც თუ ისე კარგი ხმა გაქვს;
მოგინდებოდა იცეკვებდი და არ იფიქრებდი რომ ამ მომენტში გვერდიდან ალბათ ტლანქი ჩანხარ და მოუქნელი...
მთელ ღამეს ისეირნებდი და დატკბებოდი სიბნელით და ვარსკვლავებით, რომლებიც მხოლოდ შენთვის გაანათებდნენ.
მოისროლიდი უზარმაზარ ტელევიზორს, კომპიუტერს, დივიდის და ათას აუტანელ ნივთს. ერთადერთი დავიტოვებდი ფლეერს და მხოლოდ მუსიკა იქნებოდა ჩემი თანამგზავრი.
ზაფხულში იბანავებდი ზღვაში და ბედნიერი იქნებოდი მხოლოდ იმ აზრით, რომ მთელი უზარმაზარი ზღვა მარტო შენ ერთს გეკუთვნის...

ზამთარში გაგახარებდა გაუკვალავი თოვლი და გუნდაობა მარტოობაში... :)
ეჰ... სისულელეა ალბათ. რეალურად ეს ყველაფერი შეუძლებელია და ერთ დღეზე მეტად ვერც კი გაძლებს ვერავინ ასე.
როცა პატარა ვიყავი ხშირად მტოვებდნენ ხოლმე სახლში მარტო... და ამ დროს არავინ იყო ჩემზე ბედნიერი. ჩემი სახლი მთელ ჩემ სამყაროდ გადაიქცეოდა ხოლმე. ვაკეთებდი რასაც მინდოდა და როგორც მინდოდა. ზოგჯერ თავს მარტოხელა დიასახლისად წარმოვიდგენდი და სახლს ვალაგებდი, ხან ვმღეროდი, ვკითხულობდი, ვლაპარაკობდი ტელეფონზე..... და რაც მთავარია ვტკბებოდი მარტოობით !
მიყვარს მე მარტოობა და ამიტომ ყოველი ასეთი შემთხვევა ჩემთვის იყო არანორმალურად სასიამოვნო.

საუკუნეა სახლში მარტო არ დავრჩენილვარ და საუკუნეა თავი მარტო არ მიგრძვნია. უკანასკნელი ალბათ კარგია...
ჩემს ირგვლივ იმდენი ხალხია და ისე განსხვავდება ყველა ერთმანეთისგან. ზოგადად ხო თითქოს ყველა ადამიანი ერთნაირია, მაგრამ ამასთან ყველა იმდენად ინდივიდუალურია....ადამიანებს სხვადასხვა ენაზე უნდა ელაპარაკო, მათთან შენც სხვადასხვა უნდა იყო, თითოეულთან აარჩიო მიდგომა, საუბრის ტონი, მანერა, თემა, მიუსადაგო ინტერესის სფერო, ხასიათი, ქცევა.. ზოგს სერიოზული აინტერესებ, ზოგს ჭკუამხიარული, ზოგს ოჯახის გოგო, ზოგს ბავშვი........ თითოეულის სურვილი, ახირება თუ მოთხოვნა უნდა გაითვალისწინო და თითქოს ყველას თავისი გასაღები მოარგო.
უბრალოდ ზოგჯერ გავდივარ ქუჩაში და ამდენი ხალხის ფუსფუსი, რუტინა, ყოველდღიურობა ისე მაღიზიანებს..... რომ ვნატრობ ერთ დღეს ყველა გაქრეს :)

четверг, 23 февраля 2012 г.

ჩემი დედ მამის შვილი

Автор: ჯუნა на 2/23/2012 1 коммент.
მაშინ როცა ის ამ ქვეყანას მოევლინა მე 7 წლის გავხდი. როგორც ალბათ ბევრი, მამიკოს გოგო ვიყავი, ბავშვი რომელსაც მთელი 7 წელი თავს მევლებოდნენ, ყურადღებას და ქებას არ მაკლებდნენ და უცებ გაჩნდა ვიღაც პატარა, დაჭყანული და საყვარელი, რომელმაც როგორღაც ყველას ყურადღება მიიზიდა :) ერთი ფიქრი იმასაც ვფიქრობდი იქნებ აივნიდან მოვისროლო და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება-თქო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - ალბათ გადავიფიქრე :)

და ნელ-ნელა მოვიდა სიყვარული :) მოვიდა პასუხისმგებლობა, რომ მე უფროსი ვარ და ის უნდა დავიცვა ყველა არაკეთილისმსურველისგან, კონკრეტული ხალხისგან თუ აბსტრაქტული და უხილავი მტრებისგან. იყო პერიოდები, როცა მე ის მებარა მთლიანად და ვუვლიდი ისე, როგორც შვილს, თუმცა დედა-შვილი სწავლის პროცესში ალბათ ნაკლებად ურტყამს ერთმანეთს :) მაშინ მისი ურჩობა მე მიჯდებოდა უძილო ღამეებად, ბევრ ცრემლად და ვალერიანას ტაბლეტებად, თუმცა ახლა ზოგჯერ ამას ღიმილით ვიხსენებ ... რადგან პატარა ბავშვი პატარა პრობლემა და დიდი ბავშვი - დიდი პრობლემაო... ახლა უფრო სერიოზული პრობლემები აქვს ხოლმე, უფრო თინეიჯერული და გარდატეხის ასაკური.
ისე მინდება ხოლმე არანორმალურად დავიცვა, გავაკონტროლო მისი მეგობრები, თავიდან მოვაშორო გამოუსადეგრები და მოძველბიჭოები...
მინდა ხედავდეს ადამიანებში სიმართლეს და აღარ გავდეს ალალ ბატს, რომელსაც ყოველთვის ირგვლივ ყველასი სჯერა.
დედმამიშვილის სიყვარული რაღაც სულ სხვაა... მის თვალებში იშვიათად ცრემლს რომ დავინახავ მინდა მთელი სამყარო შევძრა, უხასიათოდ რომ დავინახავ მზად ვარ კლოუნად ვიქცე ოღონდ გაიცინოს...
მახსოვს პირველ კლასში მოსკოვში დამრიგებელი ყავდა... სწერვა Любовь Михаиловна, რომელიც რატომღაც ქართველებს ვერ იტანდა და ამიტომ სულ მქონდა შეგრძნება, რომ ჩემ პატარას მიჩაგრავდა ის ისტერიჩკა :)) ყოველ შესვენებაზე ვაკითხავდი ხოლმე რომ მენახა, ოღონდ კარგად ყოფილიყო... ზოგადად მხოლოდ ეს არის რაც მინდა. როგორც ჩემი შვილისთვის.
მინდა კარგად იყოს, მინდა ღმერთის ეშინოდეს, მინდა ჭკვიანი იყოს, განათლებული, მინდა კარგად ისწავლოს, იცოდეს ბევრი ენა, წაიკითხოს ბევრი წიგნი, დაამთავროს უნივერსიტეტი, ქონდეს კარგი სამსახური, ბევრი ფული... მინდა ბედნიერი იყოს, მინდა კარგი ადამიანი იყოს......
და კიდევ ძალიან მინდა ჩემს შვილებსაც ერთმანეთი ასე ძალიან უყვარდეთ <3

суббота, 18 декабря 2010 г.

happy birthday to me :)

Автор: ჯუნა на 12/18/2010 3 коммент.
ბავშვობიდან და ყოველთვის საკუთარი დაბადების დღე რაღაც გამორჩეულად მიყვარდა. მთელი წელი ველოდებოდი, მერე ბოლო წუთებს და წამებს ვითვლიდი....
10 9 8 7 ........3 2 1.... და სულ მეგონა მოხდებოდა რაღაც სასწაული, საათი თორმეტს გადაცდებოდა და დაიწყებოდა... არ ვიცი რა. ალბათ უნდა ყოფილიყო ფეიერვერკები, საიდანღაც უნდა გაჩენილიყო დიდი ლამაზი თაიგული, ბუშტები...... მომილოცავდა ყველა ვინც მიყვარს, ვინც ახლობელია, ვისაც უბრალოდ ვიცნობ...
მერე მექნებოდა ლამაზი დიდი და ყველასგან განსხვავებული ტორტი შუშხუნებით, ლამაზი სუფრა, გაწყობილი სანთლებით და გემრიელი საჭმელებით, ბუშტები ნაირფერები, ტკბილი სასმელები, ხალხი... ყველაზე საყვარელი. ვისი დანახვაც მხოლოდ სიხარულს შემმატებდა.

ამ დღეს არ უნდა მომხდარიყო არაფერი ცუდი, უსიამოვნო, ყველაფერი უნდა გაასოცირებულიყო პოზიტივთან, სიხარულთან, მეგობრობასთან....

ალბათ საკუთარი თავი ეგოისტურად მიყვარს, რადგან წლების განმავლობაში საკუთარ თავს ყოველთვის პირველი ვულოცავდი დღეობას და ვისურვებდი ყოველთვის იმას, რასაც ალბათ სხვაც, მაგრამ მე უფრო განსხვავებულად)) თანაც ამ მომენტში ყოველთვის გული მიჩუყდებოდა ხოლმე :)

ვხვდები რომ გავიზარდე. ვხდები 21 წლის. ბევრი არც არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ველი.... თუმცა ბავშვობაში უფრო მჯეროდა რომ ყოველდღიური პრობლემები, ზოგჯერ ნერვიულობა, განცდები მხოლოდ ყოველდღიურობაა და ამ ჩემთვის ჯადოსნურ დღეს არანაირად არ გადავიდოდა. ახლა უკვე დიდი ვარ და ვიცი რომ ასე არ ხდება...

გამოდის რომ ისევ პირველი ვულოცავ თავს დაბადების დღეს. ახლა უკვე აქ..... :)

მაგრამ პატარაობისგან განსხვავებით სურვილები მარტო მე აღარ მეხება. пожалуй მე სულაც არ მეხება....
ამ წელს მინდა ჩემი პატარა ჯანმრთელი დაიბადოს, მინდა ჩემი მთელი დიდი ოჯახი კარგად იყოს, მინდა დედაჩემმა სამსახური იპოვოს და აღარაფერზე იჯავროს.....

დავასკვენი რომ მე მხოლოდ ყველას ბედნიერებით ვარ ბედნიერი.

четверг, 9 декабря 2010 г.

პირველად ჩემს კურკაზე :)

Автор: ჯუნა на 12/09/2010 5 коммент.
დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ის, რასაც ვწერ.
ალბათ უფრო ჩემი ცრურწმენის და შიშების ბრალია ეს თავშეკავება, მაგრამ როგორც იქნა, მე ამას ვწერ :) წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რადგან დედა უნდა გავხდე... ჩემს მუცელში პატარა არსება ჩასახლდა, რომელიც ნელ–ნელა იზრდება და სიხარულით ავღნიშნავ, რომ ეს არსება უკვე მოზრდილი კურკისოდენაა)) სიხარულით იმიტომ რომ 3-4 კვირის წინ ექიმის ვარაუდით იგი всего лишь 9 მილიმეტრი იყო, ახლა კი უკვე დიდია ))

უამრავი ფიქრი გაჩნდა, უამრავი გეგმა, აზრი და მეშინია კიდეც ამ ყველაფერზე ფიქრი...
ბევრს ვკითხულობ, გადავაქოთე ინტერნეტი, რომ მეტი გავიგო იმაზე, რაც ჩემს თავს ხდება... ბოლომდე კი ალბათ ვერც ვაცნობიერებ რა ხდება, როგორი უნდა ვიყო ან რა მომეთხოვება....

კვირიდან კვირის გასვლას ველოდები და ისე მინდა დრო სწრაფად გავიდეს, მალე გაიზარდოს, მალე იმოძრაოს, მალე ვიგრძნო..... ვიცი, ახლაც ბევრს მოძრაობს, ხანდახან მეჩვენება რომ ვგრძნობ კიდეც, თუმცა ჯერ იმდენად პატარაა რომ ვფიქრობ ეს ჩემი ძლიერი თავდაჯერებულობის ბრალი უფროა :))

პირადად ჩემთვის ბევრი არც არაფერი შეცვლილა. მარტო ის, რომ უფრო ხშირად მშივდება და მეძინება ხოლმე და კიდევ ძალიან ემოციური გავხდი. ხასიათი მეცვლება სრულიად უმიზეზოდ და საწინააღმდეგო მიმართულებებით. ხშირად მინდება ტირილი, ბავშვობა, ვუსმენ საბავშვო სიმღერებს, მიხარია უმიზეზოდ და პატარასავით, ვჭამ ქინდერს.......
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ :)

понедельник, 19 июля 2010 г.

პოსტი №100

Автор: ჯუნა на 7/19/2010 0 коммент.

როგორ მომენატრა წერა და ჩემი ბლოგი.... ძალიან!
დღეს იუბილე მაქვს)) ეს პოსტი მეასეა ჩემს ბლოგში.
ვფიქრობ, უაზროა იმაზე წერა თუ როგორ მიყვარს საკუთარი ბლოგის ფურცლები, ყველა ის ტექსტი და განცდა რაც მასზეა. ამიტომ ამაზე არ დავწერ))
დავწერ მხოლოდ იმას, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორი დიდი მესაკუთრე ვარ და ძალიან არ მიყვარს როცა ჩემს პირადს ეხებიან, საკუთარი მკითხველები მაინც ძალიან მიყვარს; რადგან პირადად ჩემთვის შეუძლებელია არ გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც აინტერესებ, რომელიც თვალს გადევნებს, გაკომენტარებს, სურვილებს გიძღვნის და შენეული ხედვის კითხვა სიამოვნებას გვრის. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ აქ ვწერ და არა ვთქვათ ლამაზ, ყვავილებიან ბლოკნოტში......

ხშირად მიფიქრია თუ რაში მჭირდება ეს ყოველივე და რა არის ამის მიზანი.
პასუხი არ მაქვს.
უბრალოდ ადამიანი ვარ ასეთი, ბავშვობიდან სულ ვწერ.... და ვფიქრობ, დადგა ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემი ეს ნაწერი აღარ არის ისეთი აბსურდული, რომ სხვისთვის ჩვენება არ ღირდეს.... და ვფიქრობ არც ისეთია, რომ დიდი ხნის შემდეგ ამის წაკითხვა შემრცხვეს.
მოკლედ,
с юбилеем:)

пятница, 9 июля 2010 г.

ოდესღაც პატარა არსება დედის რძის სუნით კისერში, თვითონ გახდება დედა ან მამა...

Автор: ჯუნა на 7/09/2010 2 коммент.
რა სასწაულია ადამიანის გაჩენა ამ ქვეყანაზე. რა უცნაურია პატარა არსება პაწუა ნაკვთებით, ხელ-ფეხით, ჩამოუყალიბებელი მხედველობით და სმენით, თმით, რომელიც ჯერ კიდევ დედის მუცელში გაეზარდა. მთლიანად ჩვენზე მონდობილი და ჩაბღაუჭებული, ტკბილი რძის სუნით კისერში და საყვარელი ტუჩების ცმაცუნით.
და რა უცნაურია რომ ჩვენ ყველა ასეთები ვიყავით. ხელში ვიძინებდით, იავნანას გვიმღეროდნენ, ვიღაც თავზე გვკოცნიდა და ზედმეტი სიყვარულით ეშინოდა ხელში არ გავეჭყლიტეთ.....)

9 თვე მუცლით უნდა ატარო, გულის ქვემოთ. გრძნობდე მის გულისცემას, ფეხების ბაკუნს, გული მიგდიოდეს მისი შიმშილისგან და წამდაუწუმ მუცელს ეფერებოდე მისი მოფერების და დანახვის სურვილით გაგიჟებული...... ეფერებოდე, ელაპარაკებოდე....
უნდა ჩაუნერგო სიყვარული და განუვითარო გემოვნება.

ამ ქვეყნად მოვლენილი პირველად შენ უნდა ჩაიკრა გულში, თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა და მერე თავს უნდა შემოევლო. დაივიწყო სიტყვა "მე" და აწი სულ თქვა "ჩვენ". მასთან ერთად თავიდან ისწავლო ცხოვრება, აიდგა ფეხი, ისწავლო ანბანი, ლექსები, არითმეტიკა..... არჩიო და თავი იმტვრიო მის პრობლემებზე, არ გეძინოს ღამე და გტკიოდეს მისი სატკივარი....
გვერდით ედგე მუდამ, უყურებდე მის ცხოვრებასთან ჭიდილს და და არც შეგწევდეს ძალა მარტო მიატოვო გაჭირვებაში, ტკივილში ან წუხილში.

მაგრამ, ერთ დღესაც აუცილებლად დადგება დღე, როცა მიხვდები, რომ აღარაა სიტყვა "ჩვენ" და არის მხოლოდ "ის", როცა მას უფლება ექნება საკუთარი არჩევანი გააკეთოს და მიუხედავად იმისა, რომ 9 თვე მუცლით ვატარეთ და მერე მთეელი დიდი ხანი ვზარდეთ და ვღზარდეთ, მის ცხოვრებაში დადგა დრო, როცა ის იქნება უკვე დამოუკიდებელი ადამიანი თავისი ცხოვრებით და თავისი თუნდაც ბედნიერებით, რომელიც ჩვენ უნდა გავიზიაროთ მხოლოდ.
მას აღარ დაჭირდება დედის რძე, არც მისი ახსნილი გაკვეთილი და არც არჩევანის გაკეთება იქნება მის მაგივრად საჭირო.
თავიდან დაიწყება ისტორია და მასში განმეორდება......
ის, ოდესღაც პატარა არსება დედის რძის სუნით კისერში, თვითონ გახდება დედა ან მამა......

воскресенье, 4 июля 2010 г.

დათუნიების კოლექცია

Автор: ჯუნა на 7/04/2010 2 коммент.
არასდროს ვყოფილვარ კოლექციონერი და არასდროს მიგროვებია ნივთები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ლამაზი ნივთები.
მაგრამ პატარა გოგოსავით სულ მიყვარდა სათამაშო, ფუმფულა დათუნიები.
უამრავი მაქვს სხვადასხვა ზომის, ფორმის და თითქმის ყველა ნაჩუქარი და სამახსოვრო....

დიდი ხნის წინ კიდე ასეთი დათუნიების გროვება დავიწყე. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ინტერნეტიც არ მქონდა და ტელეფონით ვაგროვებდი ასეთ ფოტოებს...... ახლა ასეთები ალბათ უამრავია ინტერნეტში))
მე ცოტა ხნის წინ ვიპოვე ძველ დისკზე და ბავშვობა გამახსენდა))

пятница, 2 июля 2010 г.

ივლისის თვე და ფოტოები

Автор: ჯუნა на 7/02/2010 3 коммент.
ხანდახან, როცა ბევრი კარგი ამბავი ერთმანეთს მიეწყობა და ბედნიერება მოგეძალება, შინაგანად შიში გიპყრობს რამე ისეთი არ მოხდეს, რაც ამ ყველაფერს გაანეიტრალებს.
ბავშვობიდან ასე მჭირდა: როგორც კი მოზღვავებულ ბედნიერებას ვიგრძნობდი, ეგრევე ვსერიოზულდებოდი ან ცუდის მოლოდინით შეშინებული ლოცვას ვიწყებდი.

ივლისის თვე ჩემთვის ძალიან ბედნიერია.... დედაჩემი რომ დაბრუნდა ეს უკვე იცით, ხოდა მამიდაც გავხდი :) პატარა, ერთი ციცქნა მათე დაიბადა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 2 დღისაა და მე ისე ძალიან მიყვარს....

მალე პატარა სახლში უნდა მოვიყვანოთ, კიდევ სულ მალე ჩემი 2 წლის უნახავი და უზომოდ მონატრებული დეიდაშვილი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში,

კიდე მალე დედაჩემი და ჩემი გიო ერთმანეთს უნდა გავაცნო :))

ისეთი დიდი, შეკრული და თბილი სამყარო მაქვს....
მივხვდი რომ ეს ბედნიერება აღარ მთრგუნავს.
იმდენი ცუდი იყო, იმდენი ჯავრი......
ასე მგონია ეს ბედნიერება სულ ჩემია და ბოლომდე უნდა შევირგო))

вторник, 27 апреля 2010 г.

მე მშობლებზე ჭკვიანი ვარ?

Автор: ჯუნა на 4/27/2010 3 коммент.
გუშინდელი პოსტის დაწერის მერე სიყვარულოვნას ბოლო პოსტი ვნახე. არ ვიცი ნათია კონკრეტულად რამდენი წლისაა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ წელს აბარებს ვასკვნი, რომ ჯერ კიდევ მოზარდად ითვლება.
მეც მქონია მომენტები და ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში იყო ეს ეტაპი, როცა თავი ყველაზე შეუცდომელი, მართალი გვგონია, უფროსებზე და განსაკუთრებით მშობლებზე გვაქვს შეტევები და ბრალდებები, მათი უმნიშვნელო შეცდომებიც კი ჩვენგან მკვეთრად აღიქმება და ამას მერე მოყვება სახლიდან გაქცევები, მათთვის ჯიუტად რაღაცის მტკიცებები, უხეში შეპასუხებები და ხანდახან გაღიზიანებისგან გამოწვეული ისეთი გრძნობაც კი, რომელსაც ზიზღს ვარქმევთ….. ისინი სულელები გვგონია და დიდი სურვილი გვაქვს მათ რამე ვასწავლოთ და შევაგნებინოთ.
აღარ მახსოვს კონკრეტულად ვინ თქვა, მაგრამ ვიღაცის გამოთქმული აზრია დაახლოებით იმ შინაარსის, რომ შვილები პატარაობაში მშობლებს აიდიალებენ,უპირობოთ უყვართ ისინი, თინეიჯერობის ასაკში თავი მათზე ბევრად ჭკვიანები გონიათ, მერე კი, როცა გაიზრდებიან დგება დრო, როცა მიდიან იმ აზრამდე, რომ მათი მშობლები თურმე ყველაზე ჭკვიანები ყოფილან, თურმე არც ტყუილად სჯიდნენ ხანდახან და არც ყოფილან ცუდად მოქცევის ან ცუდი სიტყვების ღირსები……
მე ალბათ უკვე გავიზარდე, რადგან ასე ვფიქრობ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ რატომ უფრო მკაცრად არ გამზარდეს, რატომ უფრო მეტი არ მასწავლეს, რატომ ძალით არ შემიყვანეს თუნდაც იმ ცეკვაში, რომლის უცოდინარობას ახლა ძალიან ვნანობ……
არ შეიძლება სხვისი განსჯა, მითუმეტეს მაშინ როცა საქმე მშობლებს ეხება და მითუმეტეს მაშინ, როცა საკუთარი ცხოვრება წინაა და არავინ იცის რა შეცდომებს დავუშვებთ ჩვენ უკვე საკუთარ ცხოვრებაში….
არ ეწყინოს სიყვარულოვნას ეს პოსტი. შეიძლება არც მაქვს უფლება რომ მის ნაწერზე კომენტარები ვაკეთო, მაგრამ მე მას არ განვიხილავ მე ჩემ აზრს ვამბობ. ეს აზრიც ძალიან სუბიექტურია და ვფიქრობ «გამოსადეგი» მხოლოდ ნორმალური პირობების ოჯახებში, რადგან არაადეკვატური და ტირანი მშობლებიც არსებობენ, რომლებიც შვილებს სანაგაოებზე ტოვებენ ან ღელეში ყრიან.
მოსკოვში ერთი მეგობარი მყავდა ვიკა, რომელსაც «გადასარევი» დედა ყავდა. ის შვილს საჭმელს ამადლიდა და მაცივრის ყოველ გამოღებაზე 16–17წლის გოგოს «დამოძღვრავდა»: იშოვე ფულიანი საყვარელი და შენი ნაყიდი საჭმელი ჭამეო.
ასეთ ქალს მე არ ვთვლი ნორმალურ დედად. მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახი ნორმალურად ითვლებოდა და ამ ქალს ვერც შეკადრებდი გეთქვა, რომ მას შვილი არ უყვარს ან რომ მას არასწორად ზრდის….
ყოველი არასწორი ნაბიჯი ან არასწორი სიტყვა მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და მისი შედეგია არაჯანსაღი ფსიქიკა, რომელიც აუცილებლად იქონიებს გავლენას მის მომავალ ცხოვრებაზე.

понедельник, 26 апреля 2010 г.

მე ჩემი ძმა ძალიან მიყვარს

Автор: ჯუნა на 4/26/2010 7 коммент.
ისე მაქვს გული აცრუებული ადამიანებზე.... არც სურვილი მაქვს, არც ძალა, რომ ადამიანებში კარგი, დადებითი დავინახო. რუსები იტყოდნენ в краиности падаешь-ო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყოველთვის ყველას ვუძებნი გამართლებას, ვუგებ, ოპტიმისტი ვარ და ადამიანები მიყვარს, მაგრამ არის მომენტები, როცა ისეთი უიმედო ვარ.... მიზეზი ამისი ის არის, რომ ვხედავ ძალიან ახლობელ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ. ეს სიტყვა სულ მცირეა იმ გრძნობების და ქცევების გამოსახატავად რაც კი მინახავს რეალობაში. არ ვიცი რატო ხდება ასე მაშინ როცა არსებობს სურვილი ადამიანი "ჩემად" აღიქვა, მისი გვერდით ყოფნა იგრძნო, ოჯახის წევრად ჩათვალო - მის გულგრილობას ხედავ, მზაკვრობას.... მე პირადად ვითრგუნები ამისგან, ვიბოღმები. ვიცი არ უნდა გავბოროტდე, უნდა მივუტევო, მაგრამ არ შემიძლია.... პატიება არ შემიძლია.
მე ჩემი ძმა ძალიან მიყვარს. მასაც ძალიან ვუყვარვარ. უცნაურია არა ამ ბუნებრიობაზე უნდა ილაპარაკო? თურმე კი....
ავად რომ ვიყავი ჩემი ძმა მოვატყუე ცხვირი გაჭედილი მაქვს და ღამე პირი თუ დავმუწე ძილში შეიძლება გავიგუდო-თქო... ვეხუმრე. ყოველ 5 წუთში მაფხიზლებდა პირი გააღეო, მერე ძლივს ჩაეძინა და აბოდებდა ჯუნა პირი არ დახუროო :) კიდე ამაყობს ჩემით, კიდე ბევრს მკოცნის და უჩემოდ ვერ ძლებს..... კიდე ლექსი დამიწერა და ყვავილებს მჩუქნის, კიდე მე ვტირი როცა ის ცუდათაა და ასე იყო ღრმა ბავშვობიდან - როცა ის ტიროდა მეც ვტიროდი.... შეიძლება ოდესმე ეს გაქრეს? რათქმაუნდა ოდესმე მას თავისი ოჯახი ექნება, მე ჩემი, მაგრამ ამხელა სიყვარული შეიძლება გაქრეს? მისი შვილები ხო საკუთარივით მეყვარება და ისიც და..... იმდენად აბსურდულია ამაზე ლაპარაკი.....
მეცოდებიან უგრძნობი ადამიანები!

пятница, 12 марта 2010 г.

ბავშვობის კომპლექსი

Автор: ჯუნა на 3/12/2010 4 коммент.
ბავშვობიდან დაკომპლექსებული ვარ სათვალეებზე.
სადღაც მე-5 კლასში ვიყავი მგონი მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები რომ აღმომაჩნდა (-1 დამიდგინეს, შორს კარგად ვერ ვხედავდი), ხოდა გამომიწერეს სათვალე... ისე განვიცდიდი.
დედაჩემს რომ არაფერი ეეჭვა სახლის ჩიხს როგორც გამოვცდებოდი, მაშინ ვიხსნიდი სათვალეს, ჩანთაში ვინახავდი და მხოლოდ უკან დაბრუნებისას ვიკეთებდი ისევ :)) კატასტროფა იყო დედაჩემის სკოლაში მოსვლის დღეები, როცა ან დედაჩემის საყვედურები (мягко говоря) უნდა მესმინა იმის თაობაზე თუ რატომ არ მიკეთია სათვალე ან კომპლექსი უნდა გადამელახა და ყველას დავენახე ოჩკარიკა)) ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ როგორ განვიცდიდი უჟას :დ
დღესდღეობით ლინზებს ვატარებ და ვლოცავ ამის გამომგონებელს. ძალიან კომფორტულია და იოლად შესაგუებელი.
რაც შეეხება სათვალეს, უნომროსაც კი ვერ ვხმარობ თავისუფლად, ასე მგონია ყველა მე მიყურებს, ვერა და ვერ გავთავისუფლდი ბავშვობის ამ კომპლექსიდან.
რამდენიმე დღის წინ საფილოში შევიძინე ძალიან ორიგინალური და ლამაზი სათვალე, შავი აპრავა აქვს, ხისგანაა გაკეთებული, ორიგინალურია ძალიან, უნომრო. აქ კარგად არ ჩანს მაგრამ მგონი მიხდება რავიცი))

суббота, 20 февраля 2010 г.

საზოგადოების "იარლიყები"

Автор: ჯუნა на 2/20/2010 2 коммент.
საზოგადოებას უყვარს "იარლიყების" მოწებება. ყველა ადამიანისთვის გააჩნიათ რაღაც დაღის მსგავსი და გასვამენ, ტიპა пригоден ან не очень.
მაგალითად ისეთებზე, როგორიც მე ვარ, ამბობენ კარგი გოგოაო :) არა ტყუილი ნამდვილად არ არის)) ეს რეპუტაცია მართლა დამსახურებულია და პასუხისმგებლობით ვეკიდები მას. იმედგაცრუება არც მე მიყვარს და არც ის მიყვარს, სხვას რომ უჩნდება ჩემს მიმართ ეს გრძნობა. მე უბრალოდ სტერეოტიპები და არაფრის გამო შექმნილი "იარლიყები" მიშლიან ნერვებს. დეტალებს რომ არ არკვევენ, გრძნობებს არ უღრმავდებიან და ზედაპირულად სვამენ "დიაგნოზს". არ ვიცი ეს რამდენად ამართლებს, შეიძლება ზოგ სიტუაციაში სწორიც კია, მაგრამ პრობლემა მაინც ჩნდება. ჩნდება იმიტომ, რომ ყველა თავისი საზომით ზომავს. ყველას საკუთარი საზომი გააჩნია სიმართლის, სისწორის, ზნეობის. და რაღაც საქციელი, რომელიც ერთისთვის ნორმაა, მეორესთვის შეიძლება ანომალია იყოს.
ალბათ ხშირად გაგიგიათ ფრაზება ტიპა: "როგორ არ მიმართლებს ადამიანებში" ან "რა ყველა არანორმალურს მე უნდა გადავეყარო" )) მეც ხშირად ვყოფილვარ ამ აზრზე. ვაწყდები სხვის ისეთ საქციელს, როგორადაც მე არ მოვიქცეოდი და ძალაუნებურად მწყინს. არადა, რომ დაფიქრდე, მასაც ხომ თავისი სიმართლე აქვს, შეიძლება მისთვის შენ ხარ ანომალია. აქედან ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა.
არასდროს დაკვირვებიხართ: ერთი და იგივე ადამიანს სხვადასხვა ხალხი სხვადასხვანაირად ახასიათებს. აი, მე მაგალითად:
ზოგს რომ კითხო ენერგიული და აქტიური ვარ, ზოგისთვის კი პასიური და უინტერესო (ალბათ, ჩემი კურსელებისთვის, რადგან მათ წამოწყებებში თითქმის არასდროს ვიღებ მონაწილეობას);
ზოგი მდიდარ ადამიანად მთვლის (მყავს ასეთი ნაცნობები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, თუ ტანსაცმელში 100ლარს ვაძლევ ე. ი. მდიდარი ვარ), ზოგისთვის კი ჩვეულებრივი, ობოლი (არ მიყვარს ეს სიტყვა) სტუდენტი;
ზოგი ჭკვიანად მთვლის (უნარებში 91ქულა ავიღე), ზოგი კი არც ისე განათლებულ ადამიანად.
და ასე უსასრულოდ შეიძლება ჩამოთვლა...... მაწებებენ "იარლიყებს", არადა ვთვლი, არცერთი ჩამოთვლილთაგან ზუსტად მე არ შემესაბამება. არ ვარ ან + ან - , ვარ სადღაც შუაში, ნორმალური ადამიანივით.
გამოსავალი და დასკვნა ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ კარგად უნდა გავიცნოთ ადამიანი მანამ, სანამ მასზე რამეს ვიტყოდეთ და არასწორ რეპუტაციას შევუქმნიდეთ, როგორც სხვასთან, ასევე საკუთარ თავთან.
ეს შეცდომა მე პატარა ვიყავი რომ დავუშვი და მის შემდეგ ვცდილობ აღარ გავიმეორო. მე-3 კლასში სასტიკად ვლანძღავდი ერთ გოგოს (არ ვიცი რატომ, ალბათ ბავშვური სიმეტიჩრით), რომელიც პარალელურ კლასში სწავლობდა და თითქმის არც კი ვიცნობდი. ვიძახდი ამაყია და თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მაგასთან როგორ უნდა იმეგობროთქო)) 1 წელიწადში კლასელები გავხდით, კიდევ 1 წელში განუყრელი მეგობრები)) დეტალები ნახეთ პოსტში საუკეთესო მეგობარი :)

вторник, 26 января 2010 г.

მენატრები

Автор: ჯუნა на 1/26/2010 0 коммент.
ბევრჯერ გამიგია ცეკვა ამშვიდებსო ადამიანს, ემოციებისგან ათავისუფლებსო. ბევრი ემოციაა დაგროვილი, რომლისგანაც გათავისუფლებაა საჭირო. არა, კი არ უნდა დაგავიწყდეს, არც დაგავიწყდება... უბრალოდ გულში უნდა შეინახო, ამოტივტივდება - გაიხსენებ, იდარდებ, მერე ისევ ყოველდღიურობა გადაფარავს დარდს და ასე გაგრძელდება.....
ძველი წერილები ვიპოვე... ძალიან ძველი, ბავშვობის დროინდელი და ავფორიაქდი.
მესამე წელი დაიწყო და მაინც ვერაფრით ვაცნობიერებ, რომ მამიკო ჩემთან აღარ არის, რომ მისგან მხოლოდ მოგონებებიღა დამრჩა, და რომ ეს დრო აღარასდროს დადგება. ამაზე რომ ვფიქრობ, თავს საოცრად უსუსურად ვგრძნობ, აღარ ვიცი საკუთარი პროტესტი როგორ გამოვხატო... ამბობ რაღაც სიტყვებს, მაგრამ ეს მხოლოდ ბანალურობაა და მეტი არაფერი. ამით გულს სითბო არ ემატება, სულის სიცარიელე არ ივსება.
მისი თბილი სახე სულ თვალწინ მიდგას, თბილი სახე, კეთილი გაღიმება, გადამდები სიცილი... ყველა შვილი ალბათ ამას ამბობს მაგრამ მე ყველაზე თბილი მამა მყავდა მსოფლიოში... მის გვერდით არაფრის მეშინოდა და ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი თავს! Мне его очень не хватает.....
მინდა ვილოცო მისთვის, მინდა ღმერთს ვთხოვო, რომ შეუნდოს ყველა ცოდვა და ნათელში ამყოფოს მისი სული... მინდა მჯეროდეს რომ ამ ჩემს გულწრფელ თხოვნას ღმერთი აუცილებლად შეისმენს.

четверг, 21 января 2010 г.

ბლოგის მნიშვნელობა

Автор: ჯუნა на 1/21/2010 0 коммент.
ბავშვობაში ყველა ვწერდით ალბათ დღიურებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20 წლის ვარ ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო. არის ამაში რაღაც დამაწყნარებელი, ფსიქოლოგიური.
როგორც ტრადიციულ ქაღალდის დღიურს, ბლოგს, მემუარის დამაგვარი ფუნქცია გააჩნია. ადგილი, სადაც ქმნი საკუთარ პატარა სამყაროს და იწერ საკუთარ აზრებს, ფიქრებს, გეგმებს. ალბათ იმისთვის, რომ თავი ჩამოყალიბებულ და შემდგარ პიროვნებად იგრძნო, და მომავალში არ დაგავიწყდეს საკუთარი ცხოვრების წარმატებული თუ არც ისე ბედნიერი წუთები. ეს არის კომუნიკაცია საკუთარ თავთან.
თითქოს გეძლევა შანსი უკეთესად გაიცნო საკუთარი თავი. ასე ვთქვათ сначала «выплеснуть эмоции», «изложить наболевшее», შემდეგ კი დაინახო თავი შორიდან.

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review