Показаны сообщения с ярлыком ცეკვა. Показать все сообщения

суббота, 25 февраля 2012 г.

მარტოობა......

Автор: ჯუნა на 2/25/2012 0 коммент.
კარგი იქნებოდა ერთი ბილეთი მთვარემდე... გამიგია იყიდებაო იქ მიწები.
ან სულაც რომ წარმოიდგინო, თითქოს დედამიწა ცოტა ხნით დაცარიელდა.... რა კარგია ალბათ მთელ პლანეტაზე მხოლოდ შენ ერთი რომ ხარ მარტო...

ივლიდი უამრავს, ყველა კუნჭულს მოივლიდი, შენი თავის უფროსი შენვე იქნებოდი, როცა გინდა დაიძინებდი, როცა გინდა გაიღვიძებდი, როცა გინდა შეჭამდი და რასაც გინდა იმას გააკეთებდი....
მოგინდებოდა იმღერებდი ხმამაღლა და არ შეგრცხვებოდა რომ არც თუ ისე კარგი ხმა გაქვს;
მოგინდებოდა იცეკვებდი და არ იფიქრებდი რომ ამ მომენტში გვერდიდან ალბათ ტლანქი ჩანხარ და მოუქნელი...
მთელ ღამეს ისეირნებდი და დატკბებოდი სიბნელით და ვარსკვლავებით, რომლებიც მხოლოდ შენთვის გაანათებდნენ.
მოისროლიდი უზარმაზარ ტელევიზორს, კომპიუტერს, დივიდის და ათას აუტანელ ნივთს. ერთადერთი დავიტოვებდი ფლეერს და მხოლოდ მუსიკა იქნებოდა ჩემი თანამგზავრი.
ზაფხულში იბანავებდი ზღვაში და ბედნიერი იქნებოდი მხოლოდ იმ აზრით, რომ მთელი უზარმაზარი ზღვა მარტო შენ ერთს გეკუთვნის...

ზამთარში გაგახარებდა გაუკვალავი თოვლი და გუნდაობა მარტოობაში... :)
ეჰ... სისულელეა ალბათ. რეალურად ეს ყველაფერი შეუძლებელია და ერთ დღეზე მეტად ვერც კი გაძლებს ვერავინ ასე.
როცა პატარა ვიყავი ხშირად მტოვებდნენ ხოლმე სახლში მარტო... და ამ დროს არავინ იყო ჩემზე ბედნიერი. ჩემი სახლი მთელ ჩემ სამყაროდ გადაიქცეოდა ხოლმე. ვაკეთებდი რასაც მინდოდა და როგორც მინდოდა. ზოგჯერ თავს მარტოხელა დიასახლისად წარმოვიდგენდი და სახლს ვალაგებდი, ხან ვმღეროდი, ვკითხულობდი, ვლაპარაკობდი ტელეფონზე..... და რაც მთავარია ვტკბებოდი მარტოობით !
მიყვარს მე მარტოობა და ამიტომ ყოველი ასეთი შემთხვევა ჩემთვის იყო არანორმალურად სასიამოვნო.

საუკუნეა სახლში მარტო არ დავრჩენილვარ და საუკუნეა თავი მარტო არ მიგრძვნია. უკანასკნელი ალბათ კარგია...
ჩემს ირგვლივ იმდენი ხალხია და ისე განსხვავდება ყველა ერთმანეთისგან. ზოგადად ხო თითქოს ყველა ადამიანი ერთნაირია, მაგრამ ამასთან ყველა იმდენად ინდივიდუალურია....ადამიანებს სხვადასხვა ენაზე უნდა ელაპარაკო, მათთან შენც სხვადასხვა უნდა იყო, თითოეულთან აარჩიო მიდგომა, საუბრის ტონი, მანერა, თემა, მიუსადაგო ინტერესის სფერო, ხასიათი, ქცევა.. ზოგს სერიოზული აინტერესებ, ზოგს ჭკუამხიარული, ზოგს ოჯახის გოგო, ზოგს ბავშვი........ თითოეულის სურვილი, ახირება თუ მოთხოვნა უნდა გაითვალისწინო და თითქოს ყველას თავისი გასაღები მოარგო.
უბრალოდ ზოგჯერ გავდივარ ქუჩაში და ამდენი ხალხის ფუსფუსი, რუტინა, ყოველდღიურობა ისე მაღიზიანებს..... რომ ვნატრობ ერთ დღეს ყველა გაქრეს :)

четверг, 25 марта 2010 г.

ცოტა რამ "მუცლის ცეკვის" შესახებ

Автор: ჯუნა на 3/25/2010 1 коммент.
Belly dance ეგრეთ წოდებული მუცლის ცეკვა X საუკუნეში ინდოეთის ბოშებმა შემოიტანეს ევროპაში და დღესდღეობითაც იგი ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში.

დიდი ხანია ამ თემაზე მინდოდა დამეწერა, რადგან ძალიან მიზიდავს ეს ცეკვა, მისი ყურება და ზოგადად ცეკვის ეს სახეობა.
იყო დრო, როცა დიდი მონდომებით ვსწავლობდი თითოეულ ილეთს, მიხაროდა, როცა გამომდიოდა, ვუყურებდი სხვადასხვა დისკებს, ვვარჯიშობდი.... ეს იყო მოსკოვში.
სხვათა შორის ეს ცეკვა ასუსტებს :)) ანუ იგულისხმება სისტემატური ვარჯიში, თუნდაც დღეში ნახევარი საათი. უფრო ქალურს ხდის და ხვეწავს ტანს. ჯანმრთელობისთვისაც საკმაოდ სასარგებლოა. თვლიან, რომ ეს ცეკვა ხსნის დაღლილობას, ებრძვის უძილობას, სტრესებს, დეპრესიას, თავის ტკივილს...... აუმჯობესებს განწყობას და მატებს ენერგიას.
ქალები ამ ცეკვით გადმოსცემენ თავიანთ გრძნობებსა და ემოციებს. ადრე, აღმოსავლეთის ქალები, უპირველესად ცეკვავდნენ საკუთარი თავისთვის (და აუცილებლად მხოლოდ ქალების საზოგადოებაში).

მუცლის ცეკვა ხდიდა მათ უფრო ქალურს, თავისუფალს, ელასტიურს, ჰარმონიულს და სექსუალურს.
belly dance დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და ქალურობის, მომხიბვლელობის გამოხატულებად მიიჩნევა.

მუცლის ცეკვის სხვადასხვა სახეობები არსებობს. ზოგი გულისხმობს აქტიურად სხეულის ქვედა ნაწილის მოძრაობებს, ზოგი უმეტესწილად შედგება თავისა და ხელის მოძრაობებისაგან, ზოგში კი უმთავრესად გამოყენებულია ხელებისა და მკერდის მოძრაობები.

რაც შეეხება მუცლის ცეკვას საქართველოში.
აღიქმება ისე, როგორც მაგალითად სტრიპტიზი. ანუ ქართველი კაცები ჯიუტად ვერ ხედავენ ამ ცეკვაში ხელოვნებას. არ ვიცი ეს რამდენად სწორი მიდგომაა. მე პირადად ძალიან მიყვარს ეს ცეკვა, ალბათ ყველამ უყურეთ ელენე ჩიხლაძის (შეიძლება გვარი მეშლება) გამოსვლას ნიჭიერში. ცეკვას სანთლებით, ულამაზესად იცეკვა.... nichieri. Ge-ზე ვიპოვე და ბევრჯერ ვუყურე გადაბმულად :))

суббота, 6 февраля 2010 г.

რომანტიკა სანაპიროზე

Автор: ჯუნა на 2/06/2010 0 коммент.
ეს იყო ქობულეთში... უაზროდ მიყვარს ეს ქალაქი, ალბათ იმიტომ, რომ შენი და ჩემი საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ იქ.
სანაპიროზე ვისხედით, ვეღარ ვიხსენებ, ალბათ კაფე იყო. ლამაზი ხის მაგიდები, სულ 3 იდგა, მგონი, მაგრამ ჩვენს გარდა არავინ იყო იქ. მაღალი 2 სკამი, ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, შუაში ლამაზი, მსხვილი, ყავისფერი სანთელი გვყოფდა. დიდი თეფშები ელაგა კიდევ მგონი მაგიდაზე და ყავის ჭიქები, ზუსტად აღარ მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ შენ გიყურებდი და მეტს ვეღარაფერს ვარჩევდი გარკვევით... მონუხულივით ვიჯექი და ვერც ვერაფრის თქმას ვბედავდი, ვერც თვალის მოშორებას, თითქოს მეშინოდა ყველაფერი არ გამქრალიყო, მომენტი არ გაფუჭებულიყო.
ჯერ ზღვის ხმა ისმოდა, პატარა, ლაღი ტალღების ხმა. არ ღელავდა ზღვა, მშვიდი იყო, მერე ნელ-ნელა მელოდიის ხმა მოვიდა, ჯერ სულ ჩუმად ისმოდა, ძალიან შორიდან... ნელ ნელა ახლოვდებოდა... fly me to the moon... ნაცნობი ჰანგები. ცეკვა შემომთავაზე, არა, არ შემომთავაზე, არაფერი გითქვამს, უბრალოდ ადექი და ხელი გამომიწოდე. ღია ფერის ჯინსები გეცვა და რაღაც კრემისფერი პერანგი. მე კი არ ვიცი რა მეცვა, ასეთი კაბა არასდროს მქონია, თეთრი სარაფანა.... ძალიან ლამაზები ვიყავით... ცეკვა დავიწყეთ, ჩემი ხელი ხელში გეჭირა და ისე მაგრად, გაშვების გეშინოდა თითქოს. არც კი ვიცოდი ასე კარგად თუ ვცეკვავდით. გაჩერება აღარ მინდოდა. რაღაც ზღაპრის პრინცესად ვიგრძენი თავი.
კიდევ, რაც მახსოვს, თავი დაგადე მხარზე. ისეთი თბილი იყო ეს ყველაფერი, არც კი მინდოდა სადმე გამეშვი..., ცხოვრების გაგრთელებაც არ მინდოდა. ასე ვიქნებოდი ცხოვრების ბოლომდე... შენს მხარზე ჩამეძინა, ვხედავდი კიდეც როგორ მშვიდად მეძინა, ვიღიმოდი კიდეც მგონი...
რომ გამეღვიძა უკვე დილა იყო... ჩემს საწოლში მარტო ვიწექი და ცოტა გვიან მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო მხოლოდ.... გული ისე დამწყდა ლამის ვიტირე... მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი!!!

вторник, 26 января 2010 г.

მენატრები

Автор: ჯუნა на 1/26/2010 0 коммент.
ბევრჯერ გამიგია ცეკვა ამშვიდებსო ადამიანს, ემოციებისგან ათავისუფლებსო. ბევრი ემოციაა დაგროვილი, რომლისგანაც გათავისუფლებაა საჭირო. არა, კი არ უნდა დაგავიწყდეს, არც დაგავიწყდება... უბრალოდ გულში უნდა შეინახო, ამოტივტივდება - გაიხსენებ, იდარდებ, მერე ისევ ყოველდღიურობა გადაფარავს დარდს და ასე გაგრძელდება.....
ძველი წერილები ვიპოვე... ძალიან ძველი, ბავშვობის დროინდელი და ავფორიაქდი.
მესამე წელი დაიწყო და მაინც ვერაფრით ვაცნობიერებ, რომ მამიკო ჩემთან აღარ არის, რომ მისგან მხოლოდ მოგონებებიღა დამრჩა, და რომ ეს დრო აღარასდროს დადგება. ამაზე რომ ვფიქრობ, თავს საოცრად უსუსურად ვგრძნობ, აღარ ვიცი საკუთარი პროტესტი როგორ გამოვხატო... ამბობ რაღაც სიტყვებს, მაგრამ ეს მხოლოდ ბანალურობაა და მეტი არაფერი. ამით გულს სითბო არ ემატება, სულის სიცარიელე არ ივსება.
მისი თბილი სახე სულ თვალწინ მიდგას, თბილი სახე, კეთილი გაღიმება, გადამდები სიცილი... ყველა შვილი ალბათ ამას ამბობს მაგრამ მე ყველაზე თბილი მამა მყავდა მსოფლიოში... მის გვერდით არაფრის მეშინოდა და ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი თავს! Мне его очень не хватает.....
მინდა ვილოცო მისთვის, მინდა ღმერთს ვთხოვო, რომ შეუნდოს ყველა ცოდვა და ნათელში ამყოფოს მისი სული... მინდა მჯეროდეს რომ ამ ჩემს გულწრფელ თხოვნას ღმერთი აუცილებლად შეისმენს.

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review