Показаны сообщения с ярлыком იმედგაცრუება. Показать все сообщения

среда, 2 декабря 2015 г.

გამოწვევებსა და სისუსტეებზე

Автор: ჯუნა на 12/02/2015 0 коммент.
          მოსკოვის ცენტრში, მეტრო ბელორუსკაიას ამოსასვლელთან ერთი ფართო ქუჩაა, რომელიც ასევე სხვა ორ ფართო ქუჩასთან იკვეთება და უდიდეს გზაჯვარედინს ქმნის. ამ გზის გავლა მიწევდა ყოველ დილით, როცა მეათე კლასის მოსწავლე სკოლისკენ მივაბიჯებდი და არცერთხელ მისარგებლია ქვეითთა გადასასვლელით, რომელიც მის ქვეშ არსებობდა. ყოველ დილას, ახლა უკვე სასაცილო, მაშინ კი რაღაც უაზრო თავის საწვრთნელ გამოწვევას ვიღებდი. იქ მისვლამდე სიამოვნებისგან თუ ადრენალინისგან ვკანკალებდი. შუა გზაზე მდგარი კი, ფარანთებული და უთვალავი ეშმაკებივით პირდაღებული მანქანების პირისპირ ჩემს თავს ვტუქსავდი აკვიატების გამო და ამ ერთხელ, ბოლოჯერ გადარჩენას ვთხოვდი ღმერთს. ამ ერთხელ და ბოლოჯერ დგებოდა მეორე დღესაც და ყოველ დღე......დაახლოებით 1 წლის განმავლობაში.
          არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი ან ახლა რატომ მომინდა ამაზე დამეწერა. სულ ვცდილობდი ჩემში ფესვებშივე მომეცელა სიმხდალე და სხვა ქალური თუ ადამიანური სისუსტეები. და სულ მინდოდა ვყოფილიყავი ძლიერი , მყარი და უშიშარი.
          და აი თითქოს ახლაც, ფართო ქუჩაში ვდგავარ და მინდა გზის მეორე მხარეს გადავიდე... პირღია ეშმაკების აღარ მეშინია, მაგდენი რწმენა კი ავაგროვე.... უბრალოდ ანთებული თვალები მჭრიან თვალს, მაბნევენ  და ხშირად არ ვიცი ეს თვალები უნდა დავხუჭო და მათ მივენდო რომ არ გადამივლიან, თუ ფართოდ გავახილო და ჯიქურ ბოლომდე მივიყვანო საკუთარი გზა თუ ნება.... во имя собственной силы, воли и силы воли....
          ამ ყველაფერში ერთადერთი პრობლემა არსებობს: ეშმაკი, ბოროტი და საძაგელი სენტიმენტები. საზიზღარი სენტიმენტები და კიდევ უფრო უსაზიზღრესი ემოციები. რომლებიც ჩემს სიძლიერეს ფარავენ ზოგჯერ; გზას მიბინდავენ და ნაბიჯს არ მადგმევინებენ წინ.
          ამ სუსტ ,,ადამიანობას" ვერ მოვერიე ჯერ.

понедельник, 26 апреля 2010 г.

მე ჩემი ძმა ძალიან მიყვარს

Автор: ჯუნა на 4/26/2010 7 коммент.
ისე მაქვს გული აცრუებული ადამიანებზე.... არც სურვილი მაქვს, არც ძალა, რომ ადამიანებში კარგი, დადებითი დავინახო. რუსები იტყოდნენ в краиности падаешь-ო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყოველთვის ყველას ვუძებნი გამართლებას, ვუგებ, ოპტიმისტი ვარ და ადამიანები მიყვარს, მაგრამ არის მომენტები, როცა ისეთი უიმედო ვარ.... მიზეზი ამისი ის არის, რომ ვხედავ ძალიან ახლობელ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ. ეს სიტყვა სულ მცირეა იმ გრძნობების და ქცევების გამოსახატავად რაც კი მინახავს რეალობაში. არ ვიცი რატო ხდება ასე მაშინ როცა არსებობს სურვილი ადამიანი "ჩემად" აღიქვა, მისი გვერდით ყოფნა იგრძნო, ოჯახის წევრად ჩათვალო - მის გულგრილობას ხედავ, მზაკვრობას.... მე პირადად ვითრგუნები ამისგან, ვიბოღმები. ვიცი არ უნდა გავბოროტდე, უნდა მივუტევო, მაგრამ არ შემიძლია.... პატიება არ შემიძლია.
მე ჩემი ძმა ძალიან მიყვარს. მასაც ძალიან ვუყვარვარ. უცნაურია არა ამ ბუნებრიობაზე უნდა ილაპარაკო? თურმე კი....
ავად რომ ვიყავი ჩემი ძმა მოვატყუე ცხვირი გაჭედილი მაქვს და ღამე პირი თუ დავმუწე ძილში შეიძლება გავიგუდო-თქო... ვეხუმრე. ყოველ 5 წუთში მაფხიზლებდა პირი გააღეო, მერე ძლივს ჩაეძინა და აბოდებდა ჯუნა პირი არ დახუროო :) კიდე ამაყობს ჩემით, კიდე ბევრს მკოცნის და უჩემოდ ვერ ძლებს..... კიდე ლექსი დამიწერა და ყვავილებს მჩუქნის, კიდე მე ვტირი როცა ის ცუდათაა და ასე იყო ღრმა ბავშვობიდან - როცა ის ტიროდა მეც ვტიროდი.... შეიძლება ოდესმე ეს გაქრეს? რათქმაუნდა ოდესმე მას თავისი ოჯახი ექნება, მე ჩემი, მაგრამ ამხელა სიყვარული შეიძლება გაქრეს? მისი შვილები ხო საკუთარივით მეყვარება და ისიც და..... იმდენად აბსურდულია ამაზე ლაპარაკი.....
მეცოდებიან უგრძნობი ადამიანები!

четверг, 4 февраля 2010 г.

:-(

Автор: ჯუნა на 2/04/2010 0 коммент.
საშინელი გრძნობაა გულის სიმძიმე... როცა სილაღეს კარგავ, გაღიმებაც კი ტკივილს გგვრის, სუნთქვა გიჭირს, ჰაერი რაღაც სქელი ხდება, ხარბად სუნთქავ, მაგრამ ამოსუნთქვა მაინც არ შეგიძლია...
აფორიაქებულიც კი არ ხარ, რობოტს ემსგავსები, რაღაცას აკეთებ - თვალი გიშტერდება, ურთიერთობ - მექანიკურად, 2 წუთში აღარც გახსოვს რა გკითხეს ან რა უპასუხე...
არც მუსიკა გახარებს, არც კარგი ფილმი გაინტერესებს, მოფერებაც კი არ გინდა, პირიქით - ვინმეს შეხება აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს შენში...
ასეთი წუთები რომ არ არსებობდნენ, ბედნიერებას ვეღარ აღვიქვამდით, ალბათ, რადგან ცხოვრება აუტანლად ერთფეროვანი გახდებოდა..., მაგრამ იმედგაცრუება მაინც ძალიან ცუდი გრძნობაა! :-(

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review