Показаны сообщения с ярлыком კურკა. Показать все сообщения

среда, 28 декабря 2011 г.

Romantic ....

Автор: ჯუნა на 12/28/2011 0 коммент.
ადამიანს იმდენნაირი შეუძლია იყოს... იმდენი ხასიათი, განწყობა, იმიჯი მოირგოს..
მეც იმდენნაირი ვყოფილვარ, იმდენი როლი მომირგია და მითამაშია, მერე შევცვლილვარ, ზოგჯერ 180 გრადუსითაც, უკიდურესობაში გადავვარდნილვარ... მაგრამ ახლა ამაზე არა...
ახლა უბრალოდ ის მინდა დავწერო ,რომ რომანტიზმში გადავვარდი რამდენიმე დღეა. განწყობა მაქვს რომანტიული და სულს წყურია რომანტიკა :) საერთოდაც ვერ ვუარყობ, რომ რომანტიული ადამიანი ვარ :) საზოგადოებას, ვფიქრობ, არ ხიბლავს ნაზი და ფაქიზი სულის ადამიანები... სხვისთვის ეს დამღლელია. ამიტომ მეც სულ მაგარი გოგო როლში ვარ, არასდროს არაფერი მაწუხებს, არც მტკივა, არც ვიღლები არასდროს. სხვისთვის ყოველთვის ბედნიერი და უპრობლემო ვარ... გადავუხვიე. მოკლედ.
რომანტიკა მინდა..!
მინდა თოვლი თეთრი, სუფთა, მშრალი და ფაფუკი. ისეთი კი არა ქუთაისში რომ იცის, ბინძური, წყალ და ტალახ ნარევი...
სუფთა ჰაერი მინდა, მშრალი და ცივი, ღამე მინდა საახალწლო განათებებით, ფერადი ნათურებით თუ შუქურებით... თავისუფალი დრო მინდა, რაც ასე მაკლია ამ ბოლო დროს ჩემი კურკას ხელში :) მინდა არსად მეჩქარებოდეს, არ ვფიქრობდე დაუსრულებელ სემინარებზე, გამოცდებზე, პროექტებზე... თემუკას საჭმელებზე, მუცელზე, ძილზე.... მინდა ბევრი ფიქრის დრო მქონდეს, არსად მეჩქარებოდეს, აი სადმე აქ ვიჯდე და სულიერად ვისვენებდე...

понедельник, 12 сентября 2011 г.

მშობიარობიდან 2 თვის შემდეგ...

Автор: ჯუნა на 9/12/2011 4 коммент.
როგორ მინდა ხოლმე ვწერო, ყოველ დღე თუ არა უბრალოდ ხშირად მაინც. ალბათ მეპატიება ჩვილბავშვიანს პასიურობა, მაგრამ მე თვითონ მენატრება წერა.
40 დღეს რახანია გადავცდით. ყველაზე რთული უკან ჩამოვიტოვეთ. ახლა რომ ვფიქრობ, მეცოდებიან ორსულები, რადგან იმდენი რამე ელით წინ... უძილო ღამეები, ბავშვთან შეჩვევის პროცესი... მანამ, სანამ პატარა ცოტა "აზრზე მოვა", კარგად შეგხედავს და მოგისმენს, შენზე რეაქცია ექნება, ცნობას დაიწყებს... ძალიან რთულია. ახლა უკვე პატარა აღარც მგონია ჩემი შვილი, 2 თვისაა და იმხელა კაცად მეჩვენება :) ასე მგონია, რომ ველაპარაკები ყველაფერი ესმის და მიგებს, რომ მალე პასუხსაც გამცემს :) ნელ-ნელა ხასიათიც ეკვეთება, სახასიათო ქცევებიც უჩნდება. ძალიან დინჯია და უპრეტენზიო, იშვიათად ტირის. ამასთან მხიარულიცაა. ყველას უცინის და თავის ენაზე ელაპარაკება.

სოსკა სძულს და გულს ირევს,
სძულს კალიასკაც და თავისი საწოლიც, ალბათ იმიტომ, რომ ეშინია და მარტო გრძნობს იქ თავს.
იცინის ცალყბად, როგორც მამამისი:)
ბანაობა უყვარს და ამ პროცესით კაიფობს :)

უყვარს წოწიალი, განსაკუთრებით მანქანით. ეგრევე იძინებს და საჭმელიც აღარ ახსენდება. სხვა შემთხვევაში კი ჭამა უყვარს და თან სულ. როცა არ ვაჭმევ ხელებს იწუწნის და მეცოდება :)
მიყვარს როცა აქებენ. ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და საყვარელი მეჩვენება. ამიტომ მიყვარს როცა სხვებსაც ელამაზებათ :)
ვისაც ის უყვარს მეც მიყვარს <3

კიდე მუსიკალურია. როცა დაძინება უჭირს და ჭირვეულობს, მუსიკებს ვურთავ და მაშინვე იძინებს. ზოგჯერ იავნანას რომ ვუმღერი, თვითონაც მყვება აღუთი და სასაცილოა :)
მე და გიო ვყიდულობთ ხოლმე სათამაშოებს მისთვის. მანქანა ვუყიდეთ და პაზლები :) თუმცა რადგან ჯერ ძალიან პატარაა ამ ყველაფრით ჩვენ ვერთობით:)
უცნაური არაა ალბათ რომ ძალიან გვიყვარს, ხო? ჩემი ერთი ციცქნა ბიჭი მთელ მსოფლიოს მირჩევნია. თუმცა რაღა ერთი ციცქნა, 7 კილოა უკვე :)

ქმარი რომ გყავს გვერდით, რომელთანაც ოჯახი სიყვარულით შექმენი, ბევრი შვილი უნდა გააჩინო. ზუსტად იმდენი, რამდენსაც ღმერთი გაჩუქებს. უბრალოდ ზოგჯერ სურვილი არ ემთხვევა შესაძლებლობებს. სამწუხაროდ.

пятница, 15 июля 2011 г.

ყველაფერი თავდაყირა :)

Автор: ჯუნა на 7/15/2011 3 коммент.
ხომ არის რაღაც ეტაპები ყველა ადამიანის ცხოვრებაში, როცა ერთი რომელიღაცა ფაზა მთავრდება და იწყება განსხვავებული, რადიკალურად სხვა ცხოვრება.
ჩემი სხვა ფაზა დაიწყო ალბათ სამშობიაროში, როცა მეორე თუ მესამე ღამეს ბავშვი მე დამიტოვეს. ნაოპერაციები, ტკივილისგან, ემოციებისგან თუ არ ვიცი რისგან დაღლილი, ვითიშებოდი ისე მეძინებოდა, ბავშვი კი გაუთავებლად ტიროდა და ვერაფრით ვაჩერებდი. ის ღამე როგორღაც გავათენეთ, შემდეგ ღამეს კი დავიბარე ექთანი და ბავშვი გავატანე, რომ მოშივდება მაშინ მომიყვანეთ-თქო და, კმაყოფილი იმით რომ საქმე გავაკეთე, მოვემზადე ტკბილად დასაძინებლად, მაგრამ... თვალი რამდენჯერ მოვხუჭე იმდენი ჩემი პატარა შოშია მომელანდა პირდაღებული:) როგორ ტიროდა და ვერ ამშვიდებდნენ. ვიწექი ცოტა ხანი, იქნებ დავისვენო-თქო, მაგრამ სინდისი სულ უფრო და უფრო მქენჯნიდა, თავი "არადედად" ვიგრძენი:) ძლივს წამოვდექი და მივლასლასდი დერეფნის ბოლომდე. კარი შევაღე და დავინახე უამრავი ახალდაბადებული:) ჩემი შვილი მშვიდად იწვა და ეძინა.
ახლა ჩემი პატარა სულ რაღაც 3 კვირისაა და ჩემი რეჟიმი უკვე თავდაყირა დააყენა. ჩემს ნებაზე აღარაა არც ჩემი კვება, არც ძილი, არც სახლსგარეთ გასვლა... მთლიანად ვემორჩილები ამ პატარა კაცუნას, რომელიც ვერც კი ხვდება რამდენი რამე შეცვალა. მთელი 9 თვე ველოდებოდი მას და წარმომედგინა როგორ მოვეფერებოდი, მეყვარებოდა, როგორ გავზრდიდი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია თითოეულ დღეზე, რომლის გავლაც მოგვიწევდა ჩვენ ერთად. არა, ვერაფრით ვიტყვი რომ უპასუხისმგებლოდ მოვეკიდე რამეს, ან გაუაზრებლად. პირიქით.... მე მზად ვიყავი ამისთვის.
ჩემს ოჯახში გაჩენილან პატარები და მიყურებია როგორ იზრდებიან ისინი. ვეფერებოდი, ვათამაშებდი, მაგრამ მომტირალი, რასაკვირველია, გამყავდა დედასთან და თურმე როგორი განსხვავებული ყოფილა შენი შვილი :) მთლიანად შენი, შენზე მონდობილი. ყველაფერზე წინ რომ დგას, რომ შეგიძლია ყველაფერს გადაახტე, ყველაფერი გადალახო და დათმო. რომ არ გიღირს არც ჭამა, არც ძილი მის ტირილად. გული რომ გედუღრება როცა ტკივა და წესიერად არც კი იცი რა... როგორ ვიბნევი ამ დროს და არ ვიცი რა ვაკეთო...
მოკლედ... ვწვდები ნელ-ნელ დედობის არსს :)

суббота, 28 мая 2011 г.

ორსულობის 35-ე კვირა

Автор: ჯუნა на 5/28/2011 4 коммент.
35-ე კვირა... მთელი 35 კვირა ვნატრობდი როდის დადგებოდა მაისის ბოლო, რომ მოახლოვებულიყო ბავშვის დაბადება...
მაგრამ ახლა ისე ცუდად ვგრძნობ თავს... სარკეში ჩახედვა არ მინდა, რადგან ძალიან დიდი ვარ და გასიებული, ფორმადაკარგული. სახეც, ძალიან არა, მაგრამ შესამჩნევად გამიპუტკუნდა, თითებიც, ფეხებიც, მუცელზე აღარაფერს ვამბობ... მგონი შიგ გოლიათი მიზის...
ასე სულ ვწუწუნებ და შეწუხებული ვარ, 7 თვე არაფერი მიჭირდა, სამაგიეროდ ახლა ძალიან დავიღალე. ჩემი თავის ტარება მიჭირს, ცუდად მძინავს, სულ მცხელა, სუნთქვაც მიჭირს... სურვილი მაქვს დილას ლოგინიდან არ ავდგე, ვიწვე და ვიძინო მანამ, სანამ დარჩენილი 3-4 კვირაც არ გავა... მაგრამ არ გამოდის ასე, რადგან ფინალური 6 გამოცდა მაქვს ადრიანად ჩასაბარებელი, რაც იმას ნიშნავს რომ მომავალი 2 კვირა ყოველდღე უნდა ვიარო უნიში... თან კიდე ბოლო თვეში ბევრი უნდა იაროო, სულ უნდა იმოძრავოო..... ვოცნებობ იმ დღეზე როცა მუცელი ამტკივდება, რადგან მეცოდინება რომ იმ დღეს ჩემი ორსულობა დამთავრდება...

აი ასე ვარ განწყობილი და თვითონ ის ფაქტიც, რომ ეს აზრები ჩემს თავში ტრიალებს, ძალიან მაწუხებდა. მაგრამ ინტერნეტში 35 კვირაზე ცნობები მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ყველა ეს ჩემი აზრი თუ შეგრძნება დროული, ზომიერი და ნორმალურია. ვთარგმნი:
მუცლის ტარება ხდება ყოველდღიურად უფრო და უფრო რთული... გაწუხებთ უძილობა, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გეკვრებათ სუნთქვა, ხშირად გეღვიძებათ, გაღვიძებულს გიჭირთ ძილის შებრუნება, რადგან გაწუხებთ ფიქრები მომავალზე. ძილი შეიძლება მხოლოდ გვერდულად, რადგან მუცელზე ვერ დაწვებით ფიზიკურად, ზურგზე წოლისას კი გტკივდებათ წელი. სიამოვნებას არ განიჭებთ არც ჭამა, არც სეირნობა, რადგან ძალიან იღლებით. არ შეგიძლიათ დიდხანს დგომაც...
35-ე კვირაში მომავალი დედიკო გრძნობს ყველაზე დიდ დაღლილობას თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე და შემხვედრების კითხვაზე უფრო გოგო უნდა თუ ბიჭი, გაბრაზებული პასუხობს: «Хоть лягушку, только скорее» :) რათქმაუნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას გადაუყვარდა თავისი პატარა, რომელიც აქამდე მას ასე ახარებდა თავისი არსებობით. დედიკო დაღალა არა ბავშვმა, არამედ მდგომარეობამ, რომელშიც ის იმყოფება.
ბავშვის წონა ამ დროისთვის არის 2,5 კილოგრამი, სიგრძე 45 სანტიმეტრი.

вторник, 10 мая 2011 г.

33–ე კვირის სიახლეები :)

Автор: ჯუნა на 5/10/2011 4 коммент.
მე–9 თვეში გადავედი უკვე მგონი... ან მალე გადავალ. რავიცი ამ კვირებს ვერაფერი გავუგე. 40 კვირა 9 თვეზე ვერაფრით გადავანაწილე... თან მთელი ორსულობა დროს წინ ვუსწრებდი და ახლა ეს ბოლო 2 თვე საშინლად იწელება.
ახლა ვართ 33 კვირის, ჩემი კურკა (თუმცა უკვე რაღა კურკა:)) იწონის დაახლოებით 2000–2200 გრამს, და 43 სანტიმეტრია.

ის აღარ წააგავს დანაოჭებულ „უცხოპლანეტელს“, უკვე შეღინღლული პატარა ადამიანია. ამავდროულად, ჯერ არაა გამაგრებული ძვლები, ანუ რბილი ძვლები აქვს, რაც საშუალებას აძლევს ადვილად გადაადგილდეს დედიკოს მუცელში :) 33-ე კვირა, როგორც წერენ, კიდევ ერთი რამით გამოირჩევა: ახლა უკვე შესაძლებელია გარჩევა, შენი პაწაწინა შიგნიდან რით გაწვება – მუხლით თუ იდაყვით. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ახლა გაცილებით ნაკლებად მოძრაობს, ვიდრე გასული პერიოდის განმავლობაში, რადგან მუცელში უკვე საგრძნობ ადგილს იკავებს. ეს ორსულის მოძრაობებზეც აისახება, მე პირადად ექიმმა მითხრა, რომ კვატივით დავდივარ :)) კიდევ, აშკარად ვგრძნობ როგორ შემიშუპდა და ზომაში გამეზარდა თითები, მაჯები, მთლიანად – ხელები. თურმე, მთელი სხეულის ნებისმიერი ადგილი ივსება სითხით, მათ შორის ხელებიც.
ჩემი პატარა ბოლოს ვნახე 2 კვირის წინ, ეხოზე:) ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული და არაფრით სახე არ დაგვანახა)

უკვე აქტიურად დავიწყეთ მზადება მასთან შესახვედრად: ვიყიდეთ ტანსაცმელები, პაწუა ნასოჩკები, პირის მოსაწმენდები, ქუდები :)) მალე უნდა შევიძინოთ საწოლი, რომელიც უკვე არჩეულია და ძალიან ლამაზია.

ხო, კიდევ გვაქვს პირველი სათამაშოები: ჟირაფიკი, რბილი Ванька-встанька და მასკა, რომლითაც ჯერ ჩვენ ვთამაშობთ :))

წერა რაღაც აგრესიულ ნოტაზე დავიწყე, მაგრამ უკვე დავდნი :) უბრალოდ ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ მიდრეკილება გამიჩნდა თავის შეცოდებისკენ. ვითხოვ უზარმაზარ ყურადღებას, სითბოს... პატარა ბავშვს დავემსგავსე, უმიზეზოდ მცვივა ცრემლები, კატასტროფული სიჩქარით მეცვლება ხასიათი, მგონია რომ აღარაფერი შემიძლია, აღარაფრის თავი არ მაქვს. მინდება დედამ მომეფეროს, მომიაროს, მაჭამოს, სულ ჩემთან იყოს, ჩემზე იზრუნოს და ხელი არ გამანძრევინოს :)
დედიკოსთან მინდა მოკლედ...

четверг, 24 февраля 2011 г.

ორსულობის 22–ე კვირა

Автор: ჯუნა на 2/24/2011 4 коммент.
ორსულობის 22-ე კვირას გადავაბიჯე უკვე, რაც იმას ნიშნავს, რომ ორსულობის ნახევარზე ცოტა მეტი წარმატებით განვვლე :) ჩემი პატარა უკვე ბევრს დახტის და არ მასვენებს, მუცელიც უკვე საგრძნობლად გამებერა. მეტყობა, რომ ორსული ვარ და მეც უფრო შევიგრძენი საკუთარი მდგომარეობა რაც მახარებს :)

ცოტა ხნის წინ ჩემი კურკა დამესიზმრა ) ძალიან ლამაზი იყო მართლა )) დილით ვეღარ აღვიდგინე როგორი სახე ქონდა, მაგრამ მახსოვს გავოცდი, რადგან ორივეს ძალიან გვგავდა და კიდევ მახსოვს საოცარი თვალები ჰქონდა, ოღონდ ცისფერი არა, მუქი ფერის :)

რამდენიმე დღის წინ ეხოზე ვიყავი. 9 თვის მანძილზე 2 თუ 3 ვიზიტი არის უფასო, რასაც არ ვიცი ვინ (სახელმწიფო თუ თვითონ ქალთა კონსულტაცია) ჩუქნის მომავალ დედებს. ხოდა ჩემი ეხოც გამოდგა უფასო. იქ მისული დიდი სიხარულით, რომ ვნახავდი ჩემს პატარას, წამოვედი ნერვებმოშლილი და ძალიან გაბრაზებული. ის კაცი მუდოსავით ჩუმად იყო, არც არაფერი უთქვამს, არც ბავშვი მაჩვენა. იჯდა ისეთი სახით შემეშინდა არ მცემოს–მეთქი... ერთადერთი გავუბედე იქნებ სქესს ხედავთთქო, რაზეც უტეხად მიპასუხა: უფასო ეხო სქესს არ ამბობსო. მერე დააყოლა, თუ გინდა 5 ლარი მომეცი და გეტყვიო. ჯერ გავოცდი, მერე ისე გავბრაზდი....
ერთადერთი რაღაც ფურცელი გამატანა ჩემს ექიმთან, სადაც რამოდენიმე ზომა ეწერა.

მერე სახლში სანტიმეტრით ვამოწმებდი და დავადგინე, რომ ჩემს პატარას დღესდღეობით ამხელა თავი აქვს უკვე

:))
ჩემი ЧУДО :*

четверг, 3 февраля 2011 г.

დედობრივი ინსტინქტის რაობა

Автор: ჯუნა на 2/03/2011 7 коммент.

რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ დედობრივი ინსტინქტის რაობას ვიგრძნობდი მაშინვე, როგორც კი დავფეხმძიმდებოდი. რათქმაუნდა არ ვგულისხმობ იმას, რომ ბავშვი მიყვარს, მის ჯანმრთელობაზე გამუდმებით ვნერვიულობ და ა.შ. ვგულისხმობ... თავად არ ვიცი რას. იმას, რაზეც ბევრჯერ წამიკითხავს და გამიგონია, რომ ეს არის არაბუნებრივი რაღაც, რაც უნდა იგრძნო. ისე ვწუხვარ, რომ ამ რაღაცას ჯერ ვერ ვგრძნობ ან ვერ ვხვდები რომ ვგრძნობ.
სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერც ვაცნობიერებ რომ მე შვილი მეყოლება :) მრცხვენია ამ სიტყვების :) ადრე მემგონი წამიკითხავს, რომ ეს ყველაფერი ბავშვის დაბადებისთანავე გაივლის, რომ გაქრება ყველანაირი შიში, დაიბადება უზარმაზარი სიყვარული და დედობრივი ინსტინქტებიც თავს იჩენენ. სულმოუთქმელად ველოდები ამ დღეს...:*
მანამდე კი რა შემიძლია?
შეძლებისდაგვარად ვღზრდი ჩემს პაწაწუნა კაცუნას :)

ვუსმენ კარგ მუსიკას (ხანდახან ძალიან ჭკუამხიარულსაც, რაზეც ბავშვი რეაგირებს შესაბამისად :) თუმცა ჯერ ვერ მივხვდი მირტყამს თუ ცეკვავს :)); ხო, ბევრს ვკითხულობ, ვიკვებები სწორად და კარგი პროდუქტებით (მოხდა სასწაული, შემიყვარდა რძე:)); ვარ ძირითადად მშვიდად (თუმცა ყველა წვრილმანზე ვრეაგირებ ემოციურად და ბევრს ვტირი), ამ დღეებში ძალიან მინდა ვეზიარო...

ისე რამდენჯერ მიფიქრია, ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ნეტა ეს ბლოგი თუ იარსებებს საერთოდ? ასე 15–20წელიწადში...?

четверг, 9 декабря 2010 г.

პირველად ჩემს კურკაზე :)

Автор: ჯუნა на 12/09/2010 5 коммент.
დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ის, რასაც ვწერ.
ალბათ უფრო ჩემი ცრურწმენის და შიშების ბრალია ეს თავშეკავება, მაგრამ როგორც იქნა, მე ამას ვწერ :) წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რადგან დედა უნდა გავხდე... ჩემს მუცელში პატარა არსება ჩასახლდა, რომელიც ნელ–ნელა იზრდება და სიხარულით ავღნიშნავ, რომ ეს არსება უკვე მოზრდილი კურკისოდენაა)) სიხარულით იმიტომ რომ 3-4 კვირის წინ ექიმის ვარაუდით იგი всего лишь 9 მილიმეტრი იყო, ახლა კი უკვე დიდია ))

უამრავი ფიქრი გაჩნდა, უამრავი გეგმა, აზრი და მეშინია კიდეც ამ ყველაფერზე ფიქრი...
ბევრს ვკითხულობ, გადავაქოთე ინტერნეტი, რომ მეტი გავიგო იმაზე, რაც ჩემს თავს ხდება... ბოლომდე კი ალბათ ვერც ვაცნობიერებ რა ხდება, როგორი უნდა ვიყო ან რა მომეთხოვება....

კვირიდან კვირის გასვლას ველოდები და ისე მინდა დრო სწრაფად გავიდეს, მალე გაიზარდოს, მალე იმოძრაოს, მალე ვიგრძნო..... ვიცი, ახლაც ბევრს მოძრაობს, ხანდახან მეჩვენება რომ ვგრძნობ კიდეც, თუმცა ჯერ იმდენად პატარაა რომ ვფიქრობ ეს ჩემი ძლიერი თავდაჯერებულობის ბრალი უფროა :))

პირადად ჩემთვის ბევრი არც არაფერი შეცვლილა. მარტო ის, რომ უფრო ხშირად მშივდება და მეძინება ხოლმე და კიდევ ძალიან ემოციური გავხდი. ხასიათი მეცვლება სრულიად უმიზეზოდ და საწინააღმდეგო მიმართულებებით. ხშირად მინდება ტირილი, ბავშვობა, ვუსმენ საბავშვო სიმღერებს, მიხარია უმიზეზოდ და პატარასავით, ვჭამ ქინდერს.......
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ :)

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review