Показаны сообщения с ярлыком დედა. Показать все сообщения

пятница, 25 декабря 2020 г.

სანუკვარ ადამიანებზე და არა მხოლოდ...

Автор: ჯუნა на 12/25/2020 0 коммент.

 საიდან მოდის ყველაზე სასიამოვნო და ჩვენი ქვეცნობიერის შემქმნელი მოგონებები? რათქმაუნდა ბავშვობიდან.... 

გუშინ გვიან ცენტრში ვსეირნობდი და ძალიან მძაფრად ვიგრძენი მაკის კარტოფილი ფრის სურნელი :))) აი ფილმებში რომ გვინახავს ხოლმე, ისე დატრიალდა და გაცოცხლდა ღრმად შენახული და გადამალული მოგონებები... მამაჩემი რომ სამსახურიდან დაბრუნდებოდა, ჩაგვისვამდა მანქანაში მე და ჩემს ძმას და მივდიოდით დრაივზე :) დღესასწაული იყო დღეები, როცა მამა ძალიან კარგ ხასიათზე იყო, დედაც, პრობლემა არ გვქონდა და ასე გზაში ვყვებოდით დღის ამბებს, ვიცინოდით, ხანდახან ვმღეროდით :) მერე იყო იმ ქაღალდის პარკების გადმოწოდება უკან, სურნელოვანი ფრის, ბიკ მაკების და ყველის სოუსის :)) უცნაურია რომ ბავშვობასთან ეს სურნელები ასოცირდება, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან კარგ მდგომარეობას ასახავს ეს ეპიზოდი და ასე სურნელოვნად მაქვს ჩარჩენილი გონებაში.

და ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, აი ჩვენი შვილები რომ გაიზრდებიან - რა ჩარჩებათ გონებაში?

ხანდახან ისეთი უსიამოვნო დეტალები ამომიტივტივდება, რაც საერთოდ არ მინდა მახსოვდეს, მაგრამ მაინც მახსოვს და როგორ არ მინდა მსგავსი ჩემს შვილებსაც ჩარჩეთ... აი როგორ ვებუზღუნები გიოს, ან როგორ ვეუბნები უარს თამაშზე ბავშვებს, როგორ არ მცალია მათთვის, ხანდახან როგორ არ მყოფნის მოთმინება და ვყვირი და ... არ ვიცი

ჰოდა ამ თემებზე ჩაფიქრებული, თემოს ვთხოვე მოეყოლა ჩემთვის ძველი ამბები მისი გონებიდან, ყველაფერი რაც ახსოვდა და ემოციებად დარჩა... ჰოდა მომიყვა ყველაფერი კარგი, როგორ ვთამაშობთ, ვცეკვავთ, დავრბივართ და ა.შ. ))) მაგრამ კიდევ ერთი ამბავი მომიყვა, ყველაზე საინტერესო :) რომ ერთხელ, 39 სიცხით იწვა და ცუდად გრძნობდა თავს, შეშინებული იყო, მე კი იმის ნაცვლად, რომ ისე მოვქცეულიყავი, როგორც იქცევა ალბათ დედების აბსოლუტური უმრავლესობა, დედამ შემოგევლოს მეძახა და შეშინებული მერბინა წინ და უკან - ვუთხარი, როგორ არაფერში დამემგვანე, რა გაშინებსთქო :) ჩემი ჭკუით, ალბათ ვეცადე გამემხნევებინა და ძალა მიმეცა მისთვის, ალბათ მინდოდა მეჩვენებინა, რომ არაფრის არ უნდა შეეშინდეს, მაგარი იყოს და მუსკულებით დახვდეს ყველა სირთულეს, მათ შორის ავადმყოფობასაც. მას კი ეს გულში ჩარჩა და აქამდე ახსოვს :)  

რამდენ დეტალზე ფიქრია საჭირო იმისთვის, რომ არ ვატკინოთ გული ყველაზე სანუკვარ ადამიანებს, არ ამოგვცდეს ხანდახან პირიდან ის სიტყვები, რაც მხოლოდ ემოციებისგან იქმნება და ზუსტად 1 წუთში ისე აღარ ვიფიქრებთ... რამდენი მობილიზება და ძალა ჭირდება იმას, რომ მუდმივად ის ვილაპარაკოთ, ისე ვიმოქმედოთ და ისე ვიცხოვროთ, რომ არავის ვავნოთ, არავის ჩავრჩეთ უსიამოვნო მოგონებად  და ყოველთვის ისე გაიგონ ჩვენი, ზუსტად ისე, როგორი განწყობაც გვაქვს და როგორც ვფიქრობთ. და არასოდეს გვაჯობოს წამის ემოციამ, არ დაჯაბნოს ჩვენი რეალური და ბუნებრივი სიკეთე....

ყველაზე კეთილი სურვილია ალბათ, რაც შეიძლება მქონდეს სხვა ადამიანების მიმართ....

четверг, 5 февраля 2015 г.

ჩვენი საღამოს ამბებიდან

Автор: ჯუნა на 2/05/2015 1 коммент.

  ამბავი 1
           ღამე, ღრმად მძინარე, პატარა თბილსულიანი გუნდა რომ გეტყვის: ,,ძალიან, ძალიან, გულში მიყვარხარ...." მერე თავის პატარა მაჯებს მოგხვევს კისერზე და ტუჩებს მოპრუწავს უმისამართოდ, მაგრამ ზუსტად იცი, რომ შენს საკოცნელად, ამის მერე რამ უნდა მოგკლას.... :)
          გუშინ ვკითხე, ,,დე, ასე ძალიან რატომ გიყვარვარ-თქო", კარგა ხანს ფიქრობდა, მერე სერიოზული კაცური მანერით მითხრა - ,,დედა, მიზეზი არ ვიციო..."  რა კარგია :)
          ამბავი 2
          - ,,დე, ჩემს ჯვარს გაგიკეთებ და უცბათ კარგად გახდები" - მეუბნება ჩემი ბიჭი, რომელიც, მაქვს ბედნიერება და ჩემი წარბის შეხრასაც კი ტრაგედიად აღიქვამს, რომელიც ჩემშია შემომძვრალი და შიგნით არსებული აურის ყველა უარყოფით ტალღას ყველაზე უკეთ გრძნობს და ნერვიულობს...
           - დე, ჩემთან ერთად იცინე რააა - ასეთიც ხშირად ხდება. ის დღე რა დღეა, როცა ერთად არ ვიგიჟებთ და სისულელეზე არ ვიხარხარებთ ჩვენ ორნი, ერთი ჭკუისანი :)  რა ბედნიერებაა :)
ამბავი 3
          - ,,ძალიან მიყვარხარ ჯუნა, დიდი რომ გავიზრდები ყველაფერს შეგისრულებ კარგიი?" -  მისი პატარა, ჭკვიანი ტვინი ჯერ ყველაფერს მატერიალურ სურვილებთან აკავშირებს, ან კი საიდან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, დიდები უაზროები ვართ და არ არსებულ თუ ძალით გამოგონილ თუ მარტივად გადასაჭრელ პრობლემებზე თავს ვიგრუზავთ და სამარცხვინოდ თავ-პირი ჩამოგვტირის.... რა სამარცხვინოა....
ამბავი 4
          - ჩემი სიცოცხლე ხარ დედას ფუნთუშა :) - ასეთებს რომ ტკბილობს ისე მეგემრიელება, მინდა შევჭამო და გულში ჩავიძვრინო... ჩვენს სიყვარულს ზღვარი არ აქვს, მთელ დედამიწაზე მეტად უსაზღვროა.

          აი ერთადერთი რამ, რაზე კი არა და ვისზე წერასაც არც ჩემი ხასიათი სჭირდება და არც მუზა, ჩემი ბიჭი, რომელსაც დღითი დღე, სულ უფრო და უფრო მეტად და მიზანმიმართულად ჭკუიდან გადავყავარ :)

четверг, 8 августа 2013 г.

The hardest job in the world, is the best job in the world !

Автор: ჯუნა на 8/08/2013 2 коммент.
 
        ცოტა ხნის წინ facebook-ში ჩემმა მეგობრებმა გააზიარეს ვიდეო: ყველაზე კარგი სამსახური მსოფლიოში. სიუჟეტი დედებზეა, რომლებმაც სავარაუდოდ მთელი თავისი დრო, ცხოვრება და ენერგია შვილის აღზრდას დაახარჯეს და კარგი შვილებიც აღზარდეს, რაც მომავალში დაუფასდათ. ნუ ვიდეო იყო სენტიმენტალური, პირველად რომ ვუყურე შვილი არც მყავდა და მაინც ავიცრემლე.
        ახლა ბევრად მეტს ვფიქრობ ამ საკითხზე. თემუკა უკვე საკმაოდ დიდია, სრულიად ადეკვატურად აღიქვამს გარემოს და მოვლენებს, სწორ კომენტარებს აკეთებს და ყველაფერს ლაპარაკობს. მაშინ როცა, დედა მუშაობს და იღლება, მაშინ როცა დედა ახალგაზრდაა და ხანდახან უნდა მამასთან გასეირნება (:)) ან თუნდაც facebook-ში უსაქმოდ ხეტიალი სამსახურისგან თავისუფალ დროს და ამ ყველაფრის კეთების დროს, მე პირადად, თავს ვგრძობ დამნაშავედ, რადგან ჩემს შვილს ამდენი არ ესმის და ის ისედაც დაჩაგრულად გრძნობს თავს იმის გამო, რომ დედას უკეთეს შემთხვევაში 6 საათამდე ვერ ხედავს.... გუშინ დაძინებამდე ნოუთბუქი ჩავრთე, მის გვერდით ვიწექი და დაახლოებით ასეთი დიალოგი გვქონდა:
          - დედა, რას აკეთებ?
          - დაიძინე
          - დედა, გამორთეე
          - თემუკა, დაიძინე
          - მომაქჩიე ყურადღებაა
        ლამის გული გამიჩერდა....
        მერე ჩემს თავს ჩავჩიჩინებდი... რა დედა ხარ შენ, რა გეფილმება, რა გე-facebook-ება, საერთოდ დაივიწყე ყველაფერი, არ შეგიძლია? დაახლოებით ამ ტექსტით...
        მეც მინდა საუკეთესო სამსახურში ვმუშაობდე... მინდა მხოლოდ მისით მაღამდებოდეს და მათენდებოდეს. მინდა მის ყოველ ნაბიჯს ვუყურებდე, მის ყოველ ახალ სიტყვას პირველი მე ვუსმენდე, მის ყველა კითხვაზე პასუხს მე ვცემდე, მინდა არ მენატრებოდეს, მინდა არასდროს მივატოვო როცა რაიმე ტკივა ან ავადაა. მინდა გული აღარ მიკვდებოდეს უმისობით....
        ადრე ვფიქრობდი, რომ სამსახური თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ახლა ვფიქრობ, კარგი შვილების გაზრდა ისევე გაგაბედნიერებს და გაგიჩენს სრულყოფილების შეგრძნებას, როგორც კარგი კარიერა. ეს მართლაც ყველაზე რთული სამუშაოა, რომლის შედეგსაც წლების შემდეგ მოიმკი, მაგრამ სამაგიეროდ ეს იმხელა ბედნიერებას მოგანიჭებს, როგორსაც ბანკომატზე დარიცხული ვერანაირი ხელფასი ვერ მოგგვრის.
        ძალიან რთულია ეს ყველაფერი.
        ძილის წინ არის ხოლმე მომენტი, როცა ვართ მხოლოდ მე და თემუკა, როცა ის მეფერება პატარასავით და აქვს ხოლმე დაახლოებით ასეთი მონოლოგი:
           - ჩემი პაწუკა გოგო
           - ჩემი ლამაზი დედიკო
           - მომიფერე ჯუნაა
           - ჩამიხუტე
           - ცხორება მიყვარარ
        როცა პატარა იყო, მას უჭირდა ჩემი გაშვება, ახლა გაიზარდა და უკვე მე მიჭირს მისი დატოვება.... მომავალში კიდევ როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი....
სექტემბერში ბაღში მივდივართ....

пятница, 21 июня 2013 г.

თემუკა 2 წლის :)

Автор: ჯუნა на 6/21/2013 0 коммент.
        1 წლის რომ გახდა ამდენი ემოცია არ მქონია, ასე არ მიამაყია, ასე არ განმიცდია, ასე არ მიგრძვნია. ახლა უფრო დიდია, ბევრად დიდი. უკვე საერთოდ აღარ მაქვს შეგრძნება რომ პატარაა, რომ ბავშვია - ჩვეულებრივი ადამიანია, ჩემი მეგობარია, მართლა, გადამეტების გარეშე. საღამოს ჩემს ამბებს ვუყვები, ჩემს დარდს, სიხარულს ვუზიარებ, ერთად გვიხარია და ვიცინით, ზოგჯერ მე ვტირი, ის მეფერება და გულწრფელად წუხს, ცდილობს დამეხმაროს, გიო მოჰყავს დასამშვიდებლად :)
        ისიც ყველაფერს მეუბნება, რა ნახა ახალი, რა მოეწონა, რა ეტკინა, ზოგჯერ ბურთის თამაში ურჩევნია მშვიდად ჯდომას და ჩვენს დიალოგს, მაგრამ ხათრიანია და დედა უყვარს ძალიან, ამიტომ ჩემთან რჩება და მშვიდად ზის - ზოგჯერ პირიქით თვითონ უნდა ძალიან რომ ,,ეთათ იკოს“ თემო და დედა და მყუდროება არავინ დაგვირღვიოს, დედა სამსახურში არ წავიდეს და დილით გაღვიძებულებმა დიდხანს ვინებივროთ ერთად: ხან მუცელზე დამადოს თავი და გაინაბოს, ხან ლექსები მოვყვეთ, ხან რაიმე გამოგონილი ისტორიები ცხოველებზე, ხან უაზროთ ვიცინოთ ერთად, ხან ვიჭყუმპალავოთ, ქუჩა ქუჩა ვისეირნოთ...
        კეთილია, თუ ტკბილად ეტყვი შეიძლება რაც აბადია ყველაფერი მოგცეს, თუ ვინმეს რამე უჭირს და ტკივა ძალიან წუხს და გული ტკივა. უყვარს დედიკო, მამიკუნია და ენატრება მათთან ბევრი დროის გატარება. გულით უხარია, როცა სამივე ერთად ვერთობით და გულის ტკივილამდე საწყალი გამოხედვა აქვს ზოგჯერ სამსახურში რომ მივდივართ და ვტოვებთ.
        მე მინდა გითხრა დე რომ ძალიან მიყვარხარ. არ ვიცი სხვა დედებს როგორ უყვართ შვილები, ალბათ იმათაც ძალიან, მაგრამ მე ვგიჟდები შენზე, მე შენთვის ვსუნთქავ. მე ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რომ შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე და შენზე ძვირფასი ჩემთვის არაფერი არ არსებობს. მე მეიმედები.
        ახლა ვხვდები ხოლმე მამაჩემის წერილების აზრს და ასეთი რამეები აღარ მეჩვენება უბრალო ბანალურობებად.
        სულ რაღაც 2 წლის გახდი დღეს და ამ 2 წელში მთლიანად შეცვალე ჩემში და ჩემს ირგვლივ ყველაფერი.

გილოცავ დე ! მინდა ბედნიერი ბიჭი იყო, სულ ძალიან ძალიან ბედნიერი !

четверг, 17 января 2013 г.

ჩემზე ანუ თემუკაზე და კრისტალზე :)

Автор: ჯუნა на 1/17/2013 2 коммент.
წერა მომენატრა. ხშირი, ემოციებით სავსე, მე რომ ვიცი ხოლმე ზოგჯერ ლიმონივით გამოწურვა და მთელი ჩემი თავის აქ დატოვება ისე... თორემ გაბერილი ვარ ახლა ამ ზედმეტად დაგროვილი ემოციებით, ათასი არასაჭირო დეტალით და ვეღარ ვიტევ :)
თემუკა კარგადაა, მადლობთ ვისაც გაინტერესებთ და კითხულობთ:)

ვიქნები ჩვეულებრივი დედა და თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე ჭკვიანი შვილი მე მყავს :) როგორც დედაჩემი იხსენებს, მე მის ასაკში 4 "კუპლეტიან" ლექსებს ვყვებოდი და მიუხედავად იმისა, რომ ის მთლიანად 1 "კუპლეტიანსაც" ვერ ყვება ჯერ, მისი ახლანდელი შესაძლებლობები მე სრულებით მაკმაყოფილებს, მით უმეტეს რომ რასაც ვერ ამბობს, იმაზე ბევრად მეტს მისი ჭკვიანი გამოხედვით ვხვდები და ხანდახან მეშინია კიდეც, ამდენი როგორ ესმის ამ თითისტოლას :)
ყველაზე საყვარლად იძახის დედკოს, კითხვაზე ვისი ხარ ამბობს დედიკოში და ყველაზე მეტად მაგიჟებს მსოფლიოში:) ხანდახან არანორმალურივით ვფიქრობ, რომ გაიზრდება ნუთუ ასე აღარ ვეყვარები ან აღარ დავჭირდები და მერე რა უნდა ვაკეთო.... ახლა რომ 5 წუთი არ ამომასუნთქებს და მშვიდად ყავას არ დამალევინებს, შეიძლება მერე 1 დღე ისე გავიდეს რომ არც დამირეკოს, როგორც მე, ჩემი ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ვურეკავ ხოლმე დედაჩემს...
ყოველ ღამე ვეუბნები ხოლმე: შენ რომ კარგი ბიჭი არ იყო, დედას გული ეტკინება და მოკვდება-თქო და თავს მიქნევს :) მჯერა რომ მართლა კარგი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ მართლა მოვკვდები.

სამსახურს რაც შეეხება ვერა და ვერ დავწერე დეტალურად მის შესახებ, არადა ძალიან მინდა.
სულ რაღაც 6 თვეში ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და რაღაც სხვანაირი გამოვიძერწე, ბევრად კორექტული, დისციპლინირებული, ოფიციალურად მოსაუბრე და მომართული :)
რაღაც სხვანაირი პასუხისმგებლობა გამიჩნდა, რომ არ მასვენებს ისეთი, ზედმეტად კარგად და იდეალურად მინდა ხოლმე გავაკეთო ყველაფერი, რისი გაკეთებაც მევალება და ზოგჯერ საკუთარი თავისგან დაწესებული სტანდარტებით ვიღლები ძალიან.
ჩემთვის სიახლე არ არის რომ ხალხის კერვა შემიძლია, ძველ სამსახურში აღმოვაჩინე ჩემი ეს შესაძლებლობა და ძალიან გამომადგა. ზოგადად უზომოდ საინტერესოა ქართველ კლიენტებთან ურთიერთობა, 70%-ს წარმოდგენაც კი არ აქვს რა პროცენტში აქვს სესხი გაკეთებული, მისთვის მთავარია იყოს იდეალური მომსახურება, როგორ გაუღიმეს, უთხრეს მობრძანდი-დაბრძანდი, შინაურულად აგრძნობინეს თავი, სიტყვიერად აცნობეს, რომ სესხი უკეთდება დაბალ პროცენტში და ეს უკანასკნელი ტყუილიც რომ იყოს არ დაეძებს.... თუმცა საამაყოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩემს ორგანიზაციაზე პატიოსანი ბანკი არ მგონია არსებობდეს... როგორც კლიენტს იმდენ ტყუილში დამიჭერია ზოგიერთი ბანკის მომსახურე პერსონალი, შეიძლება არა იმიტომ რომ ეს მათი პოლიტიკაა, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ სხვანაირად არ იციან.... ჩვენთან ყველაზე წარმოუდგენელია კლიენტის მოტყუება და მთავარი პრინციპია მისი ინტერესების დაცვა, რაც აუცილებლად პატივისცემით განგჭვალავს ჩვენს მიმართ (რა სიტყვა ვთქვი:))
ის ემოცია რომ ახალი ვარ და ყველა ძველი თანამშრომელი უკმაყოფილოა ჩაწევის და ადგილის დათმობის პერსპექტივით უკვე აღარაა აქტუალური... ახლა უკვე ორგანიზაცია ჩვენ ვართ, ნაწერსაც რომ გადავხედე პირველ პირში ვლაპარაკობ კრისტალზე, რაც ამის დასტურია :)

вторник, 25 сентября 2012 г.

საყრდენი კედლის გარეშე :(

Автор: ჯუნა на 9/25/2012 1 коммент.

რატომაა რომ როცა პატარა ხარ ვერ აფასებ იმ მდგომარეობას რომელშიც ხარ? თუნდაც იმას, რომ თბილ სახლში ცხოვრობ და არაფერი შენი საზრუნავი არაა; თუნდაც იმას რომ დედ-მამა გვერდით გყავს და თავს დაცულად გრძნობ.... რატომ ოცნებობს ყველა პატარა უცებ გაზრდას და დიდობას მაშინ, როცა დიდები თავს დავდებთ რომ 1 დღით მაინც დაგვაბრუნა წარსულში.... იქ, სადაც არ გაქვს დარდი, არც პასუხისმგებლობა, არც გასაჭირი.... იქ ყველა შენს პატარა სასაცილო პრობლემას გადაგიჭრის დედა და საჭიროების შემთხვევაში კედელივით წინ დაგიდგება მამა.... მამა რომელიც ფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერია და ყველაზე მაგრად დაგიცავს.... ის ყველაზე მაგრად ჩხუბობს, ყველაზე ჭკვიანია და ყველას მოერევა : )

არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი მაშინ, ჩემი ძმაც კი არ იყო დაბადებული, ვიყავი ალბათ 5 ან 6 წლის... მამაჩემის მეგობრები იყვნენ ჩვენთან სახლში და სვამდნენ მგონი, რაღაც თემაზე საუბრობდნენ, და მამაჩემი ეუბნებოდა: ჩემს გოგოს რომ ვინმემ აწყენინოს ან რამე უთხრას ხომ გამოვჭამ ბიჭო კისერსო J პატარა ვიყავი, მაგრამ დღესაც მახსოვს ის, რაც მაშინ ვიგრძენი. მე ვიყავი დაცული, თავდაჯერებული, ამაყი გოგო, ვფიქრობდი რომ ვერავინ მომერეოდა.

ძალიან მინდა ეს გრძნობდა კიდევ მქონდეს და სიბრაზე მახრჩობს, რომ ამის შესაძლებლობა აღარ მაქვს. ბურთები მეჩხირებიან კისერში იმიტომ რომ მამა აღარ არის. ყველა ჩემს პრობლემაზე, ყველაზე აბსურდულზეც კი, ინსტინქტურად მინდება მივიდე, დაველაპარაკო და თავი ისევ დაცულად და პატარა გოგოსავით ვიგრძნო. ჩვენი დიალოგები ყოველთვის ისეთი ჭკვიანური და გულისამაჩუყებელი იყო, როცა იყო... ჭკუას მარიგებდა და სულ მასწავლიდა, სულ უკმაყოფილო იყო ჩემი მიღწევებით, წარმატებებით, ყოველთვის უნდოდა მეტი, ყოველთვის მთხოვდა მეტს, თუმცა სულ ვიცოდი რომ ჩემით ამაყობდა, ამას ვგრძნობდი როცა სხვას უყვებოდა ჩემზე და მქონდა არანორმალური მოთხოვნილება რომ არ გამეცრუებინა მისთვის იმედი. თავს ვიკლავდი რომ მეტი ვყოფილიყავი მისთვის... მაგრამ ეს ყველაფერი: გრძნობები, სიტყვები, ემოციები, დიალოგები აღარ იქნება არასდროს. აწი დიდი ვარ. მარტო უნდა დავდგე კედლის გარეშე. მარტო უნდა გავუმკლავდე ყველაფერს, ჩემით... ზოგჯერ ისე მიჭირს... : (

იმდენი ხანია შენს საფლავზე არ ვყოფილვარ რომ გული მტკივა : (

четверг, 21 июня 2012 г.

თემუკას პირველი დაბადების დღე

Автор: ჯუნა на 6/21/2012 5 коммент.

დღეს ჩემი თემუკას პირველი დაბადების დღეა... ისე სულმოუთქმელად ველოდი ამ დღეს... ვიღაცამ შეიძლება დამცინოს ასეთი ფორიაქისთვის, მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია 21 ივნისი ჩემთვის !
შარშან ზუსტად ამ დროს ჩემი თემუკა დაიბადა. ეს დღე სხვანაირი იყო, ვერც ერთ სხვა დღესთან რომ ვერ შეადარებ... ემოციური, უცნაური... ისე მაინტერესებდა ვის ვატარებდი მთელი 9 თვე მუცლით და როგორც  იქნა ვნახე. ისეთი პაწუა იყო და ახლა რამხელა დევია... : ) 
მაქვს რაღაც ჩანაწერები, რასაც ვაკეთებდი ხოლმე თვიდან თვემდე, ჩემთვის სამახსოვროდ, თავიდან იშვიათად, მერე უფრო სისტემატურად და ძალიან მინდა გამოვაქვეყნო.
როგორ გაიზარდა თემუკა:
3 თვიდან - დაიწყო ცნობისმოყვარეობა, თვალის გაყოლება ჭამის დროს, ბუბუ-ბაბუს ძახილი, ღიტინზე აქვს რეაქცია.

4 თვიდან - ნივთების გამორთმევა და ხელში დაჭერა, დედიკოს კარგად ცნობა.

5 თვე - ამბობს ბგერებს მიმგვანებულს დედასთან, ამოუვიდა ქვედა 2 კიჭი, ისწავლა დედაზე გატირება, სიაფანდზე ხველება :) დაიწყო ხელების გამოწოდება მოსვლაზე.

6 თვის და 1 კვირის - საწოლში მამამისთან გადაგორდა და ბედნიერი სახით დაიძინა )
ზუზუს (ჩვენი თუთიყუში) ცნობს. ჩავსვი ჭოჭინაში.

7 თვე - ტაშს უკრავს, ხელს აქნევს დასამშვიდობებლად, მარტო ჩემთან და ლიკასთან (მამიდა) უნდა ხელში ყოფნა.
ჭამს ქათმის და ძვლის ბულიონს, გასინჯა მაწონი, ყველი, პეჩენია, კოკორი... ძალიან უყვარს კარტოფილის პიურე.
იმალება, თავს ხრის და გვეთამაშება ჭიტას, მოდი დე დავაკუკუნოთ-თქო და პირს აღებს, კბილებს მაჩვენებს, მე კბილებზე კოვზით ვუკაკუნებ და იცინის )
ცუდად ძინავს, მთელი ღამე ჭამს.
8 თვე - დაიწყო ბრუ-ბრუ :) პირით წვიმების კეთება. აქტიურად უკრავს ტაშს, გასინჯა ნადუღი და ძალიან მოეწონა, ყველიანი მაკარონიდან უჩას (ბიძა) ამოუჭამა ყველი ))
ისწავლა ენის გამოყოფა, 7 მარტს პირველად დამიძახა დედა, გარკვევით და აზრიანად. იძახის დე, დედიდედი, დედა, დედუ.... ამოუვიდა ზემოთ 3 კიჭი. შეგვეყარა ვირუსი, გაიკეთა ინგალაციები :(
კოცნის დროს აძაგძაგებს. არ ძინავს.
9 თვე - იძახის მამას, დათოს, ნონას, მემეს ან მომეს. გასუქდა, იმგზავრა მატარებლით ქობულეთში, ზუზუს ემუქრება, ეუბნება მამამამას და საჩვენებელ თითს უქნევს.
ყველაზე ძალიან უყვარს ბურთები, მღერის პარამ-პამ-პამ-ს ანტოშკაში : )
ცოტახნით დადგა დამოუკიდებლად.
გასინჯა ხაჭაპური, მჭადი, ყველი, შემწვარი კარტოშკა, ღომი - ყველაფერი მოეწონა.
დაემართა ბრონქიტი, მე - ფილტვების ანთება.
კარგად ხოხავს, უყვარს ბაბუსთან ყოფნა და თხოვს ბურთის თამაშს.

10 თვე - ლილი (დიდი ბებო) უმღერის და ეს ცალ ფეხზე ყუნცულობს, თავისი ჭკუით ცეკვავს :)
ეშინია ბომბორასი, (მეზობლის ძაღლი), შავი კატის, ისე კატები უყვარს.
მე დამემართა ბატონები.
დივანს დაყვება აქეთ-იქით. უმღერის თავის თავს ნანას. უყვარს ბასტი ბუბუს სიმღერები. აგზავნის ჰაეროვან კოცნას შემდეგნაირად: გაშლილ ხელს მიიდებს ტუჩებზე და ილოკავს :)
ყველზე გიჟდება. მარტო ყველს ჭამს ან მჭადთან ერთად. ასევე ძალიან უყვარს პური.

ისწავლა კივილი და ყველაფერზე კივის. საწოლში ღამე დადის.
სწრაფად ხოხავს, ფეხები უშავდება ხოხვისგან :)
თავის თავს უმღერის ნანას ზუსტად ჩემნაირი ინტონაციით. დავასკვენით, რომ ძალიან კარგი სმენა აქვს :)
11 თვე - ისწავლა კოცნა, ნასკების ჩაცმა, სავარცხლის თავზე გადასმა (მისი ჭკუით ივარცხნის:)); იმორცხვებს, თავს ხრის ძირს და იღიმის, განსაკუთრებით მაშინ, როცა უყურებს თავის ვიდეოს ან ისმენს საკუთარ ხმას :)
ჭამა ალუჩა, ალუბალი, მალინა, ტყემალი... გიჟდება მლაშე და მჟავე საჭმელებზე :)
გადაეჩვია ძუძუს, ძალიან განიცადა, 3 ღამე კიოდა.... ბოლომდე ახლაც არ დავიწყებია (იხ.წინა პოსტი :)
შეუყვარდა ბომბორა და მთელი დღეები ეძახის ბომბოს :)
ყველაფერი ესმის: თავი დადე ბალიშზე, კოცნა გამომიგზავნე, ბურთი მომიტანე....
პირველად შეიჭრა თმა, სტილისტი - დიდი ბებო ლილი :) არ უხდება, პრიუტის ბავშვს გავს :)) მაგრამ მალე მოეზარდა.
ჭამს უზომო რაოდენობით და სულ ! 

ზოგადად ძალიან აზრიანია, ყველაფერი ესმის, არ უყვარს როცა ვუყვირი და ვუბრაზდები, მგონია რთული ხასიათი ექნება, მაგრამ სიყვარულით ყველაფერს გავაკეთებინებ.
თბილია, მეფერება თითებით სახეზე, ჩემგანაც ითხოვს მოფერებას. როცა ერთად ვართ კმაყოფილია, ძალიან მოკედლებულია ჩემზე და ერთად ყველაზე კარგად ვგრძნობთ თავს !

მე მიყვარს ჩემი დიდი ბიჭი !
ერთის გახდა :)

суббота, 16 июня 2012 г.

თემუკა და მისი დამოკიდებულება :)

Автор: ჯუნა на 6/16/2012 0 коммент.
წარმოიდგინე, მთელი შენი ცხოვრება, რაც დაიბადე, აკეთებ ერთი და იგივე რაღაცას. ეს რაღაც შენ ძალიან გიყვარს, ამაზე გარკვეული კუთხით დამოკიდებული ხარ, ამით ნაყრდები, მშვიდდები, ამით იღებ სითბოს, სიყვარულს, თვითდაჯერებულობას... და ერთ დღესაც ამ რაღაცას უცებ წაგართმევენ... საუბარია თემუკაზე და მის ძუძუზე :)
დღეს ჩემი ბიჭი ნერვოპათოლოგთან მყავდა, მაგრამ ეს ვიზიტი უფრო ფსიქოლოგის კონსულტაციას ჰგავდა... ამ ქალმა ისე ნათლად დამანახა რას გრძნობს ჩემი შვილი, რაზეც მილიონჯერ მქონდა ნაფიქრი, მაგრამ ამ კუთხით არასდროს გამიაზრებია.
მას მე წავართვი ის, რაც ძალიან უყვარდა და რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამის გამო კი თურმე თემუკა სტრესშია, ეშინია მეც არ მივატოვო... :(
ამიტომ დამაგდო და არ მშორდება კისრიდან, ამიტომ არ იძინებს, ამიტომ ღამე ირჩევს სასწაულ პოზებს: სძინავს თავით ჩემს მუცელზე ან მკერდზე..... რომ იგრძნოს დედის სუნი და არ დამკარგოს ძილში... ამიტომ იღვიძებს ხშირად და დამხედავს ხოლმე ვარ თუ არა მასთან, გადამხვევს თავის ხელს და ზოგჯერ მიჭერს ისე, რომ მტკივა...
დამამშვიდებელ-დასაძინებელი წამლის გამოწერაზე მივიღე სასტიკი უარი, რადგან ბავშვი არის ჯანმრთელი. ეს იცი რას გავსო? აი, შენ რომ გშია და წამალი დაგალევინონ რომ დამშვიდდეო... მას აკლია ცხოვრებაში რაღაც, რაც უყვარდა, რაც უნდოდა და ამას განიცდის, ნერვიულობს, არაკომფორტულადაა და რად უნდა წამალი... უბრალოდ გაგიჭირდებათ, მაგრამ ეს ეტაპი ერთად უნდა გადალახოთო...
სულ ერთად უნდა ვიყოთ, არ უნდა ვუყვირო, სულ უნდა ვეფერო, ძილშიც არ უნდა მივატოვო და ცოტა ხანი მის ჭკუაზე ვიარო... თემუკა უნდა მიხვდეს, რომ დედა გვერდითაა და მის მიტოვებას არ აპირებს !
კიდევ მითხრა, რომ ძალიან ჭკვიანი შვილი მყავს (რათქმაუნდა მესიამოვნა, თუმცა ვერ მივხვდი ასე უცებ როგორ მიხვდა და საიდან მივიდა ამ დასკვნამდე);
და კიდევ ის, რომ ძალიან მესაკუთრეა, რაც სრული სიმართლეა და სავარაუდოდ ეს ხასიათი მომავალშიც გაყვება, რაშიც ეჭვიც არ მეპარებოდა :) მეც მესაკუთრე ვარ და გიო ჩემზე უარესი, ამიტომ ბავშვი მეზობელს ვერ დაემსგავსებოდა ცხადია :)
და კიდევ ერთი ფაქტი, რაც ამ სიტუაციის შედეგად გვაქვს: სიგარეტს რომ დაანებებს კაცი თავს უაზროდ იწყებს ჭამას და წონაშიც იმატებს, თემუკასაც ასე დაემართა ძუძუს შემდეგ :) ბავშვს ვეღარ ვაძღებ, სულ შია :)

среда, 30 мая 2012 г.

კრიზისი და ბანალურობები :(

Автор: ჯუნა на 5/30/2012 1 коммент.

ავად გავხდი.... საერთოდ ძალიან ცუდი წელი დამიდგა და ცუდი ზამთარი გვქონდა იმ კუთხით რომ სულ ავად ვარ.... ბრონხიტი, ფილტვების ანთება, ბატონები.... ახლა ისევ ანთება, და ექიმმა გადაწყვიტა, რომ დროა ჩემმა თემუკამ ბუნებრივ კვებას თავი დაანებოს და დაკმაყოფილდეს იმ საჭმლით, რასაც ჭამს დღის განმავლობაში, რადგან:
1)      მჭირდება წამლები, რომლებიც ბოლო-ბოლო მომარჩენს და გამომაკეთებს, ეს წამლები კი ისეთი შემცველობისაა, ლაქტაციის პერიოდში მკაცრად იკრძალება; და 
2)      მალე 1 წლის გახდება და როდემდე უნდა ჭამოს ძუძუ?
ასე გადაწყვიტეს ექიმებმა მაგრამ ძალიან მძიმე გასაგები აღმოჩნდა ეს ჩემი შვილისთვის.... :( პირველ ღამეს გაგვაგიჟა და 3 ადამიანი ფიზიკურად დაგვაგდო... კიოდა გაუთავებლად, ითხოვდა ჩემთან ჩახუტებას, მიძვრებოდა პერანგში, კუმავდა ტუჩებს, ყვიროდა დედას და იყო გაკვირვებული, რომ დედა არ აჭმევდა კატეგორიულად :( იმდენად შემეცოდა, თან დავიღალე, რომ ისიც ვიფიქრე, ავდგები და ვაჭმევ რა დაემართება-თქო... მაგრამ ამიკრძალეს, ძვლის ტვინის განუვითარებლობას იწვევსო, არც გაბედოო.......
მეორე ღამესაც თითქმის იგივე სცენა, თუმცა გვქონდა უკეთესობა და დღემდე ვაუმჯობესებთ სიტუაციას, მაგრამ ეს არ არის მთავარი.... რისთვისაც ვწერ ამ ყველაფერს... გავოცდი როგორი ურთიერთდამოკიდებულება არსებობს დედასა და შვილს შორის თურმე, როგორი რაღაც ბუნებრივი ძაფები, კავშირი.... ძუძუთი შვილი ღებულობს არა მხოლოდ საკვებს, მეტიც - ეს საერთოდ მეორეხარისხოვანია !  ძუძუთი შვილი იღებს დედისგან სითბოს, სიყვარულს, მოფერებას, დედის სურნელს, თვითდაჯერებულობას, უსაფრთხოების შეგრძნებას..... რავიცი რას არა. ახლა, როცა ასე თუ ისე შეეგუა იმ სიტუაციას, რომ დედა ძუძუს აღარ აჭმევს, მთელი ღამე ჩემს მუცელზე თავდადებულს ძინავს. რამდენჯერ გავასწორებ და იგივე პოზაში მხვდება გაღვიძებულს :) თვალდახუჭული თავისი ბოტოტა თითებით მეფერება, ცხვირს უხახუნებს ჩემს სხეულს და კმაყოფილი იმით, რომ ნამდვილად მე ვარ, იძინებს <3
ასეთი გულწრფელი და თავდადებული სიყვარული დიდ ადამიანს არ შეუძლია-თქო, ხანდახან ვფიქრობ... მას ხომ უპირობოდ ვუყვარვარ, ისეთი როგორიც ვარ... ვუყვირი ზოგჯერ, მაგრამ უფრო მაგრად მეხუტება და ტირის, მკაცრად ითხოვს სითბოს, მოფერებას, ჩახუტებას, რომ ვკოცნი სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს და ეღიმება....
ისეთ სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ ამის შემხედვარე.... თან დაღლილი, უსაშველოდ.......
როდის გავიზრდებით.........?!

четверг, 29 декабря 2011 г.

My Christmas tree in the new year

Автор: ჯუნა на 12/29/2011 0 коммент.
ჩემს სახლში ნაძვის ხე ყოველთვის 18 დეკემბერს იწყობა.
ეს ტრადიცია 22 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა დედაჩემს 18 დეკემბერს მუცელი ატკივდა და იფიქრა, ნაძვის ხეს გავაწყობ და გადამივლისო :)
მუცლის ტკივილმა არ გადაუარა ფაქტია, მეც მაინც გავჩნდი ღამის 2 საათზე ანუ უკვე 19-ში, მაგრამ ნაძვის ხე კი დარჩა გაწყობილი :)

с новым годом :)

კარზე :

და ისე:

გილოცავთ დამდეგს :)

пятница, 16 декабря 2011 г.

ჩემი ინსტინქტები

Автор: ჯუნა на 12/16/2011 3 коммент.
ორსულობისას, ერთ -ერთ პოსტში ვწერდი დედობრივ ინსტინქტებს ვერ ვგრძნობ-თქო. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ დაორსულებიდანვე ან მერე, ბავშვის გაჩენის მომენტიდან, უცებ გამიჩნდებოდა რაღაც კონკრეტული, ძლიერი გრძნობა და ვიტყოდი აი ეს არის დედობრივი ინსტინქტი-თქო. მაგრამ როგორ გამიცრუვდა იმედი, როცა ბავშვის დანახვის დღიდან, ვიგრძენი მისდამი სიყვარული, პასუხისმგებლობა, სიხარული.... და ა.შ. მაგრამ არაფერი ისეთი ზღაპრული და სასწაულებრივი, რაც ჩემში ამ სიტყვებთან ასოცირდებოდა.
ეს მოვიდა უფრო მერე... დროსთან ერთად.

მართლა არაფერი შეედრება დედა-შვილობას და ეს ძალიან მაგარია. მე მას ვგრძნობ, რაღაც შინაგანად, რაღაც უხილავი ძალებით. თითქოს ძაფებით ვართ გადაბმული. მე ვგრძნობ მის ტკივილს, სურვილებს, ვიცი მოცემულ მომენტში რა უნდა, რა ესიამოვნება, ვიცნობ და ვარჩევ მის მიმიკებს, ტირილის ტიპებს...:) არ მჯერა მისტიკური რაღაცეების მაგრამ მე ზოგჯერ, როცა მისგან შორს ვარ, მისი ტირილიც მესმის... ვგრძნობ სხვა ოთახში მძინარეს როდის ეღვიძება, ვგრძნობ მის ემოციებს, მის შინაგანს...
კიდევ ვგრძნობ, რომ ძალიან ვუყვარვარ. როცა დამინახავს თვალები უბრწყინდება და იცინის, მეფერება ხოლმე თავისი პატარა ბოტოტა თითებით და კოცნის მაგივრად მლოკავს ლოყაზე, ნიკაპზე... :) უცხო რომ ხელში აიყვანს მე მიყურებს და თვალებით მეხვეწება ავიყვანო, როცა უჭირს დახმარებას მე მთხოვს, როცა ტკივა მარტო ჩემთან უნდა ყოფნა...

არ ვიცი ალბათ ყველა დედა ასეა.. და ალბათ ეს ბუნებრივიცაა. სულ რაღაც 25 კვირის წინ ხომ ის ჩემში იყო, ჩემი ნაწილი, ჩემი სხეულის ნაწილი... ახლა კი დამოუკიდებელია, ცალკე ადამიანია, მაგრამ ჯერ მაინც ჩემზე მოჯაჭვული...

ჩემს ერთადერთ მიზნად გადაიქცა მისი სიცოცხლე, მისი სიცილი, კარგად ყოფნა, ბედნიერება... ძალიან მინდა კარგად გავზარდო და კარგი გავზარდო. მინდა კეთილი იყოს, გონიერი, მიამიტი, სუფთა, სამართლიანი, განათლებული, შეგნებული, ღვთისნიერი... ვფიქრობ ხოლმე ალბათ რამხელა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, რომ კარგი შვილი გაზარდე. მეც ძალიან მინდა ერთ დღეს ეს გავაცნობიერო... აი ერთ დილას გავიღვიძო და ფიქრისას გავაცნობიერო, რომ ძალიან კარგი შვილი მყავს :)

пятница, 15 июля 2011 г.

ყველაფერი თავდაყირა :)

Автор: ჯუნა на 7/15/2011 3 коммент.
ხომ არის რაღაც ეტაპები ყველა ადამიანის ცხოვრებაში, როცა ერთი რომელიღაცა ფაზა მთავრდება და იწყება განსხვავებული, რადიკალურად სხვა ცხოვრება.
ჩემი სხვა ფაზა დაიწყო ალბათ სამშობიაროში, როცა მეორე თუ მესამე ღამეს ბავშვი მე დამიტოვეს. ნაოპერაციები, ტკივილისგან, ემოციებისგან თუ არ ვიცი რისგან დაღლილი, ვითიშებოდი ისე მეძინებოდა, ბავშვი კი გაუთავებლად ტიროდა და ვერაფრით ვაჩერებდი. ის ღამე როგორღაც გავათენეთ, შემდეგ ღამეს კი დავიბარე ექთანი და ბავშვი გავატანე, რომ მოშივდება მაშინ მომიყვანეთ-თქო და, კმაყოფილი იმით რომ საქმე გავაკეთე, მოვემზადე ტკბილად დასაძინებლად, მაგრამ... თვალი რამდენჯერ მოვხუჭე იმდენი ჩემი პატარა შოშია მომელანდა პირდაღებული:) როგორ ტიროდა და ვერ ამშვიდებდნენ. ვიწექი ცოტა ხანი, იქნებ დავისვენო-თქო, მაგრამ სინდისი სულ უფრო და უფრო მქენჯნიდა, თავი "არადედად" ვიგრძენი:) ძლივს წამოვდექი და მივლასლასდი დერეფნის ბოლომდე. კარი შევაღე და დავინახე უამრავი ახალდაბადებული:) ჩემი შვილი მშვიდად იწვა და ეძინა.
ახლა ჩემი პატარა სულ რაღაც 3 კვირისაა და ჩემი რეჟიმი უკვე თავდაყირა დააყენა. ჩემს ნებაზე აღარაა არც ჩემი კვება, არც ძილი, არც სახლსგარეთ გასვლა... მთლიანად ვემორჩილები ამ პატარა კაცუნას, რომელიც ვერც კი ხვდება რამდენი რამე შეცვალა. მთელი 9 თვე ველოდებოდი მას და წარმომედგინა როგორ მოვეფერებოდი, მეყვარებოდა, როგორ გავზრდიდი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია თითოეულ დღეზე, რომლის გავლაც მოგვიწევდა ჩვენ ერთად. არა, ვერაფრით ვიტყვი რომ უპასუხისმგებლოდ მოვეკიდე რამეს, ან გაუაზრებლად. პირიქით.... მე მზად ვიყავი ამისთვის.
ჩემს ოჯახში გაჩენილან პატარები და მიყურებია როგორ იზრდებიან ისინი. ვეფერებოდი, ვათამაშებდი, მაგრამ მომტირალი, რასაკვირველია, გამყავდა დედასთან და თურმე როგორი განსხვავებული ყოფილა შენი შვილი :) მთლიანად შენი, შენზე მონდობილი. ყველაფერზე წინ რომ დგას, რომ შეგიძლია ყველაფერს გადაახტე, ყველაფერი გადალახო და დათმო. რომ არ გიღირს არც ჭამა, არც ძილი მის ტირილად. გული რომ გედუღრება როცა ტკივა და წესიერად არც კი იცი რა... როგორ ვიბნევი ამ დროს და არ ვიცი რა ვაკეთო...
მოკლედ... ვწვდები ნელ-ნელ დედობის არსს :)

воскресенье, 3 июля 2011 г.

როგორც იქნა დავიბადეთ :)

Автор: ჯუნა на 7/03/2011 7 коммент.
გამარჯობათ ჩემო მკითხველებო. როგორც იქნა აქ ვარ და როგორც იქნა უკვე დედიკოს ამპლუაში :) 21 ივნისს შეგვეძინა ბიჭი, თემო ლოლაძე, 3.600კგ და 51სმ.
ისე რომ არც არაფერს ვეჭვობდი, 21-ში დილით მივედი კონსულტაციაზე, აბსოლუტურად მოუმზადებელი და სამშობიარო ტკივილების გარეშე. გამსინჯეს, მითხრეს რომ მშობიარობა უკვე ძალიან მალე დაიწყებოდა, მაგრამ არ ვიცი რა დამემართა. ალბათ თვითონ გასინჯვის პროცესი იყო იმდენად მტკივნეული და ისე შემეშინდა, 9თვე რომ მშობიარობაზე თავს ვიკლავდი, ჩემთვის მოულოდნელად გამოვუცხადე ექიმს საკეისრო მინდა-თქო. გამიკეთეს ეხო, მითხრეს რომ ბავშვი იყო დიდი, 4.100კგ და თანაც ჭიპლარი ქონდა შემოხვეული, სავარაუდოდ მშობიარობა გამიჭირდებოდა. გადაწყდა საკეისრო, თანაც იმ დღესვე, რადგან ტკივილები მალე დაგეწყებაო. სახლშიც კი არ გამომიშვეს, ამიღეს ანალიზები, გამატარეს და ამიშვეს მოსამზადებლად. დამიბინტეს ფეხები, დამისვეს უამრავი კითხვა, გამესაუბრა ანესთეზიოლოგი და 5სთ-ზე შემიყვანეს საოპერაციოში. მარტო ფილმებში მქონდა ასეთი რამეები ნანახი: საოპერაციო მაგიდა, დიდი მრგვალი ნათურებიანი რაღაც... დამაწვინეს, ხელები გამაშლევინეს და ბინტით გამიკრეს, ამიღეს ვენა და დამიდგეს რაღაც გადასხმასავით, ფეხებიც გადამიკრეს მაგიდაზე, წამისვეს უამრავი იოდი მუცელზე, ბოლოს მკერდთან ჩამომაფარეს რაღაც შირმასავით, ისე რომ ვეღარ ვხედავდი საკუთარ მუცელს, მხოლოდ ვგრძნობდი როგორ მალაგებდნენ ზედ რკინის იარაღებს. გავიგონე ექიმის ხმა დავიწყეთო, ანესთეზიოლოგი თმებზე მომეფერა, მითხრა ნუ გეშინია, როცა გეტყვი დაიძინეო, თუმცა მისი ხმა მე აღარც გამიგონია. თვალები წამებში ამერია და წავედი დაუმთავრებელ ლაბირინთებში... რაღაცებს წრეებს ვურტყამდი, ხმებიც მესმოდა არეული, ვფიქრობდი მალე დაიწყონ ოპერაცია სად მატარებენ ამდენს-თქო, დაუმთავრებელი თეთრი ლაბირინთები იყო.... 17:30 წუთზე დაიბადა ჩემი პაწაწუნა :) საოპერაციოდან ინტენსიურში ჩემ ქმარს გადავუყვანივარ, ნუ პალატის საწოლში. მე წამებით თვალები გამიხელია და დედაჩემისთვის მიკითხავს: დე კაი ბავშვია-თქო? :) გამოვედი ნარკოზიდან საკმაოდ იოლად. საშინელი შეგრძნებაა რომ გინდა თვალები გაახილო, აღარ დაგეძინოს, მაგრამ არაფერი გემორჩილება. ხმაც თითქოს შენი არაა, თვალებიც ბინდგადაკრულივით გაქვს. საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, ამოვილუღლუღე ბავშვი მაჩვენეთ გეხვეწებით-თქო. მომიყვანეს გაკრული, პატარა... როგორ არ ვცდილობდი წესიერად დამენახა, ლამის ხელით ვიკავებდი თვალებს, მაგრამ მაშინ ვერაფერი გავარჩიე ისე ვიყავი გაბრუებული. ცოტა ხანში უკვე ყველა ვნახე :) ჩემი პატარაც, გიოც, დედაჩემიც, დედამთილიც..... ალბათ ვერაფერი მოგანიჭებს ოდნავ მსგავს ბედნიერებასაც კი ცხოვრებაში... მარტო რომ დავრჩით და ვაკვირდებოდი... აღვიქვამდი რომ ეს მყავდა მე მუცელში, ეს მე გავაჩინე, ეს იყო ჩემი და გიოს შვილი... ცრემლებად ვიღვრებოდი, რაღაცეებს ველაპარაკებოდი ბავშვს, ჭკუას ვარიგებდი :) მერე იყო კიდე 4 დღე სამშობიაროში. რათქმაუნდა ტკივილები. ჯერ წამოდგომაც არ შემეძლო, განძრევაც კი. მერე წელში გასწორება ვერ შევძელი დიდხანს. იყო უძილო ღამეები ბავშვის გამო. ვერ ჭამდა, რადგან მითხრეს ჯერ კარგად ძუძუს ვერ წოვსო, ბავშვთან ერთად მეც ვტიროდი, ალბათ უსუსურობისგან, მაგრამ მალე ისევ ერთად ვიძინებდით :) დღეს უკვე 12 დღის ვართ :) ლოყები დაგვეტყო, ღაბაბიც ჩამოგვივიდა :) მეც ნაკერები ამომიღეს, სიარულიც აღარ მიჭირს. ერთმანეთს შევეჩვიეთ, ასე თუ ისე მშვენივრად გვესმის ერთმანეთის :) ვართ მშვიდად და ვიზრდებით :)

вторник, 10 мая 2011 г.

33–ე კვირის სიახლეები :)

Автор: ჯუნა на 5/10/2011 4 коммент.
მე–9 თვეში გადავედი უკვე მგონი... ან მალე გადავალ. რავიცი ამ კვირებს ვერაფერი გავუგე. 40 კვირა 9 თვეზე ვერაფრით გადავანაწილე... თან მთელი ორსულობა დროს წინ ვუსწრებდი და ახლა ეს ბოლო 2 თვე საშინლად იწელება.
ახლა ვართ 33 კვირის, ჩემი კურკა (თუმცა უკვე რაღა კურკა:)) იწონის დაახლოებით 2000–2200 გრამს, და 43 სანტიმეტრია.

ის აღარ წააგავს დანაოჭებულ „უცხოპლანეტელს“, უკვე შეღინღლული პატარა ადამიანია. ამავდროულად, ჯერ არაა გამაგრებული ძვლები, ანუ რბილი ძვლები აქვს, რაც საშუალებას აძლევს ადვილად გადაადგილდეს დედიკოს მუცელში :) 33-ე კვირა, როგორც წერენ, კიდევ ერთი რამით გამოირჩევა: ახლა უკვე შესაძლებელია გარჩევა, შენი პაწაწინა შიგნიდან რით გაწვება – მუხლით თუ იდაყვით. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ახლა გაცილებით ნაკლებად მოძრაობს, ვიდრე გასული პერიოდის განმავლობაში, რადგან მუცელში უკვე საგრძნობ ადგილს იკავებს. ეს ორსულის მოძრაობებზეც აისახება, მე პირადად ექიმმა მითხრა, რომ კვატივით დავდივარ :)) კიდევ, აშკარად ვგრძნობ როგორ შემიშუპდა და ზომაში გამეზარდა თითები, მაჯები, მთლიანად – ხელები. თურმე, მთელი სხეულის ნებისმიერი ადგილი ივსება სითხით, მათ შორის ხელებიც.
ჩემი პატარა ბოლოს ვნახე 2 კვირის წინ, ეხოზე:) ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული და არაფრით სახე არ დაგვანახა)

უკვე აქტიურად დავიწყეთ მზადება მასთან შესახვედრად: ვიყიდეთ ტანსაცმელები, პაწუა ნასოჩკები, პირის მოსაწმენდები, ქუდები :)) მალე უნდა შევიძინოთ საწოლი, რომელიც უკვე არჩეულია და ძალიან ლამაზია.

ხო, კიდევ გვაქვს პირველი სათამაშოები: ჟირაფიკი, რბილი Ванька-встанька და მასკა, რომლითაც ჯერ ჩვენ ვთამაშობთ :))

წერა რაღაც აგრესიულ ნოტაზე დავიწყე, მაგრამ უკვე დავდნი :) უბრალოდ ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ მიდრეკილება გამიჩნდა თავის შეცოდებისკენ. ვითხოვ უზარმაზარ ყურადღებას, სითბოს... პატარა ბავშვს დავემსგავსე, უმიზეზოდ მცვივა ცრემლები, კატასტროფული სიჩქარით მეცვლება ხასიათი, მგონია რომ აღარაფერი შემიძლია, აღარაფრის თავი არ მაქვს. მინდება დედამ მომეფეროს, მომიაროს, მაჭამოს, სულ ჩემთან იყოს, ჩემზე იზრუნოს და ხელი არ გამანძრევინოს :)
დედიკოსთან მინდა მოკლედ...

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review