Показаны сообщения с ярлыком სიკვდილი. Показать все сообщения

четверг, 7 мая 2015 г.

მძიმე

Автор: ჯუნა на 5/07/2015 0 коммент.
       
          სახლში რომ შევედი, ხელებაკანკალებული და თვალებდასიებული, მოლოდინით მქონდა გული სავსე. სიმართლე გითხრათ, თავად არ ვიცოდი რას ველოდი, მაგრამ მთელი გულით მინდოდა ყველაფერი ისე დამხვედროდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. თითქოს მე არ დამელეწოს გუშინ საღამოს სახლში თეფშები, თითქოს მე არ შემეხედოს ჩემი შვილისთვის მთვრალი უსხივო თვალებით, თითქოს მე არ დამეტოვებინოს ატირებული ჩემი ცოლი თავისი ახსნებით ხელში... მარტო.
          განა რად უნდა ამდენი ახსნა იმას, რაც თვითონ ყველაზე კარგად ვიცი. ხომ ვმუშაობ, ხომ გულით მიყვარს, ხომ არაფერს ვაკლებ...... ჩემნაირი კაცები ადრე მე თვითონ არაკაცები მეგონა, ვერ ვუგებდი, მეგონა მონდომება აკლდათ თორემ ძალის მოკრებას რა უნდა-თქო..... ახლა სულაც არ ვთვლი რომ არაკაცი ვარ.... უბრალოდ რა ვქნა თუ სული მტკივა და ეს ცხოვრება აზრს არის ჩემთვის მოკლებული. როცა ვსვამ არაამქვეყნიური იდეალურობა ისადგურებს ჩემს გულში და ნაკლი არ აქვს არაფერს: არც ვირივით შრომა და არასრულფასოვნების აუტანელი გრძნობა მეღვენთება მწარედ გულში, არც უფულობა და უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემაა ასეთი რთული. არც მხრებზე დადგმული პასუხისმგებლობაა ასეთი მძიმე.... სულ რომ ვატარებ. ბავშვობიდან. რომ არავის უზიდია არცერთი მისხალი ჩემთვის, ჩემს ნაცვლად.... ჰოდა დავიღალე.... რატომ არ ესმით, რომ დავიღალე და საღი გონებით ამხელა ტვირთის ტარებამ გადამასწორა და ბრძოლის ძალა აღარ შემატოვა.
          ყველაზე მეტად მის სიძულვილს ვერ ავიტან.... ოღონდ მისი გულგრილი თვალები არა.... იმიტომ რომ თუ რამე მიკეთებია, ყველაფერი მხოლოდ მისი ხათრით. ახლა თუ ადგება და მარტო დამტოვებს - ეგოისტურად ვანანებ, უკანასკნელი არაადამიანივით გათიშვამდე და საღი აზრის დაკარგვამდე დავლევ და ვიბომჟებ, გადავიკარგები, უჩემობით ვატირებ და ვანანებ..... მან არ უნდა მიმატოვოს, უნდა გამიგოს, უნდა ამიტანოს, იმიტომ რომ უნდა ვუყვარდე! მერე რა რომ ალბათ სულ გულს ვტკენ და გუშინაც.... ვიცი რომ გავაწამე....მაინც არ უნდა წავიდეს და მარტო არ დამტოვოს. დაღუპვის უფლება არ უნდა მომცეს.

          სახლში შევაბიჯე ამ ეგოისტური ფიქრებით, რომ ყველას ყველაფერი ჯადოსნური ძალებით დაავიწყდებოდა და მე უღირსს მაინც შემომეგებებოდნენ სიყვარულით სავსე თვალებით..... სხივიანი და სითბოსგან აწყლიანებული მზერებით.... ყველაზე ჩემიანები, ყველაზე ისინი, ვის გამოც ალბათ შევძლებდი გამომეძებნა ბოლო ძალები და ჩემი გაწამებული ცხოვრება ბოლომდე მიმეყვანა....
          სახლი ცარიელი იყო. არცერთი სულიერი. არ უნდოდა ბევრი ფიქრი იმის გააზრებას, რომ ჩემ გოგოებს აღარ მოუნდათ ასეთ უძლურ, უსუსურ და გამოლეულ კაცთან ცხოვრება.... ალბათ დაიღალნენ... ალბათ სიყვარული არ ეყოთ... ან ალბათ ჩათვალეს რომ ჩემს გარეშე უკეთ იქნებოდნენ.... როგორ შეცდნენ ასე.... როგორ იფიქრეს რომ ამხელა სიყვარულზე უარი უნდა ეთქვათ, რა იფიქრეს?? რანაირი სიყვარულია თუ ფხიზელი ყოფნა არ შეუძლია ჩვენი ხათრითო? ეეეეეეხ..............

          ზუსტად ათი წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. რა გგონიათ, ეს იმისთვის გავაკეთე, რომ მინდოდა ჩემი დატოვება ენანათ? არა. სინამდვილეში გულით მიხაროდა, რომ მათ გავათავისუფლებდი ჩემი არსებობისგან და ჩემს თავსაც - ყველანაირი ვალდებულებებისგან. გულით ვზეიმობდი, რომ საპატიო მიზეზი მომეცა ამ ყელაფრისთვის თავად დამესვა საბოლოო წერტილი....

          მე თავი მოვიკალი. ვიცი რომ სისულელე გავაკეთე, ბოლო ჩასუნთქვაში მივხვდი ამას. ამოსუნთქვა რომ ვინატრე. იცით რატომ? ჩემი შვილის ბავშვობა გამახსენდა.
პატარა რომ იყო, ყველა გმირზე დიდ გმირს ხედავდა ჩემში. ყველაზე ძლიერს.
ფიქრობდა, რომ მისთვის მთების გადადგმაც შემეძლო, ფრენაც, ჯადოქრობაც.
მის თვალებში რომ ყველაზე ზღვა სიყვარულს ვხედავდი მთელს მსოფლიოში, ყველაზე გაფანატებულს და დამორჩილებულს.
ყველაზე მეტად ვიჯავრე, რომ ასეთი სუსტი აღმოვჩნდი, ლაჩარი და მას იმედი გავუცრუე.....
ყველაზე მეტად ვინატრე სასწაული ჩემს გადასარჩენად, რათა თავად მომეხდინა სასწაული და განმეცადა ფერიცვალება. ჩემი თავი გვერძე გადამედო... აღარ მეცხოვრა ეგოისტურად და საკუთარი განცდებით.
მივხვდი რომ ეგოისტი ვიყავი.
მივხვდი რომ ბედნიერებამ სულ გვერდით ჩამიარა.
რაღაც კარგსაც გავაკეთებ: თუ ეს შესაძლებელია, ჩემს წილ ბედნიერებას ღმერთს ჩემი გოგოებისთვის ვთხოვ....

пятница, 20 марта 2015 г.

ცა და მიწა - გზაგასაყარი

Автор: ჯუნა на 3/20/2015 0 коммент.
          ცა მაღალი მიწიდან იწყება. აი სადღაც შორს რომ ჰორიზონტის ხაზი ჩანს, სადაც მიწა მთავრდება და ცას უერთდება, იქამდე უნდა მიათრიო შენი უბადრუკი სხეული, საკუთარი მძიმე ჯვრით ხელში. 
          გზაში იმდენჯერ გააგდებ ამ მძიმე ჯვარს, იმდენს იჯავრებ მის არსებობას, იმდენჯერ მოგინდება მის გარეშე მჩატე და მარტივი ცხოვრება: დატოვებ და გადაუხვევ, მიატოვებ, უარყოფ..... ითამაშებ, გაერთობი, ჭრიჭინასავით ახტუნდები, ამაოდ იმეტყველებ, უგუნურად იცინებ, იამპარტავნებ, იცუდდიდებულებ, იკადნიერებ... მაგრამ რამდენჯერაც დატოვებ შენს ჯვარს შენ საბრალო, აუცილებლად იმდენჯერვე მიბრუნდები მასთან.... ისევ აიღებ და გზას გააგრძელებ. დამძიმებული, მაგრამ სიმსუბუქის გრძნობით, რომ სწორ გზას ადგახარ. გრძნობით, რომ უპასუხისმგებლო არ ხარ და ზუსტად ისე იქცევი როგორც შენი ვალია.... გრძნობით, რომ მნიშვნელოვან და ჭეშმარიტად ღირებულს აკეთებ.....
          თეორიულად რამდენი რამე ვიცი, რა სწორად ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში რა რთულია. რთულია იარო მძიმე ტვირთით მხრებზე და ამასთან შეინარჩუნო სიმშვიდე, წონასწორობა, არ მოგინდეს არაფერი ისეთი, რასაც ტვირთთან ერთად ვერ გაწვდები, ვერ შეინარჩუნებ, რასაც ჯვრის ტარებას ვერ შეუთავსებ.... რა რთულია გინდოდეს მხოლოდ ის, რაც შენი ვალდებულებაა.... რა ტკბილია ყველაფერი მარტივი და აკრძალული.

          და აი სულ ბოლოს, ჰორიზონტის ხაზთან რომ მიხვალ და აღმოაჩენ რომ გზა დასრულდა, შემოგეგებება წინ  ისევ ცა მაღალი და უფსკრული.
          უფსკრული, რომელშიც დაიკარგები და გაქრები უკვალოდ.
          და ცა, რომელთანაც გზას მაღლა გააგრძელებ....
          ჯინებივით გამომწყვდეული იშვიათი, მჩატე და თავისუფალი სულები თეთრად ტრიალდებიან თავიანთი ღერძის გარშემო და არაამქვეყნიური ბედნიერებით სავსეები უერთდებიან ზეცას. მათსავით თეთრ და სუფთა ღრუბლებს ეკვრიან და ფერმკრთალდებიან....
          სხვანი კი თავიანთი გაყინული სხეულებით მოწყვეტით ეშვებიან უპირო და შავ უფსკრულში. იქ, საიდანაც მათ ხმას ვეღარავინ გაიგებს, იქ სადაც ისინი შეწყვეტენ არსებობას და აღარ ექნებათ ფერი, აზრი, გრძნობა.... ორთქლდებიან უკვალოდ. თითქოს არც ყოფილან, არ უარსებიათ, არ უფიქრიათ, არც უგრძვნიათ......
          მთელი ცხოვრება ვოცნებობდი შესაძლებლობაზე საკუთარი სურვილებით მეცხოვრა.... ახლა ვცდილობ ვალდებულებებით ვიცხოვრო. ბევრად რთული ამოცანაა....

суббота, 17 марта 2012 г.

უზნეობა

Автор: ჯუნა на 3/17/2012 0 коммент.
რატომაა რომ მაინც და მაინც რამე უნდა დაემართოს ადამიანს რომ მასზე ზრუნვა დავიწყოთ, რომ გამოვავლინოთ მისდამი სითბო, სიყვარული ?!. ავად რომ გახდება ან საერთოდ რომ მოკვდება მერე იწყებენ ადამიანის სიყვარულს, მის პატივისცემას, მასზე ლეგენდების თხზვას და გალექსვას.... რომ თურმე რა ადამიანი ყოფილა, როგორი კეთილი და კარგი. საფლავზე ათკუპლეტიანი მონოლოგების კითხვას, მაშინ როცა სიცოცხლეში არც კი მოუკითხავთ წლობით. არადა ზუსტად სიცოცხლეში რომ გვეთქვა ერთი-ორი თბილი სიტყვა ერთმანეთისთვის იქნებ ერთი ორად მეტიც გვეცოცხლა...

среда, 10 августа 2011 г.

მამაჩემის მოთხრობა

Автор: ჯუნა на 8/10/2011 0 коммент.
მთის კალთაზე შეფენილ, პატარძალივით ლამაზ და კოხტა სოფელ "თამარის მკერდში" ყველასაგან გამორჩეული ვახტანგ ხმალაძის ოჯახი ცხოვრობდა. ვახტანგისა და მისი მეუღლის ეთერის მონდომებითა და მუხლჩაუხრელი შრომით ოჯახი დღითი დღე ძლიერდებოდა. ავ თვალს არ ენახვებოდა მათი მოვლილი, დასანსალებული, ჯიქან დატიკინებული ძროხები, დეკეულები, მოზვრები... მთელ ეზოს ეფინებოდა ეთერის წვრილ-ფეხი. თვლა არ ჰქონდა წიწილებს, ჭუკებს, იხვებს, ბატებს.
მათ მყარ ოჯახში სუფევდა სიყვარული, სიმშვიდე, პატივისცემა და ბედნიერება, თუმცა...
დღეს მათ ეზოში არ იდგა ბალღების სიცილ-კისკისი, არც გაჯიუტებული ან დასჯილი ბავშვის ტირილი ისმოდა დროგამოშვებით. არავინ იყო დასასჯელი და არც მოსაფერებელი.
მთელმა სოფელმა იცოდა იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც მათ ოჯახში დატრიალდა რამდენიმე წლის წინ. ყველამ იცოდა როგორ დაკარგა ოჯახმა ერთადერთი იმედი და სიხარული - პატარა ნინო. მთელი სოფელი ტიროდა მის დაკრძალვაზე, მხოლოდ ვახტანგის თვალს არ მოსწყვეტია ერთი ცრემლიც. გახევებული იდგა 3 წლის ბავშვის ცხედართან მაღალი, გაუპარსავი, შავი პერანგით, დაკოჟრილი ხელებით და უაზრო სახით.

***

ზაფხულის ხვატი ჩამომდგარიყო სოფელში. მოედნიდანაც კი აღარ ისმოდა ბავშვების ჟრიამული. ბურთი გვერდით მიეგდოთ, თვითონ კი თუთის ჩრდილში შეყუჟულიყვნენ. ანეკდოტებს ყვებოდნენ, ტყუილ-მართლით ბერავდნენ ერთმანეთს, შეექცეოდნენ მეზობლის ბოსტანში მოპარულ კიტრებს, საადრეო ყურძენს და თან გეგმებს აწყობდნენ თუ ვინ შეიპარებოდა ხმალაძეების ბაღში ლოყაწითელა ატმების მოსაპარად.
ეთერს კი შუა ეზოში ცეცხლი გაეჩაღებინა, ზედ ქვაბი შემოედგა, სახლის ჩრდილში იჯდა და ატამს თლიდა. დროგამოშვებით ვახტანგს ახსენებდა მარანში წასულიყო და სამურაბე ქილები გადაერჩია.
ეთერი თითქმის უკვე მორჩა ატმის გათლას, კანებით სავსე გობი გვერძე გადადგა, დანა ბოლოს გათლილ ატამს დაასო, წინსაფარი მოიხსნა და შეამჩნია, რომ ვახტანგს ჩასძინებოდა. გასაღვიძებლად შეებრალა უთენია ამდგარი, მთელი დღის ნაჯაფი მეუღლე, იფიქრა მურაბის მოხარშვამდე მოვასწრებ, მე თვითონ მოვიტან ქილებსო და მარნის კარებში გაუჩინარდა. გავიდა მხოლოდ 5 წუთი.
ეთერს მუხლები გაუყინა ბავშვის საბრალო წივილმა. ვერც კი დაიჯერა, რომ ეს ნინოს ხმა იყო ასეთი განწირული, მაგრამ ვახტანგის ღრიალიც რომ გაიგონა, რაღაც ძალამ თითქოს ბურთივით გამოაგდო მარნიდან. წუთში ქვაბთან გაჩნდა და დაქცეული მურაბის, ნინოს დამწვარი სხეულის დანახვამ არაადამიანური ხმა ამოიყვანა მისი პირიდან. ცა გახია ეთერის კივილმა და მთელი სოფელი შეყარა. ტიროდა ყველა.... უხმოდ, უსიტყვოდ. მხოლოდ ნინოს კვნესა ისმოდა.
ორი დღე და ღამე ებრძოდა სიკვდილს პატარა ნინო, ორი დღე და ღამე არ გადასულა სოფელი ვახტანგის ეზოდან, არ დაპურებულა სოფლის წვრილ-ფეხი და არ მოწველილა ძროხები. როგორც ერთი კაცი, ისე იდგა მთელი სოფელი და ელოდნენ, რომ სიცოცხლე აჯობებდა სიკვდილს, ელოდნენ სასწაულს, მაგრამ სასწაული არ მოხდა.
მეორე დღეს, გამთენიისას, სოფელი სათითაოდ, თითო კაცად შევიდა ვახტანგის სახლში, მიუსამძიმრა ოჯახს, უკანასკნელად მოეფერა ერთადერთ დაუწვავ ლოყაზე პატარა ნინოს, რომელსაც დაკრძალვის დღემდე ასდიოდა სურნელოვანი ატმის მურაბის სუნი, და ასე თითო კაცად, ნელ-ნელა გადავიდნენ ვახტანგის ეზოდან.
დარჩა მხოლოდ ვახტანგი, ეთერი და პატარა ნინო. და დარჩა ატმის მურაბის სუნი, რომელიც ეზოდან, სახლიდან, ეთერის ტანსაცმლიდან, ნინოს სხეულიდან, ყოველი კუნჭულიდან ამოდიოდა და ჭკუიდან გადაჰყავდა ვახტანგი.
მამიკო. 2006წელი

воскресенье, 20 марта 2011 г.

რა გველის და რა გვიშველის....

Автор: ჯუნა на 3/20/2011 0 коммент.
არ ვარ მშიშარა და დიდად არც სიკვდილის მეშინია.
მეშინია ახლობლების ავადმყოფობის, გაურკვეველი მდგომარეობების, არეულობის, მაგრამ ზოგადად ვიცი, რომ მოსახდენი ყოველთვის მოხდება და მოხდება ისე, როგორც ეს ღმერთს სურს. ამიტომ ერთადერთ გადარჩენად ყოველთვის მიმაჩნია გულმხურვალე ლოცვა, რომელსაც ღმერთი ჩემგან ყოველთვის იღებს. იღებს მაშინ, როცა ეს მართლა გულმხურვალეა.

ვეძებდი საინტერესო სტატიებს ინტერნეტში. აღმოვაჩინე სიტყვა წარღვნა ვიკიპედიაში. იგი განმარტებულია, როგორც მეორედ მოსვლა, წყალრღვნა, სამყაროს დაღუპვა, ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა წყალდიდობის ან მსოფლიო ხანძრის მეშვეობით — საყოველთაო უზნეობის, უსაქციელობის, გადაგვარების დროს. ბიბლიის მიხედვითაც ხომ ასეა. მაშინ, როცა კაენისა და სეითის ერთამენთში აღრეული შთამომავლები უწმინდურნი გახდნენ და მათ გარყვნილობას საზღვარი არ ჰქონდა, ღმერთმა ინება დედამიწა გაეწმინდა (განებანა) ბოროტებისაგან და მოახდინა წარღვნა.

დღეს, როცა ამდენი უბედურება ხდება, თავი რომ დავანებოთ იაპონიას, ლიბიას, ზოგადად ომებს, ბუნებრივ კატაკლიზმებს... მარტო კურიერის მოსმენა რად ღირს ყოველდღე, როცა ხდება ამდენი შოკისმომგვრელი ფაქტი, როცა მამები კლავენ შვილებს და პირიქით, დედები კლავენ ჯერ არ დაბადებულ შვილებს, უკვე დაბადებულ საბრალო ჩვილებს ყრიან, კლავენ ან უბრალოდ მარხავენ ცოცხლად ან.... რავიცი კიდევ რომელი ერთი უნდა გაიხსენო და არც მაქვს სურვილი. მაგრამ ყოველდღე ხდება და გესმის რაღაც ისეთი, რაც მე პირადად მაეჭვებს ადამიანების ნორმალურობაში.

დღეს, ნორმალურობად ითვლება ის, რასაც აქამდე გარყვნილობა ერქვა და არც ვიცი რამ შეცვალა ასე ძალიან ხალხში ეს ცნება. რადგან ის, რასაც მე ამ სიტყვას ვუწოდებ, ხალხისთვის დღეს საამაყოა და იმდენად რომ ხდება ამის რეკლამირება, ამაზე ტაშის დაკვრა, ამით ამაყი და მოწოდება მოლ ვინ ხართ თქვენ მანდ ტელეეკრანებთან, ნახეთ რა მაგარი ვარ, დამემგვანეთ, მომბაძეთ...

ვდებ ვიდეოს, რომლის მოსმენის მართლა შემეშინდა, რადგან ყველაფერი სიმართლეა... ჩვენ, ცოდვილები ამ ცოდვებს საგულდაგულოდ უნდა ვმალავდეთ და სინანულით ვიხსენიებდეთ მხოლოდ აღსარებაში, დღეს კი ხდება ამის აფიშირება და, ვმეორდები, ამით ამაყობა...
ბოზობა გახდა მისაბაძი, ნორმალურ მოვლენად იქცა კაცის კაცისადმი სიყვარული, ქალის ქალისადმი სიყვარული და თუ ეს შენთვის მიუღებელია, გეტყვიან, რომ შენ გოიმი ხარ და ჩამორჩენილი, რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც მოსწონს და ეს შენი საქმე სულაც არ არის. და ამაზე შენ უნდა გაჩუმდე, რადგან რა გინდა უპასუხო?

მიწისძვრა იაპონიში (ქადაგებს დეკანოზი დავით... by gio_xomasaa

და რაც უნდა ის ამტკიცონ მეცნიერებმა, თქვან რომ არაფერი საშიში არ ხდება, რომ ასე იყო მუდამ, რომ არავის არანაირი საფრთხე არ გვემუქრება...... მე პირადად ვხვდები, რომ დედამიწა მართლაც გადატვირთულია ამდენი არანორმალურობისგან, ამდენი სიბოროტისგან, ბოღმისგან, გარყვნილობისგან, სიბინძურისგან.... და სულაც არ მიკვირს ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება.

„ცოდვისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება კვლავ ღმერთთან დაბრუნებაა, რაც სინანულით მიიღწევა. თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას აღემატება.“

воскресенье, 9 мая 2010 г.

ყველა ცოდოა სიკვდილისთვის თუ სიკვდილი შვებაა ადამიანისთვის?

Автор: ჯუნა на 5/09/2010 6 коммент.
ყველა ცოდოა სიკვდილისთვის თუ სიკვდილი შვებაა ადამიანისთვის? ჭირისუფლობა შავები და "საპაკაზუხო" გლოვაა თუ ცხოვრების ჩვეულებრივი გამგრძელებელიც შეიძლება იყოს ჭირისუფალი? სიკვდილი უნდა იწვევდეს შიშს? ალბათ მარტო იმიტომ, რომ გაურკვევლობაა.... მეგონა არ მეშინოდა მისი, მაგრამ ისე მთრგუნავს... ყველას გარდაცვალება ნაცნობის თუ ახლობლის თუ უბრალოდ ყურმოკრულის. როგორ საოცრად მოქმედებს... მერე დავდივარ რამდენიმე დღე გაშტერებული და მარტო ამ ყველაფერზე ვფიქრობ. უსულო სხეული, ცივი სასახლე, ჭირისუფალი ზოგი გულწრფელი, ზოგი მოვალეობის მომხდელი, ზოგი საოცრად "პაკაზუხა" და ამიტომ აუტანელი. მერე ცივი მიწა და ქელეხი, სადაც ხალხი ძღება. მამაჩემის ქელეხზე ლამის გავაფრინე ამაზე. მამაჩემი იქ სადღაც მიწაში დავტოვეთ მარტო და ეს ასობით ადამიანი იჯდა და ჭამდა, სვამდა, სადღეგრძელოებს ამბობდა, ლაპარაკობდნენ, თითქოს ისეთი არც არაფერი.... ისეთი რა მოხდა ყველას დასასრული ხომ ეგ არის.
და ის გულწრფელი ჭირისუფალიც შავს გაიხდის, ბევრს იცინებს ან კი რა გინდა ქნას.... მე შვილმკვდარი დედებიც მინახავს მხიარულნი და მოცეკვავე, ან კი რა გინდა ქნან.....
არა, არ თქვათ რომ დრო მკურნალია! პირიქით - რაც დრო გადის მით გენატრება და გაკლია, უბრალოდ აღქმა იცვლება, ეჩვევი და ეგუები საკუთარ უმწეობას, ეგუები იმ აზრს რომ მოცემული სიტუაცია ფაქტია და ვერანაირად შეცვლი.
ადამიანი საერთოდ ყველაფერს ეგუება

суббота, 6 марта 2010 г.

ფილმების მიმოხილვა

Автор: ჯუნა на 3/06/2010 1 коммент.
"ჩემი მფარველი ანგელოზი" - ბევრის ბლოგში წავიკითხე ამ ფილმის შესახებ და როგორც იქნა ვუყურე.
საინტერესო ფილმია.

გოგონა, რომელიც ლეიკემიითაა დაავადებული და მშობლები, რომლებიც მეორე შვილს ხელოვნურად ჩასახავენ მხოლოდ იმისათვის, რომ მან შეუნარჩუნოს თავის დას სიცოცხლე (მისი დონორი უნდა გახდეს და ორგანო გადაუნერგოს). მაგრამ ყველაფერი უცებ იცვლება.
ბავშვი იზრდება და 13 წლის ასაკში მშობლებზე საჩივარი შეაქვს სასაართლოში, მას აღარ სურს რომ მისი სხეული გამოიყენონ. თავიდან ძალიან გამაღიზიანა და დავიბოღმე ამ გოგოზე, მაგრამ საბოლოოდ მის მიმართ სხვა გრძნობებიც გამიჩნდა.
ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა რომ ფილმი სიკვდილით მთავრდება, დეპრესიული ნამდვილად არაა და გირჩევთ))

და კიდევ ერთი ფილმი დებზე, რომელსაც ასეც ქვია "დები":

ამ გოგონებში ერთი სისხლი ჩქებს მათ საერთო დედა ყავთ, თუმცა ერთმანეთი ეზიზღებათ. დინა რვა წლისაა, ის ვიოლინოზე უკრავს და მსახიობობაზე ოცნებობს. სვეტა – უკვე ცამეტი წლისაა, ის შესანიშნავად ისვრის და სურს ჩეჩნეთში სნაიპერი გახდეს. როგორც მიხვდით, სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
თავისუფლებაზე გამოსული დინას მამა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება: "კოლეგები" მას ქურდობაში დაადანაშაულებენ და გეგმავენ მისი ბავშვის გატაცებას, მამა იძლებულია ორივე გოგონა დამალოს, მაგრამ თავშესაფარი არ აღმოჩნდება სანდო, და ბავშვებს გაქცევა მოუწევთ... უფულოდ, მშობლების და მეგობრების გარეშე... მხოლოდ ერთმანეთის იმედად.
ძალიან საყვარელი და კარგი საყურებელი ფილმია))

вторник, 23 февраля 2010 г.

Автор: ჯუნა на 2/23/2010 2 коммент.
მოდი რა..... გეხვეწები დამესიზმრე რა..... სად ხარ..... ნუთუ სულ არ გინდა დამენახო..... თუ არ გინდა ნურაფერს მეტყვი, არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ შენი თავი დამანახე..... გეხვეწები..... დამესიზმრე, თორე ისე მომენატრე ლამის მოვკვდე.....
შენ ხომ სულ გიყვარდი, ძალიან გიყვარდი, ხო სულ გგავდი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ მინდოდა დაგმსგავსებოდი.....
ბევრი რამე ამერია უშენოდ, ძალიან დამაკლდი და ძალიან შემიცვალა ცხოვრება უშენობამ....
ყველაზე მეტად იცი რა მაწუხებს? როცა ვფიქრობ, რომ იამაყებდი ჩემით, მაგრამ ვხვდები, რომ ვერ მხედავ.....
როცა ძალიან მჭირდება შენი რჩევა და არ ვიცი სად გკითხო.....
როცა დავოჯახდები და ჩემს მეუღლეს ვერ გაგაცნობ შენ......
როცა შვილები მეყოლება და მათ არ ეცოდინებათ ვინ არის და როგორი იყო ბაბუ, ეს მხოლოდ არარეალური კაცი იქნება მათთვის, რომლის შესახებაც ბევრს გაიგონებენ მხოლოდ.....
როცა ბევრი რამე მინდა გითხრა, ბევრ რამეზე მინდა ბოდიში მოგიხადო, ბევრი მინდა გამოვასწორო და ვხვდები, რომ ძალიან გვიანია.....
გული მეწვის, როცა შენს ყოველ ხსენებაზე ჩემი ძმის თვალებში დამალულ ცრემლებს ვხედავ და ვფიქრობ, მე უფრო ბედნიერიც კი ვარ, რადგან 18 წელი ვგრძნობდი მამას.... უფრო მეტი შემიძლია მასზე გავიხსენო, მოვიგონო, უფრო მეტი სიყვარული მახსოვს, უფრო მეტი სითბო მახსოვს......
უშენობამ შიში გამიჩინა...... მარტოობის, კიდევ ვინმეს დაკარგვის შიში.
რაღაც ისე ვგრძნობ თავს..... პატარა ეგოისტი ბავშვი რომ მოაგროვებს თავის სათამაშოებს თავის ირგვლივ და არ უნდა ვინმე შეეხოს, ვინმემ რამე შეცვალოს ან წაართვას. ისე მინდა ხოლმე ჩემები შემოვიხვიო ირგვლივ და არცერთი არ გავუშვა ჩემგან არსად შორს, არც უცხო მომიახლოვდეს ვინმე.....
შემოვღობო ჩემი სული, რომ ვერავინ შემოძვრეს შიგ და არ დამიწყონ ყველაფრის არევ-დარევა, გადაადგილება, სწავლება რა და როგორ იქნებოდა უკეთესი, როგორ უნდა ვიცხოვრო აწი და ა. შ.
დრო გადის და თითქოს უკვე უცნაური ხდება გლოვა, ტირილი და არაადეკვატურობა...... მაგრამ რა ვქნა მე თუ მაკლიხარ და ხანდახან ტკივილამდე მიჭირს უშენობა.....

четверг, 11 февраля 2010 г.

ჩემი შიშები

Автор: ჯუნა на 2/11/2010 1 коммент.
ჩვენ, ადამიანებს სხვა ყველა ბევრ გრძნობასთან ერთად, შიშის გრძნობაც გვახასიათებს.
იგი ბევრი რამის მიმართ ჩნდება: სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის, სიკვდილის, დასჯის.........

მინდა ჩემს შიშებზე გითხრათ. უშიშარი ნამდვილად არ ვარ და ბევრჯერ შევუპყრივარ შიშის გრძნობას, თუმცა, რაც მაძლევს საშუალებას საკუთარ თავს ძლიერი ვუწოდო, ისაა, რომ ამ შიშების არ მეშინია.... ანუ მარტივად რომ ვთქვათ, შემიძლია თავი ხელში ავიყვანო, ისტერიკაში არ ჩავვარდე, ჩემ შიშს თვალი გავუსწორო და მომენტი "ვაჟკაცურად" გადავიტანო. დიდი ხანია სიკვდილის არ მეშინია..... ზუსტად იმ დღიდან რაც მამა აღარ მყავს! არ მეშინია მისი, რადგან ყველას და ყველაფერს აქვს ლოგიკური დასასრული და ბუნებრივია მეც მექნება. გამოგიტყდებით და ისეთი მომენტებიც მქონია, ეკლესიაში შესულს, სიკვდილისთვის მზადყოფნა რომ გამომიცხადებია, ნუ ამის ახლა მრცხვენია..... რადგან ეს, ალბათ, სისუსტეა და ცოდვა...... თუმცა ყველა ვყოფილვართ კრიტიკულ სიტუაციაში.
თემას გადავუხვიე.
პირველ რიგში, რისიც მეშინია, ეს ჩხუბია. ხმამაღალი, უშვერი სიტყვები, კაცის გინება, ცემაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ისტერიკაში ვვარდები. რათქმაუნდა, ეს ფსიქოლოგიურია. ოჯახში მსგავსი სიტუაციები ნამდვილად არასდროს მქონია, ამიტომ არ ვიცი ეს საიდან დაიწყო ან რატომ.
მეორე რისიც მეშინია - მარტოობა. აქ არ ვგულისხმობ ფიზიკურ სიმარტოვეს, პირიქით - სახლში მარტო დარჩენა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და ამ შესაძლებლობას ხელიდან არასდროს ვუშვებ. ვგულისხმობ სულიერ სიმარტოვეს. ძალიან მიყვარს ადამიანები და საშინლად არ მიყვარს, როცა ისინი იგივეთი არ მპასუხობენ. მეშინია მარტო, სიყვარულის და სითბოს გარეშე დარჩენა; მეშინია არასდროს დადგეს მომენტი, როცა ჩემი ზრუნვა და მოვლა აღარავის დაჭირდება და თავს ზედმეტად ვიგრძნობ.
და ბოლოს, ყველაზე მეტად სარკის მეშინია..... არა, არ იფიქროთ, რომ ძალიან მახინჯი ვარ)) უბრალოდ მეშინია არასდროს დადგეს მომენტი, როცა სარკეში ჩავიხედავ და ჩემს თავს ვეღარ დავინახავ. მომენტი, როცა დაფიქრების შემეშინდება, რადგან საკუთარ თავთან საკუთარ თავს გამართლებას ვეღარ ვუპოვნი. მომენტი, როცა სულიერი სიმშვიდე ჩემთვის აღარ იარსებებს, როცა წერასაც კი ვეღარ შევძლებ, რადგან აღარ ვიქნები საინტერესო, უპირველესად, საკუთარი თავისთვის. აღარ მექნება მუზა, გულწრფელობა, სიამაყე..... მომენტი, როცა ხორცი დამძიმდება და ვეღარ შეძლებს სილაღეს, სიწმინდეს, სათნოებას, სინაზეს; როცა საკუთარი თავის ნდობასაც კი დავკარგავ და ეკლესიას ახლოსაც ВЕР გავეკარები. მეშინია ამ მომენტის და ყველას უნდა გეშინოდეთ! მაგრამ ეს მხოლოდ შიშია ცოდვის და მეტი არაფერი! მე მწამს და ვიცი, რომ ეს მომენტი ჩემთვის არასოდეს დადგება.

вторник, 26 января 2010 г.

მენატრები

Автор: ჯუნა на 1/26/2010 0 коммент.
ბევრჯერ გამიგია ცეკვა ამშვიდებსო ადამიანს, ემოციებისგან ათავისუფლებსო. ბევრი ემოციაა დაგროვილი, რომლისგანაც გათავისუფლებაა საჭირო. არა, კი არ უნდა დაგავიწყდეს, არც დაგავიწყდება... უბრალოდ გულში უნდა შეინახო, ამოტივტივდება - გაიხსენებ, იდარდებ, მერე ისევ ყოველდღიურობა გადაფარავს დარდს და ასე გაგრძელდება.....
ძველი წერილები ვიპოვე... ძალიან ძველი, ბავშვობის დროინდელი და ავფორიაქდი.
მესამე წელი დაიწყო და მაინც ვერაფრით ვაცნობიერებ, რომ მამიკო ჩემთან აღარ არის, რომ მისგან მხოლოდ მოგონებებიღა დამრჩა, და რომ ეს დრო აღარასდროს დადგება. ამაზე რომ ვფიქრობ, თავს საოცრად უსუსურად ვგრძნობ, აღარ ვიცი საკუთარი პროტესტი როგორ გამოვხატო... ამბობ რაღაც სიტყვებს, მაგრამ ეს მხოლოდ ბანალურობაა და მეტი არაფერი. ამით გულს სითბო არ ემატება, სულის სიცარიელე არ ივსება.
მისი თბილი სახე სულ თვალწინ მიდგას, თბილი სახე, კეთილი გაღიმება, გადამდები სიცილი... ყველა შვილი ალბათ ამას ამბობს მაგრამ მე ყველაზე თბილი მამა მყავდა მსოფლიოში... მის გვერდით არაფრის მეშინოდა და ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი თავს! Мне его очень не хватает.....
მინდა ვილოცო მისთვის, მინდა ღმერთს ვთხოვო, რომ შეუნდოს ყველა ცოდვა და ნათელში ამყოფოს მისი სული... მინდა მჯეროდეს რომ ამ ჩემს გულწრფელ თხოვნას ღმერთი აუცილებლად შეისმენს.

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review