Показаны сообщения с ярлыком სურნელოვანი. Показать все сообщения

среда, 10 августа 2011 г.

მამაჩემის მოთხრობა

Автор: ჯუნა на 8/10/2011 0 коммент.
მთის კალთაზე შეფენილ, პატარძალივით ლამაზ და კოხტა სოფელ "თამარის მკერდში" ყველასაგან გამორჩეული ვახტანგ ხმალაძის ოჯახი ცხოვრობდა. ვახტანგისა და მისი მეუღლის ეთერის მონდომებითა და მუხლჩაუხრელი შრომით ოჯახი დღითი დღე ძლიერდებოდა. ავ თვალს არ ენახვებოდა მათი მოვლილი, დასანსალებული, ჯიქან დატიკინებული ძროხები, დეკეულები, მოზვრები... მთელ ეზოს ეფინებოდა ეთერის წვრილ-ფეხი. თვლა არ ჰქონდა წიწილებს, ჭუკებს, იხვებს, ბატებს.
მათ მყარ ოჯახში სუფევდა სიყვარული, სიმშვიდე, პატივისცემა და ბედნიერება, თუმცა...
დღეს მათ ეზოში არ იდგა ბალღების სიცილ-კისკისი, არც გაჯიუტებული ან დასჯილი ბავშვის ტირილი ისმოდა დროგამოშვებით. არავინ იყო დასასჯელი და არც მოსაფერებელი.
მთელმა სოფელმა იცოდა იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც მათ ოჯახში დატრიალდა რამდენიმე წლის წინ. ყველამ იცოდა როგორ დაკარგა ოჯახმა ერთადერთი იმედი და სიხარული - პატარა ნინო. მთელი სოფელი ტიროდა მის დაკრძალვაზე, მხოლოდ ვახტანგის თვალს არ მოსწყვეტია ერთი ცრემლიც. გახევებული იდგა 3 წლის ბავშვის ცხედართან მაღალი, გაუპარსავი, შავი პერანგით, დაკოჟრილი ხელებით და უაზრო სახით.

***

ზაფხულის ხვატი ჩამომდგარიყო სოფელში. მოედნიდანაც კი აღარ ისმოდა ბავშვების ჟრიამული. ბურთი გვერდით მიეგდოთ, თვითონ კი თუთის ჩრდილში შეყუჟულიყვნენ. ანეკდოტებს ყვებოდნენ, ტყუილ-მართლით ბერავდნენ ერთმანეთს, შეექცეოდნენ მეზობლის ბოსტანში მოპარულ კიტრებს, საადრეო ყურძენს და თან გეგმებს აწყობდნენ თუ ვინ შეიპარებოდა ხმალაძეების ბაღში ლოყაწითელა ატმების მოსაპარად.
ეთერს კი შუა ეზოში ცეცხლი გაეჩაღებინა, ზედ ქვაბი შემოედგა, სახლის ჩრდილში იჯდა და ატამს თლიდა. დროგამოშვებით ვახტანგს ახსენებდა მარანში წასულიყო და სამურაბე ქილები გადაერჩია.
ეთერი თითქმის უკვე მორჩა ატმის გათლას, კანებით სავსე გობი გვერძე გადადგა, დანა ბოლოს გათლილ ატამს დაასო, წინსაფარი მოიხსნა და შეამჩნია, რომ ვახტანგს ჩასძინებოდა. გასაღვიძებლად შეებრალა უთენია ამდგარი, მთელი დღის ნაჯაფი მეუღლე, იფიქრა მურაბის მოხარშვამდე მოვასწრებ, მე თვითონ მოვიტან ქილებსო და მარნის კარებში გაუჩინარდა. გავიდა მხოლოდ 5 წუთი.
ეთერს მუხლები გაუყინა ბავშვის საბრალო წივილმა. ვერც კი დაიჯერა, რომ ეს ნინოს ხმა იყო ასეთი განწირული, მაგრამ ვახტანგის ღრიალიც რომ გაიგონა, რაღაც ძალამ თითქოს ბურთივით გამოაგდო მარნიდან. წუთში ქვაბთან გაჩნდა და დაქცეული მურაბის, ნინოს დამწვარი სხეულის დანახვამ არაადამიანური ხმა ამოიყვანა მისი პირიდან. ცა გახია ეთერის კივილმა და მთელი სოფელი შეყარა. ტიროდა ყველა.... უხმოდ, უსიტყვოდ. მხოლოდ ნინოს კვნესა ისმოდა.
ორი დღე და ღამე ებრძოდა სიკვდილს პატარა ნინო, ორი დღე და ღამე არ გადასულა სოფელი ვახტანგის ეზოდან, არ დაპურებულა სოფლის წვრილ-ფეხი და არ მოწველილა ძროხები. როგორც ერთი კაცი, ისე იდგა მთელი სოფელი და ელოდნენ, რომ სიცოცხლე აჯობებდა სიკვდილს, ელოდნენ სასწაულს, მაგრამ სასწაული არ მოხდა.
მეორე დღეს, გამთენიისას, სოფელი სათითაოდ, თითო კაცად შევიდა ვახტანგის სახლში, მიუსამძიმრა ოჯახს, უკანასკნელად მოეფერა ერთადერთ დაუწვავ ლოყაზე პატარა ნინოს, რომელსაც დაკრძალვის დღემდე ასდიოდა სურნელოვანი ატმის მურაბის სუნი, და ასე თითო კაცად, ნელ-ნელა გადავიდნენ ვახტანგის ეზოდან.
დარჩა მხოლოდ ვახტანგი, ეთერი და პატარა ნინო. და დარჩა ატმის მურაბის სუნი, რომელიც ეზოდან, სახლიდან, ეთერის ტანსაცმლიდან, ნინოს სხეულიდან, ყოველი კუნჭულიდან ამოდიოდა და ჭკუიდან გადაჰყავდა ვახტანგი.
მამიკო. 2006წელი

пятница, 9 июля 2010 г.

ოდესღაც პატარა არსება დედის რძის სუნით კისერში, თვითონ გახდება დედა ან მამა...

Автор: ჯუნა на 7/09/2010 2 коммент.
რა სასწაულია ადამიანის გაჩენა ამ ქვეყანაზე. რა უცნაურია პატარა არსება პაწუა ნაკვთებით, ხელ-ფეხით, ჩამოუყალიბებელი მხედველობით და სმენით, თმით, რომელიც ჯერ კიდევ დედის მუცელში გაეზარდა. მთლიანად ჩვენზე მონდობილი და ჩაბღაუჭებული, ტკბილი რძის სუნით კისერში და საყვარელი ტუჩების ცმაცუნით.
და რა უცნაურია რომ ჩვენ ყველა ასეთები ვიყავით. ხელში ვიძინებდით, იავნანას გვიმღეროდნენ, ვიღაც თავზე გვკოცნიდა და ზედმეტი სიყვარულით ეშინოდა ხელში არ გავეჭყლიტეთ.....)

9 თვე მუცლით უნდა ატარო, გულის ქვემოთ. გრძნობდე მის გულისცემას, ფეხების ბაკუნს, გული მიგდიოდეს მისი შიმშილისგან და წამდაუწუმ მუცელს ეფერებოდე მისი მოფერების და დანახვის სურვილით გაგიჟებული...... ეფერებოდე, ელაპარაკებოდე....
უნდა ჩაუნერგო სიყვარული და განუვითარო გემოვნება.

ამ ქვეყნად მოვლენილი პირველად შენ უნდა ჩაიკრა გულში, თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა და მერე თავს უნდა შემოევლო. დაივიწყო სიტყვა "მე" და აწი სულ თქვა "ჩვენ". მასთან ერთად თავიდან ისწავლო ცხოვრება, აიდგა ფეხი, ისწავლო ანბანი, ლექსები, არითმეტიკა..... არჩიო და თავი იმტვრიო მის პრობლემებზე, არ გეძინოს ღამე და გტკიოდეს მისი სატკივარი....
გვერდით ედგე მუდამ, უყურებდე მის ცხოვრებასთან ჭიდილს და და არც შეგწევდეს ძალა მარტო მიატოვო გაჭირვებაში, ტკივილში ან წუხილში.

მაგრამ, ერთ დღესაც აუცილებლად დადგება დღე, როცა მიხვდები, რომ აღარაა სიტყვა "ჩვენ" და არის მხოლოდ "ის", როცა მას უფლება ექნება საკუთარი არჩევანი გააკეთოს და მიუხედავად იმისა, რომ 9 თვე მუცლით ვატარეთ და მერე მთეელი დიდი ხანი ვზარდეთ და ვღზარდეთ, მის ცხოვრებაში დადგა დრო, როცა ის იქნება უკვე დამოუკიდებელი ადამიანი თავისი ცხოვრებით და თავისი თუნდაც ბედნიერებით, რომელიც ჩვენ უნდა გავიზიაროთ მხოლოდ.
მას აღარ დაჭირდება დედის რძე, არც მისი ახსნილი გაკვეთილი და არც არჩევანის გაკეთება იქნება მის მაგივრად საჭირო.
თავიდან დაიწყება ისტორია და მასში განმეორდება......
ის, ოდესღაც პატარა არსება დედის რძის სუნით კისერში, თვითონ გახდება დედა ან მამა......

пятница, 5 февраля 2010 г.

ჩემო!

Автор: ჯუნა на 2/05/2010 0 коммент.
იცი რას ნიშნავს სიყვარული ცრემლებამდე, ტკივილამდე? როცა სუნთქვაც კი არ შეგიძლია ადამიანის გარეშე, როცა გული გიმძიმდება და მომავალ დღეს სულმოუთქმელი ელოდები, რომ შეხვდე მას, მაგრამ წუთები ისე ზანტად მიდიან.......... ისე მიიზლაზნებიან თითქოს ჩემს ჯინაზე....
რომ დაინახავ გულს რომ უხარია, ამ სიხარულისგან, რომ აღარც იცის რა ქნას, მისი ცქერით ვერ ძღება და დრო არ ყოფნის, რამდენიც არ უნდა იყოს,არ ყოფნის, რომ გაძღეს ან დაიღალოს.....
მისი ხელებივით თბილი არაფერია, მის თვალებზე მეტყველი არაფერია, მასზე ტკბილი, გემრიელი, სურნელოვანი არაფერია, მის გარეშე გატარებული წუთებიც არაფრის მომტანია....
მასზე კეთილი არავინაა, მასზე გამგებიც არსად მოიძებნება, არც მასზე მოსიყვარულე დაბადებულა ჯერ სადმე.....
მასზე უკეთესად ვერავინ მაწყნარებს, მასზე უკეთ ვერავინ მანუგეშებს და ვერავინ მისახავს მომავლის იმედს მასზე დამაჯერებლად....
არავის არავინ ჰყვარებია ჯერ ასე!!!
როგორ მინდა კარგად იყოს.!. როგორ მინდა მთელი ჩემი ძალა, ენერგია, სიკეთე, სითბო, განწყობა, გონება, შეძლება, ყველაფერი.... მას მივცე და ყველაზე, ყველაზე კარგად იგრძნოს თავი!!!

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review