воскресенье, 17 марта 2019 г.

კაპუჩინოს ამბავი

Автор: ჯუნა на 3/17/2019 0 коммент.
          დღეს ჩემს საყვარელ კაფეში ვიჯექი და კაპუჩინოს ვსვამდი. არ იცით ეს რა უცნაურია. იმიტომ, რომ სულ მეგონა კაპუჩინო სუსტი ადამიანების სასმელი იყო. აი ისეთების, ზედაპირულად რომ ცხოვრობენ, სიღრმეებს არ წვდებიან, დინებას მიყვებიან: კოფეინის დეფიციტისას - შეუძლიათ კაპუჩინო დალიონ, დასათრობად - რაიმე ვარდის ტრუხა ლიქიორი.
          ახლა კი მე ვიჯექი აქ, და საკუთარი ცრემლებით სავსე კაპიჩინოს ვსვამდი.
ეს ჩემი უცნაური ამბავი, არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ ჩემს შიგნით რაღაც შეიცვალა. თითქოს სხვა გოგო შემომისახლდა, რომელიც ნელ-ნელა მეტად მთრგუნავდა და სულ მეტად მატარებდა მის ნებაზე.
         თავიდან მხოლოდ მაბრაზებდა და სიცივე შემომაპარა. აი ასე, ყველაფერს მიუფერულებდა და ჩემს შიგნით სიცივის უჯრედებს ქაოსურად ამრავლებდა. დრო და დრო, როცა ჩემი გონება მის ნებას მოერეოდა, მე ვგლოვობდი. ვგლოვობდი უჩემობას. ვგლოვობდი სიცივეს. ადამიანებს. ვგლოვობდი ჩემს შიგნით იმას, ვინც ასე მთელი გულით მძულდა.... მაგრამ მერე ყველაფერი მაინც თავიდან იწყებოდა.
          ნელ-ნელა ძალა მელეოდა. ნელ-ნელა ვიშლებოდი. მეტად ვგრძნობდი ტკივილს ძვლებში და მეტად მაშინებდა საკუთარი ანარეკლი სარკეში: კანი თითქოს მეტად გათეთრდა. თმაში მზეები გაქრნენ, თვალებში - სიყვარულის ანარეკლები. კუთხის კუნჭულებიდან აორთქლდნენ კეთილი ჭინკები. და სულაც მეჩვენებოდა, რომ ის, ვინც სარკის მეორე მხარეს ცხოვრობდა - მე სულაც არ ვიყავი.  რადგან უსასრულობის მეორე მხრიდან ,,სრულყოფილი" გოგო მაკვირდებოდა, ზედმეტი წონითაც კი. რეალურად კი, მე ხომ ვიცოდი, რომ ნახევარი ადამიანი ვიყავი. სრულიად უსახური და უხორცო.
          უცნაური იყო ჩემი ასე ყოფნა. ცარიელად. ემოციების, სიყვარულის, ფერების და სილაღის გარეშე. ღმერთო, როგორ ძალიან მინდოდა ახლა ფერადი ვალინკები ჩამეცვა და შემძლებოდა გუბეებში სირბილი. როგორ მინდოდა რამე მეგრძნო. ოღონდაც რამე. მაგრამ არაფერი.... ვიჯექი ასე ცარიელი და საკუთარი ცრემლებით სავსე კაპუჩინოს ვსვამდი.

пятница, 1 марта 2019 г.

საკუთარ უმწეობებზე

Автор: ჯუნა на 3/01/2019 1 коммент.
          ძაღლი მყავდა ერთი ჩაო ჩაო. 15 თუ 16 წლის ვიყავი, გაზეთში ვნახე განცხადება ჩუქდებაო. მამაჩემს შევუჩნდი წამოვიყვანოთ-თქო. მიუხედავად იმისა, რომ დედა თანახმა არ იყო - პატარა ქუნქულა მოლი სახლში მოვიყვანეთ. იასამნისფერი ენით, ქალივით ჯიუტი და წაეგოისტო ხასიათით. კი დავიჩემე მე გავზრდი და მოვუვლი, ოღონდ კი მოვიყვანოთ-თქო, მაგრამ რაღაც თანატოლებივით ვიყავით, ორივე პატარები, დედაჩემი გვზრდიდა და გვივლიდა ორივეს ერთად.
          მამა რომ გარდაიცვალა, მოლის თავი აღარავის ჰქონდა. უფრო სწორად, ფინანსები არ იყო იმ მომენტში საკმარისი და მოლი მამას მეგობარზე გავაჩუქეთ. არასოდეს დამავიწყდება ჩემს ცხოვრებაში მისი გაგიჟებული თვალები, როცა უცხო კაცმა მანქანაში ჩაისვა. როგორ ბორგავდა, მინებს აწყდებოდა და მეხვეწებოდა ჩემთან ამეყვანა..... მერე, როცა შევძელით და მისი დაბრუნება მოვინდომეთ, გვითხრეს გაგვექცა და მანქანამ გაიტანაო. დედამ მიტხრა, ალბათ ტყუილი გვითხრეს და ახალი ოჯახი მას უბრალოდ ვერ შეელიაო....... სხვა ვარიანტს არც განვიხილავ და მჯერა, რომ ახლაც ცოცხალია და ძალიან კარგად გრძნობს თავს. თუმცა მისი გახსენება ძალიან არ მიყვარს. იმ განცდაში მაგდებს, მე რომ მძულს. უსუსურობის და უმწეობის.
           მე და გიო რომ შეყვარებულები ვიყავით, გიომ თუთიყუში მაჩუქა. პატარა ზუზუ. ძალიან მიყვარდა. ხელზე ვისვამდი და ტუჩებში მკოცნიდა :) ლაპარაკი ისწავლა. ყველა ოჯახის წევრს ეძახდა და ,,წითელი ვაშლი გაგორდას" ორი სტროფიც კი დავამუღამეთ, დრო როცა მქონდა :) მერე თემო გაჩნდა, მერე ვიქტორია.... ბევრი რომ არ გავაგრძელო 9 წლის ჩემი ზუზუ კატამ შემიჭამა ცოტა ხნის წინ. სახლის ღია კარში შემოიპარა, დრო იხელთა სანამ არავინ იყო, გალია ამოატრიალა და ჩემი ზუზუ წაიყვანა. და წარმოდგენაც არ მინდა მისი ფრთხიალის, გულის ფანცქალის და თვალების.
          ჰოდა მაშინ ვთქვი. მიუხედავად იმისა რომ ჩაო ჩაოს ყველგან ვეძებდი და ბავშვმა ახალი თუთიყუშიც მთხოვა - აღარასოდეს ჩემს სახლში აღარაფერს გავაჭაჭანებ-თქო. რომ კიდევ არ გამოვცადო ეს საშინელი განცდა უმწეობის, უსუსურობის.....
       და დღეს ვფიქრობდი, რომ ადამიანებზეც ასეა...ზუსტად ასე. მხოლოდ დიდი სიყვარული რატომღაც არასოდესაა საკმარისი არაფრისთვის და ზოგჯერ ისე გტანჯავს ეს დამპალი უსუსურობის გრძნობა, როცა ფიქრობ, რომ საკმარისად კარგი ვერ იყავი, საკმარისად კარგად ვერ მოუარე, საკმარისად ბევრჯერ გვერდით არ იყავი, საკმარისად ვერ დააჯერე, ვერ აუხსენი, ვერ გაიშალე, იმედები ვერ გაუმართლე, სადღაც უღალატე, უმუხთლე და ყველაფერი ვერ შეძელი..... ეს უმწეობის განცდა ყოველ ჯერზე ყველა რელსიდან გაგდებს.

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review