Показаны сообщения с ярлыком დაბადების დღე. Показать все сообщения

четверг, 20 июня 2024 г.

შემდეგი ეტაპი - თინეიჯერის დედა

Автор: ჯუნა на 6/20/2024 0 коммент.

          ***

          რამდენი სასწაული ხდება თურმე ჩვენს ირგვლივ და ისე ვაბუნებრივებთ ყველაფერს არც კი ვუფიქრდებით. მუცელში პატარა ადამიანი მეზრდება, დაგორავს, დადის, ხან მარჯვნივ ამოიზნიქება, ხან მარცხნივ, ხან ფეხებს მომიბაკუნებს, ხან რას მომანდომებს, ხან უმიზეზოდ მატირებს... მე ის ვნახე უკვე... ხელებს შლიდა და მუჭავდა)) დაჭყეტილი თვალები ქონდა და გული უცემდა :) ჩემი კურკა:) ჩემი ერთი ციცქნა 168 გრამი :) ისე მიყვარს უკვე და ერთი სული მაქვს დრო როდის გავა...

          23/01/2011

          ***

          21 ივნისს შეგვეძინა ბიჭი, თემო ლოლაძე, 3.600 კგ და 51 სმ. ალბათ ვერაფერი მოგანიჭებს ოდნავ მსგავს ბედნიერებასაც კი ცხოვრებაში... მარტო რომ დავრჩით და ვაკვირდებოდი... აღვიქვამდი რომ ეს მყავდა მე მუცელში, ეს მე გავაჩინე, ეს იყო ჩემი და გიოს შვილი... ცრემლებად დაღვრილი იმდენი ველაპარაკე, ჭკუა დავარიგე, იმედია რამე მაინც ესმოდა :))

          3/07/2011

          ***

          ხომ არის რაღაც ეტაპები ყველა ადამიანის ცხოვრებაში, როცა ერთი რომელიღაცა ფაზა მთავრდება და იწყება განსხვავებული, რადიკალურად სხვა ცხოვრება. ჩემი სხვა ფაზა დაიწყო ალბათ სამშობიაროში, როცა მეორე თუ მესამე ღამეს ბავშვი მარტო მე დამიტოვეს. ნაოპერაციები, ტკივილისგან, ემოციებისგან თუ არ ვიცი რისგან დაღლილი, ვითიშებოდი ისე მეძინებოდა, ბავშვი კი გაუთავებლად ტიროდა და ვერაფრით ვაჩერებდი. ის ღამე როგორღაც გავათენეთ, შემდეგ ღამეს კი დავიბარე ექთანი და ბავშვი გავატანე, რომ მოშივდება მაშინ მომიყვანეთთქო და, კმაყოფილი იმით რომ საქმე გავაკეთე, მოვემზადე ტკბილად დასაძინებლად, მაგრამ... თვალი რამდენჯერ მოვხუჭე იმდენი ჩემი პატარა შოშია მომელანდა პირდაღებული:) როგორ ტიროდა და ვერ ამშვიდებდნენ. ვიწექი ცოტა ხანი, მაგრამ სინდისი სულ უფრო და უფრო მქენჯნიდა, თავი "არადედად" ვიგრძენი:) ძლივს წამოვდექი და მივლასლასდი დერეფნის ბოლომდე. კარი შევაღე და დავინახე უამრავი ახალდაბადებული:) ჩემი შვილი მშვიდად იწვა და ეძინა.

          ჩემს ოჯახში გაჩენილან პატარები და მიყურებია როგორ იზრდებიან ისინი. ვეფერებოდი, ვათამაშებდი, მაგრამ მომტირალი, რასაკვირველია, გამყავდა დედასთან და თურმე როგორი განსხვავებული ყოფილა შენი შვილი :) მთლიანად შენი, შენზე მონდობილი. ყველაფერზე წინ რომ დგას, რომ შეგიძლია ყველაფერს გადაახტე, ყველაფერი გადალახო და დათმო. რომ არ გიღირს არც ჭამა, არც ძილი მის ტირილად. გული რომ გეწურება როცა ტკივა და წესიერად არც კი იცი რა... როგორ ვიბნევი ამ დროს და არ ვიცი რა ვაკეთო... მოკლედ... ვწვდები ნელ-ნელ დედობის არსს :)

          15/07/2011

          ***

          ვზივარ და ვფიქრობ რითი უნდა დავიწყო ეს პოსტი;

          რა უნდა მოვახვედრო რამოდენიმე აბზაცში ისეთი, რომელშიც თვალნათლივ გამოჩნდება როგორი ბიჭი მყავს მე თემუკა ან როგორი გოგო ვარ მე მარტო თემუკასთვის;

          ერთმანეთის გვერდით ცუდად არ ვართ, ასე არ ხდება;

          ერთმანეთის გვერდით ნეგატიურობები არ გვაქვს, არ არსებობს;

          არც გადაუჭრელი პრობლემები;

          ჩემი გულითადი მეგობარი ხარო - მითხრა ცოტა ხნის წინ, ისე, უბრალოდ, სხვათაშორის;

          ის ჩემს გვერდით ის კაცია, რომელიც ჩემზე ზრუნავს, ჩემთვის ფიქრობს, რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც ყველაფერს გააკეთებს "ჩვენთვის";

          და მე მის გვერდით მთა ვარ -

          მთა, რომელსაც არაფრის ეშინია დედამიწის ზურგზე;

          ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი და ყოვლისშემძლე...

          შენი ბედნიერებისთვის დედამიწას შევძრავ და გადავდგამ.

          მინდა იცოდე, რომ ყველაზე დიდი სიყვარულით მიყვარხარ რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.

          21/06/2015

          ***

          გუშინ ჩემმა უფროსმა შვილმა ყურში მიჩურჩულა: დედი, იცი ჩემ საყვარელ სიმღერას დესპასიტო ქვიაო.... მაშინ, როცა დედ-მამა ბავშვს გემოვნებას ვუხვეწთ, როცა მამის საგულდაგულოდ არჩეული ფლეილისთიდან საღამოობით ტკბილად იღვრება ხრინწიანი My first my last my everythiing.......

          თემოს საყვარელი სიმღერა თურმე დესპასიტოა..... )))))))))

          ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა რაც ხმა და ძალა ჰქონდა ჩვენს ტელევიზორს და იუთუბს ერთად, დესპასიტო ჩავრთეთ. მთელი ძალით გულში ჩავიკარი და მანამ ვიტრიალეთ ერთად, სანამ ძალა გამოგველია.... ყურში მესმოდა მისი ბედნიერი შეძახილები, ცხვირწინ კი კბილებდაკრეჭილი სიხარულიანი შვილი მიხახუნებდა სახეს.....

          დესპასიტო რა მოსატანია, მაგრამ ვფიქრობდი მის სხვა არჩევან(ებ)ს მომავალშიც ასე მხიარულებით მოვიწონებ თუ არა... რა რთულია...

          17/08/2015

          ***

          ბავშვებს ვეჭიდავებოდი საღამოს. ერთ მხარეს ერთი ამოვიჩარი და შემოვხვიე ხელი, მეორე მხარეს - მეორე. ვგორავდით ასე...შეუჩერებლად. ხან ისინი ექცეოდნენ ჩემს ზემოთ და აჟიტირებულები ტაშისკვრით გამარჯვებას ზეიმობდნენ, ხან მე და ზემოდან დავყურებდი გაჭყინტულებს, მაგრამ ბედნიერად თვალებციმციმებს... ერთმანეთში ირეოდა სიცილები, სიხარულები, აღტკინებული შეძახილები... დრო თითქოს გაჩერდა და აღარ არსებობდა არც პრობლემები, არც სტრესები, არც მოუსწრებელი საქმეები და არც სამყარო სხვა ირგვლივ... მხოლოდ ბედნიერებისგან მოღებულ პირიანი ბავშვები, ყველა კიჭს რომ დაუთვლიდი სათითაოდ, ერთს 32-ს და მეორეს ჯერ სულ რაღაც 4 ცალს...

          11/04/2017

          ***

          დე, როგორ მინდა მეტი დრო მქონდეს თქვენთვის. შენთვის. დილას თვალს რომ გაახელ მე მხედავდე მომღიმარს. ბაღში წასასვლელად მე გამზადებდე. იქედანაც მე მომყავდე. ყველა სადილს და ვახშამს მე გიმზადებდე. (გახუხულ პურს რომ ყველს მოვახეხავ და ამის გამო მთვლი საუკეთესო მზარეულად.....) გული აღარ გწყდებოდეს იმის გამო, რომ შენს გვერდით ხშირად არ ვარ... ან რომ როცა ვარ ვიქტორიას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ უნებურად ვიდრე შენ. რომ შენთვის ყველაფერი ცოტა შემრჩა. ყველაფერი მხოლოდ ის, რაც შემიძლია ფიზიკურად მოგცე. ვწერ, ყველაფერი ცოტა შემრჩათქო შენთვის. სიყვარული კი განუზომელია. იმდენი, სულ და ყველაფერში რომ გეყოფა, ეჭვიც არ შეგეპაროს!

          21/06/2017

          ***

          12 საათი რომ ახლოვდებოდა, იმდენი ვილაპარაკეთ... ვუთხარი რომ ძალიან მომწონს მასში სიკეთე. რომ ძალიან მომწონს მასში ერთგულება. რომ ძალიან გაუმართლებს მის ყველა მეგობარს, რადგან ძლიერი და ერთგული საყრდენი ეყოლებათ მისი სახით. რომ ძალიან ვამაყობ, რადგან მე და გიომ და ჩვენ ყველამ შევძელით და ძლიერი საფუძველი ავაშენეთ მასში რწმენის, სიყვარულის, სწორი გზის განსაზღვრის.... და ხანდახან კი მეშინია იმ დიდი პასუხისმგებლობების, რომ ვერ შევძლო და რამე ისე ვერ გავაკეთო, როგორც საჭიროა, რომ წინ გარდატეხის ასაკია, რომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინაა.... მაგრამ მერე ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ეს კარგი საფუძველი საკმაოდ მყარია და მისით სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ.

          21/06/2020

          ***

          კარგა ხნის წინ, ერთი პატარა დღიური გავაკეთე, რომელსაც შენთვის და ვიკისთვის ვინახავ. ცხოვრების ყველაზე რთულ დროს, როცა კი გულში გაივლებ რომ მარტო ხარ, ან არასაკმარისად უყვარხარ ვინმეს, მინდა ამ ჩანაწერებს გადახედო და ყველა წამი იგრძნო, რომელიც ჩვენს სახლში გაგვიტარებია. ვიცი, იდეალური დედა არ ვარ, მეც სულ ვსწავლობ, ვცდილობ, ვსინჯავ... მაგრამ მთავარი, რაშიც არასოდეს მინდა ეჭვი შეიტანო ის არის, რომ მე შენს გვერდით ვიქნები, აწ და მარადის! სულ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები, ყველაზე მეტად. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო პატარა 😍

          20/06/2024

пятница, 3 июня 2022 г.

ბრილიანტი 6 წლისაა :)

Автор: ჯუნა на 6/03/2022 0 коммент.
რომ ჩავუფიქრდები ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ მე, ჩემს ასაკში, ძალიან და მიხარია! ობიექტურად, რათქმაუნდა, ალბათ ასე არ არის, ყველაფერი ყოველთვის იდეალური ვერც იქნება..... მაგრამ ჩემს შიგნით ცხოვრობს რაღაც, რომელიც ცოცხალია და ყველაფერს აიდეალურებს, ავსებს, ასრულყოფილებს და ალამაზებს. მადლიერი ვარ ამის გამო! მადლიერი ვარ რომ ამ "სინაზეების" (ღოღობერიძისეული :)) დანახვა და შენახვა შემიძლია. და რა არის ეს სინაზე? აი ვიქტორიას გამოვლენილი სიყვარული სინაზეა, ჩემი იდაყვი რომ ნებისმიერ "უბედურებას" წონის მისთვის :))) ნებისმიერი ტკივილისგან ამშვიდებს - ჩემთვის სინაზეა. თემოს მორიდებული და წრფელი ჩაღიმება სინაზეა. გიოს აწყლიანებული თვალებიც სინაზეა. უჩას ჯერ კიდევ მუცელში მყოფ პატარას რომ წინდები ვუყიდეთ და ერთი სული გვაქვს ვაჩუქოთ - ესეც დიდი სინაზეა. ნიკუშას რომ ველაპარაკები და განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობ, რაღაცნაირ გრძნობებს - ესეც სინაზეა. მეგობრებს რომ ჩემი დაბადების დღე და ზოგადად დაბადება უხარიათ, საკუთარ თავს, მორიდებას რომ ჯობნიან და მეუბნებიან რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალე - ჩემთვის დიდი სინაზეა.... და ზოგადად ამ სინაზეების დანახვა დიდი რამეა, შეგრძნება - საოცრება და შენახვა - აუცილებელი. ალბათ ზუსტად ასეთი მომენტები გვაქცევს ჩვენ ადამიანებს ადამიანებად და ამ მომენტების გამო ღირს ჩვენი ცხოვრება... ეს მოკლე ჩანაწერი ჩემს დაბადების დღეზე გამიკეთებია, 2021 წელს. დღეს კი ვიკის დაბადების დღეა. ჩემი, ჩვენი ბრილიანტის, რომელიც 6 წლის გახდა. რაღაც კარგი თვისებებით ვიკი ძალიან მგავს. მასშიც ცხოვრობს რაღაც ჭინკა, რომელიც მის ცხოვრებას გაცილებით კარგს, ლამაზს და იდეალურს ხდის. მას აქვს შინაგანი სილაღე და ყველაზე წვრილმანი სინაზეებით ტკბობის უნარი. მხოლოდ ის მინდა რომ ასე დარჩეს... არ დამძიმდეს, ყურები არასდროს ჩამოყაროს, სულ შეეძლოს ათასი ცუდიდან ერთი სიკეთით გაბედნიერება და სულ დარჩეს ჩვენს ბრილიანტად... ვიქტორია, წლების მერე ამ ჩანაწერს რომ ნახავ, მინდა კიდევ ერთხელ შეიგრძნო როგორ ძალიან მიყვარხარ, ძლიერ და ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი და ყოველთვის ასე იქნება, გპირდები ! < 3

воскресенье, 21 июня 2020 г.

My number ONE

Автор: ჯუნა на 6/21/2020 0 коммент.
          
          სულ პატარა რომ იყო, ჩემს გარეშე რომ არ შეეძლო, სულ გვერდით რომ მყავდა, დედას რომ მისტიროდა, ხელებს რომ მომხვევდა და სიყვარულს მიხსნიდა :)))) ახლა რომ გაიზარდა და ბიჭობს, დასერიოზულდიო რომ მეჩხუბება :)) იმ ბიჭის დღეობაა სუულ მალე 😎 ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მთავარი ისევ იგივეა - ისევ ისეთია, უზომოდ ემოციური, გულისხმიერი, მზრუნველი და სულ შეუძლია თვალებში მიყუროს....
          ძალიან უყვარს ადამიანები, გულუბრყვილოა, ყველაფერს განიცდის. არ ვიცი როგორ შეიძლება ასე შვილი გავდეს მშობელს, მაგრამ გიოს ასლია ყველა თვისებით, ქცევით, დამოკიდებულებებით... :) მის გვერდითაც ისევე დაცულად ვგრძნობ თავს, ვიცი რომ ჩემზე იზრუნებს და სულ გვერდით იქნება :)

         ცოტა ხნის წინ, გიოს ბაბუ გარდაიცვალა, ჩემი დედამთილი, რათქმაუნდა, ტიროდა და მშობლებთან წასასვლელად ემზადებოდა. ხარჯებისთვის, ჩემმა მამამთილმა რაღაც თანხა მისცა, დაგჭირდებაო. გიომაც დაუძახა და ცოტა ფული მისცა, გამოგადგებაო. და თემუკაც ეძახის: ბებო, მოდი საქმე მაქვსო :) ცალკე ოთახში გაიყვანა და თავისი დაგროვილი ფული მიაწოდა - დაგჭირდება და აიღეო.... :)

          ზოგჯერ მგონია იმედებს ვუცრუებ, ვერ ვაძლევ საკმარისად იმ ყველაფერს, რაც მას უნდა და სჭირდება: დროს, ყურადღებას, ძალისხმევას.....
          დე, თუ ამას ოდესმე წაიკითხავ, მე შენით ძალიან ამაყი ვარ. ყველაზე მთავარია, შენ იყო ღიმილიანი, ბედნიერი, ჩვენ ამისთვის ნამდვილად ყველაფერს შევძლებთ.
                                                                                                                                   შენი დედიკო
                                                                                                                                      14/05/2020

          დღეს, 12 საათის ზღვარზე, ერთად დავჯექით და ბევრი ვილაპარაკეთ :)
          შევაჯამეთ ჩვენი 9 წელი, რა მოგვწონს ერთმანეთში, რა გვაქვს გამოსასწორებელი, რა - დასახვეწი, რაზე საფიქრალი :) რამხელაა უკვე, თავისი აზრებით, შეგნებით, ფიქრებით....
          ვუთხარი რომ ძალიან მომწონს მასში სიკეთე. რომ ძალიან მომწონს მასში ერთგულება. რომ ძალიან გაუმართლებს მის ყველა მეგობარს, რადგან ძლიერი და ერთგული საყრდენი ეყოლებათ მისი სახით. რომ ძალიან ვამაყობ, რადგან მე და გიომ შევძელით და ძლიერი საფუძველი ავაშენეთ მასში რწმენის, სიყვარულის, სწორი გზის განსაზღვრის.... და ხანდახან კი მეშინია იმ დიდი პასუხისმგებლობების, რომ ვერ შევძლო და რამე ისე ვერ გავაკეთო, როგორც საჭიროა, რომ წინ გარდატეხის ასაკია, რომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინაა.... მაგრამ მერე ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ეს კარგი საფუძველი საკმაოდ მყარია და მისით სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ.

          ბევრი რთული გზა გველის ალბათ წინ, მაგრამ ერთად, მჯერა, ყველაფერს მოვერევით, რაც მთავარია - მე შენთან ვარ. აწ და მარადის :)

          დაბადების დღეს გილოცავ დე 😍 უფ, როგორ მიყვარხარ !!!
                                                                                                                                      21/06/2020

вторник, 2 июня 2020 г.

ამბავი ჩემი სიყვარულისა

Автор: ჯუნა на 6/02/2020 0 коммент.
          ზუსტად 4 წლის წინ, საოპერაციოში გავიცანი ეს გოგონა :) ჩემი მუცლიდან ამოიყვანეს, გაალამაზეს და გაღიმებულმა ექთნებმა მომიყვანეს. არც კი ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა, თავი დავაქნიე, კარგიათქო და ასე გავიცანით ერთმანეთი. ასე გავიცანი ის, ვინც ჩემი გულის ქვეშ ცხოვრობდა და მას შემდეგ არც არსად წასულა.
სულ ჩემთანაა, სულ. რამდენი დღე, ემოცია, სიხარული, ღიმილი, სიტყვა, გამოხედვა გვაკავშირებს..... და რამდენი გვაქვს კიდევ წინ !

          მთავარია რომ მე მყავხარ. მთავარია რომ ჩვენ აგვირჩიეს შენს მშობლებად და გაჩნდი აი ასეთი, უშიშარი, ბობოქარი, მეტიჩარა, ცხოვრების მოყვარული, ლაღი, მხიარული, ლამაზი, კეთილი, ჩიტისგულა :) მაგარი და მტკიცე ხასიათის, მაგრამ თან ასეთი ემოციური, ყველა სიტყვაზე რომ უნდა დაფიქრდე, ამბები შეთხზა, შენებურად აანალიზო და მერე იშფოთო :)))

          რამოდენიმე კვირის წინ, მიტოვებული კნუტი ვიპოვეთ ქუჩაში და თემომ არაფრით დატოვა.... შეშინებულ ვიკის კი უხსნიდა, მის დედიკოს დაეკარგა და რა ცოდოა ვიკუ არ მივატოვოთო.... მას შემდეგ ჩვევად გექცა, ყველა ძილის წინ, ჩემს ხელს რომ თავქვეშ ამოიდებ და დასაძინებლად მოემზადები, უნდა მკითხო ხომ არ დაგკარგავ სადმე ქუჩაში :) რა სასაცილოა რომ მართლა დარდობ ამაზე და რა სულელი ხარ :)

          ყველაზე მეტად მე მაშინ მეშინია, როცა ვფიქრობ როგორ გავუმკლავდები შენს ცხოვრებისეულ პრობლემებს, ამბებს... რა რთული იქნება ხანდახან იმის ყურება, როგორ გატკენენ გულს სხვა ადამიანები, როგორ ეცდებიან დაგინგრიონ შენი სამყარო, სადაც ახლა მხოლოდ სიყვარული და სილაღე არსებობს..... და საერთოდაც ვიქნები თუ არა შენს გვერდით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც შენ ეს დაგჭირდება....
          მაგრამ სანამ ვიქნები, უნდა იცოდე, მაქსიმუმს შევძლებ იმისთვის, რომ შენ თვალებში ციმციმები არ დაკარგო და შენი სამყარო ისეთივე ლამაზი იყოს ყოველთვის, როგორიც ახლაა, 4 წლის ასაკში: ბევრი ადამიანის სიყვარულით, სიხარულით, სილამაზით, სიცელქით, თავნებობით და სილაღით სავსე.<3 p=""> 
<3 p="">           დაბადების დღეს გილოცავ ! აი შენსავით, მეც მგონია რომ ეს დღე რომ დაიწყება სასწაული უნდა მოხდეს, ფეიერვერკები აინთოს, ყველას უხაროდეს, დედამიწა შენს ირგვლივ ბრუნავდეს, სამყარო ბედნიერი იყოს და ყველამ იცოდეს, რომ დღეს ბევრი ადამიანისთვის დიდი სიხარულის დღეა.

           მიყვარხარ. უბრალოდ კარგი ადამიანი იყავი. ეს საკმარისია

среда, 29 января 2020 г.

ვარ-ხარ

Автор: ჯუნა на 1/29/2020 0 коммент.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამქვეყნად ვის შეიყვარებ.
სიყვარული რა არის?
მიყ-ვარ-ხარ - ჩემზე ბევრად ჭკვიანებს გაუშიფრიათ იგი ვარ - ხარ - ს შორის ფაქიზი და დაბალანსებული ზღვრების, დიდი ემოციების, საკუთარი თავის შეცნობისა და საკუთარი თავისვე მეტად სიყვარულის სათავედ. ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ვის შეიყვარებ. იმიტომ რომ მიყ-ვარ-ხარ გულისხმობს არა მხოლოდ სხვის სიყვარულს და გრძნობებს "ხარ"-ის მისამართით, არამედ "ვარ"-იც ძალიან მნიშვნელოვანია.

შენ, ჩემთვის ყველაზე კარგს, ჭკვიანს, კეთილს, საყვარელს, სიმპათიურს თუ გიყვარ-ვარ მე და მე ამომარჩიე - ესეიგი მეც რა კარგი ვყოფილვარ :) და თუ არასწორად ავარჩიე ჩემთვის გულითადი ადამიანი, ჩემი სული მივეცი, თავი დავუთმე და მან გადამიყვარა - ეს ყველაზე დიდი დარტყმაა საკუთარი თავის შეფასებაში, საკუთარი ცხოვრების სრულფასოვნების რწმენისთვისა და იმ აზრისთვის, რომ სრულფასოვნად კარგი ვარ!

ხოდა, არ ვიცი რატომ ვიფილოსოფოსე ამდენი, მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, და საკუთარი თავისთვისაც მოტივაციისთვის წამოძახება, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ მე.
იმიტომ, რომ სწორი ადამიანი მიყვარს.
იმიტომ, რომ ის, ვინც მიყვარს, ნამდვილია და ჭეშმარიტად კარგი.
იმიტომ, რომ მას, ვინც მიყვარს, ღალატი არ შეუძლია.
იმიტომ, რომ მას, ვინც მე მიყვარს, ძალიან ვუყვარვარ. ისე, რომ გულზე ხელს დაიდებს, სრულიად უმიზეზოდ, ერთ მშვენიერ საღამოს, და მეტყვის, რომ ძალიან ვუყვარვარ. და ამას ისე გააკეთებს, რომ ამაზე ჭეშმარიტი არაფერი იარსებებს მზის გულზე.
ისე გააკეთებს, როგორც ცრემლმორეული და მთვრალი, ბავშვების ფოტოს კოცნიდა გუშინ ტელეფონის ეკრანზე.
ისე, როგორც ვალსს ცეკვავდა ვიქტორიასთან ერთად ნაზი სიამაყით.
ისე, როგორც მხოლოდ ნამდვილებს შეუძლიათ.
2.07.2019
დაბადების დღეს გილოცავ <3 nbsp="" p="">
და მიხარია, რომ მეც მილოცავენ. 
მიხარია რომ მეუბნებიან კიდევ დიდხანს გყავდესო იმედად.... 
ძალიან ძალიან მიხარია <3 br="">

<3 br="">

среда, 21 июня 2017 г.

წერილი თემოს...

Автор: ჯუნა на 6/21/2017 0 коммент.
          დილის 9 საათი იყო უკვე ჭავჭავაძეზე რომ გავრბოდი რაც ძალი - ღონე მქონდა მე  და გაზი ჩემს მანქანას. სამსახურში მაგვიანდებოდა. თან ვფიქრობდი. ვფიქრობდი, როგორ ძალიან იტირა ვიქტორიამ ჩემი წამოსვლისას. მერე ტელეფონში თემომ, რადგან ჯერ კიდევ ეძინა და წამოსვლისას არ ვაკოცე.... რომ სულ ვეღარ ვუთმობ მათ იმდენ დროს, რამდენიც მჭირდება და მინდა. რომ უკვე ძალიან გაიზარდნენ და გარკვევით ამბობენ ან აჩვენებენ რა უნდათ და რატომ.... მე კი ვერ ვეწევი....  რომ წუხელ გასეირნებას დავპირდი და ვერ შევუსრულე. რომ უკვე ეჭვი მეპარება საკუთარ თავში და როგორ მეშინია ერთხელაც არ მითხრან: დე იციი სილიბისტროს დედა მასთან უფრო მეტ დროს ატარებს........სილიბისტროს დედა კარგია........ ეს მე, ყველაზე უბედურს გამხდის.
           პირველი საათი იყო როცა შესვენებაზე გამოვედი. ექიმთან ვიყავი ჩაწერილი და ვაგვიანებდი. გავრბოდი ისევ რაც ძალი და ღონე მქონდა. ფართე, ცარიელ ქუჩას მივყვებოდი,  თან ისევ ვფიქრობდი.... პატარა რომ ვიყავი, დარწმუნებით ვამბობდი, რომ ოჯახი სუსტი ქალების ყოფაა. რომ ცხოვრების მთელი სიმაგრე თავისუფლებაში და მხოლოდ განვითარებაშია. რა სულელი ვიყავი....
          როგორ მინდა მეტი დრო მქონდეს თქვენთვის. შენთვის. დილას თვალს რომ გაახელ მე მხედავდე მომღიმარს. ბაღში წასასვლელად მე გამზადებდე. იქედანაც მე მომყავდე. ყველა სადილს და ვახშამს მე გიმზადებდე. (გახუხულ პურს რომ ყველს მოვახეხავ და ამის გამო მთვლი საუკეთესო მზარეულად.....) გული აღარ გწყდებოდეს იმის გამო, რომ შენს გვერდით ხშირად არ ვარ...  ან რომ როცა ვარ ვიქტორიას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ უნებურად ვიდრე შენ. რომ შენთვის ყველაფერი ცოტა შემრჩა. ყველაფერი მხოლოდ ის, რაც შემიძლია ფიზიკურად მოგცე.
           ექიმიდან უკან 2 ზე გამოვედი. რათქმაუნდა  ვაგვიანებდი. ნიკეას ქუჩაზე აწყვეტით მოვრბოდი.
           საღამოს 6 საათზე მასწავლებელთან მივრბოდი. მერე იქედან სხვაგან....... სახლში რომ მივედი უკვე 9 საათი ანუ უკვე ვიქტორიას ძილის დრო იყო.... მთელი დღის ნარბენს და არაქათგამოცლილს, ისინი შემეგებნენ ვისი გულწრფელობის ყველაზე მეტად მჯერა ჩემს ცხოვრებაში. ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდები, ვინც არასოდეს მიღალატებს ალბათ და ვისი სიყვარულიც ყველაზე ეჭვგარეშე და ერთგულია ჩემთვის.
           უკვე ხვალ დიდი იქნები.... 6 წლის. ახალი ეტაპი უნდა დავიწყოთ.... სადაც სულ შენი იმედი უნდა მქონდეს. ძალიან გადამეტებული წარმოდგენა მაქვს შენზე. ესეც ალბათ დიდი სიყვარულის ბრალია , მაგრამ სათანადო გამართლებას მოითხოვს. გწერდი, ყველაფერი ცოტა შემრჩათქო შენთვის. სიყვარული კი განუზომელია. იმდენი, სულ და ყველაფერში რომ გეყოფა, ეჭვიც არ შეგეპაროს!
           დაბადების დღეს გილოცავ დე. შენ საუკეთესო ხარ ჩემთვის. ძალიან მინდა უბრალოდ კარგი ადამიანი იყო. ეს იქნება ის, რაც მე ნამდვილად ბედნიერ ადამიანად მაქცევს.

воскресенье, 21 июня 2015 г.

Temo's fourth birthday : )

Автор: ჯუნა на 6/21/2015 0 коммент.
         
          ვზივარ და ვფიქრობ რითი უნდა დავიწყო ეს პოსტი;
          რა უნდა მოვახვედრო რამოდენიმე აბზაცში ისეთი, რომელშიც თვალნათლივ გამოჩნდება როგორი ბიჭი მყავს მე თემუკა ან როგორი გოგო ვარ მე მარტო თემუკასთვის;
          ერთმანეთის გვერდით ცუდად არ ვართ, ასე არ ხდება;
          ერთმანეთის გვერდით ნეგატიურობები არ გვაქვს, არ არსებობს;
          არც გადაუჭრელი პრობლემები;
          ჩემი გულითადი მეგობარი ხარო - მითხრა ცოტა ხნის წინ, ისე, უბრალოდ, სხვათაშორის;
          ის ჩემს გვერდით ის კაცია, რომელიც ჩემზე ზრუნავს, ჩემთვის ფიქრობს, რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი დედა შვილობისთვის;
          და მე მის გვერდით მთა ვარ -
          მთა, რომელსაც არაფრის ეშინია დედამიწის ზურგზე;
          ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი და ყოვლისშემძლე...
          შენი ბედნიერებისთვის დედამიწას შევძრავ და გადავდგამ.
          მინდა იცოდე, რომ ყველაზე დიდი სიყვარულით მიყვარხარ რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.
          4 წლის შესრულებას გილოცავ დე ! მე და მამა გილოცავთ ! ჩვენი მზე და მთელი აზრი ხარ შენ !

суббота, 21 июня 2014 г.

დე, გილოცავ !!!

Автор: ჯუნა на 6/21/2014 1 коммент.
          გამარჯობათ მონატრებულო მკითხველებო J

          დღეს 21 ივნისია, მაშასადამე დიდი დღეა,  ზუსტად 3 წლის წინ 17.30 წუთზე გაჩნდა თემო გიორგის ძე ლოლაძე :) დედას ცხოვრება და სიხარული )) სულ მეცინებოდა ხოლმე იმ დედებზე შვილებზე ლაპარაკით რომ ჭედავდნენ ყურებს, ყველა ფიქრი, საუბარი და თემა მათით რომ იწყებოდა, გრძელდებოდა და მთავრდებოდა.... მაგრამ თურმე ეს ძალიან ბუნებრივი რამ ყოფილა და არანორმალურობაა როცა ასე არ ხდება....ახლაც ვწერ და მომღიმარე სახე მაქვს, მოგიწევთ აიტანოთ მომავალი წუთნახევარი თემოს ქების კითხვა )) 
          ჩემი ბიჭი 3 წლის გახდა. დამიჯერეთ, მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ არ არსებობს მომენტი, როცა მე მიჭირს და სიტუაციას ვერ ვძლევ, რადგან ყოველთვის ვიცი, რომ სახლში მომღიმარი და თბილი ბიჭი მელოდება, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარვარ, ისევე როგორც მე მიყვარს, ვიცი რომ ყოველთვის ჩამეხუტება და მკითხავს: დედა რაზე ნერვიანობ? დედა ვინ გაწყენინა? არც კი ვიცი ამდენი სიჭკვიანე, სითბო და სიტკბო საიდან ეტევა ამ 93 სანტიმეტრ არსებაში? 
          დე,  შენ ჩემი მზე ხარ, ჩემი წამალი ხარ, ენერგია ხარ, სითბო ხარ... შენ ხარ ის, ვისთვისაც მე ყოველთვის მზად ვიქნები ყველაფერი გავაკეთო და ვისთვისაც მინდა მოვკრიბო ყველაფერი კეთილი, ნათელი, მზიანი, ლამაზი, კარგი ირგვლივ და  ჩაგიდო შიგ გულში, რომ გაიზარდო ადამიანური... მამაჩემი მიწერდა ხოლმე ასეთ წერილებს და ბოლოს აწერდა ისეთი გოგო გაიზარდე, რომ ყველამ თქვას ეს რა დედას გაუზრდიაო... მაშინ რომ ვკითხულობდი ისეთი ბებრული მეჩვენებოდა ეს სიტყვები )) ახლა მეც იგივეს გიწერ ბოლოს დე... მინდა ისეთი ადამიანური ბიჭი გაიზარდო, რომ შენზე თქვან ეს რა დედას გაუზრდიაო...მინდა ჩვენი სიყვარული ყოველთვის გეამაყებოდეს, მინდა ჩემს გვერდით ყოველთვის ძლიერად იყო და მინდა მეც მქონდეს იგივეს იმედი შენს გვერდით. ძალიან მიყვარხარ :*

пятница, 21 июня 2013 г.

თემუკა 2 წლის :)

Автор: ჯუნა на 6/21/2013 0 коммент.
        1 წლის რომ გახდა ამდენი ემოცია არ მქონია, ასე არ მიამაყია, ასე არ განმიცდია, ასე არ მიგრძვნია. ახლა უფრო დიდია, ბევრად დიდი. უკვე საერთოდ აღარ მაქვს შეგრძნება რომ პატარაა, რომ ბავშვია - ჩვეულებრივი ადამიანია, ჩემი მეგობარია, მართლა, გადამეტების გარეშე. საღამოს ჩემს ამბებს ვუყვები, ჩემს დარდს, სიხარულს ვუზიარებ, ერთად გვიხარია და ვიცინით, ზოგჯერ მე ვტირი, ის მეფერება და გულწრფელად წუხს, ცდილობს დამეხმაროს, გიო მოჰყავს დასამშვიდებლად :)
        ისიც ყველაფერს მეუბნება, რა ნახა ახალი, რა მოეწონა, რა ეტკინა, ზოგჯერ ბურთის თამაში ურჩევნია მშვიდად ჯდომას და ჩვენს დიალოგს, მაგრამ ხათრიანია და დედა უყვარს ძალიან, ამიტომ ჩემთან რჩება და მშვიდად ზის - ზოგჯერ პირიქით თვითონ უნდა ძალიან რომ ,,ეთათ იკოს“ თემო და დედა და მყუდროება არავინ დაგვირღვიოს, დედა სამსახურში არ წავიდეს და დილით გაღვიძებულებმა დიდხანს ვინებივროთ ერთად: ხან მუცელზე დამადოს თავი და გაინაბოს, ხან ლექსები მოვყვეთ, ხან რაიმე გამოგონილი ისტორიები ცხოველებზე, ხან უაზროთ ვიცინოთ ერთად, ხან ვიჭყუმპალავოთ, ქუჩა ქუჩა ვისეირნოთ...
        კეთილია, თუ ტკბილად ეტყვი შეიძლება რაც აბადია ყველაფერი მოგცეს, თუ ვინმეს რამე უჭირს და ტკივა ძალიან წუხს და გული ტკივა. უყვარს დედიკო, მამიკუნია და ენატრება მათთან ბევრი დროის გატარება. გულით უხარია, როცა სამივე ერთად ვერთობით და გულის ტკივილამდე საწყალი გამოხედვა აქვს ზოგჯერ სამსახურში რომ მივდივართ და ვტოვებთ.
        მე მინდა გითხრა დე რომ ძალიან მიყვარხარ. არ ვიცი სხვა დედებს როგორ უყვართ შვილები, ალბათ იმათაც ძალიან, მაგრამ მე ვგიჟდები შენზე, მე შენთვის ვსუნთქავ. მე ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რომ შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე და შენზე ძვირფასი ჩემთვის არაფერი არ არსებობს. მე მეიმედები.
        ახლა ვხვდები ხოლმე მამაჩემის წერილების აზრს და ასეთი რამეები აღარ მეჩვენება უბრალო ბანალურობებად.
        სულ რაღაც 2 წლის გახდი დღეს და ამ 2 წელში მთლიანად შეცვალე ჩემში და ჩემს ირგვლივ ყველაფერი.

გილოცავ დე ! მინდა ბედნიერი ბიჭი იყო, სულ ძალიან ძალიან ბედნიერი !

среда, 19 декабря 2012 г.

happy birthday to me :)

Автор: ჯუნა на 12/19/2012 3 коммент.
იმდენი ხანია არაფერი დამიწერია წერაც დამავიწყდა მგონი :)

უბრალოდ დღეს დაბადების დღე მაქვს და ძალიან მინდოდა აქ ეს თარიღი დამეფიქსირებინა...

ჩემთვის წლის შეჯამება 19 დეკემბერს ხდება, ამიტომ დღეს მთელი დღე სასიამოვნოდ დაგრუზული ვარ :)
ეს წელი ზოგადად კარგი იყო....
თემუკა გამეზარდა, სამსახური მოინახა, ჩემს საყვარელ აქტიურ რიტმს დავუბრუნდი და ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით და ზოგადად იმით, რასაც ვაკეთებ.
და კიდევ ძალიან გავიზარდე :) ძალიან მწვავედ ვგრძნობ საკუთარ ასაკს, მთელი 23 წლის ვარ უკვე :)

ძალიან მიყვარხართ ყველა ჩემს ირგვლივმყოფი :)
 
суббота, 23 июня 2012 г.

თემუკას საჩუქრები

Автор: ჯუნა на 6/23/2012 4 коммент.
დაბადების დღის ყველაზე მაგარი ნაწილია საჩუქრების დათვალიერება :)
თემუკამ პირველ დაბადების დღეზე უმაგრესი საჩუქრები მიიღო :)

კალადბურთის ფარი

სკამუნია :)

კარავი
საქანელა, რომელზე ძილიც კარგად დაამუღამა თემუკამ 
უსაყვარლესი ბიბლუსის წიგნები

და ზმანები :)

ძალიან სასაცილო ქუდი :)
და რაც მთავარია, უგემრიელესი მარწყვის ტორტი

четверг, 21 июня 2012 г.

თემუკას პირველი დაბადების დღე

Автор: ჯუნა на 6/21/2012 5 коммент.

დღეს ჩემი თემუკას პირველი დაბადების დღეა... ისე სულმოუთქმელად ველოდი ამ დღეს... ვიღაცამ შეიძლება დამცინოს ასეთი ფორიაქისთვის, მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია 21 ივნისი ჩემთვის !
შარშან ზუსტად ამ დროს ჩემი თემუკა დაიბადა. ეს დღე სხვანაირი იყო, ვერც ერთ სხვა დღესთან რომ ვერ შეადარებ... ემოციური, უცნაური... ისე მაინტერესებდა ვის ვატარებდი მთელი 9 თვე მუცლით და როგორც  იქნა ვნახე. ისეთი პაწუა იყო და ახლა რამხელა დევია... : ) 
მაქვს რაღაც ჩანაწერები, რასაც ვაკეთებდი ხოლმე თვიდან თვემდე, ჩემთვის სამახსოვროდ, თავიდან იშვიათად, მერე უფრო სისტემატურად და ძალიან მინდა გამოვაქვეყნო.
როგორ გაიზარდა თემუკა:
3 თვიდან - დაიწყო ცნობისმოყვარეობა, თვალის გაყოლება ჭამის დროს, ბუბუ-ბაბუს ძახილი, ღიტინზე აქვს რეაქცია.

4 თვიდან - ნივთების გამორთმევა და ხელში დაჭერა, დედიკოს კარგად ცნობა.

5 თვე - ამბობს ბგერებს მიმგვანებულს დედასთან, ამოუვიდა ქვედა 2 კიჭი, ისწავლა დედაზე გატირება, სიაფანდზე ხველება :) დაიწყო ხელების გამოწოდება მოსვლაზე.

6 თვის და 1 კვირის - საწოლში მამამისთან გადაგორდა და ბედნიერი სახით დაიძინა )
ზუზუს (ჩვენი თუთიყუში) ცნობს. ჩავსვი ჭოჭინაში.

7 თვე - ტაშს უკრავს, ხელს აქნევს დასამშვიდობებლად, მარტო ჩემთან და ლიკასთან (მამიდა) უნდა ხელში ყოფნა.
ჭამს ქათმის და ძვლის ბულიონს, გასინჯა მაწონი, ყველი, პეჩენია, კოკორი... ძალიან უყვარს კარტოფილის პიურე.
იმალება, თავს ხრის და გვეთამაშება ჭიტას, მოდი დე დავაკუკუნოთ-თქო და პირს აღებს, კბილებს მაჩვენებს, მე კბილებზე კოვზით ვუკაკუნებ და იცინის )
ცუდად ძინავს, მთელი ღამე ჭამს.
8 თვე - დაიწყო ბრუ-ბრუ :) პირით წვიმების კეთება. აქტიურად უკრავს ტაშს, გასინჯა ნადუღი და ძალიან მოეწონა, ყველიანი მაკარონიდან უჩას (ბიძა) ამოუჭამა ყველი ))
ისწავლა ენის გამოყოფა, 7 მარტს პირველად დამიძახა დედა, გარკვევით და აზრიანად. იძახის დე, დედიდედი, დედა, დედუ.... ამოუვიდა ზემოთ 3 კიჭი. შეგვეყარა ვირუსი, გაიკეთა ინგალაციები :(
კოცნის დროს აძაგძაგებს. არ ძინავს.
9 თვე - იძახის მამას, დათოს, ნონას, მემეს ან მომეს. გასუქდა, იმგზავრა მატარებლით ქობულეთში, ზუზუს ემუქრება, ეუბნება მამამამას და საჩვენებელ თითს უქნევს.
ყველაზე ძალიან უყვარს ბურთები, მღერის პარამ-პამ-პამ-ს ანტოშკაში : )
ცოტახნით დადგა დამოუკიდებლად.
გასინჯა ხაჭაპური, მჭადი, ყველი, შემწვარი კარტოშკა, ღომი - ყველაფერი მოეწონა.
დაემართა ბრონქიტი, მე - ფილტვების ანთება.
კარგად ხოხავს, უყვარს ბაბუსთან ყოფნა და თხოვს ბურთის თამაშს.

10 თვე - ლილი (დიდი ბებო) უმღერის და ეს ცალ ფეხზე ყუნცულობს, თავისი ჭკუით ცეკვავს :)
ეშინია ბომბორასი, (მეზობლის ძაღლი), შავი კატის, ისე კატები უყვარს.
მე დამემართა ბატონები.
დივანს დაყვება აქეთ-იქით. უმღერის თავის თავს ნანას. უყვარს ბასტი ბუბუს სიმღერები. აგზავნის ჰაეროვან კოცნას შემდეგნაირად: გაშლილ ხელს მიიდებს ტუჩებზე და ილოკავს :)
ყველზე გიჟდება. მარტო ყველს ჭამს ან მჭადთან ერთად. ასევე ძალიან უყვარს პური.

ისწავლა კივილი და ყველაფერზე კივის. საწოლში ღამე დადის.
სწრაფად ხოხავს, ფეხები უშავდება ხოხვისგან :)
თავის თავს უმღერის ნანას ზუსტად ჩემნაირი ინტონაციით. დავასკვენით, რომ ძალიან კარგი სმენა აქვს :)
11 თვე - ისწავლა კოცნა, ნასკების ჩაცმა, სავარცხლის თავზე გადასმა (მისი ჭკუით ივარცხნის:)); იმორცხვებს, თავს ხრის ძირს და იღიმის, განსაკუთრებით მაშინ, როცა უყურებს თავის ვიდეოს ან ისმენს საკუთარ ხმას :)
ჭამა ალუჩა, ალუბალი, მალინა, ტყემალი... გიჟდება მლაშე და მჟავე საჭმელებზე :)
გადაეჩვია ძუძუს, ძალიან განიცადა, 3 ღამე კიოდა.... ბოლომდე ახლაც არ დავიწყებია (იხ.წინა პოსტი :)
შეუყვარდა ბომბორა და მთელი დღეები ეძახის ბომბოს :)
ყველაფერი ესმის: თავი დადე ბალიშზე, კოცნა გამომიგზავნე, ბურთი მომიტანე....
პირველად შეიჭრა თმა, სტილისტი - დიდი ბებო ლილი :) არ უხდება, პრიუტის ბავშვს გავს :)) მაგრამ მალე მოეზარდა.
ჭამს უზომო რაოდენობით და სულ ! 

ზოგადად ძალიან აზრიანია, ყველაფერი ესმის, არ უყვარს როცა ვუყვირი და ვუბრაზდები, მგონია რთული ხასიათი ექნება, მაგრამ სიყვარულით ყველაფერს გავაკეთებინებ.
თბილია, მეფერება თითებით სახეზე, ჩემგანაც ითხოვს მოფერებას. როცა ერთად ვართ კმაყოფილია, ძალიან მოკედლებულია ჩემზე და ერთად ყველაზე კარგად ვგრძნობთ თავს !

მე მიყვარს ჩემი დიდი ბიჭი !
ერთის გახდა :)

пятница, 23 декабря 2011 г.

ახალი წლის მოლოდინში :)

Автор: ჯუნა на 12/23/2011 0 коммент.
ყველაზე ძალიან მიყვარს ზამთარი. მიყვარს იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემია... სიწყნარესთან ვაასოცირებ, სულიერ სიმშვიდესთან, სითეთრესთან, სიმყუდროვესთან.

მიყვარს სიცივე, თოვლი, ნაძვის ხე, გირჩები, თოვლის ბაბუა,თბილად ჩაცმა, ხრაშუნა და სუფთა თოვლი... რასაც სამწუხაროდ ქუთაისში ნაკლებად ნახავ. მოსკოვი ამ მხრივ ჩემია და მენატრება უზომოდ... ისე მიყვარდა ხოლმე საღამოობით ბოდიალი... გაყინული და სუფთა ჰაერის სუნთქვა, ნაკვალევი თეთრ გზაზე და თოვლის კრაჭუნი...
კიდევ ზამთარში ჩემი დაბადების დღე და ახალი წელია. მთელი დეკემბერი ბედნიერი ვარ ხოლმე, ჯერ ჩემს დაბადების დღეს ველოდები, მერე წინასაახალწლო მზადება მაბედნიერებს :) სახლის მორთვა, ახალი სათამაშოები, ნაძვის ხის გაწყობა... მერე გემრიელი სასუსნავები, მილოცვები.. :)
ეს განწყობა ყველაზე მეტად მიყვარს. მეც მინდა პატარასავით მჯეროდეს, რომ ახალი წლის დადგომისას სასწაული მოხდება, კეთილი თოვლის ბაბუ ოქროსფერი ეტლით ჩამოფრინდება და ხურჯინით საჩუქრებს ჩამომიტანს...

ღამე თავზე ხელს გადამისვამს და საჩუქრებს დამიტოვებს:) დილით ცხელი კაკაოს სუნი გამაღვიძებს, ამდგარს კი უამრავი ლამაზად შეფუთული, ფერად ლენტებიანი კარობკები დამხვდება ნაძვის ხის ქვეშ... :)

მანამდე კი მთელი საღამო აუცილებლად განვლილ წელზე უნდა იფიქრო, გაიხსენო წინსვლები, წარმატებები... აღიარო შეცდომები. მადლობა უთხრა განვლილ წელს ყველაფრისთვის და ახალი წელს შეხვდე ახალი იმედებით, გეგმებით....
ჩემთვის 2011 ბედნიერი იყო... ამ წელს დედა გავხდი, ჩემი ბუშტი გამიჩნდა :)

ამიტომ წელს განსხვავებული ახალი წელი მაქვს, რადგან ახალ წელს ერთად პირველად ვხვდებით :)

понедельник, 6 июня 2011 г.

დღეს ჩემი მამიკოს დაბადების დღეა და პირველი ცრუ განგაში

Автор: ჯუნა на 6/06/2011 5 коммент.
დღეს ჩემი მამიკოს დაბადების დღეა. იგი 43 წლის გახდებოდა. იმდენად გადატვირთული ვარ ემოციებით, წერას თავს ვერ ვაბავ. წუხელ სამშობიაროში წამიყვანეს და მთელი ღამე იქ გავათიე... ლამის ბიჭი დავამთხვიე მის დაბადების დღეს, მაგრამ ცრუ განგაში აღმოჩნდა ალბათ, რადგან ახლა სახლში ვზივარ და ვწერ... მე თვითონ ვხდები მშობელი, ისეთი, როგორიც ის იყო ჩემთვის და ისე მინდა ჩემს შვილს ისევე ძლიერად ვუყვარდე, როგორც ის მიყვარს მე.

აღარ მინდა ამაზე წერა... უბრალოდ ცრემლებამდე მწყდება გული, რომ ვერ მხედავს როცა ორსული ვარ, არ მყავს გვერდით, როცა დედობისთვის ვემზადები, სამშობიაროში მივდივარ... ვერ ნახავს ჩემს შვილს. და ვერ გაიზიარებს ჩემი პატარა ჩემს იმ დიდ სიყვარულს, რასაც მე მისდამი გულით ვატარებ. ისე მჭირდება მისი გამხნევება ზოგჯერ, მისი ხმა, სიტყვები, თვალები.... გუშინ ბიძაჩემი ჩამოვიდა და რამდენიმე წუთი თვალებში მივაშტერდი. მინდოდა მეგრძნო მისი გამოხედვა...

"ჩემო ჯუნაჩია!
გწერს შენი მამიკო, რომელსაც ძალიან, ძალიან ენატრები. მე დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ შენ მართლა ისეთი კარგი გოგო ხარ, როგორც ამბობენ. აბა შენ იცი. ჩემთვისაც, შენი დედიკოსთვისაც და ყველასთვის ვინც შენ გიყვარს და ვისაც შენ უყვარხარ, დიდი სიამაყე არის და იქნება რაც უფრო და უფრო კარგი გოგო იქნები. კარგი გოგო ხარ თუ მეოთხე კლასს 5-იანებზე ამთავრებ, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ მარტო ეს არ კმარა. ნამდვილად კარგი გოგო იქნები, თუ სკოლასაც და მერე ინსტიტუტსაც სულ 5-იანებზე დაამთავრებ. მე შენი მჯერა და შენი იმედი მაქვს.
ისე, შენ რომ იცოდე, მარტო კარგი სწავლაც არაფერს არ ნიშნავს. პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო, უნდა დაუჯერო უფროსებს, უნდა იყო თავაზიანი, ზრდილობიანი, ისე რომ ყველამ თქვას: ნეტავი ამის დედას, რომ ასეთი კარგი შვილი გაუზრდიაო.
გკოცნი ბევრს, ბევრს, ლამაზ და ჭკვიან თვალებში"
შენი მონატრებული მამიკო

09.05.2000

суббота, 29 января 2011 г.

საყვარელო გილოცავ < 3

Автор: ჯუნა на 1/29/2011 1 коммент.

მე შენ მიყვარხარ ყველაზე ძალიან და ყველაზე დიდი სიყვარულით!
მე შენით მიყვარს საკუთარი თავიც!
მე შენთან მიყვარს ჩემი ცხოვრება!
შენზე მიყვარს ფიქრი, ოცნება!
შენთან საკუთარი სევდა, ნოსტალგია და მონატრებაც მიყვარს!
მე ჩვენი სიყვარულიც მიყვარს და ვხედავ კიდეც მას, სადას, ლამაზს. მე მას პატარასავით ვუვლი და ვუფრთხილდები. ზრუნვას არ ვიშურებ და სითბოს!
მე სულ ჩვენს ოჯახზე ვფიქრობ!
მე შენთვის მინდა შევქმნა კომფორტი და მყუდროება!

კიდევ....
ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე შენი შვილი მინდა!
ჩემი და შენი შვილი, რომლის დაბადება ჩვენთვის ყველაზე დიდი საოცრება იქნება.
მე შენი სიტყვები მაიმედებს ყველაზე მეტად!
მე შენგან ნათქვამი "მიყვარხარ" მიყვარს ყველაზე მეტად!

P.S. გილოცავ დაბადების დღეს < 3
მიყვარხარ!!!

суббота, 18 декабря 2010 г.

happy birthday to me :)

Автор: ჯუნა на 12/18/2010 3 коммент.
ბავშვობიდან და ყოველთვის საკუთარი დაბადების დღე რაღაც გამორჩეულად მიყვარდა. მთელი წელი ველოდებოდი, მერე ბოლო წუთებს და წამებს ვითვლიდი....
10 9 8 7 ........3 2 1.... და სულ მეგონა მოხდებოდა რაღაც სასწაული, საათი თორმეტს გადაცდებოდა და დაიწყებოდა... არ ვიცი რა. ალბათ უნდა ყოფილიყო ფეიერვერკები, საიდანღაც უნდა გაჩენილიყო დიდი ლამაზი თაიგული, ბუშტები...... მომილოცავდა ყველა ვინც მიყვარს, ვინც ახლობელია, ვისაც უბრალოდ ვიცნობ...
მერე მექნებოდა ლამაზი დიდი და ყველასგან განსხვავებული ტორტი შუშხუნებით, ლამაზი სუფრა, გაწყობილი სანთლებით და გემრიელი საჭმელებით, ბუშტები ნაირფერები, ტკბილი სასმელები, ხალხი... ყველაზე საყვარელი. ვისი დანახვაც მხოლოდ სიხარულს შემმატებდა.

ამ დღეს არ უნდა მომხდარიყო არაფერი ცუდი, უსიამოვნო, ყველაფერი უნდა გაასოცირებულიყო პოზიტივთან, სიხარულთან, მეგობრობასთან....

ალბათ საკუთარი თავი ეგოისტურად მიყვარს, რადგან წლების განმავლობაში საკუთარ თავს ყოველთვის პირველი ვულოცავდი დღეობას და ვისურვებდი ყოველთვის იმას, რასაც ალბათ სხვაც, მაგრამ მე უფრო განსხვავებულად)) თანაც ამ მომენტში ყოველთვის გული მიჩუყდებოდა ხოლმე :)

ვხვდები რომ გავიზარდე. ვხდები 21 წლის. ბევრი არც არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ველი.... თუმცა ბავშვობაში უფრო მჯეროდა რომ ყოველდღიური პრობლემები, ზოგჯერ ნერვიულობა, განცდები მხოლოდ ყოველდღიურობაა და ამ ჩემთვის ჯადოსნურ დღეს არანაირად არ გადავიდოდა. ახლა უკვე დიდი ვარ და ვიცი რომ ასე არ ხდება...

გამოდის რომ ისევ პირველი ვულოცავ თავს დაბადების დღეს. ახლა უკვე აქ..... :)

მაგრამ პატარაობისგან განსხვავებით სურვილები მარტო მე აღარ მეხება. пожалуй მე სულაც არ მეხება....
ამ წელს მინდა ჩემი პატარა ჯანმრთელი დაიბადოს, მინდა ჩემი მთელი დიდი ოჯახი კარგად იყოს, მინდა დედაჩემმა სამსახური იპოვოს და აღარაფერზე იჯავროს.....

დავასკვენი რომ მე მხოლოდ ყველას ბედნიერებით ვარ ბედნიერი.

четверг, 22 июля 2010 г.

შენ რომ იყო...

Автор: ჯუნა на 7/22/2010 3 коммент.
წელიწადში ორი დღეა ასეთი, ერთად რომ ვიკრიბებით ყველა, ვინც შენ გეძვირფასებოდით, გიყვარდით, ვისთანაც შეხება გქონდა. შენი დაბადების დღე 06.06 და გარდაცვალების დღე 21.07.
ამ დღეს ვაკეთებთ უამრავ საჭმელს, მე ვაკეთებ კოკრებს. მოდიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად გული ტკივა ან ისეთებიც რომლებიც უბრალოდ ვალს იხდიან, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ მათ ყველას უყვარხარ.
ყველას თავისი გელა ყავს გონებაში და გულში შემორჩენილი: ზოგს საუკეთესო მეგობარი გელა, ზოგს - ნიჭიერი მოსწავლე, საყვარელი ქმარი გელა, კეთილი და მზრუნველი მამა გელა....
ამ დღეს ყველაფერი კეთდება შენთვის. ამბობენ ყოველ წელს ერთი და იგივე სადღეგრძელოებს, ყვებიან ერთი და იგივე ისტორიებს...
ვიღაცის თვალებს ჩუმათ ცრემლმორეულს დავინახავ და სიყვარულით ვივსები.... მჯერა მისი გულწრფელობის და კიდე კუდში დავსდევ... იქნებ რამე ახალი თქვას, ახალი, რაც არ ვიცოდი მამაჩემზე.

უცნაურია რომ შენთან სალაპარაკოდ იქ უნდა ამოვიდე. ჩუმად საფლავთან დავჯდე და მხოლოდ გულში გელაპარაკო. ხან პატიება გთხოვო, ხან დახმარება, ხან სიახლე გითხრა.... ნეტა თუ გრძნობ....
შენ რომ იყო სხვანაირი ელფერი ექნებოდა ყველაფერს. შენ რომ იყო ჩემი ბედნიერებაც სხვანაირი იქნებოდა.
ნეტა თუ დადგება ოდესმე ისეთი დრო, როცა უშენობა ასე აღარ გამიჭირდება. როცა შევეგუები ამ აზრს და გახსენება აღარ მეტკინება.
3 წელი გავიდა უკვე..... 3 წელი.

пятница, 29 января 2010 г.

с днем рождения зайка!!!

Автор: ჯუნა на 1/29/2010 0 коммент.
დღეს ჩემი სიყვარულის დაბადების დღეა :)
მგონი მას ისე არ უყვარს საკუთარი დაბადების დღე, როგორც მე მისი. ძალიან მიხარია რომ არსებობ გი და დიდი მადლობა ამისთვის შენს მშობლებს! მინდა დიდხანს იყო ჯანმრთელად, ბედნიერად, რაც მთავარია ჩემს გვერდით)))
ყველაფერ ლამაზს და ნათელს გისურვებ!!!
ძალიან მიყვარხარ და ეს ტორტი შენთვის :-*

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review