Показаны сообщения с ярлыком თემუკა. Показать все сообщения

четверг, 20 июня 2024 г.

შემდეგი ეტაპი - თინეიჯერის დედა

Автор: ჯუნა на 6/20/2024 0 коммент.

          ***

          რამდენი სასწაული ხდება თურმე ჩვენს ირგვლივ და ისე ვაბუნებრივებთ ყველაფერს არც კი ვუფიქრდებით. მუცელში პატარა ადამიანი მეზრდება, დაგორავს, დადის, ხან მარჯვნივ ამოიზნიქება, ხან მარცხნივ, ხან ფეხებს მომიბაკუნებს, ხან რას მომანდომებს, ხან უმიზეზოდ მატირებს... მე ის ვნახე უკვე... ხელებს შლიდა და მუჭავდა)) დაჭყეტილი თვალები ქონდა და გული უცემდა :) ჩემი კურკა:) ჩემი ერთი ციცქნა 168 გრამი :) ისე მიყვარს უკვე და ერთი სული მაქვს დრო როდის გავა...

          23/01/2011

          ***

          21 ივნისს შეგვეძინა ბიჭი, თემო ლოლაძე, 3.600 კგ და 51 სმ. ალბათ ვერაფერი მოგანიჭებს ოდნავ მსგავს ბედნიერებასაც კი ცხოვრებაში... მარტო რომ დავრჩით და ვაკვირდებოდი... აღვიქვამდი რომ ეს მყავდა მე მუცელში, ეს მე გავაჩინე, ეს იყო ჩემი და გიოს შვილი... ცრემლებად დაღვრილი იმდენი ველაპარაკე, ჭკუა დავარიგე, იმედია რამე მაინც ესმოდა :))

          3/07/2011

          ***

          ხომ არის რაღაც ეტაპები ყველა ადამიანის ცხოვრებაში, როცა ერთი რომელიღაცა ფაზა მთავრდება და იწყება განსხვავებული, რადიკალურად სხვა ცხოვრება. ჩემი სხვა ფაზა დაიწყო ალბათ სამშობიაროში, როცა მეორე თუ მესამე ღამეს ბავშვი მარტო მე დამიტოვეს. ნაოპერაციები, ტკივილისგან, ემოციებისგან თუ არ ვიცი რისგან დაღლილი, ვითიშებოდი ისე მეძინებოდა, ბავშვი კი გაუთავებლად ტიროდა და ვერაფრით ვაჩერებდი. ის ღამე როგორღაც გავათენეთ, შემდეგ ღამეს კი დავიბარე ექთანი და ბავშვი გავატანე, რომ მოშივდება მაშინ მომიყვანეთთქო და, კმაყოფილი იმით რომ საქმე გავაკეთე, მოვემზადე ტკბილად დასაძინებლად, მაგრამ... თვალი რამდენჯერ მოვხუჭე იმდენი ჩემი პატარა შოშია მომელანდა პირდაღებული:) როგორ ტიროდა და ვერ ამშვიდებდნენ. ვიწექი ცოტა ხანი, მაგრამ სინდისი სულ უფრო და უფრო მქენჯნიდა, თავი "არადედად" ვიგრძენი:) ძლივს წამოვდექი და მივლასლასდი დერეფნის ბოლომდე. კარი შევაღე და დავინახე უამრავი ახალდაბადებული:) ჩემი შვილი მშვიდად იწვა და ეძინა.

          ჩემს ოჯახში გაჩენილან პატარები და მიყურებია როგორ იზრდებიან ისინი. ვეფერებოდი, ვათამაშებდი, მაგრამ მომტირალი, რასაკვირველია, გამყავდა დედასთან და თურმე როგორი განსხვავებული ყოფილა შენი შვილი :) მთლიანად შენი, შენზე მონდობილი. ყველაფერზე წინ რომ დგას, რომ შეგიძლია ყველაფერს გადაახტე, ყველაფერი გადალახო და დათმო. რომ არ გიღირს არც ჭამა, არც ძილი მის ტირილად. გული რომ გეწურება როცა ტკივა და წესიერად არც კი იცი რა... როგორ ვიბნევი ამ დროს და არ ვიცი რა ვაკეთო... მოკლედ... ვწვდები ნელ-ნელ დედობის არსს :)

          15/07/2011

          ***

          ვზივარ და ვფიქრობ რითი უნდა დავიწყო ეს პოსტი;

          რა უნდა მოვახვედრო რამოდენიმე აბზაცში ისეთი, რომელშიც თვალნათლივ გამოჩნდება როგორი ბიჭი მყავს მე თემუკა ან როგორი გოგო ვარ მე მარტო თემუკასთვის;

          ერთმანეთის გვერდით ცუდად არ ვართ, ასე არ ხდება;

          ერთმანეთის გვერდით ნეგატიურობები არ გვაქვს, არ არსებობს;

          არც გადაუჭრელი პრობლემები;

          ჩემი გულითადი მეგობარი ხარო - მითხრა ცოტა ხნის წინ, ისე, უბრალოდ, სხვათაშორის;

          ის ჩემს გვერდით ის კაცია, რომელიც ჩემზე ზრუნავს, ჩემთვის ფიქრობს, რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც ყველაფერს გააკეთებს "ჩვენთვის";

          და მე მის გვერდით მთა ვარ -

          მთა, რომელსაც არაფრის ეშინია დედამიწის ზურგზე;

          ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი და ყოვლისშემძლე...

          შენი ბედნიერებისთვის დედამიწას შევძრავ და გადავდგამ.

          მინდა იცოდე, რომ ყველაზე დიდი სიყვარულით მიყვარხარ რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.

          21/06/2015

          ***

          გუშინ ჩემმა უფროსმა შვილმა ყურში მიჩურჩულა: დედი, იცი ჩემ საყვარელ სიმღერას დესპასიტო ქვიაო.... მაშინ, როცა დედ-მამა ბავშვს გემოვნებას ვუხვეწთ, როცა მამის საგულდაგულოდ არჩეული ფლეილისთიდან საღამოობით ტკბილად იღვრება ხრინწიანი My first my last my everythiing.......

          თემოს საყვარელი სიმღერა თურმე დესპასიტოა..... )))))))))

          ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა რაც ხმა და ძალა ჰქონდა ჩვენს ტელევიზორს და იუთუბს ერთად, დესპასიტო ჩავრთეთ. მთელი ძალით გულში ჩავიკარი და მანამ ვიტრიალეთ ერთად, სანამ ძალა გამოგველია.... ყურში მესმოდა მისი ბედნიერი შეძახილები, ცხვირწინ კი კბილებდაკრეჭილი სიხარულიანი შვილი მიხახუნებდა სახეს.....

          დესპასიტო რა მოსატანია, მაგრამ ვფიქრობდი მის სხვა არჩევან(ებ)ს მომავალშიც ასე მხიარულებით მოვიწონებ თუ არა... რა რთულია...

          17/08/2015

          ***

          ბავშვებს ვეჭიდავებოდი საღამოს. ერთ მხარეს ერთი ამოვიჩარი და შემოვხვიე ხელი, მეორე მხარეს - მეორე. ვგორავდით ასე...შეუჩერებლად. ხან ისინი ექცეოდნენ ჩემს ზემოთ და აჟიტირებულები ტაშისკვრით გამარჯვებას ზეიმობდნენ, ხან მე და ზემოდან დავყურებდი გაჭყინტულებს, მაგრამ ბედნიერად თვალებციმციმებს... ერთმანეთში ირეოდა სიცილები, სიხარულები, აღტკინებული შეძახილები... დრო თითქოს გაჩერდა და აღარ არსებობდა არც პრობლემები, არც სტრესები, არც მოუსწრებელი საქმეები და არც სამყარო სხვა ირგვლივ... მხოლოდ ბედნიერებისგან მოღებულ პირიანი ბავშვები, ყველა კიჭს რომ დაუთვლიდი სათითაოდ, ერთს 32-ს და მეორეს ჯერ სულ რაღაც 4 ცალს...

          11/04/2017

          ***

          დე, როგორ მინდა მეტი დრო მქონდეს თქვენთვის. შენთვის. დილას თვალს რომ გაახელ მე მხედავდე მომღიმარს. ბაღში წასასვლელად მე გამზადებდე. იქედანაც მე მომყავდე. ყველა სადილს და ვახშამს მე გიმზადებდე. (გახუხულ პურს რომ ყველს მოვახეხავ და ამის გამო მთვლი საუკეთესო მზარეულად.....) გული აღარ გწყდებოდეს იმის გამო, რომ შენს გვერდით ხშირად არ ვარ... ან რომ როცა ვარ ვიქტორიას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ უნებურად ვიდრე შენ. რომ შენთვის ყველაფერი ცოტა შემრჩა. ყველაფერი მხოლოდ ის, რაც შემიძლია ფიზიკურად მოგცე. ვწერ, ყველაფერი ცოტა შემრჩათქო შენთვის. სიყვარული კი განუზომელია. იმდენი, სულ და ყველაფერში რომ გეყოფა, ეჭვიც არ შეგეპაროს!

          21/06/2017

          ***

          12 საათი რომ ახლოვდებოდა, იმდენი ვილაპარაკეთ... ვუთხარი რომ ძალიან მომწონს მასში სიკეთე. რომ ძალიან მომწონს მასში ერთგულება. რომ ძალიან გაუმართლებს მის ყველა მეგობარს, რადგან ძლიერი და ერთგული საყრდენი ეყოლებათ მისი სახით. რომ ძალიან ვამაყობ, რადგან მე და გიომ და ჩვენ ყველამ შევძელით და ძლიერი საფუძველი ავაშენეთ მასში რწმენის, სიყვარულის, სწორი გზის განსაზღვრის.... და ხანდახან კი მეშინია იმ დიდი პასუხისმგებლობების, რომ ვერ შევძლო და რამე ისე ვერ გავაკეთო, როგორც საჭიროა, რომ წინ გარდატეხის ასაკია, რომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინაა.... მაგრამ მერე ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ეს კარგი საფუძველი საკმაოდ მყარია და მისით სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ.

          21/06/2020

          ***

          კარგა ხნის წინ, ერთი პატარა დღიური გავაკეთე, რომელსაც შენთვის და ვიკისთვის ვინახავ. ცხოვრების ყველაზე რთულ დროს, როცა კი გულში გაივლებ რომ მარტო ხარ, ან არასაკმარისად უყვარხარ ვინმეს, მინდა ამ ჩანაწერებს გადახედო და ყველა წამი იგრძნო, რომელიც ჩვენს სახლში გაგვიტარებია. ვიცი, იდეალური დედა არ ვარ, მეც სულ ვსწავლობ, ვცდილობ, ვსინჯავ... მაგრამ მთავარი, რაშიც არასოდეს მინდა ეჭვი შეიტანო ის არის, რომ მე შენს გვერდით ვიქნები, აწ და მარადის! სულ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები, ყველაზე მეტად. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო პატარა 😍

          20/06/2024

пятница, 25 декабря 2020 г.

სანუკვარ ადამიანებზე და არა მხოლოდ...

Автор: ჯუნა на 12/25/2020 0 коммент.

 საიდან მოდის ყველაზე სასიამოვნო და ჩვენი ქვეცნობიერის შემქმნელი მოგონებები? რათქმაუნდა ბავშვობიდან.... 

გუშინ გვიან ცენტრში ვსეირნობდი და ძალიან მძაფრად ვიგრძენი მაკის კარტოფილი ფრის სურნელი :))) აი ფილმებში რომ გვინახავს ხოლმე, ისე დატრიალდა და გაცოცხლდა ღრმად შენახული და გადამალული მოგონებები... მამაჩემი რომ სამსახურიდან დაბრუნდებოდა, ჩაგვისვამდა მანქანაში მე და ჩემს ძმას და მივდიოდით დრაივზე :) დღესასწაული იყო დღეები, როცა მამა ძალიან კარგ ხასიათზე იყო, დედაც, პრობლემა არ გვქონდა და ასე გზაში ვყვებოდით დღის ამბებს, ვიცინოდით, ხანდახან ვმღეროდით :) მერე იყო იმ ქაღალდის პარკების გადმოწოდება უკან, სურნელოვანი ფრის, ბიკ მაკების და ყველის სოუსის :)) უცნაურია რომ ბავშვობასთან ეს სურნელები ასოცირდება, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან კარგ მდგომარეობას ასახავს ეს ეპიზოდი და ასე სურნელოვნად მაქვს ჩარჩენილი გონებაში.

და ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, აი ჩვენი შვილები რომ გაიზრდებიან - რა ჩარჩებათ გონებაში?

ხანდახან ისეთი უსიამოვნო დეტალები ამომიტივტივდება, რაც საერთოდ არ მინდა მახსოვდეს, მაგრამ მაინც მახსოვს და როგორ არ მინდა მსგავსი ჩემს შვილებსაც ჩარჩეთ... აი როგორ ვებუზღუნები გიოს, ან როგორ ვეუბნები უარს თამაშზე ბავშვებს, როგორ არ მცალია მათთვის, ხანდახან როგორ არ მყოფნის მოთმინება და ვყვირი და ... არ ვიცი

ჰოდა ამ თემებზე ჩაფიქრებული, თემოს ვთხოვე მოეყოლა ჩემთვის ძველი ამბები მისი გონებიდან, ყველაფერი რაც ახსოვდა და ემოციებად დარჩა... ჰოდა მომიყვა ყველაფერი კარგი, როგორ ვთამაშობთ, ვცეკვავთ, დავრბივართ და ა.შ. ))) მაგრამ კიდევ ერთი ამბავი მომიყვა, ყველაზე საინტერესო :) რომ ერთხელ, 39 სიცხით იწვა და ცუდად გრძნობდა თავს, შეშინებული იყო, მე კი იმის ნაცვლად, რომ ისე მოვქცეულიყავი, როგორც იქცევა ალბათ დედების აბსოლუტური უმრავლესობა, დედამ შემოგევლოს მეძახა და შეშინებული მერბინა წინ და უკან - ვუთხარი, როგორ არაფერში დამემგვანე, რა გაშინებსთქო :) ჩემი ჭკუით, ალბათ ვეცადე გამემხნევებინა და ძალა მიმეცა მისთვის, ალბათ მინდოდა მეჩვენებინა, რომ არაფრის არ უნდა შეეშინდეს, მაგარი იყოს და მუსკულებით დახვდეს ყველა სირთულეს, მათ შორის ავადმყოფობასაც. მას კი ეს გულში ჩარჩა და აქამდე ახსოვს :)  

რამდენ დეტალზე ფიქრია საჭირო იმისთვის, რომ არ ვატკინოთ გული ყველაზე სანუკვარ ადამიანებს, არ ამოგვცდეს ხანდახან პირიდან ის სიტყვები, რაც მხოლოდ ემოციებისგან იქმნება და ზუსტად 1 წუთში ისე აღარ ვიფიქრებთ... რამდენი მობილიზება და ძალა ჭირდება იმას, რომ მუდმივად ის ვილაპარაკოთ, ისე ვიმოქმედოთ და ისე ვიცხოვროთ, რომ არავის ვავნოთ, არავის ჩავრჩეთ უსიამოვნო მოგონებად  და ყოველთვის ისე გაიგონ ჩვენი, ზუსტად ისე, როგორი განწყობაც გვაქვს და როგორც ვფიქრობთ. და არასოდეს გვაჯობოს წამის ემოციამ, არ დაჯაბნოს ჩვენი რეალური და ბუნებრივი სიკეთე....

ყველაზე კეთილი სურვილია ალბათ, რაც შეიძლება მქონდეს სხვა ადამიანების მიმართ....

четверг, 10 декабря 2020 г.

დისტანციურად მუშაობის ბედნიერება

Автор: ჯუნა на 12/10/2020 0 коммент.

          დისტანციურად ვმუშაობ სტაბილურად მარტის შემდეგ.... ამ პერიოდებში სამსახურში რამდენჯერმე გავედი, თუმცა სულ ცოტ-ცოტა ხანი :( 2 კვირის წინ გაბრაზებული და საკუთარი პროდუქტიულობით უკმაყოფილო, სამსახურში დავბრუნდი და ლამის 300 კაციან ოფისში კანტი-კუნტად მოსიარულე რამოდენიმე ადამიანთან ერთად გავაგრძელე მუშაობა. თავიდან ამოვისუნთქე, ისევ შევიგრძენი ყავის ყველა ყლუპის გემო )) შეხვედრების მშვიდად მოსმენის და  მიკროფონის ჩართვის ბედნიერება, სიმშვიდეში მუშაობის მუღამი გავიხსენე :) მაგრამ 2 კვირის თავზე ამდენი მარტოობა თითქოს მომწყინდა, თან გამახსენდა, რომ თემო 1 კვირაა ყოველ დილას არ წახვიდე არ დამტოვოს მიმღერის :))) და ბავშვების პირობა მივეცი, რომ ერთი დღით მაინც ისევ სახლში დავრჩებოდი და აი, სახლში ვარ :)

          დილა გათენდა და დაიწყო.... ჯერ ერთმა გაიღვიძა, კომპიუტერი გამიწია და მაგრად ჩამეხუტა, საუკუნის უნახავივით, რა კარგია სახლში რომ ხარო... მერე მეორემ გაიღვიძა... აწია ხელები იეეეს ძახილით და კალთაში ჩამიჯდა. ეს ემოციები რომ გადავიარეთ (😇😊), ჩემი კალთა როგორც იქნა გათავისუფლდა, კომპიუტერი კი დამიბრუნდა, ვიფიქრე მორჩათქო......
          ამ დროს ვიქტორია მოვიდა, შენ მინდა რომ ტანსაცმელი გამომიცვალოო (ჩემი სამი ბებო არ მაკმაყოფილებს და მხოლოდ შენ განდობ ჩემი გამოცვლის მთელ პასუხისმგებლობასო :))) 

          მერე თემო მოვიდა, დე იცი დღეს კუმშვად კვეცად სიტყვებს გვიხსნიან და ხომ მაგარიაო... მე დროს არ ვკარგავ, თავის აწევის გარეშე ვთხოვ რომ შესვენებაზე ხელ-პირი დაიბანოს, კბილები გამოიხეხოს და მოწესრიგდეს. თუმცა თავის აწევა მაინც მიწევს, რადგან მატყუებს რომ უკვე მოწესრიგებულია, მერე ჩემს გამჭოლ მზერას ვერ უძლებს და მნებდება :))

          ამ დროს ჩასაფრებული ვიქტორია გამოხტება  - დე თემომ რომ მოგატყუა, დიდი ცხვირი ხომ გაეზრდებაო.... დავარწმუნე რომ ნამდვილად გაეზრდებოდა. სულ ცოტა ხნით დავბრუნდი კომპიუტერში. ამ დროს:

          - ლოტო ხომ არ გვეთამაშაო, მოსინჯა ყველაზე პატარამ. ჩემგან დელიკატური უარი რომ მიიღო დიდი ბოდიშებით, ახსნებით და კოცნებით, ჩავთვალე რომ ბედს დამორჩილდა და თავი გამანება, თურმე ჩუმათ მაგიდის ქვეშ შემომძვრალა და 5 წუთის შემდეგ ვეჰ შეძახილით ამოხტა და მეც ამახტუნა...

          მერე იყო თემო თავისი ნობათით, ჩიფსებით და თხილით მომადგა, ხომ გიყვარს და ჭამეო. მერე ერთ-ერთმა ბებომ მადისაღმძვრელი ღვეზელები გამოაცხო და მომართვა, ჭამეო ბებომ გენაცვალოსო.... მერე დედაჩემი მოვიდა, ყავა მომიდუღა, ცოტა დამელაპარაკეო, რა არასდროს გცალია ჩემთვისო... მერე გიო მოვიდა შესვენებაზე, ერთად ვისადილოთო, რა დროს მუშაობააო...

          ხოდა მოკლედ, ხვალ სამსახურში მივდივარ და კორონა, წადი რა 😕😁

воскресенье, 21 июня 2020 г.

My number ONE

Автор: ჯუნა на 6/21/2020 0 коммент.
          
          სულ პატარა რომ იყო, ჩემს გარეშე რომ არ შეეძლო, სულ გვერდით რომ მყავდა, დედას რომ მისტიროდა, ხელებს რომ მომხვევდა და სიყვარულს მიხსნიდა :)))) ახლა რომ გაიზარდა და ბიჭობს, დასერიოზულდიო რომ მეჩხუბება :)) იმ ბიჭის დღეობაა სუულ მალე 😎 ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მთავარი ისევ იგივეა - ისევ ისეთია, უზომოდ ემოციური, გულისხმიერი, მზრუნველი და სულ შეუძლია თვალებში მიყუროს....
          ძალიან უყვარს ადამიანები, გულუბრყვილოა, ყველაფერს განიცდის. არ ვიცი როგორ შეიძლება ასე შვილი გავდეს მშობელს, მაგრამ გიოს ასლია ყველა თვისებით, ქცევით, დამოკიდებულებებით... :) მის გვერდითაც ისევე დაცულად ვგრძნობ თავს, ვიცი რომ ჩემზე იზრუნებს და სულ გვერდით იქნება :)

         ცოტა ხნის წინ, გიოს ბაბუ გარდაიცვალა, ჩემი დედამთილი, რათქმაუნდა, ტიროდა და მშობლებთან წასასვლელად ემზადებოდა. ხარჯებისთვის, ჩემმა მამამთილმა რაღაც თანხა მისცა, დაგჭირდებაო. გიომაც დაუძახა და ცოტა ფული მისცა, გამოგადგებაო. და თემუკაც ეძახის: ბებო, მოდი საქმე მაქვსო :) ცალკე ოთახში გაიყვანა და თავისი დაგროვილი ფული მიაწოდა - დაგჭირდება და აიღეო.... :)

          ზოგჯერ მგონია იმედებს ვუცრუებ, ვერ ვაძლევ საკმარისად იმ ყველაფერს, რაც მას უნდა და სჭირდება: დროს, ყურადღებას, ძალისხმევას.....
          დე, თუ ამას ოდესმე წაიკითხავ, მე შენით ძალიან ამაყი ვარ. ყველაზე მთავარია, შენ იყო ღიმილიანი, ბედნიერი, ჩვენ ამისთვის ნამდვილად ყველაფერს შევძლებთ.
                                                                                                                                   შენი დედიკო
                                                                                                                                      14/05/2020

          დღეს, 12 საათის ზღვარზე, ერთად დავჯექით და ბევრი ვილაპარაკეთ :)
          შევაჯამეთ ჩვენი 9 წელი, რა მოგვწონს ერთმანეთში, რა გვაქვს გამოსასწორებელი, რა - დასახვეწი, რაზე საფიქრალი :) რამხელაა უკვე, თავისი აზრებით, შეგნებით, ფიქრებით....
          ვუთხარი რომ ძალიან მომწონს მასში სიკეთე. რომ ძალიან მომწონს მასში ერთგულება. რომ ძალიან გაუმართლებს მის ყველა მეგობარს, რადგან ძლიერი და ერთგული საყრდენი ეყოლებათ მისი სახით. რომ ძალიან ვამაყობ, რადგან მე და გიომ შევძელით და ძლიერი საფუძველი ავაშენეთ მასში რწმენის, სიყვარულის, სწორი გზის განსაზღვრის.... და ხანდახან კი მეშინია იმ დიდი პასუხისმგებლობების, რომ ვერ შევძლო და რამე ისე ვერ გავაკეთო, როგორც საჭიროა, რომ წინ გარდატეხის ასაკია, რომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინაა.... მაგრამ მერე ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ეს კარგი საფუძველი საკმაოდ მყარია და მისით სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ.

          ბევრი რთული გზა გველის ალბათ წინ, მაგრამ ერთად, მჯერა, ყველაფერს მოვერევით, რაც მთავარია - მე შენთან ვარ. აწ და მარადის :)

          დაბადების დღეს გილოცავ დე 😍 უფ, როგორ მიყვარხარ !!!
                                                                                                                                      21/06/2020

среда, 16 октября 2019 г.

story fb-ის გაუქმებისა :)

Автор: ჯუნა на 10/16/2019 0 коммент.
                                                                          ***
          იყო რაღაც ძალიან გრძელი პერიოდი, როცა თემო ყოველ დილით ტიროდა, თუ იმ დროს გაიღვიძებდა, როცა უკვე სამსახურში ვიყავი წასული.... ყოველი ძილის წინ მთხოვდა დილით მეკოცნა და თუ ისე ფრთხილად ვაკოცებდი, რომ არ შეფხიზლდებოდა, უკვე წასულს მირეკავდა და მეჩხუბებოდა...... ტიროდა.
          ვიქტორიას ეს ასაკი ცოტა ადრე დაუდგა. ალბათ ერთი-ორი წლით ადრე. რომ მეგონა ბაღს შეეჩვია და ყველაფერი გადავლახეთ, ორი დღე მიტრიალა კითხვები:
         - ყველას დედა რომ აკითხავს, მე რატომ მაკითხავს სულ ბებო?
         - დღეს გელოდებოდი, მეგონა დღეს მაინც მომაკითხავდი და ისევ ბებომ მომაკითხა...
         - სულ რატომ ხარ სამსახურში?
         - საერთოდ რატომ უნდა იმუშაო?
         ამ ორი დღის მერე კი ადგა და გადაწყვიტა, რომ სულ აღარ უნდოდა ბაღში სიარული...

                                                                           ***
         - დედა, რატომ არ გამაღვიძე რომ წახვედი, ახლა მთელი დღე ვერ გნახავ....
         8 წლის შვილის მესიჯი მოუვიდა ოთახის თანამშრომელს. სახე შეეცვალა. იჩურჩულა ტელეფონში, გარეთაც გავიდა. ამშვიდა. ის ცალკე, თავისი თავი ცალკე.
         - დე არ იტირო და ცუდ ხასიათზე არ იყო.... თუ გიყვარვარ - მესიჯი მიწერა ბოლოს.
         - კარგი, შევეცდები - მოკლე პასუხი გადიდებული პატარა შვილისგან

         გიჟური რიტმის დრო მოვიდა. სადაც მუდმივი დეფიციტია ურთიერთობების. თითქოს რამდენია ეს ყველაფერი. თითქოს სულ მიმოწერაში ვართ, თითქოს სულ ურთიერთობებში ვართ, თითქოს სულ საუბრებში ვართ, სულ მესენჯერებში ვართ, სულ ყველამ ყველაზე და ყველაფერი იცის და მაინც.... ურთიერთობების დეფიციტის დრო მოვიდა. როცა დრო გარბის და ჩვენ მივსდევთ, გამუდმებით მივსდევთ და ვერ ვეწევით. ვერ ვიცლით საკუთარი შვილებისთვის და გვიკვირს იმ ოჯახების კვირაში ერთხელ რომ ერთობლივად განტვირთვას მოახერხებენ.
          - როგორ ახერხებთ? - მე თვითონ უკმაყოფილოს ბევრი მეკითხება.
         მაგრამ რას?
         ვერ ვახერხებ. ვერაფერ საკმარისს. როცა დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია, საიდანაც 10-ს სამსახური იკავებს, დანარჩენ დიდ წილს ტრანსპორტი, ძილი, ჭამა, თავის მოწესრიგება, ბავშვების მოწესრიგება, კითხვა, გათიშულ მდგომარეობაში fb-ის სქროლვა, ვარჯიშიც პერიოდულად..... და რამდენს იკავებს საკუთარ შვილებთან საუბარი? დღეში 1 საათს? 2-ს?....

         გარდა ამისა, რამდენი ადამიანი ელოდება მუდმივად და  გრძნობს ურთიერთობების დეფიციტს სხვებისგან.... დედა, მამა, ძმა, და, ბებია, ბაბუა, ბიძა, დეიდა, მამიდა, მეგობრები, პერიოდულად ნათესავები, შეიძლება მეზობლებიც, ან ნათლიები, ნათლულები, ან კოლეგები..... ყველას უნდა მიიღოს რაღაც თავისი კუთვნილი ნაწილი ყურადღების, ზარის, შეხვედრის, სითბოსი...... თანამედროვე ადამიანი, რაღაც ოცთავიანი გველეშაპის მსგავსად, ანაწილებს ყველაზე და ყველაფერზე დროს, ძალას, ენერგიას, ემოციას...

          გამოსავლის ძიებაში გავაუქმე fb, მცირე ხნით, უფრო იმისთვის, რომ გათიშულ მდგომარეობაში სქროლვის ჩვევა მომშლოდა. მოვუძებნე ალტერნატივა: instagram-ს  ვსქროლავდი :)

          სერიოზულად ვაპროტესტებ ასე ცხოვრებას და მინდა ვიცხოვრო სხვაგვარად.
          მინდა იმდენი დრო გავატარო დღის განმავლობაში ბავშვებთან რამდენიც მინდა მე და მათ.
          მინდა თემო მე დამყავდეს სკოლაში და მე ვხვდებოდე იქედან გამოსულს. მინდა ასეთი დღეები არ იყოს მისთვის წელიწადში რამოდენიმეჯერ და დღესასწაულის ტოლი.
         მინდა ჩემი და გიოს საუბრები არ იყოს მხოლოდ მაშინ, როცა დავგეგმავთ, საღამოს დროს ბავშვებს მოვაკლებთ და სადმე გავიპარებით, უცებ შევისრუტავთ ერთმანეთის დანაკლისს, ყველაფერს მივედ-მოვედებით და სახლში გავიქცევით.... მინდა ეს დღის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი იყოს.
         მინდა ჩვეულებრივი დღეები სავსე იყოს ურთიერთობებით, ყურადღებებით, ლაივებით......
         შესაძლებელია?

პ.ს. ჰო მართლა, საბოლოო ჯამში ვიქტორიამ ბაღის გადაყვარება ვინმე გაბრიელს დააბრალა. რომელმაც, თურმე, სიყვარულზე უარი უთხრა :) მადლიერი ვარ.... მძიმე სინდისის ქენჯნიდან მიხსნა :) თუმცა რომელი ვარიანტი ჯობდა, აღარ ვიცი.... :))

суббота, 13 апреля 2019 г.

ამბები დღიურიდან

Автор: ჯუნა на 4/13/2019 0 коммент.
1 აპრილი, 2019
 
სასტუმროში ვართ, ციხისძირში. ზღვიდან მეორე სართულზე. მხოლოდ ჩვენ: მე და გიო. და წინ ჩემი ზღვაა გადაშლილი. ბედნიერებისთვის ალბათ მხოლოდ ის არ მკმარა, რომ ჩემი ბავშვები ყვიროდნენ აქვე სადმე სიხარულისგან და გაოცებისგან დაღებული პირებით.
 რა კარგია როცა შეგიძლია შენი სამყარო შექმნა სადმე. 15 კვადრატულში გამოიკეტო, თან შემოილაგო ყველაფერი, რაც გიყვარს და მხოლოდ ამ ყველაფრით ტკბობა და სიმშვიდე იყოს შენი ცხოვრება. და როგორ მინდა ვიცოდე და შევძლო ამ 15 კვადრატის მთელ სამყაროში გადატანა. აი როცა აქედან გავალთ, მანქანაში ჩავჯდებით და მთელ ქვეყანას შევუერთდებით - მე ისევ ასეთი ვიყო. მშვიდი, გაწონასწორებული, გულში ზღვა სიყვარულით, დარწმუნებული იმაში, რომ ჩემს თავში არავინ მეცილება, დარწმუნებული სწორ ერთადერთ გზაში ათასი არჩევანის გარეშე. და ვტკბებოდე საკუთარი ცხოვრებით ისე , როგორც ამ პატარა ოთახში შემიძლია. ზღვიდან მეორე სართულზე.

 2 აპრილი, 2019
          რა მშვენიერი შეიძლება იყოს გარემო შენს ირგვლივ. 
          ეს წვიმის წვეთები, ასე გამეტებით რომ ეცემიან ფანჯრებს, ბამბუკები, ხავსმოკიდებული ხეები და უსახური სახლებიც კი, რომელთა მიღმა ღრუბლების ჩრდილით გაშავებული ზღვა ბობოქრობს. რეი ჩარლზის ხმა ამ ყველაფრის ფონად და ჩვეულებრივი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეგვიძლია დაუფიქრებლად მივიღოთ.
აი მაგალითად დღეს. ჩვენი ლურჯა სახლის ნაცვლად ფოთში მიგვაქროლებს 🌞 

          ფოთში ვეძებდით ზღვას, კოკისპირულ წვიმაში და ნისლში :)) დაახლოებით 1 საათი ვიბოდიალეთ და ახალი აღმოჩენა გავაკეთე. უცხო ქალაქში, უცნობ ქუჩებში ბოდიალი ყოფილა წამალი :) უმიზეზო მწუხარებების და დაუმორჩილებელი შფოთვების :) 

4 აპრილი, 2019
          ეკლესიის შუაგულში ვიდექი და ვტიროდი. ცხარე, ცხელი ცრემლებით. ხალხი ირეოდა ირგვლივ.

- აცხე? ჩქარა აცხე!
- მერამდენეა?
- მიდი გოგო ეგერ მამაოსთან!
- საიდან იწყება რიგი?.......

         რაღაც რა შორს არიან აქედან.... თუმცა რა ჩემი საქმეა.

         მე რა მატირებდა? არ ვიცი. შუაგულში ვიდექი და საკუთარი ცრემლები ლოყებს მიწვავდა.

         არსებობს მდგომარეობები, როცა არაფერი იცი. ჰოდა მეც არაფერი ვიცოდი.
        და როცა არაფერი იცი, როცა გეშინია შეცდე...რა შეიძლება იყოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც არასოდეს იქნება შეცდომა? ჩახუტება. ჩახუტება იმასთან, ვინც გარეთ იდგა და შეშინებული თვალებით მელოდა. რათქმაუნდა. როცა არ იცი როგორ მოიქცე, როცა არ იცი რომელია სწორი გზა, მაშინაც კი.... ჩახუტება. 
        შემიძლია იმდენი ვიტირო რამდენიც გამიხარდება, გული ამოვიგდო, ცრემლები დავცალო, საკუთარი სული დავაცხრო. მაგრამ სულ მეცოდინება, რომ ის შორიახლოს, ჩემთანაა. დგას და მელოდება. და სულ მეცოდინება ერთადერთი სწორი გამოსავალი საკუთარ ცხოვრებაში. ერთადერთი გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, როცა არაფერი იცი.    

11 აპრილი, 2019
- დედა! 2 კვირის წინ რომ გთხოვე ილოცეთქო, მარტო იმ დღეს ილოცე და მორჩა ხო?!

დამნაშავე ვარ. რა მეთქმის. ვდგავარ ჩუმათ ჩემთვის.

- წამოდი ახლავე. სანამ ერთად არ ვილოცებთ, არ დაგაძინებ! 

ისეთი კატეგორიულია თან მეღიმება, თან ვფიქრობ ვაი ჯუნა, აი როგორ მოექცა შენი საქმე 😂🤦‍♀️
მივყვები რათქმაუნდა.

- მე ხმამაღლა წავიკითხავ და შენ მომისმინე!

კითხულობს მამაო ჩვენოს. მერე თავისი ხელით ფურცელზე დაწერილ ღვთისმშობლის ლოცვას. მერე ზეთს იღებს.
შუბლზე იცხებს მთელი გულმოდგინებით, მეც მაცხებს თავისი ბოტოტა თითებით, მიდის და საძინებელში მძინარე ბებოს აცხებს, გიოსაც, თავის დასაც.
ვუყურებ და ვფიქრობ, რამხელა საქმეა გენეტიკა. მთელი გიოს კეთილშობილება, მზრუნველობა, სათნოება შეუსრუტია და ყველაფერი კარგითაა სავსე. და მიხარია. რათქმაუნდა ძალიან მიხარია
 
среда, 28 ноября 2018 г.

დღიურებიდან

Автор: ჯუნა на 11/28/2018 1 коммент.

 31.08.2018
რა საყვარლები არიან რაჭველები :) ამბროლაურში ვართ, სადღაც ტავერნა კრიხულაში. კითხვაზე: სად შევჭამთ ყველაზე გემრიელად - რაჭველებმა აქ გამოგვიშვეს: ბნელ, გემრიელ და აშკარად შინაურულ ადგილას, რადგან ჩვენს გარდა ყველა კლიენტი ნაცნობი იყო და მზარეულ-მენეჯერმა ფული არ გადაახდევინა :)) ერთდროულად კართან და სამზარეულოსთან ახლოს მოვკალათდით და შევუკვეთეთ საჭმელი, მათ შორის, რათქმაუნდა, ლობიანი ლორით. სამზარეულოში რომ შეკვეთა გადასცეს, რაჭული გაოცება მოგვესმა ,,შე კაცო, ხაჭაპური არ ჯობია ლობიანსაო" და სადღაც 10 წუთში მართლა ხაჭაპური მოგვიტანეს :) 
ვფიქრობდი, რა ბედნიერებაა, როცა დეტალებს შეუძლიათ ადამიანების გაბედნიერება. ამ დროს თავი გაცილებით სხვა სამყაროში შეიძლება იგრძნო, სადაც ყველაფერი ნათელია, კარგია და სადაც ყველას ყველა უყვარს...

1.09.2018

კარავში ვართ, კრიხულაში :) ეს ადგილი რაღაც პატარა ჩიტის ბუდეს გავს. ყველაფერი მართლაც რომ ერთ ბუდეშია, რომელმაც სრული წარმატებით დაიტია დღეს რომეო და ჯულიეტა ჩემი ცრემლებით, ჩემი და ანდრე რიეუს გაცნობა, ფიგაროს ქორწინება, პატარა ბავშვებივით აღფრთოვანება და ბევრი სიცილი, ცეკვა თავდავიწყებით და ფიქრები, თითქოს ეს დღე იყო ცხოვრების უკანასკნელი, რომელიც მთელი სიმძაფრით უნდა შეგეგრძნო.

არსებობს გრძნობა, როცა აღმატებულად კარგად გრძნობ თავს. ამ გრძნობით სავსე მდგომარეობაში შეგიძლია ჩათვალო რომ ყველაფერზე ძლიერი ხარ სამყაროში და ვერც ერთი მთა ვერ დაგიდგება წინ.  
ჰო, ანდრე რიეუ ძალიან საყვარელია. კეთილი და საოცარი იუმორით. გიო ამბობდა, ალბათ რა ბედნიერებაა როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, თან მშვიდად ხარ, რადგან ზუსტად იცი ჭეშმარიტად კეთილშობილ რამეს ქმნი, თან საკმარისი ხელფასიც გაქვსო. მართალია. ნეტავ მეც მოვიფიქრო რამე ისეთი, რაშიც საკუთარ თავს ბოლომდე გავხარჯავ და ზუსტად მეცოდინება, რომ ჭეშმარიტად კარგს ვეჭიდები.

 19.11.2018
 ბოლო დროს ბევრი დრო მჭირდება საკუთარი თავისთვის. რთული პერიოდი მაქვს, ჯერ რომ არ ყოფილა იმდენი მუშაობის და სწავლის.
იმდენად შევიჭერი როლებში, სულ ვფიქრობ ნეტა კიდევ უფრო მეტი დრო მქონდეს, ნეტა ღამე უძილობაც არაფერს მაკლებდეს, ნეტა ბავშვებიც დიდები იყვნენ, რომ არ ჭირდებოდეს ჩემი ჩარევა მათი პირის დაბანებს და ბუტერბროდების კეთებებს ნეტა კიდევ უფრო დიდ მუსკულებიანი და სუპერ ენერგიული ვიყო....
მაგრამ არის დღეები, როგორც დღეს, როცა ნანატრი დრო ჩნდება და შემიძლია იმდენი დრო დავუთმო საკუთარ თავს, რამდენსაც ვფიქრობდი, რომ მჭირდებოდა. და ახლა, სრულიად უუნარო ვარ. მხოლოდ ვიქტორიას თვალების ტრიალი, თლიფინი ან თემოს უკბილო ღიმილები მელანდება
ეს იმ სერიიდანაა, როცა ზუსტად იცი რაშია შენი საკუთარი ბედნიერება.

 20.11.2018
თბილისიდან ისე ჩამოვედი დაღლილობა სულ არ მეტყობოდა, სულ რაღაც ლაპარაკი არ შემეძლო და ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა :) ჩიხში გიო დამხვდა. ბავშვებისთვის ნაყიდი შოკოლადები ჯიბეში ჩამიკუჭა, ვიცოდი რომ მაღაზიაში გავლის ძალა არ გექნებოდა და შენ მიეცი, ვითომ თბილისურიაო :) სახლში ქურდივით შევიპარე და პირველი თემომ დამინახა. გამოიქცა და ისე ჩამეხუტა, მეგონა სადღაც საზღვარგარეთ ვიყავი და 5 წლის შემდეგ ძლივს დავუბრუნდი ოჯახს :) გული რომ ვიჯერეთ უკვე ვიქტორია მორბოდა დეედიკოს ძახილით. ისიც ისე ჩამეფსკვნა ლამის საბერძნეთსაც გავცდი :)
ჰოდა ვფიქრობდი, რა მარტივად კარგია ყველაფერი. აი სულ არაფერი, არაფერი რომ არ გინდა, გარდა იმისა რაც ისედაც გაქვს.
საძინებელში ვიჯექით, საწოლზე, წრეში, 4-ნი, ჰეფი ბესდეის ვუმღეროდით რიგ-რიგობით ვიქტორიას ყველა თოჯინას: ბაბის, ტასოს, ნონა ბებოს, კატოს, ბარბარეს, ვიკის :) მერე ჯუნას, მერე გიოს, მერე თემოს..... 

ბოლოს ჩვენ ყველა სახელი ამოვწურეთ და ყელიც გვეტკინა, მაგრამ ვიქტორია ბოლომდე გაჰკიოდა: ჰეეფი ბეესდეი დიივაანი..... რაც მისეული დეარის ვარიანტია :) და მეჩხერი ულამაზესი პრინცესული ღიმილით გვანათებდა :))

воскресенье, 7 января 2018 г.

შობას გილოცავთ!

Автор: ჯუნა на 1/07/2018 1 коммент.
          იყო და არა იყო რა

         - ბოროტი ადამიანები არსებობენ?
         - არა დე.
         - აბა ხომ იქცევიან ადამიანები ცუდად?
       - ცუდად ყველა ვიქცევით დე, მაგრამ მერე თუ გამოასწორებ და უკეთ მოიქცევი, ესეიგი ბოროტი არ ხარ.

          იყო ერთი ბიჭი, რომლის დედასაც არასოდეს ჰქონია მცდელობა თავისი შვილისთვის სამყარო მატყუარა ვარდისფრად შეეფუთა. შთაეგონებინა რომ ის პრინცია, რომ სამყარო მის ირგვლივ ბრუნავს და სხვა მსგავსი იყოარაიყოები...... ეს დედას არ სჭირდებოდა. ის თავად შთაგონებული იყო 😊 მას თავად სჯეროდა, რომ მშვენიერ სამყაროში ცხოვრობს. ზოგადად, მას ძალიან გაუმართლა ცხოვრებაში. ან შესაძლოა უბრალოდ ნიჭიერი იყო. ძლიერი ოპტიმისტური ნიჭით ნიჭიერი და ყველაფერს იმაზე ბევრად უკეთესად ხედავდა, ვიდრე სინამდვილეში იყო......

          იმდენი ცუდი და მძიმე გადამივლია აქამდე, მასიურად დეპრესირებული საზოგადოება რომ ვერც შემოუვლიდა ალბათ....  და სულ მინდოდა ჩემი შვილები ისე გამეზარდა, როგორც მე გამზარდეს. არაფერი ამარიდეს, არაფერი მომატყუეს, არაფერი შემიფუთეს, ყველაფერიც მქონია და არაფერიც, ძალიან კარგადაც მიცხოვრია და ყველაზე ცუდადაც..... მაგრამ მთავარი, რაც ყოველთვის მქონდა და რამაც ისეთი გამხადა, როგორიც ვარ, - სიყვარულია. მუდმივი გრძნობა იმისა რომ სხვას, ვინმე მესამეებს ვუყვარვარ და ჩემი არსებობა სჭირდება. და არავის ჩაუდევს ჩემში ეჭვი იოტისოდენაც. მხოლოდ იმედი და რწმენა.
          და აი ახლაც, მე ვცხოვრობ განუსაზღვრელი სიყვარულის შეგრძნებით და არაფრის, საერთოდ არაფრის არ მეშინია. გარდა იმ მყარი შეგრძნების დაკარგვისა, რაც შთაგონებულს მხდის. დღესაც ბედნიერი ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, არსებობენ მესამეები, ვისაც ვჭირდები ისეთი, როგორიც ვარ. ვისაც ძალიან მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ... ვისაც გულით გაუხარდება ჩემი სიკეთე. ვინც ზურგად დამიდგება. ვის გამოც მე ვიტირებ სულ ტყუილად, მარტო იმიტომ, რომ სიყვარულს ვიგრძნობ მთელი სიმძაფრით, ვისი იმედიც ღრმად გულში ყოველთვის მექნება და ვის დაღალატებასაც ყველაზე კოშმარულ ფიქრებშიც კი ვერ დავუშვებ..... ვისთანაც არასდროს არაფერი ყოფილა, რისი გახსენებაც არ მინდა და ვისთანაც, დრო რომ დაბრუნდეს, ზუსტად იგივეს გავაკეთებდი რაც გავაკეთე... იმიტომ რომ მგონია, ყველაფრის შედეგი სიკეთედ დამიბრუნდა და არ შეიძლება ცუდი იყოს ის, რასაც შედეგად სიკეთე მოაქვს.

          შობას გილოცავთ
          ჩემთვის ყველაზე საყვარელ დღესასწაულს
          ალილოდან დავბრუნდი და ძალიან ბევრი ადამიანის სიხარულიანი თვალები ვნახე. დღეს, თუ ზებუნებრივი ჯადოსნობების არა, ის მაინც უნდა ირწმუნოს ყველამ, რომ ადამიანებს ჯადოსნობების კეთება თავად უნდათ და უხარიათ.... და ეს მარტივია. მთელი ჯადოქრობა მხოლოდ სიკეთეშია.
           შობას ახალი უნდა დაიბადო ხოლმე - გულში უფლით, სიკეთით და უსაზღვრო რწმენით.
         რასაც გულწრფელად გისურვებთ. ყველას.

четверг, 17 августа 2017 г.

ძილისწინა ამბები დესპასიტოზე

Автор: ჯუნა на 8/17/2017 0 коммент.
         
          გუშინ ჩემმა უფროსმა შვილმა ყურში მიჩურჩულა: დედი, იცი ჩემ საყვარელ სიმღერას დესპასიტო ქვიაო.... მაშინ, როცა დედ-მამა ბავშვს გემოვნებას ვუხვეწთ, როცა მამის საგულდაგულოდ არჩეული ფლეილისთიდან საღამოობით ტკბილად იღვრება ხრინწიანი My first my last my everythiing.......
         თემოს საყვარელი სიმღერა თურმე დესპასიტოა..... 

         ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა რაც ხმა და ძალა ჰქონდა ჩვენს ტელევიზორს და იუთუბს ერთად, დესპასიტო ჩავრთეთ. მთელი ძალით გულში ჩავიკარი და მანამ ვიტრიალეთ ერთად, სანამ ძალა გამოგველია.... ყურში მესმოდა მისი ბედნიერი შეძახილები, ცხვირწინ კი კბილებდაკრეჭილი სიხარულიანი შვილი მიხახუნებდა სახეს.....

          ვფიქრობდი მის სხვა არჩევან(ებ)ს მომავალშიც ასე მხიარულებით მოვიწონებ თუ არა... დესპასიტო რა მოსატანია და მეც საკუთარი ფეხისწამოკვრებით ვარ მოსული 27 წლამდე (რომლებიდან უმეტესობამაც გაამართლა ქსტაწი)...

         პოზიცია ერთი: ყველა ადამიანი თავად არჩევს საკუთარ გზას. გაზარდე-ასწავლე-მიუთითე-აცადე.....
           პოზიცია ორი:  თავი გაუტეხე მანამ, სანამ არ გაიგებს რა არის წესი და რიგი, რა უნდა და როგორ უნდა........ ამაზე გამახსენდა, დედაჩემმა მითხრა ამის წინ, მეექვსე კლასში ოთხიანის გამო რომ გცემე იმიტომ ხარ კარგიო 🙈

          მოკლედ. დესპასიტო გადავიტანეთ. ველოდებით განვითარებას 😁

პ.ს. აღნიშნულ მოვლენებს ტაშისკვრით თვალყურს ადევნებდა ყურებამდე პირღია ვიქტორია, რომელიც ეჭვი მაქვს ძმას დაეწევა და სულ მალე გაასწრებს : )))) 💓

среда, 21 июня 2017 г.

წერილი თემოს...

Автор: ჯუნა на 6/21/2017 0 коммент.
          დილის 9 საათი იყო უკვე ჭავჭავაძეზე რომ გავრბოდი რაც ძალი - ღონე მქონდა მე  და გაზი ჩემს მანქანას. სამსახურში მაგვიანდებოდა. თან ვფიქრობდი. ვფიქრობდი, როგორ ძალიან იტირა ვიქტორიამ ჩემი წამოსვლისას. მერე ტელეფონში თემომ, რადგან ჯერ კიდევ ეძინა და წამოსვლისას არ ვაკოცე.... რომ სულ ვეღარ ვუთმობ მათ იმდენ დროს, რამდენიც მჭირდება და მინდა. რომ უკვე ძალიან გაიზარდნენ და გარკვევით ამბობენ ან აჩვენებენ რა უნდათ და რატომ.... მე კი ვერ ვეწევი....  რომ წუხელ გასეირნებას დავპირდი და ვერ შევუსრულე. რომ უკვე ეჭვი მეპარება საკუთარ თავში და როგორ მეშინია ერთხელაც არ მითხრან: დე იციი სილიბისტროს დედა მასთან უფრო მეტ დროს ატარებს........სილიბისტროს დედა კარგია........ ეს მე, ყველაზე უბედურს გამხდის.
           პირველი საათი იყო როცა შესვენებაზე გამოვედი. ექიმთან ვიყავი ჩაწერილი და ვაგვიანებდი. გავრბოდი ისევ რაც ძალი და ღონე მქონდა. ფართე, ცარიელ ქუჩას მივყვებოდი,  თან ისევ ვფიქრობდი.... პატარა რომ ვიყავი, დარწმუნებით ვამბობდი, რომ ოჯახი სუსტი ქალების ყოფაა. რომ ცხოვრების მთელი სიმაგრე თავისუფლებაში და მხოლოდ განვითარებაშია. რა სულელი ვიყავი....
          როგორ მინდა მეტი დრო მქონდეს თქვენთვის. შენთვის. დილას თვალს რომ გაახელ მე მხედავდე მომღიმარს. ბაღში წასასვლელად მე გამზადებდე. იქედანაც მე მომყავდე. ყველა სადილს და ვახშამს მე გიმზადებდე. (გახუხულ პურს რომ ყველს მოვახეხავ და ამის გამო მთვლი საუკეთესო მზარეულად.....) გული აღარ გწყდებოდეს იმის გამო, რომ შენს გვერდით ხშირად არ ვარ...  ან რომ როცა ვარ ვიქტორიას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ უნებურად ვიდრე შენ. რომ შენთვის ყველაფერი ცოტა შემრჩა. ყველაფერი მხოლოდ ის, რაც შემიძლია ფიზიკურად მოგცე.
           ექიმიდან უკან 2 ზე გამოვედი. რათქმაუნდა  ვაგვიანებდი. ნიკეას ქუჩაზე აწყვეტით მოვრბოდი.
           საღამოს 6 საათზე მასწავლებელთან მივრბოდი. მერე იქედან სხვაგან....... სახლში რომ მივედი უკვე 9 საათი ანუ უკვე ვიქტორიას ძილის დრო იყო.... მთელი დღის ნარბენს და არაქათგამოცლილს, ისინი შემეგებნენ ვისი გულწრფელობის ყველაზე მეტად მჯერა ჩემს ცხოვრებაში. ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდები, ვინც არასოდეს მიღალატებს ალბათ და ვისი სიყვარულიც ყველაზე ეჭვგარეშე და ერთგულია ჩემთვის.
           უკვე ხვალ დიდი იქნები.... 6 წლის. ახალი ეტაპი უნდა დავიწყოთ.... სადაც სულ შენი იმედი უნდა მქონდეს. ძალიან გადამეტებული წარმოდგენა მაქვს შენზე. ესეც ალბათ დიდი სიყვარულის ბრალია , მაგრამ სათანადო გამართლებას მოითხოვს. გწერდი, ყველაფერი ცოტა შემრჩათქო შენთვის. სიყვარული კი განუზომელია. იმდენი, სულ და ყველაფერში რომ გეყოფა, ეჭვიც არ შეგეპაროს!
           დაბადების დღეს გილოცავ დე. შენ საუკეთესო ხარ ჩემთვის. ძალიან მინდა უბრალოდ კარგი ადამიანი იყო. ეს იქნება ის, რაც მე ნამდვილად ბედნიერ ადამიანად მაქცევს.

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review