среда, 27 сентября 2017 г.

მყარ ზურგებზე

Автор: ჯუნა на 9/27/2017 1 коммент.

         საკუთარ თავს ბავშვად რომ ვგრძნობ, ალბათ ნორმალური აღარაა. მაგრამ ვფიქრობ, ბევრი მიზეზი მაქვს საამისოდ. შესაძლოა, ამით კომპლექსებსაც ვიხსნი. საკუთარ თავს შვებას ვაძლევ. თავს ვიმართლებ. დიდ, ძალიან დიდ და მძიმე პასუხისმგებლობებს ვილაითებ....
          არ აქვს მნიშვნელობა. დღევანდელი პოსტი პოზიტიური იქნება. ზურგებზე მინდა დავწერო. მყარ ზურგებზე. მე რომ ძალიან მჭირდებიან ისეთებზე. წაქცევას რომ არ განებებენ ისეთებზე. იშვიათებზე. ბრძოლაში ხმალს შენთან ერთად რომ იქნევენ ისეთებზე. განსაკუთრებულებზე. რომლებიც არ გტოვებენ. რომლებიც გვერდიდან არასოდეს გიყურებენ. არ ფლეგმობენ. ემოციებს იზიარებენ. კიდეც რომ დაიღალო და ხელები ჩამოყარო - არ გეშვებიან! არ გტოვებენ. და როცა საჭიროა შენს ნაცვლადაც განაგრძობენ შენს ომებს... ყველაზე მახინჯებსაც გიღებენ და უპირობოთ სჯერათ შენი.
          და რა ბედნიერებაა მსგავსი ადამიანები საკუთარ ცხოვრებაში. რომ დაეყრდნობი. რომ დაიმედდები. რომ დამშვიდდები. რომ მოგწონს. შიგნიდან. რომ გრძნობ და შეგიძლია აღარ იშფოთო. თვალის დახუჭვაც კი რომ შეგიძლია მათ გვერდით და მოდუნება. მთელი ქვეყნიერებაც რომ შენს წინააღმდეგ იყოს - ზურგი მაინც მყარი რომ გექნება. ამას იმედი ქვია. 
           იმედი ტკბილია.... როცა იცი გყავს საკმარისი ,,ის'' , რომელსაც ყოველთვის ეყოფა ძალა და შენი გულისთვის ყველას, შავ-ბნელ და საშიშ მაჯლაჯუნებსაც კი შეებრძოლება, დაგიხსნის და მშვიდად, უპრეტენზიოდ გააგრძელებს გვერდით ცხოვრებას.... არაფერს მოითხოვს. შენი კარგად ყოფნის გარდა.
          ამაზე მეტის გაკეთება ადამიანებს ერთმანეთისთვის არ ძალუძთ. არც ამაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ რამე ☺️

среда, 13 сентября 2017 г.

სწორდი - სმენა!

Автор: ჯუნა на 9/13/2017 0 коммент.

          მომენტი, როდესაც სამყაროს ყველაზე ცუდ ფერებში ხედავ, დამთრგუნველია. ეს ის მომენტია, როდესაც საკუთარ თავს ლოყაზე ხელს უთათუნებ და ბურტყუნებ: მთვარია არ გატყდე მთავარია არ გატყდე მთავარია არ გატყდე.... სწორდი - სმენა!
          ამ დროს, რომ მიგიშვა, სამყაროს გადააბრუნებ შენი აფორიაქებული ძალებით. იმას ეტყვი ამას. ამას გააგებინებ იმას. ერთს გადაარწმუნებ. მეორეს აუხსნი.  მესამეს დაამშვიდებ. მეოთხეს დაანახებ. მეხუთეს დაუმტკიცებ. მეექვსეს თხოვ. მეშვიდეს ჩაეხუტები. მერვეს ნეკს გაუწვდი... ამოიფრქვევი და ქვეყანას მოედები....
          მაგრამ იცი რა...
          შეიძლება ვერც ვერაფერი ქნა და ტყუილად იქადნები....

          შეიძლება ყველაფრის ბურთმა ერთად მოგიჭიროს ყელში. ხელები ჩამოყარო და ჩვეულებრივი ,, ქალივით" მოიქცე. 

          მერე რა... ყოველთვის ვერ გაიტან შენსას, ყოველთვის ვერ იყვირებ ყველაზე ხმამაღლა. ყოველთვის ვერ დაიბრუნებ ნეკს ნეკზე.... მერე რა... 
          ასეთ დროს შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტი მოგეთხოვება... ის რაც ყველაზე რთულია შენთვის.
სიმშვიდე. სიმშვიდე. და მშვიდად ცურვა დინების მიმართულებით! 

          ყველაფერი სწორდება. რათქმაუნდა. ხვალ თუ არა - ზეგ.  მთავარია ზეგამდე მიხვიდე. ისე რომ არაფერი გეტკინოს, არაფერი გეწყინოს, არაფერი გატეხო,  არ აბურდო ძაფები...  :)
         
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review